Louis Cancelmi
21 ხიდი
21 Bridges

ყურადღების ცენტრში ნიუ-იორკის პოლიციის შავკანიანი დეტექტივია, რომელსაც მისი შელახული რეპუტაციის აღდგენის შანსი მიეცემა, თუ ის პოლიციელების სერიული მკვლელის პოვნას და მის დაჭერას შეძლებს. როდესაც მთავარი გმირი ამ ჩახლართული საქმის გამოძიებას დაიწყებს, მოულოდნელად მაშტაბურ შეთქმულებას გამოავლენს, რომლის უკან კრიმინალურ იმპერიასთნ დაკავშირებული მისი პოლიციელი-კოლეგები დგანან, და აღმოაჩენს, რომ ახლა მთელი მანჰეტენი მისთვის ერთი დიდი ხაფანგი გახდა, რადგან პირეველად ქალაქის ისტორიაში, კუნძულიდან გასასვლელი ჩვიდმეტივე ხიდი დაბლოკილი აღმოჩნდება…

2019
IMDB 6.6
ირლანდიელი
The Irishman

ფილმი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საშიში დაქირავებული მკვლელის, ფრენკ შირენის, მეტსახელად ირლანდიელის ამბავს მოგვითხრობს, რომელიც მაფიასთან მუშაობდა. დაქირავებულ მკვლელად ყოფნა ყველას როდი შეუძლია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კრიმინალურ ავტორიტეტებთან გიწევს მუშაობა. მას ყველაზე ხშირად სხვა განგსტერების მოკვლას ავალებდნენ. ფრენკი არასდროს არ სვამდა ზედმეტ კითხვებს და აკეთებდა იმას, რასაც მისგან მოითხოვდნენ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანი, რომელიც მან მოკლა გაერთიანებული პროფკავშირების პრეზიდენტი, ჯიმი ჰოფა იყო, რომელსაც მაფიასთან ჰქონდა კავშირები. ერთ დღეს, ჯიმი უბრალოდ გაქრება, და დიდი ხნის განმავლობაში არავინ იცოდა, ცოცხალი იყო თუ მკვდარი. მაგრამ სამართალდამცავები ვარაუდობდნენ, რომ მაფიასთან უთანხმოება გამო ჯიმი, ირლანდიელმა მოკლა…

2019
IMDB 8.1
წარმოუდგენელი ადამიანი-ობობა 2
The Amazing Spider-Man 2

პიტერ პარკერი სულ დაკავებულია, ის ცდილობს დანაშაული აღმოხვრას მშობლიურ ქალაქში და თან ურთიერთობა არ გააფუჭოს მეგობარ გოგონასთან. მას არ დავიწყებია დაპირება, რომელიც გვენის მამას მისცა, მაგრამ როგორც არ უნდა ეცადოს პიტერს საფრთხე მაინც სულ თან სდევს.…

2014
IMDB 6.8