პოკემონი: დეტექტივი პიკაჩუ
Pokémon Detective Pikachu

პოკემონების სამყაროს ყველანი კარგად ვიცნობთ. ასევე კარგად ვიცნობთ ყველასათვის საყვარელ, ფუმფულა პიკაჩუს, რომლის საოცარი თავგადასავალი ძალიან ბევრს გაცინებთ,ცოტათი შეგაშინებთ და ბოლოს, შეიძლება, იტიროთ კიდეც.

2019
IMDB 6.8
იდუმალი მკვლელობა
Murder Mystery

ევროპაში მოგზაურობისას, ერთი მილიონერის იახტაზე თავყრილობაზე მყოფი ნიუ იორკელი პოლიციელი და მისი ცოლი მთავარი ეჭვმიტანილები აღმოჩნდებიან, როდესაც ამ მილიონერს მოკლავენ.

2019
IMDB 6
დეტექტივი დი: ოთხი ზეციური მეფე
Detective Dee: The Four Heavenly Kings

დეტეექტივი, რომელიც ემსხურება ჩინელ დიდგვაროვანს, იძულეულია გამოიძიოს ის უცნაური ამბავი, რაც ლოიანგში ხდება, რაშიც შედიან მისტიური მებრძლოლები ნიღბებით, მელიები რომლებიც ადამიანთან ენაზე საუბრობენ და ქანდაკებები, რომლებიც ცოცხლდებიან

2018
IMDB 6.3
შტერლოკ ჰოლმსი (ჰოლმსი და ვოტსონი)
Holmes & Watson

დეტექტივი შერლოკ ჰოლმსი და ექიმი ჯონ უოტსონი ძალებს აერთიანებენ ბუკინგემის სასახლეში მომხდარი მკვლელობის გამოსაძიებლად. მალე გაიგებენ, რომ მხოლოდ ოთხი დღე აქვთ ამ საქმის გასახსნელად. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდეგი მსხვერპლი დედოფალი იქნება.

2018
IMDB 3.8
ჩიტი ბროლის ბუმბულით
The Bird with the Crystal Plumage

იტალიაში, ამერიკელი მწერალი სემ დალმასი არტ გალერიის მეპატრონის მკვლელობის მცდელობის მოწმე ხდება. იგი რამოდენიმე დღეში ამერიკაში ბრუნდება.თუმცა გადაწყვეტს დარჩეს შეყვარებულ ჯულიასთან ერთად და დაეხმაროს პოლიციას გამოძიებაში.

1970
IMDB 7.2
საცობი
Stuck

ახალგაზრდა ქალი ჩაიდენს მკვლელობას და გარბის, მალე ის აღმოაჩენს, რომ მისი ბედი მისი მსხვერპლის ხელშია.

2007
IMDB 6.5
პიკოკი
Peacock

ფილმის მოქმედება ქალაქ პიკოკში ხდება. მატარებლის კატასტროფის შედეგად, მოულოდნელად ირკვევა, რომ თავმდაბალი ბანკირის სახლის უკანა ეზოში ქალბატონი ცხოვრობს, რომელსაც არავინ იცნობს.

2010
IMDB 6.3
ჯვარცმა
The Crucifixion

2005 წელს 5 მოძღვარს მონაზონის მკვლელობაში ედება ბრალი, რომელზეც ეგზორცისტულრიტუალს ატარებდნენ. ჟურნალისტი ნიკოლი საკუთარ დამოუკიდებელ გამოძიებას იწყებს. რაც უფრო მეტად ეცნობა დეტალებს, მეტად რწმუნდება, რომ რიტუალი ეშმაკის იარაღი გახდა და მოძღვრებს მონაზონის სიკვდილში წვლილი არ მიუძღვით.

2017
IMDB 5.1
ლიდერის ბავშვობა
The Childhood of a Leader

მომხიბლავი ისტორია მე-20 საუკუნეში ფაშიზმის წარმოშობის შესახებ. ფილმი მოგვითხრობს პატარა ამერიკელი ბიჭის ბედზე, რომელიც ცხოვრობდა საფრანგეთში 1918 წელს. ბიჭის მშობლები მონაწილეობას ღებულობენ ვერსალის სამშვიდობო შეთანხმების შექმნაში. პატარა გმირი მოწმე ხდება მრავალი მოვლენის, რომლებიც გავლენას ახდენს მისი მსოფლმხედველობაზე, მაყურებელი იხილავს გენიალური, მაგრამ საშინელი პიროვნების დაბადებას.

2016
IMDB 6.2
ღამის რაზმი
The Night Crew

გიჟური თავგადასავლების მაძიებელი ჯგუფი ცდილობს გადარჩენას ღამის მოტელში შუა უდაბნოში, სასტიკი მკვლელებისგან თავის დასაცავად.ისინი მალე აღმოაჩენენ რომ გაქცეული ჩინელი ქალი საიდულოს მალავს.

2015
IMDB 4.1
ღამის მატარებელი ლისაბონამდე
Night Train to Lisbon

რაიმუნდ გრეგორიუსი, შვეიცარიის ანტიკური ენების პროფესორი, გადაარჩენს პორტუგალიელ ქალბატონს თვითმკვლელობისგან და აღმოაჩენს მასთან წიგნს, რომლის ავტორია პორტუგალიელი ავტორი ამადეუ დი პრადუსი, ანტონიო დი ოლივეირა სალაზარის დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგობის შესახებ. წიგნით შეპყრობილი მთავარი გმირი უთმობს თავისი ცხოვრებას პორტუგალიის ისტორიას.

2013
IMDB 6.8
ლა ლორონას წყევლა
The Curse of La Llorona

ლა ლორონა – მტირალა ქალი, რომელმაც ეჭვიანობით განრისხებულმა საკუთარი შვილები აზვირთებულ მდინარეში დაახრჩო. შვილების მოკვლის შემდეგ ქალი ჭკუიდან შეიშლება და თავს მოიკლავს. მას შემდეგ მისი ცრემელები სამუდამო და სასიკვდილო გახდება, ხოლო ვინც მის ტირილს გაიგონებს სიკვდილისთვისაა განწირული. ლა ლორონა ტბებთან და მდინარეებთან ახლოს დახეტიალობს, ტირის, ეძებს და ეძახის მის შვილებს. იგი მოხეტიალე ბავშვებს იჭერს პატიებას სთხოვს და შემდეგ წყალში ახრჩობს, რათა მათ მისი შვილების ადგილი დაიკავონ. საუკუნეების მანძილზე, მისი სურვილები და მეთოდები კიდევ უფრო გაუმაძღარი და საშინელი გახდება. ფილმში მოვლენები 1973 წელს ვითარდება. ლოს-ანჯელესში მცხოვრები ქვრივი, მარტოხელა-დედა და სოციალური მუშაკი ანა გარსია ბავშვების იდუმალ გაუჩინარებას იძიებს და აღმოაჩენს, რომ მისი შვილებიც საფრთხის ქვეშ არიან. ისინი მტირალა ლა ლორონას წყევლის ობიექტები გახდებიან. გმირების გადარჩენის ერთადერთი იმედი იმედგაცრუებული მღვდელი და მისტიკოსი გახდება. მაგრამ ლა ლორონა არაფრის წინაშე არ შეჩერდება, რადგან მისი წყევლისგან თავის დაღწევა შეუძლებელია.

2019
IMDB 5.7
დეტექტივი დიი და ფანტომის ალის საიდუმლოება
Detective Dee: Mystery of the Phantom Flame

განდევნილ დეტექტივს კვლავ სამსახურში დააბრუნებენ, რათა საიდუმლოებით მოცული სიკვდილის ფაქტები გახსნას, რომლებიც იმპერატორი დედოფლის - ვუს ინოგურაციის ჩატარებას უქმნის საფრთხეს.

2010
IMDB 6.6
პროფესორი და შეშლილი
The Professor and the Madman

ფილმში მოვლენები XIX საუკუნეში ვითარდება და ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონის პირველი მრავალტომიანი გამოცემის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ინგლისური ლიტერატურის განვითარებისთვის ეპოქალური მოვლენა გახდება.

2019
IMDB 7.4
გრეტა
Greta

ახალგაზრდა ქალი ასაკოვან ქვრივს დაკარგულ საფულეს დაუბრუნებს, რაც ამ ორს შორის უჩვეულო ურთიერთობის ჩამოყალიბებით დამთავრდება, სანამ ქალი არ აღმოაჩენს, რომ ქვრივი სულაც არ არის ის, ვინც ეგონა.

2019
IMDB 6.1
ნენსი დრიუ და საიდუმლო კიბე
Nancy Drew and the Hidden Staircase

სიუჟეტის ცენტრში ვიქტორიანული ეპოქის სასახლეში მცხოვრები დები არიან. სასახლის კედლებში უცნაური მოვლენები ხდება, რაც დებს მკვლელობაში ეჭვმიტანილებად აქცევს. ნენსი დრიუ, დეტალებზე ორიენტირებული, ჭკვიანი სკოლის მოსწავლეა, რომელიც ცდილობს ჩაწვდეს საიდუმლოებას, იხსნას უდანაშაულო ადამიანები ციხისგან და შეიძინოს ახალი მეგობრები.

2019
IMDB 5.7
დაიჭირე ქურდი
To Catch a Thief

ჰიჩკოკის ფილმი ყოფილ მძარცველზე. მან უნდა დაიჭიროს ქურდი, რომელიც ძარცვისას მისეულ მეთოდებს იმეორებს, უნდა დაასწროს სანამ შეცდომით მას დაადანაშაულებენ. ყოფილ მძარცველს ცოტა დრო აქვს რადგან პოლიცია "კუდზე აზის", მაგრამ პატარა რომანისთვის დროს მაინც გამონახავს. ეს არის კლასიკური შედევრი გრეის ქელის და კერი გრანტის მონაწილეობით.

1955
IMDB 7.5
შინაური ცხოველების სასაფლაო
Pet Sematary

სტივენ კინგის ამავე სახელწოდების საშინელებათა რომანზე დაფუძნებული 1989 წლის ფილმის რიმეიკი, რომელიც დოქტორ ლუის კრიდის, მისი საყვარელი მეუღლის რეიჩელის, მათი ქალიშვლის ელის და პატარა ვაჟის გეიჯის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც პატარა ქალაქში მდებარე ახალ სახლში გადადიან, სადაც მალე უბედურება მოხდება – ელის კატას სატვირთო მანქანა დაეჯახება და მოკვდება. მეზობლის რჩევით ლუისი ოჯახისგან მალულად კატას ტყეში მდებარე ინიელთა უძველეს სასაფლაოზე დამარხავს. მოულოდნელად კატა გაცოცხლდება, მაგრამ აყროლებულ სასტიკ მონსტრად გადაიქცევა. ისტორია მეორდება და უფრო საშინელი ხდება, როდესაც პატარა გეიჯის სატვირთ მანქანა დაეჯახება და მოკვდება, ახლა კრიდმა უკვე იცის, რა უნდა გააკეთოს… მწუხარებისგან შეშლილი მამა მისი ვაჟის სხეულს იდუმალ სასაფლაოზე გადაიტანს.

2019
IMDB 6.1
ვარსკვლავებს მიღმა
High Life

მოვლენები კოსმოსურ ხომალდზე ვითარდება, რომელიც შავი ხვრელების შესასწავლად გალაქტიკის სივრცეებს კვეთს. მისიის წევრებს ენერგიის ალტერნატიული წყაროს მოძიება სურთ, რადგან საუკუნეების მანძილზე კაცობრიობის დაუდევრობის გამო დედამიწა თანდათანობით კვდება. ამ პროგრამის უნიკალურობა ის არის, რომ ექსპედიციის წევრები სიკვდილმისჯილი პატიმრები არიან, რომლებსაც მთავრობა ამ არაპროგნოზირებადი დასასრულის მქონე სახიფათო მოგზაურობაში მონაწილეობის სანაცვლოდ მათ თავისუფლებას დაპირდა. მაგრამ დამნაშავეები მოტყუებულები აღმოჩნდებიან, ახლა ისინი სასტიკი მეცნიერების ექსპერიმენტებში მხოლოდ გამოსაცდელი ვირთხები არიან. მეცნიერები შავ ხვრელთან ახლოს ინდივიდის სექსუალურ შესაძლებლობებზე კოსმოსური ვაკუუმის გავლენას აკვირდებიან. პარალელურად, საფრენ აპარატზე ხელოვნური განაყოფიერების ექსპერიმენტები ტარდება. შედეგად, მთავარ გმირს სახელად მონტეს ქალიშვილი შეეძინება, რომელსაც უილის დააქმევენ. თავდაპირველად, მამაკაცი ბავშვის მიმართ არ გრძნობს მამობრივ სითბოს. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ისინი არა მხოლოდ სისხლით გახდებიან ახლობლები, არამედ ასევე სულით

2018
IMDB 6
გზა არსად
Enter Nowhere

სამი უცნობი მოულოდნელად ხვდება ტყის სახლში, სამივე მშიერია, შეშინებულია და ცდილობს იპოვოს გზა გარეთ.

2011
IMDB 6.6