ცნობილი დეტექტივი იძიებს წარმოსადეგი საგვარეულოს ოჯახის თავის სიკვდილს. უხუცესი ერთი შეხედვით ყველას უყვარდა და პატივს სცემდა, თუმცა, საინტერესოა რა იმალება ემოციებს მოკელებული სიტყვების უკან...
ყურადღების ცენტრში ნიუ-იორკის პოლიციის შავკანიანი დეტექტივია, რომელსაც მისი შელახული რეპუტაციის აღდგენის შანსი მიეცემა, თუ ის პოლიციელების სერიული მკვლელის პოვნას და მის დაჭერას შეძლებს. როდესაც მთავარი გმირი ამ ჩახლართული საქმის გამოძიებას დაიწყებს, მოულოდნელად მაშტაბურ შეთქმულებას გამოავლენს, რომლის უკან კრიმინალურ იმპერიასთნ დაკავშირებული მისი პოლიციელი-კოლეგები დგანან, და აღმოაჩენს, რომ ახლა მთელი მანჰეტენი მისთვის ერთი დიდი ხაფანგი გახდა, რადგან პირეველად ქალაქის ისტორიაში, კუნძულიდან გასასვლელი ჩვიდმეტივე ხიდი დაბლოკილი აღმოჩნდება…
ახალბედა ნიუ ორლეანის პოლიციის ოფიცერი ადგილის დამკვიდრებას ცდილობს, როგორც შავკანიანი ქალი მას შემდეგ, რაც ორი პოლიციელის მიერ ჩადენილი მკვლელობის მოწმე გახდება.
ამბავი ირლანდიული მაფიისა, რომელიც 1970-იანი წლების მანჰეტენის ერთ რაიონში, "ჯოჯოხეთის სამზარეულოში ", ხდება. მას შემდეგ რაც მაფიის წევრებს პატიმრობას მიუსჯიან, ცოლები მათ ადგილს დაიკავებენ... და ისევე გააგრძელებსნ მათ საქმეებს, თუ უკეთ არა.
მაღალი რანგის ჩრდილოკორეელი ოფიციალური პირის ვაჟი ეჭვმიტანილია სერიულ მკვლელობებში სხვადასხვა ქვეყნებში. ჩრდილოეთ კორეა, სამხრეთ კორეა და ინტეროლი ერთიანდებიან მისი დანაშაულის დასამტკიცებლად.
ბანდის ლიდერი ტონი, მის გუნდთან ერთად ბრილიანტს მოიპარავს, მაგრამ პოლიციელად გადაცმულმა კრიმინალმა ლინგმა იცის ვის აქვს სინამდვილეში ნადავლი და ამიტომ ტონის ქალიშვილს მოიტაცებს გამოსასყიდისათვის. საუბედუროდ ახლა ბრილიანტი აღარც ტონის აღარ აქვს. სანამ იგი უგზოუკვლოდ ეძებს შვილს და სამკაულს, ტონი სახელმწიფო აგენტს გადაეყრება, რომელიც ადრე ლინგთან ერთად მუშაობდა და მასაც შურისძიება ამოძრავებს.
კრიმინალური კომედია, ქარიზმატული ნიუ-იორკელი დილერის და იუველირის, ჰოვარდ რატნერის (ადამ სენდლერი) შესახებ, რომელიც მუდამ ბევრი ფულის შოვნის ახალი შესაძლებლობების ძიებაშია. მაგრამ ერთ მომენტში ფსონი ძალიან მაღალი იქნება და მთავარ გმირს საშიში და პროვოკაციული საქმის შესრულება მოუწევს, რის შედეგადაც მისი ბიზნესი და ოჯახი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება. ჰოვარდი იძულებული ხდება ვალების გასტუმრების საშვალება იპოვოს, როდესაც მოულოდნელად მისი ძვირფასი საქონელი დაიკარგება.
ფილმი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საშიში დაქირავებული მკვლელის, ფრენკ შირენის, მეტსახელად ირლანდიელის ამბავს მოგვითხრობს, რომელიც მაფიასთან მუშაობდა. დაქირავებულ მკვლელად ყოფნა ყველას როდი შეუძლია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კრიმინალურ ავტორიტეტებთან გიწევს მუშაობა. მას ყველაზე ხშირად სხვა განგსტერების მოკვლას ავალებდნენ. ფრენკი არასდროს არ სვამდა ზედმეტ კითხვებს და აკეთებდა იმას, რასაც მისგან მოითხოვდნენ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანი, რომელიც მან მოკლა გაერთიანებული პროფკავშირების პრეზიდენტი, ჯიმი ჰოფა იყო, რომელსაც მაფიასთან ჰქონდა კავშირები. ერთ დღეს, ჯიმი უბრალოდ გაქრება, და დიდი ხნის განმავლობაში არავინ იცოდა, ცოცხალი იყო თუ მკვდარი. მაგრამ სამართალდამცავები ვარაუდობდნენ, რომ მაფიასთან უთანხმოება გამო ჯიმი, ირლანდიელმა მოკლა…
სასოწარკვეთილი, განსაკუთრებული ძალის მქონე მამაკაცი მილიტარიზებულ საპოლიციო ძალებს დაუპირისპირდება, წვრილმანი დანაშაულის ჩადენის შემდეგ.
ნამდვილი ამბავი, რომელიც ბრიტანეტის დაზვერვის აგენტის, კეტრინ განის (კირა ნაიტლი) შესახებ მოგვითხრობს, რომელმაც 2003 წელს ამერიკის ჯარების ერაყში შეჭრის მზადების დროს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების წინააღმდეგ აშშ-ბრიტანეთის ერთობლივი უკანონო ჯაშუშური ოპერაციიების შესახებ NSA-ს (აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო) სრულიად საიდუმლო და სკანდალური ჩანაწერები პრესას გადასცა, სადაც ასახული იყო, თუ როგორ აშანტაჟებდა აშშ და ბრიტანეთი გაეროს უშიშროების საბჭოს ექვს წევრს, რათა მათ ერაყში შეჭრისთვის ხმა მიეცათ. პროფესიული რისკის მიუხედავდ, ჟურნალისტი მარტინ ბრაიტი საიდუმლო დოკუმენტებს ლონდონის გაზეთში აქვეყნებს, შედეგად ომის სასარგებლოდ გაეროს რეზოლუციის მიღების შანსები საბოლოოდ იმსხვრევა. მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ბუში განაცხადებს, რომ მას გაეროს მხარდაჭერა აღარ უნდა, და მაინც შეიჭრება. როდესაც ერაყი ქაოსში ჩაიძირება, კეტრინს დააპატიმრებენ და სახემწიფო საიდუმლოს კანონის დარღვევაში დასდებენ ბრალს. მარტინიც ასევე პოტენციური ბრალდებების წინაშე აღმოჩნდება, რომლის გამოძიება კიდევ უფრო მოულოდნელ და საშიშ საიდუმლოებებს გამოავლენს.
15 წლის წინ ანდრეიმ მამის ზედამხედველობით, გაიარა საიდუმლო სპეც სკოლა, სადაც თინეიჯერობიდან საიდუმლო სამსახურის აგენტად ჩამოყალიბდა
სენატის იდეალისტური თანამშრომელი დენიელ ჯეი ჯონსი, მისი უფროსის დავალებით აწარმოებს გამოძიებას ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დაკავებისა და დაკითხვის პროგრამის 9/11-ე პოსტზე, როდესაც შოკისმომგვრელ საიდუმლოებას აღმოჩენს.
საშუალო ზომის დარბაზი. ერთი მაგიდა. თორმეტი სკამი. თორმეტ ნაფიც მსაჯულს განაჩენი გამოაქვს 18 წლის ჩეჩენი მოზარდისთვის, რომელსაც ბრალად ედება თავისი მამობილის მკვლელობა, რომელიც რუსი ოფიცერი იყო. ყველა სამხილი მსჯავრდებულის წინააღმდეგაა და თერთმეტი მსაჯული მზადაა ბიჭი გაასამართლოს. მხოლოდ ერთი მსაჯულია დარწმუნებული, რომ ყველაფერი ისე ცალსახად არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს და კოლეგებს სთავაზობს კიდევ უფრო დაფიქრებულად გადახედონ საქმეს.
კრიმინალური თრილერი, ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის გამოცდილი მომლაპარაკებელის, რემი დარბინის შესახებ, რომელიც გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტთან, ბრინ სტიუარტთან გაერთაინდება, რათა აშშ-ს ფედერალური სარეზერვო ბანკის 10–საათიანი ალყის დროს, მძარველების მიერ მძევალად აყვანილი ბანკის თანამშრომლები და მისი სტუმრები გადაარჩინონ
ერთი ქვრივი ქალი სადაზღვევო სფეროში თაღლითობის დანაშაულს იძიებს, რისი კვალიც საბოლოოდ პანამაში არსებული იურიდიული ფირმის ორ პარტნიორამდე მიიყვანს, რომლებიც მსოფლიო ფინანსური სისტემას საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ.
მომაკვდავის ჰოსპიტალიზაციისას ორმა პარამედიკოსმა იპოვა მილიონი დოლარი, მის ტანსაცმელში გამოკერებული. როდესაც პაციენტი კვდება, ისინი გადაწყვეტენ ფული დაიტოვონ , ამით კი ქაოსისა და ძალადობის გზას ადგებიან..
ევანი ოჯახს ყველაფერზე უფრო მეტად აფასებს. ვინც კი მას, მის მეუღლესა და ახლადაშობილ ვაჟს შორის ჩადგება, ამას თავის თავზე იწვნევს. თუმცა როდესაც ...
მოქმედება 1988 წლის, ფილადელფიაში ვითარდება. პოლიციის ოფიცერი თომას ლოქჰარტი ცდილობს დეტექტივი გახდეს. იგი იწყებს სერიული მკვლელის დევნას, რომლის დანაშაულებიც არანაირ ახსნას არ ექვემდებარება. როდესაც ცხრა წლის შემდეგ, დამნაშავე კვლავ ჩნდება, ლოქჰარტის დაუცხრომელი სურვილი გამოაშკარაოს სიმართლე, მის კარიერას, ოჯახსა და სულიერ წონასწორობას განადგურებით ემუქრება.