გორილა სახელად ივანი ცდილობს აღიდგინოს ფაქტები წარსულიდან სპილოს სახელად სტელას დახმარებით, მაშინ როდესაც ისინი ტყვეობიდან თავის დაღწევას ცდილობენ.

Angelina Jolie
მოვლენები ვითარდება რამდენიმე წლის შემდეგ, რაც მალეფისენტამ ავრორას თავისი ბოროტება დაატეხა თავს. სიუჯეტი გვიამბობს შავი ფერიისა და მომავალი დედოფლის რთულ ურთიერთობაზე, მათ მოკავშირეებსა და მოწინააღმდეგეებზე, ჯადოსნური ტყის და იქ მობინადრეების დასაცავად.
”კუნგ ფუ პანდა 3” ისევ დიდ თავგადასავალს გვპირდება. ამჯერად პო და მისი ისევ გამოჩენილი ღვიძლი მამა ლი მიემგზავრებიან საიდუმლო პანდების ადგილსამყოფელში, სადაც ისინი ბევრ წინააღმდეგობას აწყდებიან. მათ მთავარ საშიშროებას ცბიერი და ზებუნებრივით დაჯილდოვებული კაი წარმოადგენს. პანდა პოს რთული მისია აკისრია – მან სხვა პანდებს საბრძოლო ხელოვნება უნდა ასწავლოს. არც თუ ისე მარტივი დავალება აქვთ ფუმფულა პანდებს…
ლინკოლნ რაიმი სამუდამოდ საწოლზეა მიჯაჭვული. ის მრავალი წიგნის ავტორი და ცნობილი კრიმინალისტია. ამელია დონაგი კი დამწყები პოლიციელია, რომელიც კარიერაში პირველ ნაბიჯებს დგამს. როდესაც ქალაქში მანიაკი გამოჩნდება, ამელია რაიმის თვალებად და ყურებად გადაიქცევა.
საფრანგეთი, 1970იანი წლები. ვანესა ყოფილი მოცეკვავეა, მისი მეუღლე როლანდი კი ამერიკელი მწერალი. ისინი ერთად მოგზაურობენ. ნელ-ნელა ისინი ერთმანეთს სცილდებიან, მაგრამ ყველაფერი იცვლება, როდესაც პატარა, მშვიდ ზღვისპირა ქალაქში ჩერდებიან.
მთელი წყალქვეშა სამყარო აღელვებულია ზვიგენების კრიმინალური დაჯგუფების მკვლელობისგან და, მკვლელობის ადგილას პოულობენ არაფრის აზრზე მყოფ პატარა თევზს ოსკარს! მთელი ცხოვრება ოცნებობდა ოსკარი ძლიერი და ცნობილი ყოფილიყო, და აი მას შანსი მიეცა გამოიყენოს სხვისი ცნობილება. მაგრამ ძალიან მალე ოსკარი მიხვდება, რა ჩაიდინა
ეველინ სოლტი – ცენტრალური ბიუროს თანამშრომელია. მას სასწაული გადაარჩენს ციხისგან: თავისივე სააგენტო მის წინააღმდეგ დაუდასტურებელ ბრალს წარაყენებს იმაში, რომ ის მუშაობს რუსებზე. ახლა სოლტმა ყველაფერი უნდა იღონოს კეთილი სახელის აღსადგენად.
ამერიკელი ტურისტი ფრენკი იტალიაში ჩადის, რათა სულიერი ჭრილობები მოიშუშოს. ვენეციაში ის არაჩვეულებრივ ქალბატონს ელიზას გაიცნობს. როგორც ჩანს დაჭრილი გული მზად არის ახალი სიყვარულისთვის. თუმცა, ფრენკისა და ელიზას გეგმებს უხეშად არღვევს ინტრიგებისა და ხიფათის მორევი
თავგადასავლების მეორე სერიაში მშვენიერი აკლდამების მძარცველზე ლარა კროფტზე მოქმედების გეოგრაფია უფრო ვრცელი და ეკზოტიკური ხდება. ლარას მოუწევს მოგზაურობა საბერძნეთში, კენიაში, ტანზანიაში, ჰონკონგში და ჩინეთში, რა თქმა უნდა არა სილამაზის შესაფასებლად. ის წინ დაუპირისპირდება ბოროტმოქმედ-ინტელექტუალს ჩენ ლოს, რომელიც ჩინელების კრიმინალური სინდიკატის ლიდერია. ლო, მოხერხებული ბიზნისმენია და ცივსისხლიანი მკვლელია, ჩაიაფიქრა მითიური პანდორას ყუთის წყლისქვეშ ჩასული ტაძრიდან მოპარვა
ლორდი ბეოვულფი მეფის - ხროტგარის ბრძანებით თავის ძლიერ განაყოფთან ერთად გადაცურავს ზღვას, რათა გაანთავისუფლოს ვასალიის სოფლის მცხოვრებლები საშინელი არსებისაგან. გრენდელი არ არის ბოროტების მაგიური ძალა, ის არის არსება რომელიც შედგება ადამიანის სისხლისაგან, ის არის დიდი და უზომოდ ბოროტი
შენს სახელს... შენს კრედიტულ ბარათებს... შენს სიცოცხლეს... ის ყველაფერს წაიღებს! მოუხელთებელი სერიული მკვლელი ოცი წლის განმავლობაში ვერ დაიჭირეს. მაგრამ მალე მას ცუდი დღე დაადგება. გამოძიებას თავის თავზე ფედერალირი ბიუროს აგენტი ილიანა სკოტი იწყებს. ილიანას მოუწევს გაიგოს, რა ამოძრავებს მანიაკს რომ შემდეგი მისი ნაბიჯები იწინასცრმეტყველოს და არ მისცეს მკვლელობის უფლება. მაგრამ მკვლელი გებულობს მამაც აგენტზე იმაზე მეტს, ვიდრე მას შეეძლო წარმოიდგინა
ჯონი და ჯეინი არც ისეთი დიდი ხნის დაქორჭინებულები არიან, მაგრამ ერთმანეთი უკვე საკმაოდ მობეზრდათ. ორივე ცოლ-ქმარი ფიქრობენ, რომ ერთმანეთის შისახებ ყველაფერი იციან. მაგრამ არსებობს რაღაც, რისც გამხელა არცერთს არ სურს: ისინი ორივე დაქირავებული მკვლელები არიან, რომლებიც გასაიდუმლოებლად მოგზაურობენ დედამიწის ირგვლივ და სახიფათო დავალებებს ასრულებენ. ყველაფერი მაშინ შეიცვლება, როდესაც ჯეინი მიიღებს დავალებას ჯონის მოსაკლავად, ჯონი კი ჯეინის...
მეოცე საუკუნის 20-იანი წლების ლოს-ანჯელესში ვითადება. ახალგაზრდა ქალბატონი პოლიციას განცხადებით მიმართავს თავისი შვილის გაუჩინარების თაობაზე. დედა მალევე იბრუნებს შვილს, თუმცა პოლიციას ატყობინებს რომ მიუხედავად გარეგნული მსგავსებისა ეს ბავშვი მისი შვილი არ არის. უბედური ქალბატონი პოლიციისგან დახმარებას ვეღარ იღებს და თვლის რომ მისი შვილი სერიული მკვლელის მსხვერპლია. სიმართლის ძიებას ქალბატონი საკუთარი ძალებით იწყებს: ის კორუმპირებული პოლიციელების წინააღმდეგ ბრძოლაში ებმება და იმდროინდელ კანონს "სულერად ავადმყოფთა შესახებ" არსებობის აუცილებლობას ეჭვქვეშ აყენებს...
ალგაზრდა გათხოვილი ამერიკელი ქალი სარა ჯორდანი, რომელიც ინგლისში ცხოვრობს, აღმოჩნდება წვეულებაზე და მოისმენს ექიმ ნიკ კალახენის გამოსვლას, რომელიც მოუწოდებს ყველას დახმარების ხელი გაუწოდონ ბავშვებს, რომლებიც სხვა ქვეყნებში ცხოვრობენ და საბრძოლო მოქმედებების ცენტრში აღოჩნდნენ
23 იანვარს 2002 წელს ჟურნალისტი მარინა პერლის ცხოვრება საგრძნობლად შეიცვალა. მისი ქმარი დენიელ პერლი, გამომცემლობის Wall Street Journal სამხრეთ აზიის ბიუროს მმართველი, რომელიც პაკისტანიის დედაქალაქში კარაჩიში დაკავებული იყო ტერორისტ რიჩარდ რიდზე მასალების მოძიებით, უეცრად გაუჩინარდა. ფეხმძიმობის მეექვსე თვეში მყოფი სასოწარკვეთილი მარიანა ცდილობს ქმარი მოძებნოს...
ლორდის ქალიშვილი ლარა კროფტი თვით სრულოფილებაა.მას შეუძლია ნებისმიერი იარაღიდან სროლა.იგი შესანიშავად ფლობს ბრძოლის ყველა სახეობას.მისი უნდა ეშინოდეს ყველას ვინც კი გზაზე გადადგომას მოინდომებს.
25 წლის ახალგაზრდა უესლი გიბსონი ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანის მოსაწყენი და ქაოსური ცხოვრებით ცხოვრობს, ის მნიშვნელოვანს არაფერს წარმოადგენს ამ უკიდეგანო სამყაროში , სამსახურში ბოსი სულ ეჩხუბება , შეყვარებული მისსავე საუკეთესო მეგობართან ღალატობს
რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული მსოფლი ცნობილი სუპერ–მოდელის ისტორია სახელად ჯია მარი კარანჯი. 70–ნი წლების ბოლოს ამ ქალს მსოფლიო პოდიუმის დედოფალს უწოდებდნენ. მანამდე კი ის ჩვეულებრივი გოგონა იყო, რომელიც ჭურჭლის მრეცხავად მუშაობდა კაფეში ქალაქის გარეუბანში. როდესაც ჯია პოპულარული მოდელი გახდა, მან სამწუხაროდ ვერ მოასწრო მსოფლიო აღიარებით დატკბობა – 80–ნი წლების ბოლოს ის შიდსისგან მოკდება.
გადაღებული სუათი ხმაურიან ბრძოლებზე, სახელგანთქმულ გამარჯვებებზე და ბრძენ მმართველობაზე ალექსანდრე მაკედონელის, რომელიც 25 წლის იყო, როდესაც ნახევარი სამყარო დაიპყრო. რა ხდებოდა გამარჯვებული მმართველის სულში? როგორ გადიოდა მის დღე-ღამეები? რა საიდუმლოს შეიცავს ალექსანდრეს და მის მეგობრის - სარდალი გეფესტიონის ურთიერთობა?
შეუბრალებელი ტაი-ლუნგისაგან მსოფლიო ველის გადარჩენა მხოლოდ ლეგენდარული დრაკონის რჩეულს შეუძლია. ეს მოუხერხებელი, ზარმაცი და მუდამ მშიერი პანდა პოა. მას ლეგენდარულ მეომრებთან ერთად რთული გზის გავლა მოუწევს, რათა კუნგ-ფუ-ს ოსტატობას დაეუფლოს. პო აუცილებლად გახდება დრაკონის ნამდვილი მეომარი, თუკი თავისი თავის რწმენა ექნება.