ფილმი მოგვითხრობს სიყვარულის ისტორიას. ერთი ინდოელი ბიჭის თავგადასავალს, რომელიც სივარულის ძიებაში მსოფლიოს მოივლის აშკარად ბიზნეს კლასის გარეშე. ის იმგზავრებს კარადით,გასაბერი ბურთით, ჩემოდნით... მისი თავგადასავალი უდაოდ ყველას გაგაოცებთ!

ბერენის ბეჟო
როზ პამფილე 21 წლისაა და ცდილობს თავი დააღწიოს მობეზრებულ გარემოს. როზი მუშაობას იწყებს დაზღვევის სააგენტოში, რომლის ჰარიზმატული უფროსი იმედოვნებს, რომ მისი ახალი თანამშრომელი მანქანაზე სწრაფად ბეჭდვის ტურნირში გაიმარჯვებს.
ის არცერთ წესს არ ემორჩილებოდა... ის შექმნილი იყო იმისათვის რომ ისინი დაარღვიოს... თავისი პატრონის დაღუპვის შემდეგ მისი მსახური უილიამი სარისკო ავანტიურაზე წავა. ახალგაზრდა შეძლებს თავისი გვარის და მთელი საგვარეულოს შეცვლას.
ოსკარი - 2012 ჰოლივუდი, 1927. მუნჯი კინოს ვარსკვლავი ჯორჯ ვალენტინი იმყოფება წარმატების ზენიტში. თუმცა ხმოვანი ფილმების გამოსვლის შემდეგ, სიტუაცია იცვლება, მსახიობი მაყურებელს სწრაფად ავიწყდება, ხოლო ერთი ახალგაზრდა გოგონასათვის პეპი მილერისთვის, პირიქით, წარმატების გზა ახალა იწყება. ფილმი მათ სასიყვარულო ურთიერთობაზეა.