გაყინულის მეორე ნაწილი და ამაღელვებელი ისტორიის გაგრძელება ორი დის – დედოფალი ელზას, რომელსაც თოვლის სტიქიის მართვა შეუძლია, და პრინცესა ანას შესახებ, რომელსაც ნებისმიერი გაყინული გულის გალღობა შეუძლია

ჯერემი სისტო
თინეიჯერი გოგონა ლუსი უკვე აღარ ჰგავს ბიჭს, არც საქციელით არც ჩაცმით. ლუსის მშობლებთან იდეალური ურთიერთობა აქვს, ამთ შორის ასაკობრივი სხვაობა მცირეა, რადგან ისინი თინეიჯერები იყვნენ, როცა მშობლები გახდნენ. გაზრდილი გოგონა ამჩნევს მშობლების ურთიერთობაში დაძაბულობას და გაერკვეს რა ხება.
ფერდინანდი – პატარა ხარი, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ სხვა პატარა ხარებთან გაერთოს, ურჩევნია ჩუმად იჯდეს ხის ქვეშ და ყვავილების სურნელით დატკბეს. გადის რამდენიმე წელი და ფერდინანდი დიდი, ძლიერი, მაგრამ მშვიდობიანი და რბილი ხასიათის ხარი გაიზრდება. მაგრამ, მოულოდნელად ჩვენი გმირი პრობლემების წინაშე აღმოჩდება, როდესაც ერთ დღეს ხუთი მამაკაცი ფერმაში მივა, რათა მადრიდში ხარების ბრძოლებისთვის აირჩიონ ყველაზე დიდი, ჯანსაღი, ჩქარი და აგრესიული ხარი. ისინი მწარედ შეცდებიან, როცა ფერდინანდს აირჩევენ…
ფილმი მოგვითხრობს რობოტის და მოხუცი ქურდის თანაცხოვრების ისტორიას. ფილმის მთავარი გმირის შვილმა გადაწყვიტა ალცგეიმერით დაავადებული მამისთვის, მარტოობის გასაქარწყლებლად რობოტის მიყვანა, რომელთანაც მოულოდნელად საინტერესო კომუნიკაცია შედგება...
ფილმი მოგვითხრობს დედის და მისი დაღუპული ბავშვის ისტორიას, რომელთან დასამშვიდობებლადაც ფილმის მთავარი გმირი საიქიოს კარებთან მივა...
ანიმაციური ფილმის სიუჟეტი ტრიალებს საიდუმლო ორგანიზაციის გარშემო. ეს ორგანიზაცია იტაცებს ბავშვებს და მათგან ზრდის თავზეხელაღებულ მეომრებს.
ფილმში აღწერილია ჰაკერის ისტორია.ორი წელია რაც ფბრ-ის საუკეთესო თანამშრომლები ეძებენ და ვერ პოულობენ მას.
ახალგაზრდა მამაკაცი და ქალი ერთმანეთს თვითმფრინავში გაიცნობენ, მაგრამ მალევე დაშორდებიან. შვიდი მომდევნო წლის განმავლობაში ისინი ხან ხვდებიან, ხან კვლავ შორდებიან ერთმანეთს. და მხოლოდ დიდი ხნის მერე ხვდებიან, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ერთმანეთს ეძებდნენ და ის, რაც სრული მოულოდნელობა ეგონათ, სინამდვილეში - სიყვარულია...