ერთი ახალგაზრდა კაცის გარშემო, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ დაიცვას თავისი საყვარელი ხალხი ომისშემდგომი პერიოდის ერთ მიყრუებულ ქალაქში, სადაც კორუფცია და სისტიკე გამეფებულა, ცუდი ადამიანები იყრიან თავს.

რობერტ პატინსონი
მომრიგებელი მოსამართლე, რომელიც ერთ შორეულ დასახლებაში მუშაობს, ეჭვს შეიტანს იმპერიისადმი თავის ერთგულებაში.
The Lighthouse არის 2019 წლის ფსიქოლოგიური და საშინელებათა ჟანრის ფილმი, რომლის რეჟისორია რობერტ ეგერსი. მთავარ როლებში არიან : უილემ დეფო, რობერტ პატინსონი და ვალერია კარამანი. ორი შუქურის მცველი ცდილობს შეინარჩუნოს საღი აზროვნება 1890 - იან წლებში ახალი ინგლისის შორეულ და იდუმალ კუნძულზე ცხოვრებისას.
ჰალსს, არაპროგნოზირებად პრინცსა და ინგლისის ტახტის მემკვიდრეს, მეფე ჰენრი მეხუთედ აკურთხებენ, ტირანი მამის გარდაცვალების შემდეგ. ახლა ახალგაზრდა მეფემ უნდა წარმართოს სასახლის პოლიტიკა, აწარმოოს მამის მიერ წამოწყებული ომი და გაუმკლავდეს თავისი წარსულის ცხოვრების ემოციურ გადმონაშთებს
მოვლენები კოსმოსურ ხომალდზე ვითარდება, რომელიც შავი ხვრელების შესასწავლად გალაქტიკის სივრცეებს კვეთს. მისიის წევრებს ენერგიის ალტერნატიული წყაროს მოძიება სურთ, რადგან საუკუნეების მანძილზე კაცობრიობის დაუდევრობის გამო დედამიწა თანდათანობით კვდება. ამ პროგრამის უნიკალურობა ის არის, რომ ექსპედიციის წევრები სიკვდილმისჯილი პატიმრები არიან, რომლებსაც მთავრობა ამ არაპროგნოზირებადი დასასრულის მქონე სახიფათო მოგზაურობაში მონაწილეობის სანაცვლოდ მათ თავისუფლებას დაპირდა. მაგრამ დამნაშავეები მოტყუებულები აღმოჩნდებიან, ახლა ისინი სასტიკი მეცნიერების ექსპერიმენტებში მხოლოდ გამოსაცდელი ვირთხები არიან. მეცნიერები შავ ხვრელთან ახლოს ინდივიდის სექსუალურ შესაძლებლობებზე კოსმოსური ვაკუუმის გავლენას აკვირდებიან. პარალელურად, საფრენ აპარატზე ხელოვნური განაყოფიერების ექსპერიმენტები ტარდება. შედეგად, მთავარ გმირს სახელად მონტეს ქალიშვილი შეეძინება, რომელსაც უილის დააქმევენ. თავდაპირველად, მამაკაცი ბავშვის მიმართ არ გრძნობს მამობრივ სითბოს. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ისინი არა მხოლოდ სისხლით გახდებიან ახლობლები, არამედ ასევე სულით
XIX საუკუნე, ველური დასავლეთი. ახალგაზრდა მოგზაური სამუელ ალაბასტერი ლოთ მოძღვართან ერთად მისი საყვარელი საცოლის პენელოპეს მოსაძებნად აშშ-ს დასავლეთ საზღვარზე მიდის. სამუელმა მისი საცოლე ბოროტი გამტაცებლების კლანჭებისგან უნდა იხსნას. თუმცა გოგონას თავად შეუძლია საკუთარი თავის დაცვა – პენელოპა ტყვიას ტყვიაში აჯენს, დინამიტის გამოყენება შეუძლია, თავად ვისაც უნდა იმას გადაარჩენს და ტყვიით გაუხვრეტს შუბლს...
სასოწარკვეთილმა კონიმ ბანკის გაძარცვა გადაწყვიტა. ჩანაფიქრის განსახორციელებლად მას მეწყვილე სჭირდება, ამისათვის ერთადერთი კანდიდატი მისი ძმაა, რომელიც გონებრივად შეზღუდულია. ძარცვისას ძმა პოლიციის ხელში აღმოჩნდება. კონი გადაწყვეტს რადაც არ უნდა დაუჯდეს გამოიყვანოს ძმა ციხიდან.
1925 წელს ლეგენდარული ბრიტანელი მკვლევარი პერსი ფოსეტი გაემგზავრა ამაზონიაში დაკარგული ცივილიზაციის საძებნელად. იგი უკან აღარ დაბრუნებულა…
მთავარი გმირი ავსტრალიის ველურ ბუნებაში დაედევნება დაჯგუფებას, რომლებმაც გაიტაცეს მისი მანქანა და აღმოჩნდება ხაფანგში.
ფილმი მოგვითხრობს ფოტორგრაფის და საინტერესო პერსონის მქონე მსახიობის შესახებ, მათი გაცნობის, დამეგობრების, კარიერის ისტორიას...
ფილმი მოგვითხრობს 28 წლის მილიარდერი ფინასისტის ერიკ პარკერის 24 საათს მისი ცხოვრებიდან, როდესაც იგი კარგავს ყველაფერს და ეცმა დაბლა. მას ყავს ახალგაზრდა მეუღლე, თუმცა დიდ ხანია ღალატობს
ფილმში ცნობილი ბრიტანელი მწერლის და ჯაშუშის, აღმოსავლეთის მკვლევარის გერტრუდა ბელის ისტორიაა მოთხრობილი.
ფილმი მოგვითხრობს კინო ვარსკვლავების ცხოვრებაზე, მათ რეალობაზე და ფსიქოლოგიურ პრობლემებზე. მოვლენები მიმდინარეობს და-ძმის ცხოვრების ირგვლივ...
ბელა ეგუება თავის ახალ ცხოვრებას და ახლად შეძენილ ძალებს,თუმცა ბელას და ედვარდს შვილის - რენესმის სწრაფად ზრდა აეჭვებთ,ამას ემატება ვოლტურების მტრობაც,მას შემდეგ რაც მათ ირინამ ბავშვის შესახებ უამბო. ვოლტურები საომრად მოდიან კოლინზებთან, ეს უკანასკნელნი კი ყველანაირად ცდილობენ ბრძოლა თავიდან აიცილონ და პატარა რენესმი სიკვდილისგან იხსნან.
ზიგფრიდი უბრალო მჭედელის შვილი შემთხვევით გაიცნობს დედოფალ ბრუნჰილდას, რომელიც შორეული სამეფოს წინამძღოლია , ერთმანეთი ერთი ნახვით შეუყვარდებათ და ბრუნჰილდა მოუთმენლად ელოდება მის მეორედ ხილვას. რამდენიმე ხანში ზიგფრიდი სახელს გაითქვავს დრაკონის მოკვლისათვის , თან აღმოჩნდება რომ თვითონაც სამეფო გვარისაა და ტახტის მემკვიდრეა მაგრამ ბრუნჰილდასთან ყოფნა არ უწერია რადგან მოაჯადოვებენ და სიყვარულს დაავიწყებენ...
სიეტლში საიდუმლო მკვლელობები ხდება. შურისძიების წყურვილით გაბრუებული ვამპირი აგრძელებს ბელას ძებნას, რომელიც კვლავ აღმოჩნდა სასიკვდილო ხიფათში. ამის გარდა, მოვლენების ეპიცენტრში მყოფი ბელა იძულებულია არჩევანი გააკეთოს ედვარდის სიყვარულის და ჯეიკობის მეგობრობის შორის... მან იცის რომ ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება გამოიწვიოს ომი ვამპირების და მაქციების შორის...
ვამპირის შეყვარება – საშიში და რომანტიულია. მაგრამ საყვარელი ადამიანის დაკარგვა, რომელმაც გადაწყვიტა ნებისმიერ ფასად თავისი გოგონას გადარჩენა ქვეითი წევრის როლისგან \"ღამის მონადირეების\" კლანების მარადიულ წინააღმდეგობაში, – უბრალოდ აუტანელია. ბელა სვონი იტანჯება ედვარდის გაუჩინარების გამო და უშედეგოდ სცდიობს მის დავიწყებას. გუის გადასატანად ის მეგობრობას დაიწყებს ინდოელ ბიჭთან ჯეიკობ ბლეკთან. ის ვერც კი ხვდება, რომ მისი საუკეთესო მეგობარი – კიდევ ერთი \"სიბნელის მოსახლეობის\" კიდევ ერთი წარმომადგენელია. ხალხის, რომელიც ბევრად სასტიკი და სახიფათოა, ვიდრე არისტოკრატი ვამპირები...
ჩვიდმეტი წლის გოგონა ბელლა გადადის საცხოვრებლად მამასთან პატარა ქალაქში ფორკსში. მას უყვარდება მისი უცნაური კლასელი, რომელიც როგორც გაირკევა ვამპირების ოჯახიდანაა, მაგრამ ისინი არ ნადირობენ ადამიანებზე. ვამპირის შეყვარება. საშინელებააი ეგ რომანტიულია, ეგ მშვენიერია, მაგრამ ეგ ყველაფერი არ დამთავრდება სიკეთით, განსაკუთრებით ვამპირების კლანების წინააღმდეგობებისა, სადაც პატარა განსხვავებაც კი გაქცევთ მტრად
ჰარი პოტერი, რონი და გერმიონა მეოთხე კურსზე სასწავლებლად ბრუნდებიან ჯადოქრობის და ჯადოსნობის სკოლაში ''ჰოგვარტსში''. გასაიდუმლოებულ ვითარებაში ჰარი შერჩეულია სახიფათო შეჯიბრებაზე - სამი ჯადოსანის ასპარეზზე - ერთერთ მონაწილედ, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ყველა მოწინააღმდეგე - ჰარიზე ბევრად დიდია და გონიერი. თან, ლორდ ვოლდემორტის დაბრუნების ნიშნებიცაა შემჩნეული... მალე ჰარის მოუწევს არა მარტო შეჯიბრში გამარჯვებისათვის ბრძოლა, არამეტ თავისი სიცოცხლის გადასარჩენადაც
მეოთხე ნაწილში ბელა სვონი რთული გადაწყვეტილების წინაშე დგას - შეუნარჩუნოს სიცოცხლე თვის შვილს, რომელიც ნახევრად ადამიანი და ნახევრად ვამპირია, თუ არა. იგი ბავშვის დატოვებას გადაწყვეტს, მაგრამ ედვარდი და მისი ოჯახის წევრები მის წინააღმდეგ მიდიან. ბელა დახმარებას არავისგან ელის, მაგრამ უეცრად მას როზალი ეხმარება ბავშვისთვის სიცოცხლის შენარჩუნებაში. მათ არ იციან რა მოჰყვება ამას...