ფილმი ინგლისელი მწერლის, რობერტ ჰარისის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით არის გადაღებული, რომელიც თავის მხრივ რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული, რომელშიც მოვლენები 1894 წელს ვითარდება, როდესაც ფრანგ ოფიცერს, ალფრედ დრეიფუს გერმანელებისთვის საიდუმლო დოკუმენტების მიწოდების გამო ატლანტიკის ოკეანეში მდებარე ტროპიკულ კუნძულზე უვადო დეპორტაციაში გაუშვებენ. ალფრედის ყოფილი უფროსი – ჟორჟ პიკარი – მისი ქვეშემდგომის საქმის გამოძიებას პირადად გადაწყვეტს და გაიგებს, რომ მეორე ბიუროს ბევრი ოფიცერი გერმანიის სასარგებლოდ ჯაშუშობს.
ფილმი მოგვითხრობს ხუთ ომში გადაღლილ ამერიკელ ჯარისკაცზე, რომელთაც ფრანგული შატოს დაკავება დაავალეს მეორე მსოფლიო ომის მიწურულს. ეს მოულოდნელი შესვენება მალე საგიჟეთად გადაიქცევა, როდესაც ზებუნებრივ მტერთან პირისპირ აღმოჩნდებიან, რომელიც ბევრად უფრო საშინელია, ვიდრე ნებისმიერი რამ ბრძოლის ველზე.
ოთხი ახალგაზრდა, რომელსაც ზებუნებრივი ძალა აქვს, იძულებული ხდება შეებრძოლოს ბოროტებას. ერთმანეთის მიმართ ეჭვიანობა და უნდობლობა მათ მოქმედებებში ხელს უშლით.
როდესაც ორი ძმა მიხვდება რომ ურთულესი ზამთარი უნდა გადაიტანონ თითქმის უცნობ მამასთან ერთად, ისინი ცდილობენ საფრთხეები თავიდან აიცილონ.
მო დაიმონდს, ნიუ იორკელ ფულის გამთეთრებელს, რომელსაც მილიონობით დოლარი აქვს მოპარული ნაღდი ფულისა და ნარკოტიკების სახით, ერთ დღესაც მეხსიერების გარეშე გაეღვიძება. უამრავ კითხვაზე პასუხს ქუჩებში ხეტიალში ეძებს, იქ კი მოძალადე და თაღლით პოლიციელებს უნდა დააღწიოს როგორმე თავი.
ყოფილი თაღლითი ლენსი, რომელსაც კავშირები აქვს რუსულ მაფიასთან და არიულ საძმოსთან, 15 წლიანი პატიმრობის შემდეგ თავისუფლდება და მშვიდი ცხოვრების დაწყებას ცდილობს. მისი გეგმები ირევა, როდესაც რუსული მაფიის წევრები, თავისუფლების მოპოვების სანაცვლოდ უკანასკნელი დავალების შესრულებას მოსთხოვენ. დავალება კი საკმაოდ რთულია.
ექიმი და მისი ოჯახი კრიმინალთა ბანდას მძევლად ჩაუვარდება. თუმცა ერთ-ერთი კრიმინალს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდება.
ილმი გმირი გონს მოდის დამტვრეულ ავტომობილში, სადღაც ჯუნგლებში. ფექი აქვს მოტეხილი, გარშემო რამდენიმე გვამია, ხოლო მანქანის დამხმარე სათავსოში - რევოლვერია. მას არაფერი ახსოვს - როგორ მოხვდა აქ და რა ქვია. გარშემო უღრანი ტყეა და არავინაა. თავიდან რაღაცნაირად უნდა გადაირჩინოს თავი, შემდეგ კი ვინმესთან მიაღწიოს. გზაში კი ისიც გაიხსენოს თუ რა მოხდა. ხოლო იმის გამო რომ საბარგულში ფულით სავსე ჩანთაა, იმ ხალხსაც უნდა დაუძვრეს ხელიდან, ვინც მის მოკვლას შეეცდება.
ტინა, კრისტი, კასუმი და ხელენა შესანიშნავად ფლობენ აზიატურ საბრძოლო ხელოვნებებს. განსაკუთრებით მათ კოლეგებს მამაკაცებს აღფრთოვანებს არა თვალმომჭრელი სექსუალურობა ყოველი გოგონასი, არამედ ძალა, რომელიც ყოველივა მათგანშია. ერთ მშვენიერ დღეს ისინი მიიღებენ მოწვევას დაესწრონ საბრძოლო ხელოვნების საიდუმლო შეჯიბრს სახელწოდებით "Dead or Alive" ერთ ეკზოტიკურ კუნძულზე. პრიზი - 10 მილიონი დოლარია. მაგრამ ფული უმეტესი მებრძოლისთვის - არ არის ერთადერთი მიზეზი და მიზანი ამ ტურნირზე: ეს პრესტიჟის საკითხია და კითხვებზე პასუხების მოძებნის გზა
ახალგაზრდა წყვილი სახლის შესაძენად, დახმარებისთვის უძრავი ქონების სააგენტოს მიმართავს. ისინი შეხვდებიან უცნაურ გაყიდვების აგენტს, რომელიც მათ პატარა ოჯახის შესაფერის ახალ, მისტიურ სახლს შესთავაზებს...
პოლიციის სპეციალური დანიშნულების ჯგუფი ბავშვებზე სექსუალურ მოძალადეს მიაგნებს და აღმოაჩენს, რომ მისი დანაშაულების სიმძიმე ბევრად უფრო შორს მიდის, ვიდრე წარმოედგინათ,
მცირე დანაშაულებრივი წარსულის მქონე პირი, რომელმაც მუშაობა პოლიციაში დაიწყო სპეცდანიშნულების ძალების მექანიკოსად, იძულებულია თავის უდანაშაულობა ამტკიცოს, როდესაც მის მენტორს სულმდაბალი პოლიციელები მოკლავენ.
ვიკინგი ბავშვები როსკვა და ტიალფე თავგადასავლებით სავსე მოგზაურობას შეუდგებიან მიდგარდიდან ვალჰალასკენ. მათთან ერთად ღმერთები - თორი და ლოკი - არიან. თუმცა ვალჰალაში წყნარად ცხოვრების საშუალებას საზარელი მგელი ფენრირი და ღმერთების მოსისხლე მტერი - ჯოტნარი- არ აძლევთ. ღმერთების გვერდიგვერდ, ორმა ბავშვმა უნდა იბრძოლოს, რათა ვალჰალა სამყაროს დასასრულისგან - რაგნაროკისგან - იხსნას.
რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული დრამატული ისტორია გამოძიების ფედერალური ბიუროს ფარული აგენტისა არაორდინარული ავტოდიზაინერის ჯონ დელორეანის გამოსაჭერად.
სევილია, ანდალუსია (სამხრეთი ესპანეთი). ლას ვივენდესის სამეზობლო სასტიკი და დაუნდობელი ადგილია, სადაც პოლიციას, წესრიგსა და კანონს არაფერი ესაქმება. ხუან სანტოსი ციხიდან თავისუფლდება და ერთადერთი ქალიშვილის ნათლობის ცერემონალიალზე დასწრებას აპირებს. წვეულებაზე დაუპატიჟებლად მისი უმცროსი ძმა და ბიძა ანდრესი გამოჩნდებიან და სთავაზობენ მას ნარკოტიკული საშუალებების ციხეში შეტანის ორგანიზებას. მას არ უნდა ციხის პრივილეგიების დაკარგვა ამიტომ უარით ისტუმრებს მათ. მოგვიანებით კი სახლში დაბრუნებისას ხუანი ცოლთან და პატარა შვილთან ერთად უბედურ შემთხვევაში ყვება. მათ თავს ესხმიან უცნობი პირები, რა დროსაც ბავშვი ცოცხალი ვერ გადარჩება. სწრედ ამ დროს საქმის გამოძიებას იწყებს მანუელ სანჩესი და მისი ახალგაზრდა პარტნიორი ელი. ისინი იკვლევენ ოთხი ნარკოტიკებით მოვაჭრის მკვლელობის საქმეს.
თორმეტმა ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ადამიანმა ერთად გაიღვიძა. მათ წარმოდგენა არ აქვთ სად არიან ან როგორ მოხვდნენ იქ. ელიტის წარმომადგენლები შორეულ გასაიდუმლოებულ ადგილას იკრიბებიან, რათა ბნელი ინტერნეტ კოსპირაციული თეორიის საშუალებით ადამიანებზე სპორტული ჟინის დასაკმაყოფილებლად ინადირონ. თუმცა მათი მთავარი გეგმა კრახით სრულდება, როდესაც ერთ-ერთი მსხვერპლი სახელად კრისტალი, სიტუაციას მათ საწინააღმდეგოდ შემოაბრუნებს.
პამპალონა. ბასაჯაუნის დანაშაულების ერთი წლის შემდეგ ცხრა თვის ორსული ინსპექტორი ამაია სალაზარი საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებას ელოდება ჯეისონ მედინას წინააღმდეგ, რომელიც ბრალდებულია საკუთარი შვილიშვილის გატაცებასა და მკვლელობაში. თუმცა პროცესის წინ მედინას შენობის საპირფარეშოში ვენებგადაჭრილს იპოვიან, ჯიბეში მინიშნებით, რომელზეც მხოლოდ ერთი სიტყვაწერია -,,ტარტალო“.
ინსპექტორი ამაია სალაზარი სერული მკვლელობების გამოძიებას უდგას სათავეში პატარა წვიმიან ქალაქში ბასკების მხარეში. ამაია ხვდება რომ ნამდვილ ბოროტებას უნდა შეეწინააღმდეგოს.