პროფესორი და შეშლილი
The Professor and the Madman

ფილმში მოვლენები XIX საუკუნეში ვითარდება და ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონის პირველი მრავალტომიანი გამოცემის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ინგლისური ლიტერატურის განვითარებისთვის ეპოქალური მოვლენა გახდება.

2019
IMDB 7.4
გრეტა
Greta

ახალგაზრდა ქალი ასაკოვან ქვრივს დაკარგულ საფულეს დაუბრუნებს, რაც ამ ორს შორის უჩვეულო ურთიერთობის ჩამოყალიბებით დამთავრდება, სანამ ქალი არ აღმოაჩენს, რომ ქვრივი სულაც არ არის ის, ვინც ეგონა.

2019
IMDB 6.1
ნენსი დრიუ და საიდუმლო კიბე
Nancy Drew and the Hidden Staircase

სიუჟეტის ცენტრში ვიქტორიანული ეპოქის სასახლეში მცხოვრები დები არიან. სასახლის კედლებში უცნაური მოვლენები ხდება, რაც დებს მკვლელობაში ეჭვმიტანილებად აქცევს. ნენსი დრიუ, დეტალებზე ორიენტირებული, ჭკვიანი სკოლის მოსწავლეა, რომელიც ცდილობს ჩაწვდეს საიდუმლოებას, იხსნას უდანაშაულო ადამიანები ციხისგან და შეიძინოს ახალი მეგობრები.

2019
IMDB 5.7
დაიჭირე ქურდი
To Catch a Thief

ჰიჩკოკის ფილმი ყოფილ მძარცველზე. მან უნდა დაიჭიროს ქურდი, რომელიც ძარცვისას მისეულ მეთოდებს იმეორებს, უნდა დაასწროს სანამ შეცდომით მას დაადანაშაულებენ. ყოფილ მძარცველს ცოტა დრო აქვს რადგან პოლიცია "კუდზე აზის", მაგრამ პატარა რომანისთვის დროს მაინც გამონახავს. ეს არის კლასიკური შედევრი გრეის ქელის და კერი გრანტის მონაწილეობით.

1955
IMDB 7.5
შინაური ცხოველების სასაფლაო
Pet Sematary

სტივენ კინგის ამავე სახელწოდების საშინელებათა რომანზე დაფუძნებული 1989 წლის ფილმის რიმეიკი, რომელიც დოქტორ ლუის კრიდის, მისი საყვარელი მეუღლის რეიჩელის, მათი ქალიშვლის ელის და პატარა ვაჟის გეიჯის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც პატარა ქალაქში მდებარე ახალ სახლში გადადიან, სადაც მალე უბედურება მოხდება – ელის კატას სატვირთო მანქანა დაეჯახება და მოკვდება. მეზობლის რჩევით ლუისი ოჯახისგან მალულად კატას ტყეში მდებარე ინიელთა უძველეს სასაფლაოზე დამარხავს. მოულოდნელად კატა გაცოცხლდება, მაგრამ აყროლებულ სასტიკ მონსტრად გადაიქცევა. ისტორია მეორდება და უფრო საშინელი ხდება, როდესაც პატარა გეიჯის სატვირთ მანქანა დაეჯახება და მოკვდება, ახლა კრიდმა უკვე იცის, რა უნდა გააკეთოს… მწუხარებისგან შეშლილი მამა მისი ვაჟის სხეულს იდუმალ სასაფლაოზე გადაიტანს.

2019
IMDB 6.1
ვარსკვლავებს მიღმა
High Life

მოვლენები კოსმოსურ ხომალდზე ვითარდება, რომელიც შავი ხვრელების შესასწავლად გალაქტიკის სივრცეებს კვეთს. მისიის წევრებს ენერგიის ალტერნატიული წყაროს მოძიება სურთ, რადგან საუკუნეების მანძილზე კაცობრიობის დაუდევრობის გამო დედამიწა თანდათანობით კვდება. ამ პროგრამის უნიკალურობა ის არის, რომ ექსპედიციის წევრები სიკვდილმისჯილი პატიმრები არიან, რომლებსაც მთავრობა ამ არაპროგნოზირებადი დასასრულის მქონე სახიფათო მოგზაურობაში მონაწილეობის სანაცვლოდ მათ თავისუფლებას დაპირდა. მაგრამ დამნაშავეები მოტყუებულები აღმოჩნდებიან, ახლა ისინი სასტიკი მეცნიერების ექსპერიმენტებში მხოლოდ გამოსაცდელი ვირთხები არიან. მეცნიერები შავ ხვრელთან ახლოს ინდივიდის სექსუალურ შესაძლებლობებზე კოსმოსური ვაკუუმის გავლენას აკვირდებიან. პარალელურად, საფრენ აპარატზე ხელოვნური განაყოფიერების ექსპერიმენტები ტარდება. შედეგად, მთავარ გმირს სახელად მონტეს ქალიშვილი შეეძინება, რომელსაც უილის დააქმევენ. თავდაპირველად, მამაკაცი ბავშვის მიმართ არ გრძნობს მამობრივ სითბოს. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ისინი არა მხოლოდ სისხლით გახდებიან ახლობლები, არამედ ასევე სულით

2018
IMDB 6
გზა არსად
Enter Nowhere

სამი უცნობი მოულოდნელად ხვდება ტყის სახლში, სამივე მშიერია, შეშინებულია და ცდილობს იპოვოს გზა გარეთ.

2011
IMDB 6.6
ხავერდოვანი ბენზოხერხი
Velvet Buzzsaw

მდიდარი მხატვრები და კოლექციონერები ნებისმიერ თანხას გადაიხდიან როდესაც ხელოვნება მომგებიან ინვესტიციას წარმოადგენს. ისინი მზად არიან დანაშაულიც კი ჩაიდინონ, რადგან ადამიანის სიხარბესა და მომხვეჭელობას საზღვარი არ აქვს. როდესაც ასპარეზზე ახალი ნიჭიერი ხელოვანი გამოდის ყოველი ადამიანი, ვინც პირადი სარგებლობისკენ მიისწრაფვის, მისტიური და ჯოჯოხეთური ძალის სამიზნე ხდება.

2019
IMDB 5.7
მეცამეტე მოჩვენების წყევლა
Scooby-Doo! and the Curse of the 13th Ghost

სკუბი-დუმ გუნდთან ერთად უკანასკნელი მეცამეტე მოჩვენება უნდა დაიჭიროს, რომელზეც ისინი წლების წინ ნადირობდნენ.

2019
IMDB 6.5
გოგოლი: სასტიკი შურისძიება
Gogol. A Terrible Vengeance (Гоголь. Страшная месть)

სერიათა ციკლის მესამე ნაწილი.

2018
IMDB 5.9
გაზეთების დამტარებელი
The Paperboy

რეპორტიორი ბრუნდება თავის მშობლიურ ქალაქ ფლორიდაში, რათა გამოიკვლიოს სიკვდილმისჯილი პატიმრის განაჩენი.

2012
IMDB 5.8
სიკვდილი ნილოსზე
Death on the Nile

მრავმილიონიანი ქონების მემკვიდრე – ლინეტი საუკეთესო მეგობრის, ჟაკლინის საქმროს გაჰყვა ცოლად. ახალდაქორწინებული წყვილი გემით ნილოსზე არაჩვეულებრივ კრუიზში გაემგზავრნენ. ჟაკლინი კი, გადაწყვეტს ახლადშეუღლებულ წყვილს თაფლობისთვე ჩაამწაროს. საქმეს ერკულ პუარო იძიებს. ფილმი აგათა კრისტის მოთხრობის მიხედვითაა.

1978
IMDB 7.3
ოქსფორდელი მკვლელები
The Oxford Murders

ოქსფორდის უნივერსიტეტში, პროფესორი და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ერთად მუშაობენ, რათა შეაჩერონ მკვლელობების სერია, რომელიც მათემატიკურ სიმბოლოებთანაა კავშირში.

2008
IMDB 6.1
შუშა
Glass

დაცვის უსაფრთხოების თანამშრომელი, დევიდ დანსი, ზებუნებრივ შესაძლებლობებს გამოიყენებს, რათა კევინ უენდელ ქრამბი, ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი, რომელიც თავის თავში 24 პიროვნებას აერთიანებს მოძებნოს. ამასობაში, ბნელით მოცული პიროვნება, რელიჯარ პრაისი, გამოჩნდება, რომელიც ორივე მათგანისთვის უმნიშვნელოვანეს სიადუმლოებას ფლობს.

2019
IMDB 6.9
ჰანა გრეისის ეგზორციზმი
The Possession of Hannah Grace

ახალგაზრდა გოგონა მეგან რიდი ალკოჰოლზე და ნარკოტიკებზე დამოკიდებული ყოფილი პოლიციელია, რომელიც რეაბილიტაციის კურსს გადის და ცდილობს ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. “ანონიმური ალკოჰოლიკების” პროგრამაში მისი “სპონსორი” სახელად ლიზა მას მორგში, სადაც თავად მედდად მუშაობს, ღამის მორიგედ მოაწყობს. პირველივე ღამის ცვალში მორგში იდუმალი ახალგაზრდა გოგონას გვამი მოაქვთ, რომელსაც ძალადობრივი ნიშნები აღენიშნება. სხეულზე საშინელი დაზიანებები იმაზე მიანიშნებს, რომ ის სასტიკად აწამეს. მორგში მარტო მყოფ მთავარ გმირს მალე საზარელი ხილვები ეწყება, მეგანი ეჭვობს, რომ გოგონას გარდაცვლილი სხეული შეიძლება დაუნდობელ დემონურ ძალას ფლობდეს

2018
IMDB 5.2
უშფოთველობა (სერენიტი)
Serenity

კარიბის კუნძულების მზიანი სანაპირო, ერთგული გემი და რისკით სავსე ცხოვრება. ერთადერთი ქალი, რომელიც მას უყვარდა, მილიარდელზე დაქორწინდა და მაიამიში, ვილაში ცხოვრობს. მოულოდნელად ქალი კვლავ ჩნდება მის ცხოვრებაში და შველას ითხოვს. ამ წუთიდან ნაცნობი წყლები ცდუნების ზღვად გადაიქცევა.

2019
IMDB 5.3
ყველამ იცის
Everybody Knows (Todos lo saben)

ლაურა, ბუენოს აირესში მცხოვრები ესპანელი ქალი, ქმართან და შვილებთან ერთად, მშობლიურ ქალაქში, მადრიდის შემოგარენში ბრუნდება. გამგზავრების პროცესი დიდ იმედგაცრუებაში გადაიზრდება, როდესაც მოულოდნელი გარემოებები, საიდუმლოებებს გამოაშკარავებს.

2018
IMDB 7
ბედნიერ სიკვდილის დღეს გისურვებ 2
Happy Death Day 2U

2017 წლის ცნობილი ჰორორის “სიკვდილის დღეს გილოცავ” გაგრძელება სტუდენტი გოგონას ტრიშის შესახებ, რომლის დაბადების დღე მისი სიკვდილით სრულდებოდა, მას უცნობი ნიღბიანი მანიაკი კლავდა. საბოლოოდ მთავარი გმირი დროის გაუთავებელ ციკლის გადალახავს და მკვლელის ვინაობას გამოავლენს. ფილმის მეორე ნაწილში მოვლენები იმ ადგილიდან გრძელდება, სადაც პირველი ფილმი დასრულდა. ამჯერად ტრიში აღმოაჩენს, რომ გაუთავებელი სიკვდილი არაფერია იმასთან შედარებით, რაც მას წინ მოელის, მოულოდნელად გოგონას დროის მარყუჟი ჩაითრევს, რომელშიც ერთი და იგივე კოშმარი კვალვ და კვლავ მეორდება. ახლა იგი იძულებულია ამ იდუმალი ფენომენის მიზეზები გაარკვიოს

2019
IMDB 6.5
რამდენ ხანს მეყვარები
How Long Will I Love U

გუ ქსიაჯიაო, ახალგაზრდა გოგონა 2018 წლიდან და ლუ მინგი, მამაკაცი 1999 წლიდან აღმოაჩენენ რომ ერთ საწოლში გაეღვიძათ ერთსა და იმავე დროს. კიდევ უფრო გაოცდებიან, როდესაც აღმოაჩენენ,რომ საძინებლის კარიდან გასვლით დროში მოგზაურობა შეუძლიათ. მხიარულება იწყება, როდესაც გადაწყვეტენ ამ 2 სამყაროში ცვლილებების შეტანას,, თუმცა არ იციან რომ მათი ბედი იდუმალი პირის ხელშია.

2018
IMDB 6.5
მცველები
The Vanishing (Keepers)

შოტლანდიის სანაპიროდან მოშორებით, უკაცრიელ კუნძულზე მდგომი შუქურის სამი მცველი აღმოაჩენს რაღაცას, რაც მათი დაცვის ობიექტი არ უნდა იყოს.

2019
IMDB 5.8