მონსტრები უცხოპლანეტელების წინააღმდეგ
Monsters vs Aliens

სიუზან მიორფის მისი ქორწილის დღეს კოსმოსიდან ჩამოვარდნილი მეტეორიტი დაეცემა და მონსტრად გადააქცევს.მას წაიყვანენ და იგი შეხვდება მონსტრებს,რომლებიც მრავალი წელი ჩაკეტილ სივრცეში იზრდებიან...

2009
IMDB 6.5
კონგრესი
The Congress

ფილმი სტანისლავ ლემის პიესის მიხედვითაა გადაღებული. ასაკში შესული, უმუშევარი მსახიობი თავის ბოლო სამუშაოზე თანხმდება, თუმცა ვერც კი წარმოუდგენია თუ რამდენ პრობლემას მოუტანს ეს გადაწყვეტილება.

2013
IMDB 6.5
მარჩენალი
The Breadwinner

მთავარი გმირი 11 წლის გოგონა პარვანაა, რომელიც ოჯახთან ერთად ავღანეთში ცხოვრობს. მამის დაპატიმრების შემდეგ გოგონა თმას იჭრის , ბიჭივით იცვამს და ოჯახისათვის ლუკმა-პურის საძიებლად მიდის.

2017
IMDB 7.6
სკუბი დუ და ბეტმენი: მამაცი და გაბედული
Scooby-Doo! & Batman: The Brave and the Bold

ფილმში არის ბეტმენიც , რომელიც სკუბი დუს გუნდს შეუერთდა მსოფლიოს დასაცავად მაშინ, როდესაც მათი მტრები გაერთიანდნენ.

2018
IMDB 6.8
ძვირფასო კალათბურთო
Dear Basketball

კობი ბრაიანტის ლექსის ეკრანიზაცია.

2017
IMDB 7
გოძილა : მონსტრების პლანეტა
Godzilla: Planet of the Monsters

2048 წელი. ადამიანთა რასას პლანეტის დაკარგვა ემუქრება. ყველაზე საშიში მონსტრი გოძილაა - დაუმარცხებელი ხვლიკი შხამიანი სუნთქვით. ადამიანები გადაწყვეტენ დატოვონ დედამიწა და იპოვონ ახალი სახლი. კოსმოსში მოგზაურობა 20 წელი გაგრძელდა უშედეგოდ. ჰარუო 4 წლის იყო, როდესაც ხომალდზე მოხვდა. იგი თვლის , რომ კაცობრიობა ლაჩრულად დანებდა. მისი აზრი პოპულარული გახდება და ადამიანები დედამიწაზე დაბრუნებას გადაწყვეტენ. დედამიწაზე ცივილიზაციისაგან აღარაფერია დარჩენილი, სამყაროს ურჩხულები მართავენ.

2017
IMDB 6
ელეანორის საიდუმლო
Eleanor's Secret (Kérity, la maison des contes)

ნათანიელი მალე შვიდი წლის გახდება , მაგრამ მან ჯერ კითხვა არ იცის. ამიტომ , როდესაც მისი დეიდა მას ბიბლიოთეკას გადასცემს, რომელშიც ასობით წიგნია, იგი ძალიან დამწუხდება. არადა თითოეული ზღაპარი საიდუმლოს ინახავს, როდესაც ღამდება ზღაპრის გმირები წიგნებიდან ამოდიან. მათ უნდა გააფრთხილონ ნათანიელი , რომ დიდი საფრთხის წინაშე დგანან - ისინი შეიძლება სამუდამოდ გაქრნენ. ნათანიელი ფერიის დახმარებით დაპატარავდება და თამამად გაემგზავრება პატარა მეგობრების დასახმარებლად.

2009
IMDB 6.8
ფერდინანდი
Ferdinand

ფერდინანდი – პატარა ხარი, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ სხვა პატარა ხარებთან გაერთოს, ურჩევნია ჩუმად იჯდეს ხის ქვეშ და ყვავილების სურნელით დატკბეს. გადის რამდენიმე წელი და ფერდინანდი დიდი, ძლიერი, მაგრამ მშვიდობიანი და რბილი ხასიათის ხარი გაიზრდება. მაგრამ, მოულოდნელად ჩვენი გმირი პრობლემების წინაშე აღმოჩდება, როდესაც ერთ დღეს ხუთი მამაკაცი ფერმაში მივა, რათა მადრიდში ხარების ბრძოლებისთვის აირჩიონ ყველაზე დიდი, ჯანსაღი, ჩქარი და აგრესიული ხარი. ისინი მწარედ შეცდებიან, როცა ფერდინანდს აირჩევენ…

2017
IMDB 6.7
იმირომტომ (სასტუმრო ტრანსილვანია 2)
Hotel Transylvania 2

დრაკულას შვილიშვილი დენისი ნახევრად ვამპირი და ნახევრად ადამიანია, თუმცა მას მხოლოდ ადამიანის ქცევები აქვს, ამიტომ ბაბუა თავის მონსტრ მეგობრებთან ერთად, ცდილობს ბიჭი ნამდვილ სისხლისმსმელად აქციოს. ამას ისიც ემატება, რომ სასტუმრო ტრანსილვანიას მოულოდნელად ესტუმრა დრაკულას ბებერი და ჯიუტი მამა ვლადი, რომელმაც ოჯახში არეულობა შეიტანა.

2015
IMDB 6.7
წინასწარმეტყველი
The Prophet

ანიმაცია ეხება გიბრანის ლექსების თარგმანს. ინსპირირებულია ხალილ გიბრანის კლასიკური წიგნის მიხედვით. წინასწარმეტყველი არის მხატვრული ანიმაცია, თავებად დაყოფილი მსოფლიო ანიმაციის რეჟისორთა მიერ შესრულებული .

2014
IMDB 7.1
ჩემი მეზობელი ტოტორო
My Neighbor Totoro

იაპონია, გასული საუკუნის 50-იანი წლები. ორი პატარა და - საცუკი და მეი სოფელში გადადიან საცხოვრებლად. გოგონები ტყეში საოცარ სამყაროს აღმოაჩენენ, რომელიც არაჩვეულებრივი ფუმფულა არსებებით - ტოტოროებითაა დასახლებული. ისინი მათ მალევე დაუმეგობრდებიან. ზოგი მათგანი ვებერთელაა, ზოგიც მინიატურული, მაგრამ ყველას აქვს კეთილი გული და მაგიური ძალა.

1988
IMDB 8.2
ანიმატრიცა
The Animatrix

მატრიცას ტრილოგიის შემქმნელებისგან ანიმაციური ფილმების მსოფლიოში საუკეთესო რეჟისორების მიერ კომპიუტერული გრაფიკით და იაპონური ანიმეთი შექმნილი ფილმების კოლექცია, სადაც გადმოცემულია მატრიცას სამყარო და ბრძოლა ადამიანებს და მანქანების შორის.

2003
IMDB 7.4
ბეტმენი: გოთემი გაზის სინათლით
Batman: Gotham by Gaslight

ალტერნატიულ ვიქტორიანული ხანის გოთემ სითიში ბეტმენი იწყებს ბრძოლას კრიმინალთან და ამასთან იგი მკვლელობების სერიასაც იძიებს.

2018
IMDB 6.9
ტროლების არდადეგები
Trolls Holiday

როდესაც პოპი , ტროლების დედოფალი, გაიგებს, რომ ბერგენებს არდადეგები არ აქვთ, გადაწყვეტს გააკეთოს რაღაც მათი ცხოვრების შესაცვლელად.

2017
IMDB 6.2
პიტერ პენი 2 (დაბრუნება ნევერლენდში)
Return to Never Land

"პიტერ პენი" გრძელდება და ნევერლენდში ვბრუნდებით. 1940 წელს მეორე მსოფლიო ომის დროს უენდის უკვე ორი შვილი ყავს, ერთერთი მისი ქალიშვილი ჯეინია.

2002
IMDB 5.8
შობა ისევ აქაა
Christmas Is Here Again

როდესაც ბოროტი კრედი სანტას სათამაშოების ჩანთას იპარავს, იგი ამსხვრევს შობის სულს და მსოფლიოს ბავშვები შობის შესახებ ივიწყებენ. ახლა კი დიდთვალა ობოლსა და მის ჯგუფს უწევს პოლარულ თავგადასავალში გახვევა, რათა შეაჩეროს კრედი ერთხელ და სამუდამოდ.

2007
IMDB 5.4
ბრძოლა ტერასთვის
Battle for Terra

მშვიდობიანი უცხოთა პლანეტა განადგურების საფრთხის წინაშეა. უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანთა რასა ტერასკენ მიმართავს მზერას. მალა მეამბოხე თინეიჯერია, ის ყველაფერს გააკეთებს ამის შესაჩერებლად.

2007
IMDB 6.6
ბლინკი ბილი
Blinky Bill the Movie

ბლინკი ბილი პატარა კოალაა დიდი წარმოსახვის უნარით. გულის სიღრმეში იგი თავგადასავლების მოყვარული, იგი ოცნებობს დატოვოს პატარა ქალაქი და გაჰყვეს მისი დაკარგული მამის ნაკვალევს.

2015
IMDB 5.2
რკინის კაცი და კაპიტანი ამერიკა
Iron Man & Captain America: Heroes United

გმირები ერთიანდებიან ბოროტების დასამარცხებლად.

2014
IMDB 5.7
ჯადოსნური შობა მიკისთან
Mickey's Magical Christmas: Snowed in at the House of Mouse

თოვლის ქარიშხლის გამო მიკი მაუსის სახლი დაიფარება თოვლით და ის სტუმრებთან ერთად ჩაიკეტება სახლში

2001
IMDB 6.8