დიდებული 39
Glorious 39

1939 წელი, ინგლისი. ენ კიისის ერთი შეხედვით იდეალური ცხოვრება ნგრევას იწყებს, როდესაც ის შემთხვევით საიდუმლო ჩანაწერებს პოულობს, რომლებიც დიდ ბრიტანეთსა და გერმანიას შორის შეთქმულებას ადასტურებდა. ენი საკუთარ გამოძიებას იწყებს.

2009
IMDB 6.4
ოფიცერი და ჯაშუში
An Officer and a Spy (J’accuse)

ფილმი ინგლისელი მწერლის, რობერტ ჰარისის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით არის გადაღებული, რომელიც თავის მხრივ რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული, რომელშიც მოვლენები 1894 წელს ვითარდება, როდესაც ფრანგ ოფიცერს, ალფრედ დრეიფუს გერმანელებისთვის საიდუმლო დოკუმენტების მიწოდების გამო ატლანტიკის ოკეანეში მდებარე ტროპიკულ კუნძულზე უვადო დეპორტაციაში გაუშვებენ. ალფრედის ყოფილი უფროსი – ჟორჟ პიკარი – მისი ქვეშემდგომის საქმის გამოძიებას პირადად გადაწყვეტს და გაიგებს, რომ მეორე ბიუროს ბევრი ოფიცერი გერმანიის სასარგებლოდ ჯაშუშობს.

2019
IMDB 7.2
საგუშაგო დაცვა
The Outpost

ამერიკელი ჯარისკაცების პატარა ჯგუფი ასობით თალიბანის მეომარს ებრძვის ავღანეთში.

2020
IMDB 6.7
იოანნა ქალი პაპი
Pope Joan (Die Päpstin)

მეცხრე საუკუნეში წარმოშობით ინგლისელი, გერმანიის ქალაქ ინგელჰაიმში დაბადებული ქალი მამაკაცის ტანსაცმელს გადაიცვამს და ვატიკანში დიდ სიმაღლეებს აღწევს.

2009
IMDB 6.7
მრბოლელი
Driven

რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული დრამატული ისტორია გამოძიების ფედერალური ბიუროს ფარული აგენტისა არაორდინარული ავტოდიზაინერის ჯონ დელორეანის გამოსაჭერად.

2018
IMDB 6.3
ხმალი მოჩვენება
Shadowless Sword (Muyeong geom)

ფილმი მოგვითხრობს ქალი მეომრის ისტორიას, რომელსაც სამეფოს პრინცი ისევ უხმობს და სთხოვს მსახურებას. პრინცი 14 წლის შემდეგ ცდილობს გახდეს ქვეყნის მეთაური, მაგრამ მას გზად უამრავი საბრთხე ელის...

2005
IMDB 6.4
მიმდინარე ომი
The Current War: Director's Cut

ელექტროენერგიის ტიტანებს, თომას ედისონსა და ჯორჯ ვესტინგჰაუსს შორის დიდი კონკურენციაა მდგრადი სისტემის შქმნისა და ამერიკელი ხალხისთვის მისი მიყიდვის საკითხში.

2019
IMDB 6.5
ომი კარმუზში
Karmouz War (No Surrender)

1940-იან წლებში ინგლისელი ჯარისაკცების ჯგუფმა გოგონა გააუპატიურა. სამმა ახალგაზრდა ეგვიპტელმა კი სამაგიერო გადაუხადა. ბრიტანელი ჯარისკაცი ალექსანდრიაში, კარამუზის პოლიციაშია დაკავებული, რომელსაც გენერალი იუსუფ ალ-მასრი ხელმძღვანელობს. გენერალი ფრენკ ადამსი ინგლისელი ჯარისკაცის გადაცემას მოითხოვს, მაგრამ იუსუფი უარზეა. ბრიტანეთის არმია პოლიციის განყოფილების ბლოკირებას მოახდენს, რაც იუსუფთან და დანარჩენ ეგვიპტელ ჯარისკაცებთნ მწვავე კონფრონტაციას გამოიწვევს.

2018
IMDB 5.7
შავი წყლები
Dark Waters

შოკისმომგვრელი ნამდვილი ამბავი კორპორატიული იურისტის, რობერტ ბილოტის (მარკ რუფალო) შესახებ, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი და ძლევამოსილი ქიმიური კორპორაციის DuPont-ის საშინელ საიდუმლოს – გარემოს დაბინძურების მრავალწლიან ისტორიას გამოავლენს, რაც ადამიანების და ცხოველების დაღუპვას გამოიწვევს. მთავარი გმირი ყველაფერს რისკავს და საზოგადეობის ყურადღების მიპყრობას მთელი ძალებით ცდილობს, მაგრამ მალე მისი საქმე იმდენად მაშტაბური გახდება, რომ ბილოტის და მისი ახლობლების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება

2019
IMDB 7.6
მიდუეი
Midway

როლანდ ემერიხის ისტორიული სამხედრო-დრამა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს წყნარ ოკეანეში ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საზღვაო ბრძოლის შესახებ მოგვითხრობს. ყურადღების ცენტრში 1942 წლის ივნისში, მიდუეისთან ახლოს იაპონიის საზღვაო დამრტყმელ შენაერთსა და ამერიკულ ფლოტს შორის გამართული ლეგენდარული ბრძოლაა.

2019
IMDB 6.7
იპ მენი 4: ფინალი
Ip Man 4: The Finale (Yip Man 4)

ბიოგრაფიული დრამა ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების, ვინგ ჩუნის ცნობილი გროსმაისტერის, იპ მანის შესახებ, რომელიც 1960-იან წლებში ამერიკაში, სიეტლში ჩადის, რათა თავის მოწაფეს ბრიუს ლის უშუს სკოლის, ვინგ ჩუნის გახსნაში დაეხმაროს, სადაც ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების გროსმაისტერი, იპ მანი ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ახალი თაობის ბოროტმოქმედებს უპირისპირდება.

2019
IMDB 7.4
ჰარიეტი
Harriet

წარმოუდგენელი ამბავი უბრალო შავკანიანი მონის, ჰარიეტ ტაბმენის შესახებ, რომლის სიცოცხლე მარადიული კატორღისთვის იყო განწირული. თუმცა ჰარიეტის თავისუფლებისკენ სწრაფვა მას მონათმფლობელების კლანჭებისგან დაღწევაში და უსაფრთხო ადგილმდე წარმოუდგენელი მანძილის გადალახვაში დახემარება, სადაც მთავარი გმირი მიხვდება, რომ ამერიკას სასწრაფოდ ცვლილებები სჭირდება და მას შეუძლია ამას დაწყებას საფუძველი ჩაუყაროს. ტაბმენი თავის პლანტაციებში დაბრუნდება, რათა ათეულობით სხვა მონებს გათავისუფლებაში დაეხმაროს, რის შემდეგაც მან ყურადღება სხვა ფერმებზე გადაიტანა, და ასევე მიწისქვეშა რკინიგზას შეუერთდა, რომლის დახმარებითაც მონებს ათავისუფლებდა. საბოლოოდ ის რაც ერთი გაქცევით დაიწო, რომელიც თავდაუზოგავი და მშიერი გოგონას მიერ განხორციელდა, ასობით სხვა გაჭირვებულს დახეხმარა და სამუდამოდ შეცვალა ქვეყნის ისტორია

2019
IMDB 6.3
ფორდი ფერარის წინააღმდეგ
Ford v Ferrari

ფილმი მოგვითხრობს ნამდვილ ამბავს ბრძოლაზე - ფორდსა და ფერარის შორის 1966 წლის "ლე მანსის" მოსაგებად...

2019
IMDB 8.2
ქარის მებრძოლი
Fighter in the Wind

ეს არის ფილმი ლეგენდარულ კორეელზე, - ჩონ ბაი-დალაზე, რომელიც კოლონიალურ პერიოდში იაპონიაში გადასახლდა და გამოჩენილი კარატისტი გახდა. მან ჩამოაყალიბა ახალი საბრძოლო ხელოვნება "კიოკუშინი".

2004
IMDB 7
ორი პაპი
The Two Popes

ნამდვილი ამბავი ბოლო 2000 წლის განმავლობაში ძალაუფლების ერთ-ერთი ყველაზე დრამატული გადცემის ინტიმური ამბის შესახებ. კათოლიკური ეკლესიის ლიდერებისგან იმედგაცრუებული, კარდინალი ფრანცისკე 2012 წელს რომის პაპისგან, ბენედიქტ მეთექვსმეტესგან გადადგომის ნებართვას მოითხოვს, მაგრამ სკანდალში გაეხვევა და ბენედიქტი თავის ყველაზე მწვავე კრიტიკოსსა და მომავალ მემკვიდრეს რომში გამოიძახებს, რასაც საიდუმლოებების გამოაშკარავება მოჰყვება, რომელიც კათოლიკური ეკლესიის საფუძვლებს შეარყევს. როდესაც ეს ორი სრულიად განსხვავებული ადამიანი მათი წარსულის პირისპირ აღმოჩნდება, ვატიკანის კედლებს მიღმა ტრადიციისთვის, პროგრესისთვის, ცოდვებისთვის და მიტევებისთვის ბრძოლა იწყება, რათა გმირებმა საერთო ენა იპოვონ და მთელ მსოფლიოში მილიარდი მიმდევრისთვის მომავალი შექმნან

2019
IMDB 7.7
ირლანდიელი
The Irishman

ფილმი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საშიში დაქირავებული მკვლელის, ფრენკ შირენის, მეტსახელად ირლანდიელის ამბავს მოგვითხრობს, რომელიც მაფიასთან მუშაობდა. დაქირავებულ მკვლელად ყოფნა ყველას როდი შეუძლია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კრიმინალურ ავტორიტეტებთან გიწევს მუშაობა. მას ყველაზე ხშირად სხვა განგსტერების მოკვლას ავალებდნენ. ფრენკი არასდროს არ სვამდა ზედმეტ კითხვებს და აკეთებდა იმას, რასაც მისგან მოითხოვდნენ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანი, რომელიც მან მოკლა გაერთიანებული პროფკავშირების პრეზიდენტი, ჯიმი ჰოფა იყო, რომელსაც მაფიასთან ჰქონდა კავშირები. ერთ დღეს, ჯიმი უბრალოდ გაქრება, და დიდი ხნის განმავლობაში არავინ იცოდა, ცოცხალი იყო თუ მკვდარი. მაგრამ სამართალდამცავები ვარაუდობდნენ, რომ მაფიასთან უთანხმოება გამო ჯიმი, ირლანდიელმა მოკლა…

2019
IMDB 8.1
ოფიციალური საიდუმლოებები
Official Secrets

ნამდვილი ამბავი, რომელიც ბრიტანეტის დაზვერვის აგენტის, კეტრინ განის (კირა ნაიტლი) შესახებ მოგვითხრობს, რომელმაც 2003 წელს ამერიკის ჯარების ერაყში შეჭრის მზადების დროს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების წინააღმდეგ აშშ-ბრიტანეთის ერთობლივი უკანონო ჯაშუშური ოპერაციიების შესახებ NSA-ს (აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო) სრულიად საიდუმლო და სკანდალური ჩანაწერები პრესას გადასცა, სადაც ასახული იყო, თუ როგორ აშანტაჟებდა აშშ და ბრიტანეთი გაეროს უშიშროების საბჭოს ექვს წევრს, რათა მათ ერაყში შეჭრისთვის ხმა მიეცათ. პროფესიული რისკის მიუხედავდ, ჟურნალისტი მარტინ ბრაიტი საიდუმლო დოკუმენტებს ლონდონის გაზეთში აქვეყნებს, შედეგად ომის სასარგებლოდ გაეროს რეზოლუციის მიღების შანსები საბოლოოდ იმსხვრევა. მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ბუში განაცხადებს, რომ მას გაეროს მხარდაჭერა აღარ უნდა, და მაინც შეიჭრება. როდესაც ერაყი ქაოსში ჩაიძირება, კეტრინს დააპატიმრებენ და სახემწიფო საიდუმლოს კანონის დარღვევაში დასდებენ ბრალს. მარტინიც ასევე პოტენციური ბრალდებების წინაშე აღმოჩნდება, რომლის გამოძიება კიდევ უფრო მოულოდნელ და საშიშ საიდუმლოებებს გამოავლენს.

2019
IMDB 7.3
მეფე
The King

ჰალსს, არაპროგნოზირებად პრინცსა და ინგლისის ტახტის მემკვიდრეს, მეფე ჰენრი მეხუთედ აკურთხებენ, ტირანი მამის გარდაცვალების შემდეგ. ახლა ახალგაზრდა მეფემ უნდა წარმართოს სასახლის პოლიტიკა, აწარმოოს მამის მიერ წამოწყებული ომი და გაუმკლავდეს თავისი წარსულის ცხოვრების ემოციურ გადმონაშთებს

2019
IMDB 7.4
მგელი
Wolf (Börü)

ფილმი სულისშემძვრელი ისტორიაა 15 ივლისის ღამის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისა. იგი მოგვითხრობს პოლიციის სპეციალური ოპერაციებისა და სპეცდანიშნულების გმირი ჯარისკაცების შესახებ, რომლებმაც ძალა და ღონე არ დაიშურეს, რათა თურქეთში ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა აღეკვეთათ.

2018
IMDB 7
კურსკი
Kursk

2000 წელს მოხდარი დრამატული ამბავი, როდესაც წყალქვეშა სარაკეტო კრეისერი K-141 “კურსკი” ჩაიძირა. ამ კატასტროფაში 118 ადამიანი დაიღუპა. ისინი საბრძოლო მომზადების დავალებას ასრულებდნენ, რომელიც მიზნად ისახავდა მტრის ხომალდებზე ტორპედოს რაკეტების ტესტირებას. მთელი საშინელება იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც ბირთვული წყალქვეშა ნავი გაურკვეველი მიზეზით ფსკერზე დაეშვება, ეკიპაჟი მაშინვე არ დაღუპულა. ბევრი ავარიას გადაურჩება და ბარენცის ზღვის ფსკერზე ხაფანგში აღმოჩნდება. მაშველების უიმედო მოლოდინში, მათი გადარჩენის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ამ საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტების უმრავლესობა დღემდე გრიფით საიდუმლოა. მოვლენები “კურსკის” ეკიპაჟის ირგვლი ვითარდება, რომლებიც სიკვდილის პირისპირ აღმოჩნდებიან. ასევე მათი ახლობლები, რომლებიც სასოწარკვეთილები ბრძოლობდნენ მათ გადასარჩენად

2018
IMDB 6.5