ჰელოუინის პირველი ოჯახი, the Addams Family, დიდ ეკრანზე დაბრუნდა! პირველი ანიმაციური კომედია ყველაზე უჩვეულო ოჯახის შესახებ.

ჰლოე მორეცი
1993 წელს, გამოსაშვებ საღამოზე, თინეიჯერ გოგონას, ქემერონ პოსტს, მანქანის უკანა სავარძელზე საღამოს დედოფალთან ერთად აღმოაჩენენ. ამ ფაქტის შემდეგ მისი კონსერვატორი ბიძა გადაწყვეტს გაგზავნოს იგი არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანებისთვის განკუთვნილ სამკურნალო კურსზე, კლინიკაში.
მევიოლინე სიდნი უეელსი მისმა დამ შემთხვევით ხუთი წლის ასაკში დააბრმავა. ის რქოვანის ოპერაციას გაიკეთებს და რეაბილიტაციის პროცესში გააცნობიერებს, რომ მკვდარ ხალხს ხედავს.
18 წლის ედისონი სკოლაში ნარკოტიკებს ავრცელებს, მასწავლებლებს ამცირებს, ბოროტად ეხუმრება ყველას. მაგრამ როდესაც მისი მეწყვილე ტყვიით იღუპება, ის გამოძიებას იწყებს. მას მისი ახალი მეწყვილე შეუყვარდება.
მთავარი პერსონაჟი, ლიბი დეი, 7 წლის იყო, როდესაც დედა და ორი და მოუკლეს. თვითონ იანვრის ცივ ამინდში მოახერხა ფერმიდან გამოქცევა, დაკარგა თითები, მაგრამ მაინც გადარჩა. ტრაგიკულ მოვლენას ეწოდებოდა ‘კინაკეს სატანური მსხვერპლი, კანზასი.’ ლიბი აღმოაჩენს, რომ მისი ძმა მკვლელია და დაკავებულია სატანისტური ქმედებებით. 25 წლის შემდეგ ლიბი იწყებს საქმის გამოძიებას. ფილმის სიუჟეტი წარსულსა და აწმყოში ვითარდება და მოვლენათა გადაბმულ ჯაჭვს ქმნის.
ცამეტი წლის გოგონა ნებრასკიდან, სახელად ლული დარჩა სახლში მარტო. ის შემთხვევით პოულობს მამის 45 კალიბრის პისტოლეტს. ლული დიდხანს არ ფიქრობს და მიემგზავრება მთვრალი მშობლების უსიამოვნებებისგან შორს, კერძოდ კი ვეგასში. მას თან მიაქვს პისტოლეტიც. აქ მის წინაშე გადაიშლება სასტიკი კრიმინალური სამყარო
საუკეთესო კომედია, რომლის ყურება არ არის რეკომენდირებული სუსტი გულის, კუჭისა და ნერვების მქონე ადამიანებისთვის. ფილმი მოგვითხრობს მაგიური ძაფებით გადაბმულ 10 ძალიან სასაცილო ისტორიას.
ახალგაზრდა გოგონა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იღვიძებს, არაფერი ახსოვს. აქ მოხვედრამდე მას საქმრო ჰყავდა, ჰქონდა სამუშაო და ჩვეულებრივ ცხოვრებას ეწეოდა. ახლა კი მას სხვადასხვა დიაგნოზს უსვამენ, რომელთაგანაც არცერთი არ დასტურდება.
ჯეფ კინის წიგნების სერიის მიხედვით გადაღებული ფილმი გრეგ ჰეფლის და მისი საუკეთესო მეგობრის როული ჯეფერსონის შესახებ.
ამჯერად მაკომის და კელის სახლის მეზობლად გადმოდის უნივერსიტეტის გოგონების კლუბი. რათა გაუმკლავდნენ ახალ მეზობლებს, რომლებიც მოსვენებას არ აძლევენ ისინი გადაწყვეტენ მიმართონ ყოფილ მტერს - ტედი სანდერსს…
ფილმი მოგვითხრობს დედამიწაზე უცხო პლანეტელების თავდასხმაზე, უცხოებმა ადამიანების გასანადგურებლად რამდენიმე ხერსს მიმართეს, რომლებსაც ადამიანებმა 4 ტალღა უწოდეს
მოხუცი კაცი ცხოვრობს ბამბუკის ვაჭრობით. ერთხელ ის პოულობს ბამბუკში პრინცესას, რომელიც თითისტოლაა.
ფილმის მოქმედება ნიუ-მექსიკოს დათოვლილ გარეუბანში ხდება, იქ 12 წლის ბიჭი ცხოვრობს, სახელად ოუენი. ერთ საღამოს ის თავის ახალ მეზობელ გოგონას - ების გაიცნობს, მაგრამ ოუენს წარმოდგენაც არ აქვს, რომ მისი პირველი სიყვარული, ერთი შეხედვით უმანკო და ნაზი გოგონა, სინამდვილეში ვამპირია.…
ფილმის მთავარი გმირი - სკოლის მოსწავლე დეივ ლიზევსკია, რომელიც სუპერგმირის კოსტიუმში გამოწყობილი, ცდილობს ბორტმოქმედებს ებრძოლოს, თუმცა ამისთვის არანაირი უნარი არ გააჩნია. პარალელურად გვხვდება 2 პერსონაჟი - 11 წლის გოგონა, რომელიც განგსტერებს სამურაის ხმლით უსწორდება და განგსტერის ვაჟი, რომელიც საკუთარ გამოძიებას აწარმოებს, რათა გაიგოს ვინაა დეივი
მოქმედება 30-ანი წლების საფრანგეთში ვითარდება. მთავარი გმირი, ობოლი ბიჭი ჰიუგო, რომელიც პარიზის სადგურის კედლებში ლოთ ბიძასთნ ერთად ცხოვრობს, შემთხვევით გამოჩენილი ფილმმეიკერის ჟორჟ მელიეს საიდუმლო მექანიზმს პოულობს. რაც დაეხმარება ჰიუგოს მისი გარდაცვლილი მამის საიდუმლოს გაგებაში
1974 წელს 14 ნოემბერს პოლიციის განყოფილებაში საშინელი ზარი შემოვიდა: დე ფოს საოჯახი რეზიდენციაში თავის ლოგინებში ექვსი ადამიანია დახვრეტილი. რონალდ დე ფო გამოტყდა თავისი მშობლების და ძმების მკვლელობაში... მან ეს იმით ახსნა, რომ რაღაცა ”ხმებმა” აიძულეს მას მკვლელობების ჩადენა. ერთი წლის მერე ჯორჯი და კეიტი ლათსები სამ ბავშვთან ერთად გადადიან ამ სახლში საცხოვრებლად. ოჯახმა ჯერ არ იცის, რომ მათი ბედნიერება საშიშროების წინ დგას... დემონურ საშინელ ძალას შეუძლია დაამსხვრიოს მათი ბედნიერება... ამიტვილს კვლავ შიში იბყრობს...
უზომოდ შეყვარებული მთავარი გმირი, ცდილობს გული გაულღვოს გოგონას, რომელსაც საერთოდ არ სწამს სიყვარულის და არც რომანტიული ურთიერთობა სურს.
მორცხვი კერი ვაითი ცხოვრობს დედასთან ერთად — ღვთისმოშიშ ფარისეველ მარგარეტთან. გოგო განიცდის თანაკლასელების დაცინვას და დედის მკაცრ აღზრდას. თანდათანობით ის აღმოაჩენს საკუთარ თავში ტელეკინეზის შესაძლებლობებს. თანაკლასელები კერისთვის ამზადებენ გრანდიოზულ ხუმრობას, მაგრამ არ იციან, მისი თავდაცვის შესახებ. (ფილმი სტივენ კინგის მოთხრობის ეკრანიზაციაა)
კოლინვუდის ადგილ–მამულის მეპატრონე, ბარნაბას კოლინზი ძალაუფლების მოყვარული, მდიდარი და ცნობილი კაზანოვაა. ის დაუშვებს საბედისწერო შეცდომას, როდესაც სასოწარკვეთილებამდე მიიყვანს მასზე შეყვარებულს ჯადოქარს ანჟელიკა ბოშარს, რომელიც მას საშინელ განაჩენს გამოუტანს. ის გადააქცევს ბარნაბას ვამპირად და ცოცხლად დამარხავს. მხოლოდ 2 საუკუნის გავლის შემდეგ ის შემთხვევით თავისუფლდება....
რეალურ ცხოვრებაში თქვენ ვერ ნახავთ სუპერგმირს კომიკსებიდან, სამაგიეროდ თქვენ შეიძლება შეხვდეთ ნამდვილ გმირებს. ქარიზმატიულმა გამპანღურებელმა და გლამურულმა ცხელმა-გოგონამ მოიპოვეს ახალი გუნდის მხარდაჭერა პოლკოვნიკ ამერიკას ხელმძღვანელობით. მაგრამ ჩვეულებრივი მაფიოზების გარდა ქალაქს ემუქრება ახალი საფრთხე, ახალგაზრდა მაჟორი ძალიან ცუდი ხასიათით და ერთგული დაქირავებული ჯარით…