ფილმი ერთი პატარა ქალაქის პოლიციელზე მოგვითხრობს, რომელსაც პოლიტიკოსის სიკვდილის გამოძიების საქმეს დაავალებენ, რომელიც გართულდება, მიზეზი კი მსხვეპლის ოჯახია, რომელიც რაღაცას მალავს და თავისი საკუთარი წინააღმდეგობრივი ბუნება.
მეგობრებმა მიკროტალღური ღუმელი აქციეს მანქანად, რომელსაც წარსულში წერილების გაგზავნა შეუძლია.
ორი დაკარგული ძმის ისტორია, რომლებიც სახლისაკენ მიმავალ გზას ეძებენ.
ტყუპი და-ძმა ზაფხულის არდადეგებს ბიძასთან ატარებენ ორეგონის მისტიკურ ქალაქ გრავითი ფოლსში. მათ წინ საოცარი თავგადასავალი ელით.
არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ საგნებით მანიპულირება, მათი ტრანსფორმაცია. ისინი ცნობილნი არიან, როგორც ალქიმიკოსები.
სატორუ ფუჯინიმა ზებუნებრივი ნიჭი აქვს - შუძლია სიკვდილიდა კატასტროფები აიცილოს და ამისთვის დროში უკან იმოგზაუროს. ერთხელაც, შემთხვევით, ისეთ ამბავში გაერევა, რომ მკვლელობა ბრალდება. სასოწარკვეთილი, მსხვერპლის გადასარჩენად, თავის თავს უკან დროში გააგზავნის და აღმოაჩენს, რომ იგი ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეა და სადღაც ერთ თვეში მისი კლასელი კაიო ჰინაზუკუ გაუჩინარდება. ახლა სატორუს წინაშე ახალი ამოცანაა - გადაარჩინოს კაიო და მისი გაუჩინარების საიდუმლოს ფარდა ახადოს.
როდესაც ენოლა ჰოლმსი - შერლოკ ჰოლმსის თინეიჯერი და- გაიგებს რომ დედა დაიკარგა, მის საძებრად გაეშურება, და თავისებური სუპერ-გამომძიებელი გახდება, თავის ცნობილ ძმასაც აჯობებს და ფარდას ახდის საშიშ შეთქმულებას ახალგაზრდა იდუმალებით მოსილი ლორდის წინააღმდეგ.
პატარძალი იდუმალი ქალია, რომელიც თავმჯდომარეობს თავის ოჯახს და მტკივნეულ წარსულს აფარებს თავს, რადგან მის სოფელს კაცობრიობის ზებუნებრივი მკვლელობები აწუხებენ.
ნიუ იორკელ დეტექტივს ჯეიკობ ქენონს ლამაზი, ნიჭიერი ქალიშვილი ჰყავდა, რომელიც სასტიკად მოკლეს. ძალიან მალე უცნაური საფოსტო ბარათები ჩნდება შვედი ხელოვნებათმცოდნის, დესი ლარსონის მაგიდაზე. მთელს ევროპაში წყვილებზე დაუნდობელი სისასტიკით ძალადობენ, რასაც ბოლო არ უჩანს. ფილმი ღრმად იჭრება ადამიანის ფსიქიკის ყველაზე შემაძრწუნებელ ასპექტებში და მისდევს მკვლელობების სერიას, რომლის ერთადერთი კვალი, თავად მკვლელის მიერ დაგზავნილი საფოსტო გზავნილებია.
მდიდარი და გავლენიანი ოჯახის მეთაური უეცრად გარდაიცვლება და თავის ცოლ-შვილს შოკისმომგვრელ საიდუმლოს დაუტოვებს, რომელიც მათ განადგურებით ემუქრება.
დრამატული ამბავი უზარმაზარი გამოცდილების მქონე პროფესიონალი მოხუცი თაღლითის, როი კორტნის შესახებ, რომელიც მარტივი, მაგრამ მომგებიანი თაღლითური სქემის ორგანიზებას ბოლოჯერ გადაწყვეტს. როი კორტნი მოხუცი მდიდარი ქვრივის, ბეტი მაკლიშის მოხიბვლას და გაქურვდას აპირებს. მდიდარი ქვრივის ინტერნეტში გაცნობის შემდეგ, მთავარი გმირი მისი მომდევნო მსხვერპლის სახლში გადადის, სადაც თანდათანობით ქვრივის ნამდვილი მოტივები და წარსულის საიდუმლოებები ვლინდება. ერთი შეხედვით ელემენტარული ოპერაცია ნამდვილ პრობლემად გადაიქცევა, როდესაც კორტნი გაცნობიერებს, რომ მდიდარი ქვრივის მიმართა მიჯაჭვულობა და გულწრფელი რომანტიული გრძნობა გაუჩნდა. სიტუაცია როის მზაკვრული გეგმისთვის გარე საფრთხის გამოჩენით კიდევ უფრო გამწვავდება, რომელიც როგორმე უნდა მოგვაროს…
პერსპექტიული ჟურნალისტის ისტორია, რომლის რწმენაც დიდი გამოცდის წინაშე დგება მას შემდეგ, რაც ეცდება აიღოს ინტერვიუ ადამიანისგან, რომელიც თავს ღმერთს უწოდებს.
ერთი სცენარისტი ალპებში, შორეულ სახლში მიემგზავრება ოჯახთან ერთად, რათა თავისი ფილმი-ჰიტის გაგრძელება დაასრულოს, თუმცა მას შემდეგ რაც შემოქმედებითი სტაგნაციის სასტიკი პერიოდი დაუდგება, თავის გადაწყვეტილებას ინანებს.
ილმი გმირი გონს მოდის დამტვრეულ ავტომობილში, სადღაც ჯუნგლებში. ფექი აქვს მოტეხილი, გარშემო რამდენიმე გვამია, ხოლო მანქანის დამხმარე სათავსოში - რევოლვერია. მას არაფერი ახსოვს - როგორ მოხვდა აქ და რა ქვია. გარშემო უღრანი ტყეა და არავინაა. თავიდან რაღაცნაირად უნდა გადაირჩინოს თავი, შემდეგ კი ვინმესთან მიაღწიოს. გზაში კი ისიც გაიხსენოს თუ რა მოხდა. ხოლო იმის გამო რომ საბარგულში ფულით სავსე ჩანთაა, იმ ხალხსაც უნდა დაუძვრეს ხელიდან, ვინც მის მოკვლას შეეცდება.
ტინა, კრისტი, კასუმი და ხელენა შესანიშნავად ფლობენ აზიატურ საბრძოლო ხელოვნებებს. განსაკუთრებით მათ კოლეგებს მამაკაცებს აღფრთოვანებს არა თვალმომჭრელი სექსუალურობა ყოველი გოგონასი, არამედ ძალა, რომელიც ყოველივა მათგანშია. ერთ მშვენიერ დღეს ისინი მიიღებენ მოწვევას დაესწრონ საბრძოლო ხელოვნების საიდუმლო შეჯიბრს სახელწოდებით "Dead or Alive" ერთ ეკზოტიკურ კუნძულზე. პრიზი - 10 მილიონი დოლარია. მაგრამ ფული უმეტესი მებრძოლისთვის - არ არის ერთადერთი მიზეზი და მიზანი ამ ტურნირზე: ეს პრესტიჟის საკითხია და კითხვებზე პასუხების მოძებნის გზა
ახალგაზრდა სამედიცინოს სტუდენტი ცდილობს თავისი ძმა ძილის დარღვევის დაავადებისგან ,ფატალური ფამილარული ინსომნიისგან განკურნოს. ამ დაავადების დროს ძირითადად იძინებენ და იქამდე სძინავთ , სანამ არ მოკვდებიან .
The Lighthouse არის 2019 წლის ფსიქოლოგიური და საშინელებათა ჟანრის ფილმი, რომლის რეჟისორია რობერტ ეგერსი. მთავარ როლებში არიან : უილემ დეფო, რობერტ პატინსონი და ვალერია კარამანი. ორი შუქურის მცველი ცდილობს შეინარჩუნოს საღი აზროვნება 1890 - იან წლებში ახალი ინგლისის შორეულ და იდუმალ კუნძულზე ცხოვრებისას.
გოგონა სულ ოცნებობდა ბედნიერ ცხოვრებაზე და ეს დღეც დადგა. მაგრამ წინ სახიფათო თამაში ელის, ქორწილის პირველივე ღამეს ის ქმრის ოჯახში იძულებული გახდება ითამაშოს საშიში თამაში, სადაც ის უნდა დაიმალოს და პოვნის შემთხვევაში კი მას მოკლავენ.
ბრიტანელი მწერლის მარკ ბერნელის რომანის თანამედროვე ადაპტაცია ახალგაზრდა ქალის სტეფანი პატრიკის შესახებ, რომელიც ოჯახს ავიაკატასტროფაში დაკარგავს. სტეფანი თვითგანადგურების გზას დაადგება, რომელსაც ალკოჰოლი, ნარკოტიკები და უზნეო სექსი იტაცებს. მაგრამ როდესაც იგი გაიგებს, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნა შემთხვევითი არ იყო, მასში შურისძიების გრძნობა გაიღვიძებს. სიმართლის და მკვლელების ვინაობის გამოვლენის მიზნით, სულიერად დაცემული მთავარი გმირი ფეხზე დგება და სახიფათო მისიაში მიდის, რათა დამნაშავეები სიკვდილით დასაჯოს…
ანჟელა ბენეტი ცხოვრობს კომპიუტერული ტექნოლოგიების საუკუნეში. მისი არსებობის ყველა ასპექტი ციფრებშია გადაყვანილი და კომპიუტერულ მონაცემთა ბაზაშია შეტანილი. ანჟელას არსებობა მთლიანად უკავშირდება კომპიუტიზირებას. ის ამას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, მაგრამ ერთხელაც მას წაშლიან. იგი იბრძვის იმის გასარკვევად თუ რატომ წაშალეს საზოგადოებიდან.