ცეერუს ყოფილი აგენტი ქალიშვილთან ერთად იძულებული გაიქცეს და დაიმალოს, ვინაიდან საიდუმლო საერთაშორისო შეთქმულების დეტალების შესახებ შეიტყო.
ახალგაზრდა სამედიცინოს სტუდენტი ცდილობს თავისი ძმა ძილის დარღვევის დაავადებისგან ,ფატალური ფამილარული ინსომნიისგან განკურნოს. ამ დაავადების დროს ძირითადად იძინებენ და იქამდე სძინავთ , სანამ არ მოკვდებიან .
ჩამოშორებული მამისგან წერილის მიღების შემდეგ, ნორვალი გაემგზავრება მამასთან, ოკეანესთან, სადაც ის იმედოვნებს, რომ ეს დადებითი გამოცდილება იქნება. მან წინასწარ იცოდა ბნელი ჭეშმარიტება მოხუცი კაცის შესახებ.
ძმები გრიმების ამავე სახელწოდების ზღაპარზე დაფუძნებული საშინელებათა ფენტეზი, ზღაპრულ სოფელში მცხოვრები ახალგაზრდა და-ძმის – გრეტელის და ჰენზელის შესახებ, რომლებიც საკვების და სამუშაოს სასოწარკვეთილ ძიებაში ბნელ და ღრმა ტყეში შევლენ, სადაც ისინი ზებუნებრივი ბოროტების ხაფანგში მოხვდებიან, რომლებსაც დაუნდობელი ბებერი ალქაჯი გაიტაცებს.
1940-იან წლებში ინგლისელი ჯარისაკცების ჯგუფმა გოგონა გააუპატიურა. სამმა ახალგაზრდა ეგვიპტელმა კი სამაგიერო გადაუხადა. ბრიტანელი ჯარისკაცი ალექსანდრიაში, კარამუზის პოლიციაშია დაკავებული, რომელსაც გენერალი იუსუფ ალ-მასრი ხელმძღვანელობს. გენერალი ფრენკ ადამსი ინგლისელი ჯარისკაცის გადაცემას მოითხოვს, მაგრამ იუსუფი უარზეა. ბრიტანეთის არმია პოლიციის განყოფილების ბლოკირებას მოახდენს, რაც იუსუფთან და დანარჩენ ეგვიპტელ ჯარისკაცებთნ მწვავე კონფრონტაციას გამოიწვევს.
ორი თინეიჯერი დაქირავებული მკვლელი მიდის მორიგ დავალებაზე, მათ ჰგონიათ, რომ ეს დავალება მარტივია და სწრაფად გაართმევენ თავს, თუმცა ყველაფერი გაცილებით უფრო რთული აღმოჩნდება
ფილმის სახელი პრინციპში მოვითხრობს ფილმის შინაარსსაც. ფილმის მთავარ პერსონაჟზე პრიდაპირი გაგებით დაიწყებენ ნადირობას.
ერთ დროს ფეხბურთის კარგი მოთამაშე, რომელიც დეტექტივი გახდა. მას ხელში ერთ შეხედვით მარტივი საქმე ჩაუვარდება გატაცებებზე, რომელიც ჯამში არცისე მარტივი აღმოჩნდება და პირდაპირ კავშიღში აღმოჩნდება მის დაკარგულ ქალიშვილათან.
კაილი და სუინი არკანზასელი ნარკობარონის, სახელად „ბაყაყის“, ბრძანებებს ასრულებენ, რომელიც არასდროს უნახავთ. როდესაც გარიგება „ჩავარდება“ შედეგებიც საშინელი იქნება.
დედინაცვალი თავის ორ გერთან ერთად დიდი თოვლიანობის გამო ქოხში ჩარჩება. სწორედ მაშინ იწყება ნამდვილი ურთიერთობები და თავგადასავლები მათ შორის.
გოგონა სულ ოცნებობდა ბედნიერ ცხოვრებაზე და ეს დღეც დადგა. მაგრამ წინ სახიფათო თამაში ელის, ქორწილის პირველივე ღამეს ის ქმრის ოჯახში იძულებული გახდება ითამაშოს საშიში თამაში, სადაც ის უნდა დაიმალოს და პოვნის შემთხვევაში კი მას მოკლავენ.
ბრიტანელი მწერლის მარკ ბერნელის რომანის თანამედროვე ადაპტაცია ახალგაზრდა ქალის სტეფანი პატრიკის შესახებ, რომელიც ოჯახს ავიაკატასტროფაში დაკარგავს. სტეფანი თვითგანადგურების გზას დაადგება, რომელსაც ალკოჰოლი, ნარკოტიკები და უზნეო სექსი იტაცებს. მაგრამ როდესაც იგი გაიგებს, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნა შემთხვევითი არ იყო, მასში შურისძიების გრძნობა გაიღვიძებს. სიმართლის და მკვლელების ვინაობის გამოვლენის მიზნით, სულიერად დაცემული მთავარი გმირი ფეხზე დგება და სახიფათო მისიაში მიდის, რათა დამნაშავეები სიკვდილით დასაჯოს…
ავატარი (ჯარისკაცი ჯეიკ სალი) პირველი გამარჯვების შემდეგ ხდება პლანეტა პანდორას ხალხის ლიდერი, ის აპირებს დაიცვას ახალი ოჯახი და მეგობრები დამპყრობლებისგან რომლებსაც მხოლოდ ფული და საკუთარი ბიზნესი აინტერესებთ.
იარაღითა და სხვა აკრძალული საქონლით მოვაჭრეთა ჯოჯოხეთურ სამყაროში, ერთი პატარა ბიჭი ცნობილ ნარკოდილერთა მძევლად იქცევა. რადგან მსოფლიოს ერთერთ ყველაზე უფრო შეუღწევად ქალაქშია გამოკეტილი გამტაცებლების მიერ, მის დახსნას ტაილერ რეიკის, დაქირავებული მკვლელის, შეუდარებელი უნარები დასჭირდება, მაგრამ რეიკი ერთი უბედური კაცია, რომელსაც არაფერი აქვს დასაკარგი და სიკვდილს ნატრობს, რაც სასიკვდილო მისიას თითქმის შეუძლებელს ხდის.
წყალქვეშა მკვლევარების გუნდი ცდილობს, უსაფრთხო ადგილს მიაგნოს მას შემდეგ, რაც მიწისძვრა მათ საიდუმლო ლაბორატორიას გაანადგურებს. თუმცა გუნდის ოკეანეში ჩაძირვის გარდა სხვა საფრთხეც ემუქრება.
ანჟელა ბენეტი ცხოვრობს კომპიუტერული ტექნოლოგიების საუკუნეში. მისი არსებობის ყველა ასპექტი ციფრებშია გადაყვანილი და კომპიუტერულ მონაცემთა ბაზაშია შეტანილი. ანჟელას არსებობა მთლიანად უკავშირდება კომპიუტიზირებას. ის ამას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, მაგრამ ერთხელაც მას წაშლიან. იგი იბრძვის იმის გასარკვევად თუ რატომ წაშალეს საზოგადოებიდან.
საიდუმლო სამსახურის ვეტერანი აგენტი ფრენკ ჰორიგანი - საკუთარი მარცხით დამძიმებულია, რადგან პრეზიდენტ კენედის დაცვა ვერ განახორციელა, როდესაც იგი დალასში, პრეზიდენტის დაცვის სამსახურის შემადგენლობაში იმყოფებოდა. ოცდაათი წლის შემდეგ მამაკაცი მეტსახელად "ბუტი" კვლავ პრეზიდენტის სიცოცხლეს ემუქრება, რამაც ჰორიგანი აიძულა დაცვის სამსახურის შემადგენლობაში დაბრუნდეს და წარსულის აჩრდილებს დაუპირისპირდეს.
ერთ-ერთი კომპიუტერული კომპანიიეს მე-13 სართულზე მდებარეობს ახალი ტექნოლოგია,რომელიც იძლევა საშუალებას სრულყოფილი ვირტუალური რეალობით დატკბეთ. მოცემული ტექნოლგიის შექმნა გამოიწვევს მკვლელობების ჯაჭვს, რომლის მიზეზის ამოხსნაც მხოლოდ ამ ვირტუალურ რეალობაში შეიძლება.
ახალგაზრდა მედდა – ქვინი, სმარტფონში პოპულარულ აპლიკაციას გადმოწერს, რომლის შემქმნელები ირწმუნებიან, რომ მათ შეუძლიათ ზუსტად იწინასწარმეტყველონ, თუ როდის მოკვდება ნებისმიერი ადამიანი. იგევე აპლიკაცია გოგონას მოულოდნელად აცნობებს, რომ მას მხოლოდ სამი დღის სიცოცხლე დარჩა, და ამ მომენტიდან, ქვინი იდუმალი ფიგურების ხილვას იწყებს, რომლებიც მას ყველაგან დევნიან. ახლა სანამ დრო ამოწურულა, ახალგაზრდა გოგონამ თავისი სიცოცხლის გადადარჩენის გზა უნდა იპოვოს…
შოკისმომგვრელი ნამდვილი ამბავი კორპორატიული იურისტის, რობერტ ბილოტის (მარკ რუფალო) შესახებ, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი და ძლევამოსილი ქიმიური კორპორაციის DuPont-ის საშინელ საიდუმლოს – გარემოს დაბინძურების მრავალწლიან ისტორიას გამოავლენს, რაც ადამიანების და ცხოველების დაღუპვას გამოიწვევს. მთავარი გმირი ყველაფერს რისკავს და საზოგადეობის ყურადღების მიპყრობას მთელი ძალებით ცდილობს, მაგრამ მალე მისი საქმე იმდენად მაშტაბური გახდება, რომ ბილოტის და მისი ახლობლების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება