ქორი ბერტონი
ერთხელ ჰოლივუდში
Once Upon a Time… in Hollywood

კვენტინ ტარანტინოს „ერთხელ ჰოლივუდში“ 1969წლის ლოს ანჯელესში გადავყავართ, სადაც ყველაფერი იცვლება, როდესაც ტელევარსკვლავი რიკ დალტონი (ლეონარდო დი კაპრიო) და მისი დიდიხნის დუბლიორი კლიფ ბუთი (ბრედ პიტი) გზას იკვალევენ ინდუსტრიაში, რომელიც ისე შეცვლილა, რომ ვეღრც იცნობ. ავტორ-რეჟისორის ეს მეცხრე ფილმი მონაწილე მსახიობების დიდ არმიას და სიუჟეტური ხაზების მრავალფეროვნებას გვთვაზობს, რითაც პატივს მიაგებს ჰოლივუდის ოქროს ხანის დასასრულს.

2019
IMDB 7.7
მაჩეტე კლავს
Machete Kills

აშშ-ს მთავრობა დაიქირავებს მაჩეტეს საიდუმლო მისიის შესასრულებლად, რომლის განხორციელებაც ჩვეულებრივი მოკვდავისათვის შეუძლებელია.

2013
IMDB 5.6
ვარსკვლავური ომები: კლონების ომი
Star Wars: The Clone Wars

"კლონების ომი" კომპიუტერული ანიმაციით შექმნილი პირველი ფილმია ვარსკვლავურ ომებზე გადაღებულ ფილმებს შორის. ენიკინმა და ობი ვანმა უნდა გაიგონ ვინ მოიტაცა ჯაბბა ჰატის ვაჟიშვილი და უვნებელი დააბრუნონ. სეპარატისტები ყველაფერს ეცდებიან მათ შესაჩერებლად, რათა ჩაშალონ მშვიდობიანი შეთანხმება ჰუტებსა და რესპუბლიკას შორის.

2008
IMDB 5.9
კონკია 2: ოცნება სრულდება
Cinderella II: Dreams Come True

ყველამ ვიცით, ზღაპარი კონკიაზე დამთავრდა იმით, რომ მან მოირგო ბროლის ფეხსაცმელი და ცოლად გაჰყვა მშვენიერ პრინცს. ამით ზღაპარი არ დამთავრებულა, ის ახლა დაიწყო! თქვენ გელოდებათ სამი სრულიად ახალი ისტორია, რომელსაც ვერ იპოვით წიგნში: კონკიას პირველი დღეები სასახლეში; თაგუნია ჟაკზე, რომელმაც დაიყოლია ფერია და ადამიანად გადააქცია და იმაზე, თუ როგორ ისწავლა კონკიას ჭირვეულმა დამ ანასტასიამ სიყვარული და გაღიმება. ჯადოსნობა ისევ გრძელდება!..

2002
IMDB 5
პიტერ პენი 2 (დაბრუნება ნევერლენდში)
Return to Never Land

"პიტერ პენი" გრძელდება და ნევერლენდში ვბრუნდებით. 1940 წელს მეორე მსოფლიო ომის დროს უენდის უკვე ორი შვილი ყავს, ერთერთი მისი ქალიშვილი ჯეინია.

2002
IMDB 5.8
ჯადოსნური შობა მიკისთან
Mickey's Magical Christmas: Snowed in at the House of Mouse

თოვლის ქარიშხლის გამო მიკი მაუსის სახლი დაიფარება თოვლით და ის სტუმრებთან ერთად ჩაიკეტება სახლში

2001
IMDB 6.8
სუპერმენი/ ბეტმენი : სახალხო მტრები
Superman/Batman: Public Enemies

აშშ-ს პრეზიდენტი ლეკს ლუტორი, სუპერმენის დასამარცხებლად მოსალოდნელი კრიპტონიტური მეტეორის გამოყენებას გეგმავს. იგი ჯილდოს აწესებს, მილიარდ დოლარს, მისთვის, ვინც მოუტანს სუპერმენისა და მისი მოკავშირის, ბეტმენის თავებს. სუპერმენი და ბეტმენი ლუტორის გეგმების ჩასაშლელად და სიმართლის დასადგენად უნდა გაერთიანდნენ.

2009
IMDB 7.2
კუზიანი ნოტრ დამიდან
The Hunchback of Notre Dame

ახალგაზრდა ბოშა ქალი ესმერალდა ცეკვებით ირჩენს თავს. მას ბევრი მეგობარი ჰყავს, მაგრამ არაკეთილმოსურნეებს იმდენად დიდი ძალაუფლება აქვთ, რომ ის ციხეში ხვდება. ღვთისმშობლის ტაძრის მნათე - კვაზიმოდო ესმერალდას გაქცევას მოუწყობს. შემდეგ კი, გამძვინვარებული ეპისკოპოსი ფროლოსგანაც გადაარჩენს, რომელსაც მისი მოკვლა სურს. ვ.ჰიუგოს ცნობილი რომანისგან განსხვავებით ამ ანიმაციას ბედნიერი დასასრული აქვს.

1996
IMDB 6.9
ალადინი
Aladdin

ქალაქელი ღარიბი ბიჭის ისტორია, რომელიც ლამაზმან პრინცესაზეა შეყვარებული. მას შანსი გამოუჩნდება პრინცესას სიყვარული მოიპოვოს...

1992
IMDB 8
ზამბეზია
Zambezia

მულტფილმ მოგვითხრობს ახალგაზრდა ქორის კაის შესახებ, ჩვენ ვიხილავთ მის თავგადასავალს საკუთარი მიზნის მიღწევის შესახებ. მისი მიზანია ფრინველთა საოცნებო ქალაქში ზამბეზიაში მოხვედრა

2012
IMDB 5.8