ტომ კორტნი
სამერლენდი
Summerland

მეორე მსოფლიო ომის დროს, ინგლისელი ქალი გულს გადაუხსნის ერთ ევაკუირებულს. ეს არის ქალობის, სიყვარულისა და მეგობრობის ძალიან ამაღელვებელი ისტორია.

2020
IMDB 6.9
აერონავტები
The Aeronauts

ნამდვილი ამბავი ეპიკური მოგზაურობის შესახებ, რომელიც ახალგაზრდა მდიდარი ქვრივის და პილოტის, ამელი რენის და ამბიციური მეცნიერი-მეტეოროლოგის, ჯეიმს გლეიშერის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც 1862 წელს აეროსტატით გაფრინდებიან და იმ დროისთვის ადამიანისთვის რეკორდულ სიმაღლეს მიაღწევენ. მაგრამ ატმოსფეროს ზედა ფენებში მკვლევარები სასიკვდილო საფრთხის პირისპირ აღმოჩნდებიან. გმირები საოცარი აღმოჩენებისკენ მიიღწვიან და ამავე დროს უპრეცედენტო სიტუაციაში გადარჩენას ცდილობენ.

2019
IMDB 6.6
ღამის მატარებელი ლისაბონამდე
Night Train to Lisbon

რაიმუნდ გრეგორიუსი, შვეიცარიის ანტიკური ენების პროფესორი, გადაარჩენს პორტუგალიელ ქალბატონს თვითმკვლელობისგან და აღმოაჩენს მასთან წიგნს, რომლის ავტორია პორტუგალიელი ავტორი ამადეუ დი პრადუსი, ანტონიო დი ოლივეირა სალაზარის დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგობის შესახებ. წიგნით შეპყრობილი მთავარი გმირი უთმობს თავისი ცხოვრებას პორტუგალიის ისტორიას.

2013
IMDB 6.8
დედოფლის კორგი
The Queen's Corgi

ანიმაციური ფილმი უელშ კორგი პემბროკის სახელად რექსის თავგადასავალის შესახებ – ბრიტანეთის დედოფლის, ელიზაბედ II-ის, საყვარელი ძაღლი, რომელიც ერთ დღეს თავის პატრონს მხედველობიდან დაკარგავს და ხმაურიანი ქუჩების შუაგულში სრულიად მარტო დარჩება. ფეშენებლური სასახლის მკვიდრი უეცრად უცხო და არასტუმართმოყვარე სამყაროში მოხვდება, სადაც იგი სხვადასხვა ჯიშის ბოროტი ძაღლების პირისპირ აღმოჩნდება. უჩვეულო თავგადასავლების დროს, რექსის სახლში მისასვლელი გზის, მოულოდნელი სიყვარულის და მისი ნამდვილი “მე-ს” პოვნა მოელის

2019
IMDB 5.2
ქურდების მეფე
King of Thieves

ბებერი თაღლითების ბანდა, ლონდონის საიუველირო კვარტალის გრანდიოზულ ძარცვას ახორციელებს.

2018
IMDB 5.7
გერნსის წიგნებისა და კარტოფილის ნათალის ღვეზელის მოყვარულთა კლუბი
The Guernsey Literary & Potato Peel Pie Society

ომისშემდეგომ ლონდონში ახალგაზრდა მწერალი, ჯულიეტი, ცდილობს მოიფიქროს სიუჟეტი წიგნისათვის, მაგრამ ომის კოშმარზე დაწერა არ სურს, სხვა დანარჩენი თემები კი ან მოსაწყენი ეჩვენება ან სიტუაციისთვის შეუსაბამო. ერთი შემთხვევა ძალიან დაეხმარება მას - კუნძული გერნსიდან მეღორის წერილი მოდის. აღმოჩნდება, რომ მეღორეებსაც უყვართ კითხვა. დოუსის ხელში ჩაუვარდა წიგნი, რომელიც ადრე ჯულიეტს ეკუთვნოდა და სთხოვს მას ურჩიეოს კარგი წიგნების მაღაზია. საქმე იმაშია, რომ კუნძული ომის წლებში გერმანელების მიერ იყო ოკუპირებული და მაცხოვრებლები ცდილობენ აღადგინონ ცხოვრების რიტმი. წერილი ჯულიეტის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს. წიგნის კლუბი, რომელიც სოფლის მაცხოვრებელების აკრძალული შეხვედრების საფარველი გახდა ჩაითრევს მას. იწყება მიმოწერა სხვადასხვა ადამიანებთან.

2018
IMDB 7.3
ექიმი ჟივაგო
Doctor Zhivago

რუსი მწერლის, ბორის პასტერნაკის ნაწარმოების ეკრანიზაცია, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და დღეს კლასიკადაა აღიარებული.ომარ შარიფი და ჯული კრისტი ორ მთავარ გმირს განასახიერებენ, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ, მაგრამ ერთად ყოფნას ვერ ახერხებენ.

1965
IMDB 8
მამის არმია
Dad's Army

მოქმედება ხდება მეორე მსოფლიო ომის დასასრულს. მთავარი გმირი უნდა გაუმკლავდეს, ქალი ჟურნალისტისა და გერმანელი ჯაშუშის ვიზიტს.

2016
IMDB 5.3
45 წელი
45 Years

ქეით მერსერი და მისი მეუღლე ჯეფი იძულებული არიან, თავიანთი ქორწინების 40 წლის იუბილე გადადონ, რადგანაც ჯეფის შუნტირების ოპერაციის გადატანა უწევს. საკმაოდ უცნაურ, მემარცხენე, უშვილო, პროვინციელ წყვილს ერთი კვირა დარჩა, სანამ თავიანთი ერთად ყოფნის 45 წლის იუბილეს იზეიმებენ. კაცმა რომ თქვას, ეს კვირა მხოლოდ დაგეგმვას, ტანსაცმლის შეძენას და საზოგადოებასთან ხანმოკლე ურთიერთობას დაჭირდება. მოულოდნელად ჯეფი შვეიცარიის ხელისუფლებისგან გამანადგურებელ ინფორმაციას იღებს: მისი ყოფილი შეყვარებულის, კატიას უნაკლოდ შენახული სხეული იპოვეს 50 წლის შემდეგ, რაც ის ალპების მყინვარიდან გადაიჩეხა. ამ ინფორმაციის მიღების წამიდან, ქეითი ოთახში თანდათან კატიას სუნამოს სუნს გრძნობს და ქორწინების შესახებ მისეული ხედვა სამუდამოდ იცვლება.

2015
IMDB 7.3
ოქროს კომპასი
The Golden Compass

თორმეტი წლის ლირა მიემგზავრება საოცარ მოგზაურობაში ჩრდილოეთ პოლუსზე, იმისათვის რომ გადაარჩინოს მანდ თავისი გატაცებული მეგობარი. გოგონას დასახმარებლად მოდიან ჩრდილოეთის ალქაჯები მშვენიერი სერაფინა პეკალას ხელმძღვანელობით და ბრონირებული დათვი. მათ გზაზე წინ დგანან ბოროტი მისის კოულტერი და მისი მონსტრების ჯარი

2007
IMDB 6.1
უკანასკნელი სურვილები
Last Orders

სიკვდილის წინ ჯეკ არტურ დოდსმა სთხოვა მეგობრებს მისი ფერფლი ზღვაზე გაფანტონ. ჯეკი ძალიან უყვარდათ მეგობრებს, ამიტომ მისი გარდაცვალების შემდეგ რეი, ლენი, ვიკი და ვინსი ჯდებიან მანქანაში და ზღვაზე მიემგზავრებიან, მეგობრის უკანაკნელი სურვილის შესასრულებლად.

2001
IMDB 7
კვარტეტი
Quartet

ოვაციები, ყვავილები და თაყვანისმცემლები წარსულში დარჩნენ, მაგრამ თამამი მოხუცები ბიჩემ-ჰაუსიდან ბრიტანული ოპერის სცენის სახლიდან არ აპირებენ...

2012
IMDB 6.8