უკანასკნელი შობა
Last Christmas

ქეითი ახალგაზრდა ქალია, რომელიც ცუდი გადაწყვეტილებების მიღების ოსტატია. მისმა წინა პაემანმა საშინლად ჩაიარა. გოგონა სავაჭრო ცენტრში სანტას ელფად იწყებს მუშაობას, სადაც ტომს გაიცნობს. მისი ცხოვრება შეიცვლება, თუმცა ქეითი ფიქრობს, რომ ყველაფერი ზედმეტად კარგად მიდის.

2019
IMDB 6.5
ის ნათელი ადგილები
All the Bright Places

ვაიოლეტ მარკისა და თეოდორ ფინჩის ისტორია, რომლებიც ერთმანეთს შეხვდნენ და ერთმანეთის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალეს. ებრძვიან რა თვიანთი წარსულის ემოციურ და ფიზიკურ ჭრილობებს, ისინი ერთად აღმოაჩენენ, რომ სულ პატარა, უმნიშვნელო მომენტებიც კი შესაძლოა ცხოვრებაში ძალიან ბევრს ნიშნავდეს.

2020
IMDB 6.5
შობა მწერლისათვის
The Mistletoe Inn

შეყვარებულთან დაშორების შემდეგ მწერალი კიმ როსი მიემგზავრება მწერლების კონცეფერენციაზე. იქ იგი ბევრ ახალ რაიმეს გაიგებს, იპოვის ახალ მეგობრებს, შეხვდება მის საყვარელ მწერალს. მაგრამ არასასიამოვნო სიურპრიზების გარეშეც არ ჩაივლის კონფერენცია.

2017
IMDB 6.4
შემდეგ
After

ახალგაზრდა გოგონას ბნელი საიდუმლოების მქონე ბიჭი უყვარდება, რის შემდეგაც წყვილი თავგადასავლებით სავსე ურთიერთობას იწყებს. ფილმი გადაღებულია ანა ტოდის რომანის მიხედვით

2019
IMDB 5.5
ორი ნაბიჯით შორს
Five Feet Apart

17 წლის სტელა ცხოვრების დიდ ნაწილს საავადმყოფოში ატარებს, როგორც კისტოზური ფიბროზით დაავადებული პაციანტი. მისი ცხოვრება სავსეა რუტინით, იმედგაცრუებითა და მუდმივი თავის კონტროლით. სტელა გამოცდის წინაშე აღმოჩნდება, როდესაც მომხიბვლელ ბიჭს - ვუილს შეხვდება, რომელსაც მისი მსგავსი ავადმყოფობა აწუხებს.

2019
IMDB 7.1
საშობაო ქოხი
Christmas Lodge

ფილმი მოგვითხრობს ორ ახალგაზრდაზე. ისინი არ ელოდებიან ბედნიერებას, მაგრამ მოულოდნელად იპოვეს იგი. ლეისი მიმზიდველი გოგონაა, რომელსაც რაღაც მიზეზებით პირად ცხოვრებაში არ უმართლებს...თუმცა, ერთი შემთხვევა მის ბედისწერას სხვაგვარად განკარგავს

2011
IMDB 6.4
ჯადოსნური საშობაო ორნამენტები
Magical Christmas Ornaments

შობის წინ შეყვარებულთან დაშორება მარის ყოველგვარ სადღესასწაულო განწყობას დაუკარგავს. დედა მისთვის ბავშვობისდროინდელი ნაძვის ხის სათამაშოების გაგზავნით ცდილობს მისთვის განწყობის გაუმჯობესებას, ახალი მეზობელი მუსიკით, ნაძვის ხითა და ციგურებით სრიალით, მეგობარი კი სთავაზობს ბავშვებს დაეხმარონ . შეძლებს კი გუნდი მარის საშობაო განწყობის დაბრუნებას?

2017
IMDB 6.4
შეყვარებული ბავშვები
Kids in Love

ჯეკი ყოველთვის თვლიდა რომ ცხოვრება უფრო საინტერესოა ვიდრე ის რაც მას ახლა აქვს. იგი შეხვდება ეველინს, რომელიც რადიკალურად შეცვლის მის ცხოვრებას.

2016
IMDB 5.1
ყველა ზაფხული სრულდება
All Summers End

მოზარდ ბიჭს სინდისი აწუხებს, იმის გამო , რომ მისმა ოინმა მეგობრის უფროსი ძმის სიცოცხლე შეიწირა.

2017
IMDB 5.9
სანაპიროზე
On Chesil Beach

ფილმი გვიამბობს ახალშეუღლებულ ედუარდსა და ფლორანსზე, რომლებსაც სექსუალური გამოცდილება არ გააჩნიათ. ამ სიახლოვის შიშის გამო დაოჯახების პირველივე ღამეს მათი ქორწინება ნგრევას იწყებს...

2018
IMDB 6.3
ჩემი საზიზღარი გოგონა
My Sassy Girl (Yeopgijeogin geunyeo)

ფილმს საფუძვლად დაედო ნამდვილი ამბავი, რომლის შესახებაც მისი ავტორი წერდა ინტერნეტში. ბიჭს შეუყვარდება გოგონა, რომელსაც შემთხვევით გაიცნობს, თუმცა გრძნობებში გამოტყდომა არ უნდა, რადგან ფიქრობს რომ ის სხვისი შეყვარებულია.

2001
IMDB 8.1
გერნსის წიგნებისა და კარტოფილის ნათალის ღვეზელის მოყვარულთა კლუბი
The Guernsey Literary & Potato Peel Pie Society

ომისშემდეგომ ლონდონში ახალგაზრდა მწერალი, ჯულიეტი, ცდილობს მოიფიქროს სიუჟეტი წიგნისათვის, მაგრამ ომის კოშმარზე დაწერა არ სურს, სხვა დანარჩენი თემები კი ან მოსაწყენი ეჩვენება ან სიტუაციისთვის შეუსაბამო. ერთი შემთხვევა ძალიან დაეხმარება მას - კუნძული გერნსიდან მეღორის წერილი მოდის. აღმოჩნდება, რომ მეღორეებსაც უყვართ კითხვა. დოუსის ხელში ჩაუვარდა წიგნი, რომელიც ადრე ჯულიეტს ეკუთვნოდა და სთხოვს მას ურჩიეოს კარგი წიგნების მაღაზია. საქმე იმაშია, რომ კუნძული ომის წლებში გერმანელების მიერ იყო ოკუპირებული და მაცხოვრებლები ცდილობენ აღადგინონ ცხოვრების რიტმი. წერილი ჯულიეტის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს. წიგნის კლუბი, რომელიც სოფლის მაცხოვრებელების აკრძალული შეხვედრების საფარველი გახდა ჩაითრევს მას. იწყება მიმოწერა სხვადასხვა ადამიანებთან.

2018
IMDB 7.3
ყოველი დღე
Every Day

ყოველ დღე იგი სხვა სხეულში იღვიძებს და სხვისი თვალებით ხედავს სამყაროს. ყოველ დღე მას განსხვავებული გარეგნობა, ოჯახი და მეგობრები ყავს. იგი მოჩვენებაა. მაგრამ მას შემდეგ რაც16 წლის რიანონს შეხვდება, ცდილობს ყოველ დღე მასთან იყოს. რიანონი მისთვის ერთადერთი სიყვარული გახდა. ახლა მათ უნდა იპოვონ გზა დარჩნენ სამუდამოდ ერთად.

2018
IMDB 6.3
დაუმორჩილებლობა
Disobedience

ქალი ბრუნდება მის ორთოდოქსულ ებრაულ ოჯახში მამამისის, რავინის გარდაცვალების შემდეგ. საზოგადოების აღშფოთებას იწვევს მისი ინტერესი, რომელიც ბავშვობის მეგობრისადმი გაუჩნდება.

2017
IMDB 6.8
დაიჭირე ტალღა
Rip Tide

18 წლის კორა მუშაობს მოდელად ნიუ-იორკში, მაგრამ მას ესმის, რომ სამოდელო ბიზნესი არ არის ის, რითიც მას სურს დაკავდეს მთელი მისი ცხოვრება.

2017
IMDB 5.6
საუკუნის რბოლა
The Mercy

1968 წელს ბრიტანელი მოყვარული აფროსანი გადაწყვეტს აიხდინოს ოცნება და მონაწილეობა მიიღოს მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის რბოლაში. როდესაც ის ზღვაში გავა მიხვდება, რომ ამ რბოლაში იგი ვერ გაიმარჯვებს და გიჟურ ავანტიურას წამოიწყებს.

2018
IMDB 6
დაცემული ანგელოზები
Fallen Angels

კილერი, რომელიც თავის აგენტთან ერთად სამი წელი მუშაობდა, ერთ დღესაც გადაწყვეტს და ტოვებს პროფესიას. ღამის ჰოგკონგში ის უცნაურ ადამიანებს ხვდება, გოგონას, რომელიც უცნაურად გაუჩინარებულ შეყვარებულს ეძებს, მუნჯ გამყიდველს, რომელიც უცანური მეთოდებით ცდილობს მყიდველთა მიზიდვას.

1995
IMDB 7.7
შუაღამის მზე
Midnight Sun

17 წლის კეტი ღამ-ღამობით სიმღერებს ქმნის, დღისით კი იძულებულია დაიმალოს, მისი კანი მზის სხივებს ვერ იტანს. შუაღამით იგი გაიცნობს ჩარლის, ჟღალთმიან ბიჭს. მოულოდნელი და ვნებიანი სიყვარული დაატყდება გოგონას თავს და ახლა იგი მზადაა დაიწვას გიჟური გრძნობის სინათლის სხივებით.

2018
IMDB 6.4
ეს მხოლოდ აღსასრულია
It's Only the End of the World (Juste la fin du monde)

12 წლის შემდეგ მწერალი ბრუნდება მშობლიურ სახლში, რათა ოჯახს მისი სასიკვდილო დაავადების შესახებ ამცნოს. მაგრამ ეს არც ისე ადვილია. მის ახლობლებს ხომ სხვა გეგმები აქვთ.

2016
IMDB 6.9
ის, ვინც მიყვარს
The One I Love

ითანი და სოფი ცდილობენ გაყრის პირას მყოფი ქორწინების გადარჩენას ფსიქოთერაპევტის დახმარებით. როდესაც მისი მეთოდები არ შველის, იგი სთავაზობს მეუღლეებს: გაემგზავრონ შვებულებაში ლამაზ განმარტოებულ ადგილას და ამით პირდება თითქმის სრულყოფილ შედეგს.

2014
IMDB 7.1