კლინტ ისტვუდი
ცეცხლის ხაზზე
In the Line of Fire

საიდუმლო სამსახურის ვეტერანი აგენტი ფრენკ ჰორიგანი - საკუთარი მარცხით დამძიმებულია, რადგან პრეზიდენტ კენედის დაცვა ვერ განახორციელა, როდესაც იგი დალასში, პრეზიდენტის დაცვის სამსახურის შემადგენლობაში იმყოფებოდა. ოცდაათი წლის შემდეგ მამაკაცი მეტსახელად "ბუტი" კვლავ პრეზიდენტის სიცოცხლეს ემუქრება, რამაც ჰორიგანი აიძულა დაცვის სამსახურის შემადგენლობაში დაბრუნდეს და წარსულის აჩრდილებს დაუპირისპირდეს.

1993
IMDB 7.2
გატეხილი გულების უღელტეხილი
Heartbreak Ridge

ფილმის მთავარი გმირი ვეტერანი, ტომ ჰაივეია..ახალ ცხოვრებაში მას ადგილი არ აქვს. მას მხოლოდ ღვინო და ველი წლების გახსენება დარჩენია. და საყვარელი ქალი, რომელიც ბევრს ნიშნავს მისთვის. მაგრამ თუ საჭირო გახდება, ტომი კვლავ შეძლებს თავი ხელში აიყვანოს და საქმე ბოლომდე მიიყვანოს, ისე როგორც ოდესღაც ომის დროს.

1986
IMDB 6.8
ერთი მუჭა დოლარისთვის
A Fistful of Dollars (Per un pugno di dollari)

მიზანში მსროლელი მოხეტიალე მამაკაცი უცხო ქალქში ხვდება, სადაც სიხარბით, ამპარტავნებით და შურისძიებით დაპირისპირებულ ორ ოჯახთან ორმაგ თამაშს თამაშობს.

1964
IMDB 8
კოსმოსური კოვბოები
Space Cowboys

ფილმში აღწერილია ოთხი მფრინავის ისტორია.ისინი პირველი კომსონავტები უნდა ყოფილიყვნენ.40წლის შემდეგ მათ სთავაზობენ მათი ოცნების ასრულებას

2000
IMDB 6.4
მედისონის ოლქის ხიდები
The Bridges of Madison County

მათი ღვთიური კავშირი მხოლოდ ოთხი დღე გრძელდებოდა, სიყვარული კი – მთელ დარჩენილ სოცოცხლეს... ფრანჩესკა ჯონსონმა გაიცნო რობერტ კინკეიდი სრულიად შემთხვევით. მან უბრალოდ ჩაიარა მის ფერმის გვერდით და ხიდისკენ მიმავალი გზა იკითხა, რომელიც უნდა ფირზე გადაეღო. ის გამოვიდა გზის საჩვენებლად, დაშრდნენ კი ისნი მხოლოდ ოთხი დღის შემდეგ, როდესაც ფრანჩესკას ქმარი და ორი ბავშვი უნდა ჩამოსულიყო სახლში. ამ მოკლე დროში ფოტოგრაფი და დიასახლისი ერთი მთელ და განუყოფელ ნაწილად იქცნენ. რობერტი თხოვდა მას წასულიყო მასთან ერთად, მაგრამ ფრანჩესკა კეთილშობილურად მოიქცა: ვერ მოაყენა ტკივილი თავის კეთილ მეუღლეს და მოზარდ–ბავშვებს...

1995
IMDB 7.5
კარგი, ცუდი, ბოროტი
The Good, the Bad and the Ugly (Il Buono, il brutto, il cattivo)

სამოქალაქეო ომის დროს იდუმალი მსროლელი ხეტიალობს ველური დასავლეთის გაშლილ სივრცეში. მას არც სახლი აქვს, არც მეგობრები ყავს, არც მოკავშირეები, სანამ არ შეხვდება ორ უცნობს, ასეთივე დაუნდობლებს და ცინიკოსებს, როგორიც თვითონაა. ბედისწერა აიძულებს სამ მამაკაცს გააერთიანონ თავისი ძალები მოპარული ოქროს მოსაძებნად. მაგრამ ასეთი ბოროტმოქმედებისთვის როგორებიც ისინი არიან, ერთად ყოფნა და საერთო საქმის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია. კომპანიონები მალევე ხვდებიან, რომ მათ სახიფათო მოგზაურობაში ყველაზე მნიშვნელოვანია - არავის ენდო და იარაღი ყოველთვის შემართული გქონდეს.

1966
IMDB 8.9
გაქცევა ალკატრასიდან
Escape from Alcatraz

ციხეები იმისთვისაა შექმნილი, რომ ზოგიერთი ობიექტი სამყაროსგან გამოყო. თმცა პატიმრების შორის ყოველთვის არსებულან მამაცები, რომლებიც მზად იყვნენ გაქცევისთვის. საზოგადოება ყოველთვის ოცნებობდა სრულყოფილი ციხის აშენებაზე, რომლიდანაც შეუძლებელია გაქცევა. და ასეთი დაწესებულება აშენენდა კუნძულზე სან–ფრანცისკოს ახლოს. ციხის სახელწოდება იყო "ალკატრასი". ოცდაცხრა წლის განმავლობაშ ციხე ითვლებოდა ყველაზე სანდობიან აშშ–ს ციხედ. მასში იჯდნენ ცნობილი ქურდები, თაღლითები და თვით ალ კაპონეც. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ამ საშნელი ციხის კარში შევიდა ბანკების მძარცველი ფრენკ მორისი. მან არ მოისურვა მისჯილი პატიმრობის მოხდა და კრიმინალისტიკის ისტორიაში ერთერთი უდიდესი გაქცევა მოაწყო

1979
IMDB 7.6
კასპერი
Casper

ფილმი, რომელიც სტივენ სპილბერგმა შექმნა და მის შემასრულებელი პროდუსერის სახით მონაწილეობით. ფილმის მთავარი გმირია - მულტიპლიკატორების ნამუშევარი პატარა მეგობრული მოჩვენება სახელად კასპერი, რომელსაც არ უნდა თავის ხულიგანებს ძმებს ჰგავდეს. მის მეგობრობა გოგონა - მოზარდთან კეტისთრან ეხმარება მას და მის მამას, ექიმ ხარვის, საფრთხესთან შებრძოლებაში, რომელიც მათ მოჩვენებებით დასახლებულ სახლში ელოდებათ. მეგობრობის კანონები და კეთილი გული კასპერს აიძულებენ თავისი მეგობრების ბედნიერებისთვის შეწიროს შესაძლებლობა კვალვ ადამიანად იქცეს

1995
IMDB 6
ერთ მუჭა დოლარისთვის
Fistful of Dollars (Per un pugno di dollari)

ერთ პატარა ქალაქში ომია ორი გავლენიანი ოჯახის შორის, რომლებსაც კანონები საერთოდ არ აინტერესებთ. კლინტ ისტვუდის გმირი - ადამიანია რომელსაც სახელი არააქვს და , რომელიც შესანიშნავად ისვრის...

1964
IMDB 8.1
რამდენიმე დოლარით მეტი
For a Few Dollars More

რამდენიმე დოლარით მეტის გამომუშავება ველურ დასავლეთში პრობლემა არ არის, თუ გაქვს იარაღი და ბანდიტების დახოცვის უფლება. სწორედ ამ გზას მიჰყვებიან ფეხდაფეხ თაღლითებზე მონადირე პროფესიონალები.

1965
IMDB 8.3
ბინძური ჰარი
Dirty Harry

პოლიციელ ინსპექტორს გარი კალახენს თავის უფროსობასთან ცუდი რეპუტაცია აქვს დამნაშავეებთან დაუნდობელი მოქცევის გამო. ამ დაუნდობლობას თავისი ახსნა აქვს: დამნაშავეები ხშირად გაურბიან პასუხისმგებლობას. დანაშაულის ადგილას აყვანილებიც კი ადვოკატების, მოსამართლეების, პოლიციელი ჩინოვნიკების და ამნისტიების დახმარებით თავისუფლებაზე გამოდიან სიკვდილის დასათესად. კალახენი, რომელსაც მეტსახელი \"ბინძური ჰარი\" შეარქვეს, იმის გამო, რომ იძულებულია ყველაზე ჭუჭყიანი და სისხლიანი სამუშაო შეასრულოს, სცდილობს ისე იმოქმედოს, რომ დამნაშაეებმა სასჯელი ვერ აირიდონ...

1971
IMDB 7.8