BTS მსოფლიო ტურნე: შეიყვარე თავი სეულში
BTS World Tour: Love Yourself in Seoul

ფილმი გადაღებულია სეულში, ოლიმპიურ სტადიონზე „ბანგტან ბოიზ“ (BTS) მსოფლიო ტურნეს „შეიყვარე თავი“ დროს. ეს არის ექსკლუზიური ეკრანიზაცია 2018 წლის ყველაზე უფრო პოპულარული კონცერტისა, რომელსაც მსოფლიოს კინოთეატრებში მხოლოდ ერთი დღით უჩვენებენ. იგი თავს მოუყრის უამრავ თაყვანისმცემელს, რომლებიც ერთად მიაგებენ პატივს ამ გლობალური მასშტაბის ჯგუფის შვიდკაციან შემადგენლობას და მათ განუმეორებელ საერთაშორისო ფენომენს.

2019
IMDB 8.5
უიტნი
Whitney

ლეგენდარული უიტნი ჰიუსტონის ცხოვრებისა და კარიერის ამსახველი კადრები. საზოგადოებისთვის აქამდე უცხო არქივი, ექსკლუზიური ჩანაწერები, იშვიათი პერფორმანსები და ინტერვიუები მის უახლოეს გარემოცვასთან.

2018
IMDB 7.2
საბრალონი (სუბტიტრებით)
Les Misérables

მეცხრამეტე საუკუნე. ევროპა რევოლუციის პირას დგას. ჟან ვალჟანი – განდევნილი, რომელსაც პატიმრობა აქვს მისჯილი და იძულებულია სასტიკ სამართალს დაემალოს. პარიზის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ჟავერი მის დაჭერას თავისი ცხოვრების მთავარ საქმედ თვლის. ვიქტორ ჰიუგოს ნაწარმოების ეკრანიზაცია.

2012
IMDB 7.6
Coldplay: ოცნებებით სავსე თავი
Coldplay: A Head Full of Dreams

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკალური ჯგუფის COLDPLAY -ს შთამბეჭდავი ისტორია. რეჟისორი გვიჩვენებს ცნობილი ტურის "ოცნებებით სავსე თავი"-ს აქამდე უცნობ კადრებს კულისებიდან, ასევე არქივს, რომელიც კოლექტივის 20 წლიანაი არსებობის მანძილზე მდიდრდებოდა. ფილმი სავსეა ისეთი ჰიტების გრანდიოზული შესრულებებით, როგორებიცაა "FIX YOU" და "VIVA LA VIDA". ისტორიის ბირთვია ჯგუფის წევრების ურყევი მეგობრობა, რომელმაც ბევრ აღმავლობასა თუ წარუმატებლობას გაუძლო.

2018
IMDB 8.1
ატლანტისი
Atlantis

ატლანტისი უფრო ვიზუალური ხელოვნებაა, ვიდრე ფილმი და აუცილებლად სანახავი ლუკ ბესონის ნებისმიერი ფანისთვის. ფილმი უმძაფრესად და ყველა ფილმზე უკეთ შეგვაგრძნობინებს, თუ რას ნიშნავს სინამდვილეში წყალქვეშ ცურვა - არაჩვეულებრივად გადმოსცემს ზღვის წყლის ტექსტურასა და ფორმას. აუცილებლად ნახეთ, ვისაც ვიზუალური ხელოვნება და ყვინთვა გიტაცებთ.

1991
IMDB 6.8
მწვანე წიგნი
Green Book

ტონი ლიპს დაიქირავენებ პიანისტ დონ შირლის სატარებლად ამერიკის უკიდურეს სამხრეთში დაგეგმილი ტურის მანძილზე. ეს ის პერიოდია, როდესაც აფრო-ამერიკელები აიძულეს ალტერნატიული საცხოვრებელი მოენახათ გზამკვლევის - THE NEGRO MOTORIST GREEN BOOK- „ზანგი ავტომობილისტების მწვანე წიგნი“ -მიხედვით სეგრეგაციის შესახებ გამოცემული კანონების გამო, რომელიც მეისონ- დიქსონის სასაზღვრო ხაზს ქვემოთ ვრცელდებოდა.

2018
IMDB 8.3
ფრედი მერკური
Freddie Mercury: The Great Pretender

დოკუმენტური ფილმი ფრედი მერკურიზე.

2012
IMDB 7.7
ბოჰემური რაფსოდია
Bohemian Rhapsody

ფილმი მოგვითხრობს ლეგენდარული მომღერლის - ფრედი მერკურის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.

2018
IMDB 8.1
ოსკარის დაჯილდოების 91-ე ცერემონია
The Oscars (THE 91th ANNUAL ACADEMY AWARDS)

რიგით 91-ე დაჯილდოვება, რომელიც ჩატარდება 2019 წლის 24 თებერვალს, გამოავლენს 2018 წლის საუკეთესო ფილმებს. ცერემონია ჩატარდება კალიფორნიაში, კერძოდ, ჰოლივუდში მდებარე თეატრში...

2019
IMDB 5.5
ექსტაზი
Climax

ერთ ცივ ზამთრის ღამეს, ახალგაზრდა მოცეკვავეები მიყრუებულ და ცარიელ სკოლის შენობაში შეიკრიბებიან სარეპეტიციოდ. ეს დროსტარება მალე ღამის კოშმარად გადაიქცევა, როდესაც მიხვდებიან, რომ მათ „სანგრიაში“ ჰალუცინაციის გამომწვევი ნარკოტიკია გარეული.

2018
IMDB 7.4
კურტ კობეინი: არეული მონტაჟი
Kurt Cobain: Montage of Heck

არასანქცირებული დოკუმენტური ფილმი გიტარისტსა და სოლისტზე კურტ კობეინზე, მისი საწყისი ეტაპიდან წარმატების პიკამდე ჯგუფ ნირვანასთან ერთად.

2015
IMDB 7.5
ღრმა მეწამული: აქედან უსასრულობამდე
Deep Purple: From Here To Infinite

დოკუმენტური ფილმი , თუ როგორ იწერებოდა დიფ ფარფლის ახალი ალბომი ქალაქ ნეშვილში.

2017
IMDB 7.4
ფესტივალი
The Festival

ნიკი საყვარელმა ადამიანმა მიატოვა. თუმცა ყველაფერი წინ არის, მისმა საუკეთესო მეგობარმა იცის იდეალური გზა სევდის გასაქარვებლად: ეპიკური სამი დღე მუსიკალურ ფესტივალზე.

2018
IMDB 6
ცივი ომი
Cold War (Zimna wojna)

ქალისა და მამაკაცის დიდებული სიყვარულის ისტორია, რომლებიც ერთმანეთს ომისგან ნანგრევებად ქცეულ პოლონეთში ხვდებიან. რადიკალურად განსხვავებული ცხოვრებისეული გამოცდილებისა და ტემპერამენტის მიუხედავად, საბედისწერო კავშირი ვერანაირმა სირთულემ ვერ გაანელა, მათ ერთმანეთის სიყვარული სიცოცხლის ბოლომდე აქვთ მისჯილი.

2018
IMDB 7.8
ავანსცენა: პოანტეებით
Center Stage: On Pointe

ბალეტის ამერიკული აკადემია აცხადებს კონკურსს წამყვანი როლენისათვის. კონკურსი ტარდება ბანაკში. როგორც იქნა დის ჩრდილში მყოფ ბელა პარკერს ეძლევა საშუალება აღმოჩნდეს ყურადღების ეპიცენტრში და აჩვენოს მისი შესაძლებლობები.

2016
IMDB 6
ვარსკვლავის დაბადება
A Star Is Born

ბრედლი კუპერის სარეჟისორო დებიუტი, კანტრი-მუსიკის ყოფილი ვარსკვლავის ჯექსონ მეინის შესახებ, რომლის კარიერა სწრაფად დაღმა სვლას დაიწყებს. ერთ დღეს, ჯექსონი ყველასათვის უცნობ ნიჭიერ მომღერალ გოგონას ელის გაიცნობს, რომელიც მხოლოდ ახლა იწყებს წარმატებისკენ სვლას. მალე გმირებს შორის ვნებიანი სასიყვარულო რომანი გაღვივდება. ექს-ვარსკვლავი, ელის წარმატების მიღწევაში ეხმარება, მაგრამ რაც უფორ სწრაფად მიიწევს გოგონა მუსიკალური კარიერის დიდების მწვერვალზე, მით უფრო რთულად უჭირს საბოლოოდ ჩრდილში აღმოჩენილ, ყველასგან დავიწყებულ, არასაჭირო, გალოთებულ და სასოწარკვეთილ ჯექსონს თავისი დიდების ჭკნობასთან შეგუება

2018
IMDB 8.2
ფრენკ ზაპა: ფრენკ ზაპა მისივე დახასიათებით
Frank Zappa: Eat that Question - Frank Zappa in His Own Words

ფორსტენ შუტეს ფილმი ზაპას - როგორც საჯარო პირის ........., რომელიც საშუალებას გვაძლევს საკუთარი თვალით ვიხილოთ მისი ცვალებადი ურთიერთბები აუდიტორიასთან. ფილმში გამოყენებულ სატელევიზიო ინტერვიუებს და მრავალ მივიწყებულიგამოსვლას 39-იანი წლების მოღვაწეობიდან, ძალიან ღრმად შევყავართ მიუსიკოსის სამაროში და მისი ხასიათის ორ გამოკვეთილ ნიშან-თვისებას დაგვანახვებს. ზაპა ხან გვევლინება როგორც ქარიზმატული კომპოზიტორი, რომელიც უდიდეს სიამოვნებას იღებს შესრულებისას, დახან როგორც საოცრად ჭკვიანი და ზედმეტად გულახდილი რესპოდენტი, ვისი რწმენაც უფრო და უფრო ძლიერდებოდა კარიერის აღმასვლასათან ერთად.

2016
IMDB 7.4
ავანსცენა
Center Stage

12 თინეიჯერი ერთი მიზნით გაერთიანდა. ცეკვა - ეს არის მათი ცხოვრების აზრი. ახალგაზრდა და ამბიციური, ბალეტის მომავალი ვარსკვლავები, წარმატების მისაღწევად ყველაფერზე წავლენ.

2000
IMDB 6.7
მშვენიერი პრინცი და პრინცესები
Charming

ლამაზ პრინცზე ოცნებობს ყველა ქალი, სილამაზის ნიჭი მან პატარაობაში მიიღო ბოროტი ჯადოქრისგან, რომელის მიზანიც იყო სიყვარულის განადგურება მთელს ქალაქში, მაგრამ..

2018
IMDB 5.8
მამა მია 2
Mamma Mia! Here We Go Again

ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სოფი მისი მამობის კანდიდატებს შეხვდა. იგი ცდილობს გაარკვიოს რომელია მისი ბიოლოგიური მამა. ამავე დროს დონას უწევს მიიღოს არჩევანი და გადაწყვიტოს, რომელი მამაკაცია მსი ცხოვრების ნამდვილი თანამგზავრი. მაგრამ არჩევანის გაკეთება ძალიან რთულია, რადგან სამივეს აქვს ისეთი თვისებები, რომლებიც დონას იზიდავს...

2018
IMDB 7