Harvey Keitel
ირლანდიელი
The Irishman

ფილმი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საშიში დაქირავებული მკვლელის, ფრენკ შირენის, მეტსახელად ირლანდიელის ამბავს მოგვითხრობს, რომელიც მაფიასთან მუშაობდა. დაქირავებულ მკვლელად ყოფნა ყველას როდი შეუძლია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კრიმინალურ ავტორიტეტებთან გიწევს მუშაობა. მას ყველაზე ხშირად სხვა განგსტერების მოკვლას ავალებდნენ. ფრენკი არასდროს არ სვამდა ზედმეტ კითხვებს და აკეთებდა იმას, რასაც მისგან მოითხოვდნენ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანი, რომელიც მან მოკლა გაერთიანებული პროფკავშირების პრეზიდენტი, ჯიმი ჰოფა იყო, რომელსაც მაფიასთან ჰქონდა კავშირები. ერთ დღეს, ჯიმი უბრალოდ გაქრება, და დიდი ხნის განმავლობაში არავინ იცოდა, ცოცხალი იყო თუ მკვდარი. მაგრამ სამართალდამცავები ვარაუდობდნენ, რომ მაფიასთან უთანხმოება გამო ჯიმი, ირლანდიელმა მოკლა…

2019
IMDB 8.1
ძაღლების კუნძული
Isle of Dogs

12 წლის ბიჭის ატარის ისტორია, რომელიც კორუმპირებული მერის კობაიაშის მზრუნველობის ქვეშაა. როდესაც მერის ბრძანებით ქალაქ მეგასაკის ყველა ძაღლს ნაგავსაყრელ კუნძულზე გაგზავნიან, ატარი მინიატურული საფრენი მოწყობილობით გაემგზავრება კუნძულზე მისი ერთგული მეგობრის სპოტსის მოსაძებნად. კუნძულზე, ახალი მეგობრების გუნდთან ერთად იგი ეპიკურ მოგზაურობას იწყებს...

2018
IMDB 8.1
კონგრესი
The Congress

ფილმი სტანისლავ ლემის პიესის მიხედვითაა გადაღებული. ასაკში შესული, უმუშევარი მსახიობი თავის ბოლო სამუშაოზე თანხმდება, თუმცა ვერც კი წარმოუდგენია თუ რამდენ პრობლემას მოუტანს ეს გადაწყვეტილება.

2013
IMDB 6.5
ტელმა და ლუიზა
Thelma & Louise

უიკენდზე დასასვენებლად წასული ლუიზა მამაკაცს მოკლავს, რომელიც მისი მეგობრის, ტელმას გაუპატიურებას შეეეცადა.ისინი გაიქცევიან და მათი დევნა ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. ამ დროს ორივე მათგანი ნამდვილი მეგობრობის ძალას და საკუთარი ხასიათის უჩვეულო თავისებურებებს აღმოაჩენენ.

1991
IMDB 7.4
ბოროტი ქუჩები
Mean Streets

ფილმი "ბოროტი ქუჩები" მარტინ სკორსეზეს ერთღთი პირველი შედევრია. სიუჟეტია არის განგსტერების შესახებ, სადაც ჩანს განგსრერული სამყაროს წესების და უფლებების სტრუქტურა. ასევე 1960-იანების ნიუ-იუორკის იტალიურ-ამერიკული კრიმინალური სამყარო.

1973
IMDB 7.4
მომაკვდავის ფიქრები
Mortal Thoughts

საძაგელი კაცი კვდება, მაგრამ არ არის ნათელი ვინ არის დამნაშავე. თუ ყველა ადამიანი იღებს, იმას რაც დაიმსახურა? ეს ჯეიმს ურბანსკია, საშინელი ლოთი, რომელიც იპარავს თავისი ცოლისგან ჯოისგან და პირდება მის უახლოეს მეგობარს სინტია კელოგს, რომ ის იქნება შემდეგი სამიზნე მისი გაბრაზებისას. მისი სიკვდილის შემდეგ, იმიტომ რომ ის იყო საშინელი ადამიანი, პოლიციას უჭირს მისი ნაცნობებიდან შესაძლო მკვლელის ვინაობის დადგენა.

1991
IMDB 5.7
პატარა ნიკი
Little Nicky

ნიკი სატანის უმცროსი , ყველაზე გულობრყვილო შვილია. სატანა უკვე 10000 წელია რაც ასრულებს ჯოჯოხეთის პრეზიდენტის მოვალეობას. აქამდე ეს პოსტი ეკავა მისს მამას -ლუციფერს. სატანას უნდა პენსიაზე გავიდეს და დაისვენოს, მაგრამ ამისათვის მან ჯოჯოხეთის მმართველობა უნდა გადასცეს თავისს ერთ-ერთ შვილს. სამწუხაროდ ის ფიქრობს , რომ მისი არც ერთი შვილი ჯერ არაა მზად ამ საპასუხისმგებლო პოსტისათვის . შეიტყობს რა ამის თაობაზე უფროსი შვილები , ბრაზდებიან მამაზე და გადაწყვეტენ სამაგიერო გადაუხადონ მამას. მათ გეგმაში შედის სატანის ფიზიკური განადგურება და მმართველობის ძალით ხელში ჩაგდება. ნიკი კი ცდილობს მამა გადაარჩინოს..

2000
IMDB 5.3
ახალგაზრდობა
Youth

ფრედი და ნიკი უკვე ნახევარი საუკუნეა მეგობრობენ. დასცინიან საკუთარ თავს და უკვირთ ამ სამყაროს უსამართლობის. ამ ზაფხულს ისინი ალპებში ისვენებენ, სადაც უკვე მოზრდილი ბავშვების სასყვარულო განცდები, შემთხვევით დანახული დრამები და შორეული წარსულის გულწრფელობები, სამუდამოდ შეცვლის მეგობრების ბედისწერას.

2015
IMDB 7.5
მაკულატურა
Pulp Fiction

ერთხელ ბუჩ კულიჯმა გადაწყვიტა თვით მარსელას უოლესის გაცურება. თუმცა ლოს–ანჟელესში იყო ბევრი უფრო ადვიი გზა სიცოცხლესათან დასამშვიდებლად. გააფთრებული მარსელასმა დიდ ხანს არ ალოდინა; ორი თავზეხელაღებული, ვინცენტი და ჯულისი დაკავფდნენ თავხედის ბედით. ამ ახალგაზრდებს თითქმის ყოველთვის უამრავი სამსახური აქვთ, მაგრამ მათ ყველაფერი და ყოველთვის ბოლომდე მიყავთ ...

1994
IMDB 8.9
პატარა ფაკერები
Little Fockers

მესამე ფილმის მოვლენები მთავარი გმირების ქორწილის შემდეგ განვითარდება. გეილორდ ფაკერის ცოლი ფეხმძიმედაა და გააჩენს ბავშვს სურათის ფინალისკენ, კომიური სიტუაციები კი სიმამრის საგვარეულო ისტორიაზე აიკინძება...

2010
IMDB 5.5
ტაქსის მძღოლი
Taxi Driver

ლამპიონების სუსტი სინათლე, ფაბრიკების საკვამურების ჩონჩხი, რომლებიც საკუთარ კვამლში იხრჩობიან. ცათამბჯენების ვავილონის კოშკები, ყველაფერი ეს - თანამედროვე დროის ჯოჯოხეთია, ნიუ-იორკი. ვიეტნამის ომის ვეტერანი ტრეივის ბიკლს მიდის თავისი ტაქსით უსაზღვრო ქალაქის ღამის ქუჩებში, და მის წინ იხსნება ადამიანთა ცოდვების მოღუშული პანორამა . ის იმედოვნებს, რომ ერთხელაც ზეციდან გადამრჩენ წვიმას გამოუშვებენ, რომელიც გაასუფთავებს ნიუ-იორკს საუკუნოვანი უწმინდურობისგან. და როდესაც იმედი კვდება, რჩება მხოლოდ სიძულვილი. ცეცხლის წვიმა დაატყტება ცოდვილთა თავეგბს. ტაქსისტი დაეხმარება ამას...

1976
IMDB 8.4
წითელი დრაკონი
Red Dragon

ამ სურათის მოქმედება ვითარდება მანამ სანამ \"კრავთა სიჩუმეში\" აღწერილი მოვლენები განვითარდებოდა და კლარისა სტარლინგის გამოჩენამდე. ჩვენ ვეცნობით ადამიანს, რომელმაც ჰანიბალ ლექტერი დაიჭირა, – ფედერალური ბიუროს აგენტი. ლექტერის დაპატიმრების შემდეგ, რომელიც გრემს თითქმის ცხოვრების ფასად დაუჯდა, უილი მიდის სამსახურიდან ბიუროში. თუმცა, ახალი საზარელი სერიული მკვლელის გამოჩენა გრემს აიძულებს დაბრუნებას. ეს დაუნდობელი მონსტრი, რომელსაც პრესამ უკვე სახელიც კი დაარქვა – \"კბილის ფერია\", ღამ–ღამობით მთლიან ოჯახებს კლავს. ახლა უილს ესაჭიროება რჩევა გამოცდილი სპეციალისტისაგან ფსიქიკურ ანომალიებში, და ის დახმარებისათვის თავის ძველ ნაცნობს მიმართავს ... ექიმ \"ჰანიბალ–კანიბალ\" ლექტერს!

2002
IMDB 7.2
მზის ჩასვლიდან განთიადამდე
From Dusk Till Dawn

ბანკის გაძარცის შემდეგ ორი ძმა პოლიციისგან გაქცევას სცდილობს და კანონდამცველების დევნის შესაჩერებლად ტყვედ აყვანენ მღვდელს თავის შვილებთან ერთად. მექსიკის საზღვართან ისინი გადაწყვიტავენ ღამე ბარში გაატარონ. მზის ჩასვლის შემდეგ აღმოჩნდება, რომ ბარის ყველა მდგმური - ვამპირია...

1996
IMDB 7.3
ძარცვა ფრანგულად
Crime Spree

სამი წარუმატებელი ფრანგი-მაძარცველი, დავალებაზე წასვლისას ერთერთმდიდარ სახლშიხელოვნები შედევრის მოსაპარად, შემთხვევით ხანძარს მოაწყობენ. ხანძრის ჩაქრობას ისინი ფასდაუდებელი ტილოთი სცდილობენ და მეპატრონეს აღვიძებენ, რომელსაც თოფი აქვას... ანუ წარმატებულად ჩააფლავებენ საქმეს. ახლა სამეულს უკანასკნელი შანსი აქვს შეფის თვალებში თავი გაიმართლონ - პარიზიდან ჩიკაგოში წავიდნენ და ახალი დავალება შეასრულონ

2003
IMDB 6.5
ბაგსი
Bugsy

ბენჟამინ სიგელი მეტსახელად "Bugsy" - ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული განგსტერი, კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი თავის მეგობრებთან ერთად. თავის თავში დარწმუნებული, გაწონასწორებული მექალთანე, რომელსაც ყველა პატივს სცემდა. მაგრამ იგი სხვა კანონისდამრღვევებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ არ აინტერესებდა ფული ან უსაზღვრო ძალაუფლება, მას უნდოდა მომავლის ქალაქი აეშენებინა, სწორედ ამ მიზნით შეისყიდა ნევადაში არსებული უდაბნო, და ოცნების სასტუმროსა და კაზინოს აშენება განიძრახა..

1991
IMDB 6.8
ცოფიანი ძაღლები
Reservoir Dogs

ეს იდეალური დანაშაული უნდაგამხდარიყო. კრიმინალურმა ბოსმა ჯო კებოტმა საიუველირო მაღაზიის გაძარცვის გეგმა შეადგინა,შეაგროვა ექვსი გამოცდილი და ერთმანეთისთვის უცნობი დამნაშავე. მაგრამ თავიდანვე ყველაფერი უკუღმა წავიდა, და ჩვეულებრივი ძრცვა სისხლიან სასაკლაოდ გადაიქცა. გადარჩენილი დამნაშავეები ერთი მეორეს მიყოლებით გროვდებიან დათქმულ ადგილას - მივიწყებულ საწყობში. ორი მათგანი მოკლულია, ერთი მძიმედაა დაჭრილი. და იმათმა იციან, რომ მათ შორის მოღალატეა, რომელმაც ისინი ჩაუშვა პოლიციას...

1992
IMDB 8.4
ვინ აკაკუნებს ჩემს კარებზე?
Who's That Knocking at My Door

J.R. is a typical Italian-American on the streets of New York. When he gets involved with a local girl, he decides to get married and settle down, but when he learns that she was once raped, he cannot handle it. More explicitly linked with Catholic guilt that Scorsese's later work, we see what happens to J.R. when his religious guilt catches up with him.

1967
IMDB 6.8
იყავი მაგარი
Be Cool

ჩილი პალმერი ბრუნდება. განგსტერი რომელმაც მოისურვა საქმე განეგრძო კინო ინდუსტრიაში, გადაწყვიტა მუსიკალური ბიზნესისათვისაც მოეკიდა ხელი. იგი აპეკუნობას უწევს ახლაგაზრდა მომღერალს ლინდას. მისთვის მიუღწეველი არც ამ სფეროშია...

2005
IMDB 5.6
პიანინო
The Piano

მეცხრამეტე საუკუნის შუაწლები. ადა 6 წლის ასაკიდან არ ლაპარაკობს. მამამ ის მეორედ გაათხოვა, მამაკაცზე, რომელიც არასოდეს არ უნახავს. თავის პატარა ქალიშვილთან ერთად ის მშობლიური შოტლანდიიდან ახალ ზელანდიაში მიემგზავრება, სადაც მომავალი ქმარი ელოდება. ის უარს ამბობს ადას პიანინოს სახლში გადატანაზე. ამ ძლიერი ქალისთვის დუმილი სულაც არ არის თანხმობის ნიშანი. მაგრამ ადა ქმარს ვერ არწმუნებს, თუ რამდენად ძვირფასია მისთვის ეს ნივთი. პიანინოს სანაპიროზე ტოვებენ.

1993
IMDB 7.6
ბარიგები
Clockers

სტრაიკი - მშრომელი და დიდი პასუხისმგებლობის მქონე ბიჭია. ის ნარკოტიკების გამსაღებელია. ის ნარკობარონზე როდნი ლითლზე მუშაობს.

1995
IMDB 6.9