ნარკოკარტელის მეთაური თავის ორ ყველაზე უფრო მაგარ ხელქვეითს აგზავნის იმის გამოსაძიებლად, თუ რატომ ჩავარდა საქონლის გადაზიდვის ოპერაცია.
საიმონ ფენიქსი სახიფათო კრიმინალია რომელიც 1996 წელს კრიოგენიულად გაყინეს, 2032 წელს კი სან -ანჯელესში იგი თავდებში გამოშვების სასამართლო მოსმენიდან გაიქცა. პოლიცია უძლურია მის წინააღმდეგ და ამიტომ მიმართავენ ჯონ სპარტანს, რომელმაც თავის დროზე იგი დაატყვევა. ჯონი ასევე კრიოგენიულად გაყინეს იმის შემდეგ, რაც ფენიქსის დაჭერისას 30 უდანაშაულო ადამიანის შემთხვევით მოკვლა დაბრალდა.
სტუდენტის მოულოდნელი და საშინელი სიკვდილი, საფრთხეს უქმნის ძველი კათოლიკური სკოლის არსებობას.
ოთხი გმირი მათი ჩვეული ცხოვრებით ცხოვრობს ერთ უჩვეულო მოვლენამდე. წითელ მოედანზე შიშველი გოგონა გამოჩნდება ცხენით. გმირები გადაწყვეტენ ასეთი საქციელის მიზეზი გაარკვიონ. ყველა გზა მათ ძველ ნაცნობ, სერგეისთან მიდის.
ოთხი ახალგაზრდას ისტორია, რომელმაც დაგეგმა ყველაზე თამამი ძარცვა ამერიკის ისტორიაში, მათი ამერიკული ოცნების ასახდენად.
ორი ადამიანის ისტორია, რომელთა სიცოცხლე ყოველ წამს საფრთხეშია. ორივეს მიზანი მტრის გამოაშკარავებაა. ერთი მათგანი - მაფიოზებთან შეგზავნილი პოლიციის ჯაშუშია, მეორე კი - პოლიციის რიგებში შეგზავნილი მაფიის ჯაშუში. თითოეული იბრძვის ერთი მიზნისთვის - ამხილოს მოწინააღმდეგე.
ღარიბი მუსიკოსი ჩამოდის მექსიკაში პატარა ქალაქში წარმატების მიღწევისთვის... ის აზრზეც კი არ არის, რომ ნამდვილ ჯოჯოხეთში აღმოჩნდება. მას შეცდომით სასტიკ მკვლელად მიიღებენ, და უძლიერესი მაფიოზური კლანები მასზე ნადირობას იწყებენ. გადასარჩენად, ის იძულებულია გიტარის მაგივრად იარაღი აიღოს ხელში.
ყოფილი თაღლითი იძულებულია საკუთარ მახინჯ წარსულს დაუპირისპირდეს, როდესაც მის ცოლს გაიტაცებენ.
ხელოვნების ნიმუშების ქურდობაში გაწაფული პირი იმ იმედით, რომ თვის კრიმინალურ ცხოვრების სტილს უკან მოიტოვებს, ერთ სექსუალურ ქალს შეეკვრება, რათა უკანასკნელი ძარცვა თავიდან აიცილოს და ამ ყველფერიდან საბოლოოდ განთავისუფლდეს.
სენატორის მკვლელობის წარუმატებელი მცდელობა პირთა ერთ ჯგუფს უკავშირდება, რომლებიც მალულად იკრიბებიან მათი შავბნელი ზრახვების - ადამიანების სიცოცხლის ხელყოფის - განსახილველად.
ოლივერისა და ჯულიას ქალიშვილი სარა მოულოდნელად უჩინარდება. დრო მიდის, ახალი კი არაფერია, თუმცა ერთ დღეს, ოჯახი წერილს მიიღებს, სადაც უცნობი პიროვნება ამტკიცებს, რომ სარა მასთანაა და მის მშობლებთან მოლაპარაკება სურს.
ყოფილი დაქირავებული მკვლელი ახლა დაკარგულ ბავშვებს პოულობს. აღმოსავლური ორთაბრძოლების ოსტატი მას ქალიშვილის საპოვნელად დაიქირავებს.
ფილმი დაფუძნებულია რენდელ სალივანის დოკუმენტურ წიგნზე “LAbyrinth” – ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც ტუპაკ შაკურის და ნოტარიუს ბიგის მკვლელობების ვერსიებს აღწერს. ნიუ-იორკელი დეტექტივი რასელ პული, რომელიც მრავალი წელი ცდილობდა ლეგენდარული რეპერების მკვლელობების გამოძიებას, მოვლენებიდან ოცი წლის გასვლის შემდეგ ერთიანდება რეპორტიორთან ჯეკი ჯექსონი, რომელიც სასოწარკვეთი ცდილობდა თავის კარიერის გადარჩენას. პული და ჯექსონი, წარმოუდგენელი შეთქმულების ქსელს ხსნიან ფარდას, რომელშიც მთავარი გმირის ვერსიით მისი პოლიციელი-კოლეგები იყვნენ გარეულები. როგორც დეტექტივი ამტკიცებდა, ტუპაკის მკვლელობაში გარეული იყო მისი მეგობარი და ლეიბლის Death Row Records-ის თანადამფუძნებელი შუგ ნაიტი, და ასევე ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დევიდ მეკომი. სამწუხაროდ ტუპაკ შაკურის და ნოტარიუს ბიგის მკვლელობები დღემდე გაუხსნელია, ხოლო თავად რასელ პული 2015 წელს დაიღუპა
ჯულიანი სარფიანად ცხოვრობს, ასაკით დიდ ქალბატონთან - მიშელთან ერთად ლოს ანჯელესში. იგი ნამდვილი ჟიგოლოა. ის უპრობლემოდ ლაპარაკობს ექვს ენაზე, ძალიან მომხიბლველი და მაცდუნებელია. მაგრამ ერთხელაც მის ერთ-ერთ კლიენტ ქალბატონს გარდაცვლილს პოულობენ, მას კი მკვლელობაში სდებენ ბრალს.
2000 წლის პოპულარული კრიმინალური თრილერის რებუთი, რომელიც ნიუ-იორკელი აფროამერიკელი კერძო დეტექტივის ჯონ შაფტის და მისი ვაჟის ჯონ შაფტი-უნცროსის შესახებ მოგვითხრობს. FBI-ის კიბერუსაფრთხოების ექსპერტი ჯონ შაფტი-უნცროსი, რომელმაც გადაწყვიტა მამის გზას არ გაყვეს, ახლა იძულებულია მასთან გააერთიანოს ძალები, რათა დაეხმაროს მას თავისი საუკეთესო მეგობრის კარიმის სიკვდილის საიდუმლოს ამოხსნაში და ბოლო მოუღოს ნიუ-იორკში გამეფებულ ნარკოტიკებით ვაჭრობას და ფულის გათეთრებას
ფრენჩაიზის მესამე ნაწილი ყოფილი ქილერის ჯონ ვიკის შესახებ, რომელიც სასტუმრო “კონტინენტალის” მთავარი წესის დარღვევის გამო ძებნაში იმყოფება, რადგან სასტუმროს ტერიტორიაზე მკვლელობა აკრძალულია, ხოლო მისი მსხვერპლი მკვლელების საერთაშორისო გილდიის ერთ-ერთი გავლენიანი წევრი გახდება, რომელსაც სასტუმროში კონტრაქტი ჰქონდა გახსნილი. ამიტომ მის მკვლელობაზე 14 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო დაწესდება. ჯონი აქამდე უნდა დასჯილიყო, მაგრამ სასტუმროს მენეჯერმა უინსტონმა მას ერთი საათი მისცა დრო სტატუსამდე “ექსკომუნიკადო” – წევრობის გაუქმება, მომსახურების გაუქმება და “კონტინენტალის” კლიენტებთან კავშირის შეწყვეტა. ჯონი შეკვეთილი მკვლელობების ცოდნის ინდუსტრიას იყენებს, რათა ცოცხალი დარჩეს და ნიუ-იორკიდან გასასველი გზა იპოვოს…
17 წლის კარლიტოსს ანგელოზის მსგავსი უმანკო იერი და გარყვნილი შეხედულებები აქვს. მისი წვრილმანი ხულიგნობები სერიოზულ სახეს რამონთან სეხვედრის შემდეგ იძენს. ისინი ქმნიან ბრწყინვალე დუეტს. დახვეწილი ქურდობისა და ტყუილების გზაზე მათი დანაშაულებრივი საქმიანობა საიკეთესო თვითგამოხატვის საშუალებად იქცა.
ლოს ანჯელესი, ეს ფულის, ცნობილი ადამიანებისა და გართობის ქალაქია. აქ თოჯინები ადამიანებთან ერთად ცხოვრობენ. მოულოდნელად მეგაპოლისში ტელეშოუს ცნობილი ვარსკვლავების მონაწილეობით, მთელი რიგი საიდუმლოებებით მოცული დანაშაულები ხდება და მაშინ კრიმინალებზე სანადიროდ ყოფილი მეწყვილეები, კერძო დეტექტივები, გამოდიან.
ყოფილი მოკრივე და ნარკოდილერი ბრედლი ტომასი ცდილობს თავი დააღწიოს კრიმინალურ წარსულს, მაგრამ კრიმინალმა იგი კვლავ ჩაითრია. მას შვიდი წლით დაიჭერენ. ეს ყველაფერი ძალიან უდროო დროს მოხდა: ცოლი ფეხმძიმედაა და დიდი ხნის ნანატრ ქალიშვილს ელოდებიან. ციხეში უცნობი ტიპი მივა, რომელიც ჯერ დაუბადებელი ქალიშვილის სიცოცხლით იმუქრება, თუ ბრედლი 99-ე ბლოკში ერთ-ერთ პატიმარს არ მოკლავს.