ფოფი და ბრენჩი აღმოაჩენენ, რომ მხოლოდ ისინი დარჩნენ ტროლთა იმ 6 ტომიდან, რომელიც მიმოფანტულია ექვს სხვადასხვა მხარეს და წარმოადგენენ ექვს სხვადასხვა ჟანრის მუსიკას: ფანკი, ქანთღი, ტექნო, კლასიკა, პოპი და როკი. მძიმე როკის სამეფოს დედოფალ ბარბს, სურს გაანადგუროს ყველა სხვა ჟანდრი, რათა როკი იყოს უზენაისი მუსიკა. მსოფლიოს ბედით დამწუხრებულნი, ფოფი და ბრანჩი სხვა ტროლების მოსაძებნად და გასაერთიანებლად გაეშურებიან, რათა საერთო ძალებით წინ აღუდგნენ ბოროტი დედოფლის ზრახვებს.
გრიზლი , პანდა და პოლარული დათვი კანადაში მოგზაურობენ, თუმცა ნაციონალური ნაკრძალის კონტროლი გადაწყვეტს , რომ მათ პარპაშს ბოლო მოუღოს.
სკუბი და მისი მეგობრები ყველაზე რთული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდებიან: უნდა გამოააშკარაონ, თუ რას უპირებს ძაღლი ცერბერუსი სამყაროს. ძაღლოკალიფსის შეჩერების პროცესში აღმოაჩენენ, რომ სკუბი დიდებული მისიისთვის არის შექმნილი
სამართლიანობის ბნელი ლიგის სიქუელი , რომელშიც ჯეკ კირბის ახალი ღმერთები მონაწილეობენ.
ცუჩიმიკადე ხარუტორა ცოტათი უცნაური ბიჭია უბრალო შამანების ოჯახიდან. მოვლენები ვითარდება იმ სამაყაროში სადაც მაგია და ექსორსიზმი ჩვეულებრივი ამბავია. ეს ჩვენი ხარუტორა იმდენად უბრალო მაღალ კლასელი ბიჭირა რომ ის ვერ ხედავს ვერცერთ სულს და ასევე ის ვერ გღძნობს სულიერ ენერგიას. ასე რომ ის ცხოვრობდა უბრალო მოსაწყენი ცხოვრებით მაგრამ როგორც ყოველთვის ამ უბრალო ცხოვრებას ურღვევდა მისი ბავშვობის მეგობარი გოგო. ასევე ამ საგვარეულოს სხვა განხრაში იყო ერთი გოგონა სახელად ცუჩიმიკადე ნაცუმე რომელიც გახლდათ ცუჩიმიკადეს მომავალი მართველი და მემკვიდრე. ნაცუმე ხარუტორას აბსოლიტურად საწინააღმდეგო მხარე იყო. ნიჭიერი, გენიოსი შამანი რომელსაც რატომღაც ხარუტორას დახმარება დასჭირდა. ბავშვობაში ამ ორმა ერთმანეთს შეჰფიცეს რომ ერთად დაიცავდნენ თავიან გვარსა და ოჯახს.
ყურადღება! აღნიშნული მასალა არ არის გათვლილი 16 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის.ეს ისტორია მოგვითხრობს ერთ უცნაურ მანგაკაზე სახელად აიტო იუკიზე, რომელსაც ჰყავს ერთი ასისტენდი ასი სანი. მოკლედ ეს ჩვენი აიტო იუკი ძალიან განსხვავებულად უდგება მანგის წერას. მისი გაფუჭებული და გარყვნილი იდეების დახმარებით მისი მანგა ყოველთვის რეიტინგულია.
იმაში დარწმუნებულნი, რომ აღმზრდელი არ ჭირდებათ და საკუთარ თავს თავად მიხედავენ, ბავშვები ეგოისტი მშობლების სახლიდან გასტუმრებას გეგმავენ. ამის შემდეგ ისინი შეეცდებიან ჩასწვდნენ ოჯახის ნამდვილ მნიშვნელობას.
მოქმედება მიმდინარეობს გამოგონილ სამყაროში. ორი მოზარდი ელფი ძმა მოგზაურობას იწყებენ, რათა აღმოაჩინონ, მაგია ისევ არსებობს თუ არა.
მინიონების თავგადასავლების გაგრძელება, ისინი კვლავ ეძებენ ყველაზე უფრო ტირან ლიდერის რომ ემსახურონ სამუდამოდ.
თაობაში ერთხელ, ძლიერი შანგ ცუნგი აწყობს სასიკვდილო ბრძოლას - შეჯიბრი მიწიერი ცივილიზაციის და გარე სამყაროს წარმომადგენლებს შორის. ის მორიელს მოუწოდებს მასში მონაწილეობა მიიღოს, რადგან მას საყვარელი ადამიანების სიკვდილისთვის შურისძიება სჭირდება. ამავე დროს, ეს ბრძოლა განსაზღვრავს მთელი კაცობრიობის ბედს.
ლუმინა მუშაობს სილამაზის სალონში სტილისტად, აქვს უნარი შეცვალოს მარგალიტს ფერი და არც კი იცის, რომ რეალურად არის პრინცესა-ქალთევზა.
როდესაც მსოფლიოში საუკეთესო ჯაშუშს მტრედად გადააქცევენ, სამყარო ერთი მოუხერხებელი, ტექნიკოსი ოფიცრის იმედზე რჩება.
გაყინულის მეორე ნაწილი და ამაღელვებელი ისტორიის გაგრძელება ორი დის – დედოფალი ელზას, რომელსაც თოვლის სტიქიის მართვა შეუძლია, და პრინცესა ანას შესახებ, რომელსაც ნებისმიერი გაყინული გულის გალღობა შეუძლია
განებივრებული ძაღლი იძულებულია ნამდვილ სამყაროში ცხოვრება ისწავლოს, როდეასც ცდილობს თავი დააღწიოს ყოფილი პატრონის გაუმაძღარ შვილებს.
რა იქნებოდა თუ სუპერმენი საბჭოთა კავშირში გაიზრდებოდა? Elseworld-ის ისტორიის ეკრანიზაცია DC-ის კომიქსებიდან
ჰელოუინის წინა დღე, როდესაც ყველას შეუძლია აისრულოს ოცნება და გარდაისახოს მის საყვარელ მონსტრად.
ჰელოუინის პირველი ოჯახი, the Addams Family, დიდ ეკრანზე დაბრუნდა! პირველი ანიმაციური კომედია ყველაზე უჩვეულო ოჯახის შესახებ.
ყოველთვის მოღუშული მთავარი გმირი სახელად რედი მის მრავალფეროვან მეგობრებთნ ერთად კვალვ განაგრძობს ჩიტების საზოგადოებაში მშვიდობის დაცვას. მაგრამ მათი მტერები, მწვანე ღორები, დამარცხების გამო შურისძიებას გეგმავენ. იმავდროულად ფრინველების თბილ კუნძულს თავს ესხმის ფრთოსანი დამპყრობელი ზეტა, რომელიც თოვლში და ყინულში ცხოვრებით დაიღალა.
მხიარული ალპინისტების ჯგუფის შესახებ, რომლებიც მოულოდნელად ევერესტზე მყოფ მარტოხელა მითიურ არსებას შეხვდებიან, რომელიც ძალიან ჰგავს თოვლის კაცს. ისინი ერთმანეთს უახლოვდებიან და ადამიანები ამ მითიური არსების დიდი ხნის წინ დაკარგული ოჯახის პოვნაში მის დახმარებას გადაწყვეტენ .
ელემენტარული სიკეთეც კი აუცილებლად ათბობს სხვას, თუნდაც შორეულ, გაყინულ ადგილას მყოფს. სმერსენსბურგის ახალი ფოსტალიონი ჯასპერი, უკიდურეს ჩრდილოეთით არსებულ ქალაქ სმირენსბურგში გაიგზავნება, სადაც მისი მოვალეობა წელიწადში მინიმუმ 6000 წერილის დაამუშავებაა. ადგილზე ჩასვლისთანავე ბიჭი ომის ზონაში აღმოჩნდება: ორი ოჯახურ კლანს, საუკუნეების მანძილზე დაუნდობელი მტრობა აქვს გაჩაღებული. რასაკვირველია, ასეთ გარემოში წერილების დრო არ არის და ფოსტა უკვე დიდი ხანია საქათმედ იქცა. თითქმის სასოწარკვეთილი ჯასპერი სტუმრობს თოჯინების შემქმნელ კლაუსს და მათი ნაცნობობა საოცარ მოვლენებს ჩაუყრის საფუძველს.