ჯეიკ ჰოფმანი
ირლანდიელი
The Irishman

ფილმი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საშიში დაქირავებული მკვლელის, ფრენკ შირენის, მეტსახელად ირლანდიელის ამბავს მოგვითხრობს, რომელიც მაფიასთან მუშაობდა. დაქირავებულ მკვლელად ყოფნა ყველას როდი შეუძლია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კრიმინალურ ავტორიტეტებთან გიწევს მუშაობა. მას ყველაზე ხშირად სხვა განგსტერების მოკვლას ავალებდნენ. ფრენკი არასდროს არ სვამდა ზედმეტ კითხვებს და აკეთებდა იმას, რასაც მისგან მოითხოვდნენ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანი, რომელიც მან მოკლა გაერთიანებული პროფკავშირების პრეზიდენტი, ჯიმი ჰოფა იყო, რომელსაც მაფიასთან ჰქონდა კავშირები. ერთ დღეს, ჯიმი უბრალოდ გაქრება, და დიდი ხნის განმავლობაში არავინ იცოდა, ცოცხალი იყო თუ მკვდარი. მაგრამ სამართალდამცავები ვარაუდობდნენ, რომ მაფიასთან უთანხმოება გამო ჯიმი, ირლანდიელმა მოკლა…

2019
IMDB 8.1
წვიმის კაცი
Rain Man

ჩარლი ახალგაზრდა ბიზნესმენი კაცია. მან ადრე დაიწყო დამოუკიდებელი ცხოვრება და უკვე იცის თუ როგორ უნდა გამოიყენოს ყველა ადამიანი სათავისოდ. მისი მამა, რომელიც მას წლების განმავლობაში არ უნახავს კვდება და უტოვებს ქონებას უფროს ვაჟს რაიმონდს. რაიმონდი აუტიზმითაა დაავადებული და მოთავსებულია ფსიქიატრიულ კლინიკაში, მას წარმოდგენა არა აქვს რა არის ფული და რისთვისაა საერთოდ ის საჭირო. რაიმონდ მომენტალურად შეუძლია გამოთვალოს რთული მათემატიკური ამოცანები. ჩარლი აღშფოთებულია, რომ მამამ დაუმალა ძმის არსებობა და თან მთელი ქონება რაიმონდს დაუტოვა, ის მოიტაცებს რაიმონდს კლინიკიდან.

1988
IMDB 8
პულტი
Click

შრომისმოყვარე არქიტექტორის ხელში ხვდება დინსტანციური მართვის პულტი, რომლის დახმარებით შეიძლება ცხოვრებისეული სიტუაციები გადაახვიო წინ ან უკან. მაგრამ ტექნიკა ტექნიკაა - მას ყოველთვის სიურპრიზი აქვს შემონახული. პულტი თვითონ იწყებს გადახვევის სიჩქარეების მართვას და ცხოვრების მომენტების ამორჩევას.

2006
IMDB 6.4
მგელი უოლ სტრიტიდან
The Wolf of Wall Street

ჯორდან ბელფორტი - 1987 წელს დაარსა ნიუ-იორკის ერთერთი ყველაზე დიდი ბროკერული კომპანია, მაგრამ 10 წლის შემდეგ იქნა დაჭერილი ფულის ძალადობის და სხვა ფინანსური მაქინაციების გამო. ის გაუმკლავდა ალკოჰოლიურ და ნარკოტიკულ დამოკიდებულებას, დაწერა ორი წიგნი და დღეს დღეობით კითხულობს ლექციებს თუ როგორ მიაღწიო წარმატებას

2013
IMDB 8.2