უშიშარ, თავისუფალი სულის ჰილდას ახალი თავგადასავლები, ახალი მეგობრები და ჯადოსნური არსებები ელოდება, როდესაც იგი დატოვებს თავის სახლს - მოჯადოებულ ტყეს და სამოგზაუროდ ქალაქისკენ გასწევს.
ტყუპი და-ძმა ზაფხულის არდადეგებს ბიძასთან ატარებენ ორეგონის მისტიკურ ქალაქ გრავითი ფოლსში. მათ წინ საოცარი თავგადასავალი ელით.
არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ საგნებით მანიპულირება, მათი ტრანსფორმაცია. ისინი ცნობილნი არიან, როგორც ალქიმიკოსები.
მულტსერიალი გვაცნობს წარუმატებელ ვარსკვლავთშორის ასტრონავტს, ჰარის და მის საყვარელ მეგობარს, რომელიც თავის თავს „მთვარის ტორტს’ უწოდებს და რომელიც ფლობს უნარებს გაანადგუროს პლანეტები. ისინი ერთად იწყებენ მოგზაურობას კოსმოსში, რათა ამოიცნონ, თუ სად მთავრდება სამყარო.
თინეიჯერი ქუჩის მრბოლელების გუნდს კრიმინალურ დაჯგუფებაში შესაღწევად დაიქირავებენ.
სატორუ ფუჯინიმა ზებუნებრივი ნიჭი აქვს - შუძლია სიკვდილიდა კატასტროფები აიცილოს და ამისთვის დროში უკან იმოგზაუროს. ერთხელაც, შემთხვევით, ისეთ ამბავში გაერევა, რომ მკვლელობა ბრალდება. სასოწარკვეთილი, მსხვერპლის გადასარჩენად, თავის თავს უკან დროში გააგზავნის და აღმოაჩენს, რომ იგი ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეა და სადღაც ერთ თვეში მისი კლასელი კაიო ჰინაზუკუ გაუჩინარდება. ახლა სატორუს წინაშე ახალი ამოცანაა - გადაარჩინოს კაიო და მისი გაუჩინარების საიდუმლოს ფარდა ახადოს.
უყურეთ თუ როგორ ებრძვის S.H.I.E.L.D-ის მიერ გაწვრთნილი ადამიანი-ობობა ბოროტებას, თინეიჯერი კოლეგებისგან შემდეგარ ახალ გუნდთან ერთად.
სერიები აღწერს ბინის, ალკოჰოლიკი პრინცესის თავგადასავალს, რომელსაც კომპანიონობას უწევს ელფი, სახელად ელფო და „პერსონალური დემონი“ ლუცი. ისინი შუა საუკუნეების სამეფო ბინლანდიაში ცხოვრობენ. ეს სერიები სიმპსონებისა და ფუტურამას შემქმნელი მეტ გრონინგის პირველი ნამუშევარი ნეთფლიქსისთვის.
ტაიშოს ეპოქა, იაპონია. ტანჯირო, ნახშირით მოვაჭრე გულკეთილი ბიჭი, თავის ოჯახს დემონის მიერ მოკლულს პოულობს. თითქოსდა ეს საკმარისი არ ყოფილიყო, მისი უმცროსი და, ნეზუკო, დემონად იქნა გადაქცეული. ამ მწარე რეალობით განადგურებული ტანჯირო გადაწყვეტს რომ დემონების მკვლელი გახდეს, რათა დაუბრუნოს თავის დას ადამიანობა და მოკლას დემონი, რომელმაც მისი ოჯახი ამოწყვიტა.
ალტერნატიული რეალობა, სადაც ბრიტანეთის იმპერიას დაპყრობილი აქვს მსოფლიოს მესამედი, დაუმორჩილებელ ქვეყნებს კი სასტიკად სჯის.
ბელმონტის კლანის უკანასკნელი გადარჩენილი წევრი ცდილობს გადაარჩინოს დასავლეთ ევროპა ვლად დრაკულასგან.
სერიალი გვაცნობს კარმენის წარსულს, მის ვინაობას და ნათელს ფენს რეალურ მიზეზს თუ რატომ გადაიქცა მომავალი დეტექტივი ქურდად.
ბოჯეკი - ის ცხენის გარდა, 90-იანების შოუს ყოფილი ვარსკვლავია. ჩვენს დროში ცდილობს ისევ წამოდგეს ფეხზე და იპოვნოს თავის თავი, მაგრამ არ გამოსდის. ბოჯეკი სვამს ბევრ ვისკის, ატარებს ფერად სვიტერებს და უაზროდ ხუმრობს. ირგვლივმყოფები მას ვერ უგებენ, მაგრამ უნდათ დაეხმარონ. მათ შორისაა - გაუპარსავი მეგობარი ტოდი და ყოფილი შეყვარებული პრინცესა კაროლინა
კაპიტანი ამერიკა, რკინის კაცი, ჰალკი, თორი და მათი სხვა მეგობრები ცდილობენ დედამიწაზე მშვიდობის დამყარებას.
მოზარდი მეგობრების ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც ისინი გაეცნობიან სქესობრივი მომწიფების საოცრებებსა და საშინელებებს.
ჰირო, სან ფრანცისკოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ახალი ვუნდერკინდია, რომელიც საშიში აკადემიური გამოწვევებისა და სოციალური გამოცდის წინაშე დგება კამპუსში, სადც იგი ერთი ერთი ჩვეულებრივი სტუდენტია. კამპუსის გარეთ ფსონები იზრდება მოწინავე ტექნოლოგიის მცოდნე გმირებისათვის, რადგანავ მათ უნდა დაიცვან თავიანთი ქალაქი არამზადებისგან, რომლებიც მეცნიერებაში კარგად არიან გათვითცნობიერებულნი.
სამი დათვი: გრიზლი, პანდა და თეთრი დათვი ძალიან ცდილობენ შეერწყან ადამიანთა გარემოს, ისინი ყიდულობენ საჭმელს მაღაზიაში, ცდილობენ შეიძინონ მეგობრები, რეგისტრირდებიან სოციალურ ქსელებში
სიუჯეტი ვითარდება სამხრეთ ინგლისში, სადაც ნამდვილად იდეალურ ლანდშაპტზე ცხოვრობს კურდღლების გუნდი
კორა უკვე დაუფლებულია წყლის, მიწის და ცეცხლის მაგიას. ამჯერად მან უნდა შეისწავლოს და მერე შეძლოს ჰაერის მაგიის დამორჩილება.
მუგენი ველური, მოძალადე, უდარდელი და მექალთანე მეომარია. ჯინი იდუმალი, ტრადიციული და კარგი მანერების მქონე მოხეტიალე რონინია. ეს ორი დამოუკიდებელი მეომარი ძალზედ განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ მათი გზა იკვეთება როდესაც, ფუ, მოუხერხებელი მიმტანი, მათ სიკვდილით დასჯისგან გადაარჩენს.. ფუ დაარწმუნებს ორ მოხეტიალე ახალგაზრდას რათა დაეხმარნონ მას იდუმალი სამურაის მოძებნაში "რომელსაც მზესუმზირის სურნელი აზდის". და ესე იწყება მათი მოგზაურობა.....