ფრენკ ლანჯელა
დ-ის სახლი
House of D

ამერიკელი არტისტი ცხოვრობს ბოჰემურ ყოფით პარიზში, ტომ ვორშოუ ცდილობს მიხვდეს მისი მწუხარე მოზრდილობის ეტაპის არსს, რამაც აირეკლა მისი ექსტრაორდინალური ბავშვობა.

2004
IMDB 7
წინასწარმეტყველი
The Prophet

ანიმაცია ეხება გიბრანის ლექსების თარგმანს. ინსპირირებულია ხალილ გიბრანის კლასიკური წიგნის მიხედვით. წინასწარმეტყველი არის მხატვრული ანიმაცია, თავებად დაყოფილი მსოფლიო ანიმაციის რეჟისორთა მიერ შესრულებული .

2014
IMDB 7.1
რობოტი და ფრენკი
Robot & Frank

ფილმი მოგვითხრობს რობოტის და მოხუცი ქურდის თანაცხოვრების ისტორიას. ფილმის მთავარი გმირის შვილმა გადაწყვიტა ალცგეიმერით დაავადებული მამისთვის, მარტოობის გასაქარწყლებლად რობოტის მიყვანა, რომელთანაც მოულოდნელად საინტერესო კომუნიკაცია შედგება...

2012
IMDB 7.1
ყველაფერი საუკეთესო
All Good Things

"ყველაფერი საუკეთესო" - სასიყვარულო ისტორიაა და ამავე დროს ნიუ-იორკში მომხდარი ერთერთი ყველაზე გახმაურებული გაუხსნელი მკვლელობის ამბავია,რომელიც ახალ ფაქტებზე,სასამართლო პროცესის ჩანაწერებზე და სხვადასხვა სპეკულაციებზე დაყრდნობით, ერთი ოჯახის სიყვარულის, ვნებისა და დანაკარგის შესახებ მოგვითხრობს.

2010
IMDB 6.3
კაპიტანი ფანტასტიკა
Captain Fantastic

ისინი ლაპარაკობენ რამოდენიმე ენაზე, იციან კვანტური ფიზიკა და ერკვევიან ფილოსოფიაში. მათ ეხერხებათ ნადირობა და კარგად ფლობენ იარაღს. ისინი ცხოვრობენ ტყეში და ჰარმონიულად ერწყმიან მას. მხოლოდ გამოუვალმა მდგომარეობამ აიძულა ისინი დაეტოვებინათ მშობლიური სახლი და წასულიყვნენ დიდ ქალაქში. რა მოხდება მას შემდეგ როცა პირისპირ შეეჩეხებიან ცივილიზაციას, როცა მათ ეწვევათ პირველი სიყვარული და გაიცნობენ გაჯეტებისა და სოციალური ქსელების სამყაროს?

2016
IMDB 8.1
5დან 7მდე
5 to 7

ისტორია ახალგაზრდა მწერლის და ფრანგი დიპლომატის ლამაზი ცოლის ვნებიან რომანზე. მათ სიყვარულისთვის მხოლოდ ორი საათი აქვთ დღის განმავლობაში, 5-დან 7-მდე.

2014
IMDB 7.1
ბოლომდე
All the Way

ლინდონ ბი ჯონსონი აშშ-ს პრეზიდენტი ხდება, საყოველთაო ქაოსის ტალღის შემდეგ, რომელიც ჯონ კენედის მოულოდნელი მკვლელობით იყო გამოწვეული. ფილმში ნაჩვენებია მისი პრეზიდენტობის პირველი 11 თვე. რომელიც მოიცავს, 1964 წლის სამოქალაქო უფლებების აქტის მიღებისათვის ბრძოლას, ასევე საკუთარ საპრეზიდენტო კამპანიას. კულმინაცია კი არის ღამე, როდესაც ჯონსონი რეალურად იქნა არჩეული პრეზიდეტად. იგი უკვე აღარ იყო "შემთხვევითი პრეზიდენტი".

2016
IMDB 7.8
უცნობი
Unknown

ფილმი მამაკაცზეა, რომელიც დიდხნიანი კომის შემდეგ იღვიძებს და აღმოაჩენს, რომ მისი ადგილი სხვა პიროვნებამ დაიკავა. მისი არავის არ სჯერა, არც საკუთარ ცოლს. გმირს ტაქსისტი-ქალი ეხმარება, რომ დაამტკიცოს, თუ ვინ არის იგი სინამდვილეში

2011
IMDB 6.9
დესპეროს თავგადასავლები
The Tale of Despereaux

ეს ამბავი სამ არსებაზეა, რომლებიც ყველაზე ნაკლებად გვანან მთავარ გმირებს – თაგვი, რომელსაც ურჩევნია წიგნების კითხვა მათ ჭამას; ვირთხა, რომელიც ინტრიგებს ხლართავს იმის გამო, რომ სურს სამუდამოდ დატოვოს ნესტიანი საბყრობელო; და დიდი ყურებიანი გოგონა – ვისი ცხოვრების გზები შეხვდებიან პრინცესას ამოუცნობ გზებს.

2008
IMDB 6.1
მეცხრე კარი
The Ninth Gate

დინ კორსო, რარიტეტული გამმცემლობის მოძებნის, შეფასების და შესყიდვის ერთერთი სპეციალისტი, ღებულობს უცნაურს, თუმცა საკმაოდ საინტერესო წინადადებას. ბორის ბოლკანი მსოფლიოში უმსხვილესი ოკულტური წიგნების მეპატრონე, მას დაიქირავებს, თავისი კოლექციის ერთერთი უნიკალური ნივთის შესაფასებლად – \"ცხრა კარიბჭე მოჩვენებების სამეფოში\", რომლის დახმარებით, ლეგენდის მიხედვით, თვით ლუციფერის გამოძახებაა შესაძლებელი. დინ კარსოს მოელის უამრავი ხიფათი და საიდუმლოები...

1999
IMDB 6.7
ჯუნიორი
Junior

მეცნიერმა მედიკოსებმა ალექს ხესსმა და ლარი არბოგასთმა უნიკალური პრეპარატი შეიმუშავეს,რომლის მეშვეობითაც ქალები მუცლის მოშლას აირიდებენ.. როცა კვლევების ფინანსირება შეწყდა,მეგობრებმა მისი ეფექტიურობის შემოწმება გადაწყვიტეს...არბოგასთმა ქალის კვერცხუჯრედი გაიტაცა და ბავშვის გაჩენაზე დათანახმებულ ხესს სხეულში შეუყვანა

1994
IMDB 4.5
უოლ სტრიტი: ფულს არასდროს სძინავს
Wall Street: Money Never Sleeps

გორდონ გეკო გამოდის ციხიდან. იგი დროს ტყუილად არ კარგავს, იწყებს ახალ გზას ფინანსური სამყაროს დასაპყრობად, რომელიც მისი არყოფნის დროს უფრო სუმბურული და მშფოთავი გახდა. ახლა უკვე ვერავინ გადაუდგება გორდონს გზაზე...

2010
IMDB 6.3
ედი
Eddie

კალათბურთის გუნდის "ნიკსი" შავკანიანი გულშემატკივარი – ედი თავისი კვარტლის ბავშვებს ავარჯიშებს და ძალიან ბრაზდება, როდესაც მისი გუნდი მუდმივად აგებს. ყველაფერში კი ტრენერს ადანაშაულებს. ახალ მფლობელთან შემთხვევითი ნაცნობონის წყალობით, ის NBA-ის ახალი ტრენერი ხდება

1996
IMDB 5
ყუთი
The Box

ახალგაზრდა წყვილი, არტური და ნორა ფინანსურ სიდუხჭირეს განიცდის. ყველაფერთან ერთად მათი ოჯახი გაშორების ზღვარზეა. მოულოდნელად ისინი ღილაკიანი კოლოფის ბედნიერი მფლობელები ხდებიან. ღილაკის დაჭერის შემთხვევაში ისინი 1 მილიონი დოლარის მფლობელები გახდებიან. მაგრამ ერთი საშინელი რამ არის - ღილაკზე ხელის დაჭერით, სადღაც, მათთვის უცნობი ადამიანი მოკვდება.

2009
IMDB 5.6
ტკბილი ნოემბერი
Sweet November

დასახელება: ტკბილი ნოემბერი / Sweet Novemberწელი: 2001ჟანრი: დრამა, კომედია, მელოდრამა, რომანტიკარეჟისორი: პეტ ოქონორიროლებში: კეანუ რივზი, შარლიზ ტერონი, ლორენ გრემი, ჯეისონ აიზექსი, ფრენკ ლანგელა, ლაიამ აიკენი, გრეგ გერმანი, მაიქლ როზენბაუმი, რობერტ ჯოი, ...

2001
IMDB 6.7
სუპერმენის დაბრუნება
Superman Returns

დედამიწაზე დაბრუნებისას მრავალწლიანი და საიდუმლო მოგზაურობის მერე, სუპერმენი აღმოაჩენს, რომ მისი დაუძინებელი მტრი ლექს ლიუტორი ისევ უგებს მას მახეებს, მის შეყვარებულმა ლოის ლეინმა კი თითქოს უკვე მოაწყო თავისი პირადი ცხოვრება. ამის გარდა სუპერმენი ხვდება, რომ იმ დროის მანძილზე, სანამ ის დედმიწაზე არ იმყოფებოდა, ადამიანებმა ადვილად ისწავლეს ცხოვრება მის გარეშეც.

2006
IMDB 6.1
ლოლიტა
Lolita

ფრანგული ლიტერატურის მასწავლებელი - გერბერტი, ახალი ინგლისის ერთ-ერთ პატარა ამერიკულ ქალაქში ჩამოდის. ის კარგად აღზრდილი და განათლებულია, ქალებშიც წარმატებებით სარგებლობს. მაგრამ მისი სული პირველი სიყვარულის მოგონებებით არის ავად. და 12 წლის ლოლიტასთან შეხვედრის შემდეგ იმედი უჩნდება დაკარგული სამოთხის პოვნის.

1997
IMDB 6.9
ავაზაკთა კუნძული
Cutthroat Island

მეკობრე მორგან ედამსის უშიშარ ქალიშვილს შურისძიება სწყურია მამის მკვლელობისთვის , რომელიც მისმა საკუთარმა ძმამ სიცოცხლეს გამოასალმა. გოგონას მემკვიდრეობით ერგო ავაზაკთა კუნძულის რუქა. იქ მონიშნულია ადგილი, სადაც უთვალავი განძია დამარხული. ამ ადგილამდე მისაღწევად ის მამის ძველ მეგობრებს შეკრებს...

1995
IMDB 5.6
დეივი
Dave

ოფიციალური მივლინების დროს შეერთებული შტატების პრეზიდენტ მიტჩელს გულის შეტევა დაემართა. და ისეთ ცუდ დროს! ეს მოხდა მაშინ, როდესაც მიტჩელი თავის საყვარელთან ერთობოდა. პრეზიდენტის მსახურებმა ალან რიდმა და ბობ ალეკზენდერმა მიმართეს დეივ კოვიკს... მას უნდა შეეცვალა პრეზიდენტი ავადმყოფობის დროს. საქმე იმაშია, რომ მ,ოქმედი პრეზიდენტი და დეივი ორი წვეთი წყალივით გვანან ერთმანეთს...

1993
IMDB 6.8
მონაკოს პრინცესა
Grace of Monaco

მან ჰოლივუდი დაიბყრო, მის ხელთაა უმშვენიერესი ვილები, ოსკარის პრემიები და შესანიშნავი მამაკაცები მაგრამ მან ამ ყველაფერს ამჯობინა სამეფო სასახლე, არისტოკრატული წვეულებები და კეთილშობილი პრინცი პატარა ქვეყნიდან რომელიც არცისე შორს არის საფრანგეთიდან. ის ჰოლივუდის დედოფალი იყო მაგრამ მან ამას მონაკოს პრინცესად ყოფნა ამჯობია...

2014
IMDB 5.6