დანია რამირეზი
ჯუმანჯი 3: შემდეგი საფეხური
Jumanji: The Next Level

ბანდა დაბრუნდა, მაგრამ თამაში შეიცვალა. როდესაც ისინი ჯუმანჯში ბრუნდებიან საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით, ისინი აღმოაჩენენ, რომ არაფერია ისე, რასაც მოელიან. მოთამაშეებს მოუწევთ იყვნენ მამაცები უცნობისა და ამოუცნობელის წინაშე, მშრალი უდაბნოდან თოვლიან მთებამდე, რათა თავიდან აიცილონ მსოფლიოს ყველაზე საშიში თამაში.

2019
IMDB 6.7
თვითმკვლელთა რაზმი: ჯოჯოხეთი სასჯელად
Suicide Squad: Hell to Pay

ამანდა უოლერი საიდუმლო რაზმს “ოპერატიულ X ჯგუფს” შექმნის, რომელთა რიგებში შედის დედშოტი, ჰარლი ქუინი, მკვლელი ფროსტი, კაპიტანი ბუმერანგი, ბრინჯაოს ვეფხვი და კოპერჰედი. რაზმის ამოცანა არის – გაურკვევლი, იდუმალი ობიექტის მოპოვება, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ მასთან მიახლოვება და სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება არავის არ უნდა. მაგრამ მალე გაირკვევა, რომ ამ ობიექტის ხელში ჩაგდება სხვასაც სურს. ახლა ჯგუფმა იქსმა ამ გიჟურ რბოლაში ნებისმიერ ფასად უნდა მოიგოს თუნდაც იმისთვის, რომ ისინი გადარჩნენ.

2018
IMDB 7.1
სწრაფი გზავნილი
Premium Rush

მანჰეტენზე ველოსიპედისტ კურიერს კოლუმბიის უნივერსიტეტიდან რაღაც გზავნილს ატანენ. ამ გზავნილით პოლიციელი ინტერესდება, რომელიც მთელს ქალაქში აედევნება კურიერს.

2012
IMDB 6.5
კარანტინი
Quarantine

ტელერეპორტიორი ანჟელა ვიდალი და მისი ოპერატორი, ლოს-ანჟელესის ღამის მორიგე მეხანძრეებზე სიუჟეტს აკეთებენ. მორიგ გამოძახებას ისინი პოლიციელებით გარშემორტყმულ შენობამდე მიჰყავს, რომლიდანაც საშინელი კივილი ისმის. როგორც აღმოჩნდა, აქ მცხოვრებ ქალს გაურკვეველი ვირუსი შეეყარა.

2008
IMDB 6
იქს-ადამიანები 3
X-Men: The Last Stand

იქს ადამიანებს მოუწევთ ბრძოლა მკვდრეთით აღმდგარ გუნდის მეგობართან.რომელიც არამარტო კაცობრიობისთვის,არამედ ყველასთვის საშიშროებას წარმოადგენს.და როდესაც საჭირო წამალს იპოვნიან დაიწყება გადამწყვეტი ბრძოლა იქს ადამიანებსა და მაგნეტოს საძმოს შორის...

2006
IMDB 6.8
25-ე საათი
25th Hour

ფილმში აღწერილია ახალგაზრდა ბრუკლინელის მონტი ბროგანის თავისუფალი ცხოვრების ბოლო დღე, რომელსაც მიუსაჯეს შვიდი წელი ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის. დარჩენილ 24 საათს ის თავისი ნათესავების, მეგობრების, საქმიანი პარტნიორებისა და საყვარელი გოგონა ნატურელის საზოგადოებაში ატარებს...

2002
IMDB 7.7
ამერიკული ნამცხვარი: გაერთიანება
American Reunion (American Pie)

ფილმის გმირები 10 წლის შემდეგ კვლავ ხვდებიან ერთმანეთს. ისინი დაამტკიცებენ, რომ ვერც დრო და ვერც მანძილი მეგობრობას ვერაფერს დააკლებს.

2012
IMDB 6.8