ბაჰუბალი: დასაწყისი
Baahubali: The Beginning (Bahubali: The Beginning)

ეპიკური გმირი სახელად ბაჰუბალი იყო მეფე რიშაბჰადევის, ერთერთი ვაჟიშვილი. გაიზრდება სოფელში, სადაც მისი ვინაობა არავინ იცის, მაგრამ ყველა ატყობს, რომ გამორჩეულია. როდესაც ის გახდება 25 წლის ეცდება დაიბრუნოს თავისი სამეფო.

2015
IMDB 8.1
გოტის კოდექსი
Gotti

ჯონ გოტი მის კრიმინალურ კარიერას ყველაზე აბსურდული დავალებების შესრულებით იწყებდა. მოგვიანებით იგი მნიშვნელოვანი ადამიანი გახდა კრიმინალურ სამყაროში. მისი ოჯახი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და ძალაუფლების მქონეა ნიუ იორკში. დადგა დრო, როდესაც გოტის საქმე მის ვაჟშ უნდა გადაებარებინა, მაგრამ ვაჟმა განაცხადა, რომ არ სურდა საერთო ჰქონოდა კრიმინალთან. მაგრამ როგორ მოიქცევა ვაჟი, როდესაც ოჯახი საფრთხეში აღმოჩნდება?

2018
IMDB 4.8
პროფესორი და შეშლილი
The Professor and the Madman

ფილმში მოვლენები XIX საუკუნეში ვითარდება და ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონის პირველი მრავალტომიანი გამოცემის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ინგლისური ლიტერატურის განვითარებისთვის ეპოქალური მოვლენა გახდება.

2019
IMDB 7.4
საოცრად ავი, შოკისმომგვრელად ბოროტი და საზარელი
Extremely Wicked, Shockingly Evil and Vile

ტედ ბანდის დანაშაულების ქრონიკა, მისი დიდიხნის მეგობარი გოგონას, ელიზაბეტ კლეპფერის, პერსპექტივიდან დანახული, რომელიც წლების მანძილზე არ იჯერებდა სიმართლეს მის შესახებ.

2019
IMDB 6.7
ნიურნბერგის პროცესი
Judgment at Nuremberg

1948 წელი. ნიურმბეგში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი ნაცისტ დამნაშავეებზე. ისმინება იურისტების საქმეები, რომლებიც ნაცისტურ რეჟიმს ემსახურებოდნენ. დაძაბულ სასამართლო დრამაში ყურადღება გამახვილებულია სასამართლო საქმის გარჩევის ირგვლივ მთავარი მოსამართლის თავჯდომარეობით, რომლის დროს მთავარი დამცველი ერთერთი ბრალდებულის გულახდილობის შემდეგ მიხვდება, რომ ის დიდ შეცდომას უშვებს ამ ნაცისტების დაცვით.

1961
IMDB 8.2
გარიყული მეფე
Outlaw King

მეფედ კურთხევის შემდეგ, ინგლისელების მიერ იძულებით გადასახლებული შოტლანდიის მეფე, ლეგენდარული მეომარი რობერტ VIII დე ბრუსი, ტახტის დასაბრულებლად იბრძვის.

2018
IMDB 7
ბედნიერი პრინცი
The Happy Prince

ფილმი ოსკარ ვაილდის უკანასკნელი დღეების შესახებ. ერთ დროს ინგლისის ყველაზე პოპულარული მწერალი, სასიკვდილო სარეცელზე მოგონებებში იძირება და წარსულს იხსენებს.

2018
IMDB 6.3
საბრალონი (სუბტიტრებით)
Les Misérables

მეცხრამეტე საუკუნე. ევროპა რევოლუციის პირას დგას. ჟან ვალჟანი – განდევნილი, რომელსაც პატიმრობა აქვს მისჯილი და იძულებულია სასტიკ სამართალს დაემალოს. პარიზის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ჟავერი მის დაჭერას თავისი ცხოვრების მთავარ საქმედ თვლის. ვიქტორ ჰიუგოს ნაწარმოების ეკრანიზაცია.

2012
IMDB 7.6
მარკ ფელტი: კაცი, რომელმაც თეთრი სახლი დაამხო
Mark Felt: The Man Who Brought Down the White House

ფილმი მოგვითხრობს მეოცე საუკუნის მნიშვნელოვან მოვლენაზე "უოტერგეიტზე", რომელმაც პრეზიდენტ ნიქსონის თანამდებობის ნაადრევი დატოვება გამოიწვია. ადამიანის ვინაობა, რომელიც პრესას ინფორმაციას აწოდებდა მხოლოდ 30 წლის შემდეგ გაირკვა, მას შემდეგ რაც თავად აღიარა. ფილმი დაფუძნებულია რეალურ ამბავზე.

2017
IMDB 6.4
დიდი ბრძოლა
The Great Battle

645 წელს თენგის დინასტიის იმპერატორი ლი, კორეის უძველეს სამეფოში გოგურიეოში იჭრება, ერთ გამარჯვებას მეორე მოსდევს, თანგის არმია ანსის საზღვარს მიადგება, რომელსაც გენერალი იანგი იცავს. გენერალი აერთიანებს ქალებსა და მამაკაცებს, უკლებლივ ყველას, რათა მოწინააღმდეგეს წინ აღუდგეს.

2018
IMDB 7
გენდერული თანასწორობა
On the Basis of Sex

ახალგაზრდა ადვოკატი რუთ ბეიდერ გინზბურგი და მისი ქმარი მართი აშშ უზენაეს სასამართლოში შეიტანენ სკანდალური საქმეს და გადატრიალებას მოახდენენ გენდერული დისკრიმინაციის საუკუნოვან ეპოქაში.

2018
IMDB 6.8
ვიცე პრეზიდენტი
Vice

როდესაც მსოფლიოს ფული და კავშირები მართავს, ერთ ადამიანს შეუძლია შეუზღუდავი ძალაუფლება მოიპოვოს. ადამიანებზე ზემოქმედების უნიკალურმა ნიჭმა, გამორჩეულმა გონებამ და საჭირო კავშირებმა მისცა მას საშუალება ემართა ყველაზე გავლენიანი წრეები კულისებიდან. მან შეძლო ჩრდილში დარჩენილიყო და სამუდამოდ შეეცვალა ისტორიის კურსი...

2018
IMDB 7.2
ფავორიტი
The Favourite

მე-18 საუკუნის დასაწყისი. ინგლისი საფრანგეთს ებრძვის. ამის მიუხედავად, გაცხარებული მიმდინარეობს იხვების შეჯიბრი და ანანასსაც არავინ იკლებს. ტახტზე ავადმყოფი დედოფალი ანა ზის, ხოლო ქვეყანას მისი ახლო მეგობარი, ლედი სარა განაგებს. როდესაც ახალი მოახლე, ებიგაილი ჩამოდის, სარა მისით იხიბლება. სარა მასზე ზრუნავს და ებიგაილსაც უჩნდება შესაძლებლობა, რომ თავის არისტოკრატულ ფესვებს დაუბრუნდეს. სარა ომისგან დაღლილია და ამ დროს ებიგაილი მას სიცარიელეს უვსებს, როგორც დედოფლის კომპანიონი.

2018
IMDB 7.7
ჩრდილი
Shadow (Ying)

ამბავი მეფისა, რომელიც ცდილობს უხელმძღვანელოს სამშობლოდან გამოძევებულ საკუთარ ხალხს და მათ შესახებ, ვინც თამაშობს გარკვეულ როლს მის მისტიურ გეგმებში.

2018
IMDB 7.1
მერი - შოტლანდიის დედოფალი
Mary Queen of Scots

მარია სტიუარტი, ბევრის მხრიდან ინგლისის ტახტის ერთადერთ ლეგიტიმურ მემკვიდრედ აღიარებული ქალი ცდილობს საკუთარი ბიძაშვილის, დედოფალი ელიზაბეტ პირველის ტახტიდან ჩამოგდებას.

2018
IMDB 6.4
მარია მაგდალინელი
Mary Magdalene

ამბავი ისტორიაში ერთ-ერთ იდუმალ პიროვნებაზე. მარია ტოვებს ახლობელებს და თანამოზარეებს უერთდება, რომელთა ლიდერიც იესო ნაზარეველია. აქ იგი იპოვის საკუთარ თავს და აღმოჩნდება საბედისწერო გზაზე იერუსალიმისაკენ.

2018
IMDB 5.8
ბრექსიტი
Brexit: The Uncivil War

პოლიტიკის სტრატეგი დომინიკ ქუმინგსი, 2015 წლიდან დღემდე, ხელმძღვანელობს პოპულარულ მაგრამ საკამათო კამპანიას რათა დაარწმუნოს ბრიტანელი ამომრჩეველი ევროკავშირიდან გამოსვლის დადებით ასპექტებში.

2019
IMDB 7
მფრინავი ბიჭები
Flyboys

პირველი მსოფლიო ომის დროინდოლი ლეგენდარული ამერიკული ესკადრილიის \'ლაფერეტის\' ისტორია. ამ ესკადრილიის შემადგენლობას შეადგენდა უცხოელი–მოხალისეები ქვეყნებიდან, რომლებშიც გერმანიასთან ომი მიდიოდა. ფილმის ცენტრში – ამერიკელი ახალგაზრდები, რომლებმაც ახლა ხანს დაამთავრეს მფრინავთა კურსები, ომში ხვდებიან, რომელიც ძალიან განსხვავდება "ფრანგული კურორტისგან", სადაც ისინი მიდიოდნენ. ეს ფილმი სიყვარულზე, მამაკაცების შორის არსებულ მეგობრობაზე, კაცობაზე, მამაცობაზე და ფანტასტიურ თვითმფრინავებზე, რომლებმაც ცა დაიბყრვეს.

2006
IMDB 6.5
ქურდების მეფე
King of Thieves

ბებერი თაღლითების ბანდა, ლონდონის საიუველირო კვარტალის გრანდიოზულ ძარცვას ახორციელებს.

2018
IMDB 5.7
დიდი რეიდი
The Great Raid

ფილიპინები. 1945 წელი. მეორე მსოფლიო ომი დასასრულს უახლოვდება. რეინჯერების მეექვსე ბატალიონმა, რომელსაც პოლკოვნიკი გენრი მუჩი ხელმძღვანელობს, მიიღო ბრძანება. მათ უნდა შეაღწიონ მტრის ზურგში და იქედან ამერიკელი სამხედრო ტყვეები გამოიყვანონ. მისია პრაქტიკულად შეუსრულებელია.

2005
IMDB 6.7