ფილმი მოგვითხრობს ქალი მეომრის ისტორიას, რომელსაც სამეფოს პრინცი ისევ უხმობს და სთხოვს მსახურებას. პრინცი 14 წლის შემდეგ ცდილობს გახდეს ქვეყნის მეთაური, მაგრამ მას გზად უამრავი საბრთხე ელის...
ალბანეთის ერთ ქალაქში, რომელიც ნარკოტიკების წარმოებითა და ტრეფიკინგითაა ცნობილი, პოლიციელთა ელიტარული დანაყოფი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საბოლოოდ დაუსვას წერტილი ადგილობრივი პოლიციის წინააღმდეგ გაჩაღებულ ბრძოლას.
პროფესიონალი მკვლელების სამყაროში არსებობს რეიტინგი, რომლის სათავეშიც არის მკვლელი სახელად გიუნტერი . არავინ იცის როგორ გამოიყურება ის და სად შეიძლება მისი პოვნა, მაგრამ ერთი რამ კარგად იციან იგი ძალიან სახიფათოა. მკვლელი ბლეიკი გადაწყვეტსრადაც არ უნდა დაუკდეს მოკლას გიუნტერი.
ცეერუს ყოფილი აგენტი ქალიშვილთან ერთად იძულებული გაიქცეს და დაიმალოს, ვინაიდან საიდუმლო საერთაშორისო შეთქმულების დეტალების შესახებ შეიტყო.
ყოფილი განგსტერი ბიზნესმენად ტრანსფორმირდა და პოლიციის დეტექტივი უნდა დაუპირისპირდეს ბინძურ ყოფილ პოლიციელს, რათა შვილის მკვლელი მართლმსაჯულებას გადასცეს.
სამართლიანობის ბნელი ლიგის სიქუელი , რომელშიც ჯეკ კირბის ახალი ღმერთები მონაწილეობენ.
პოლიციის ოფიცერი ჯეიმს კოფი თავისი ახალი სასიყვარულო ურთიერთობით ტკბება ვანესა მანინგთან, ამასობაში კი ვანესას 12 წლის ვაჟი, ქარიმი, მათ დაშორებას გეგმავს. ცდილობს რა დედამისის შყვარებული როგორმე დააფრთხოს, ქარიმი კრიმინალებს დაიქირავებს მის მოსაშორებლად, თუმცა შემთხვევით კრიმინალური საქმიანობის საიდუმლო ქსელს გამოამჟღავნებს, რითაც თავის ოჯახს მათ უკანასკნელ სამიზნედ აქცევს. ვანესას დასაცავად, ქარიმი კოფის შეუამხანაგდბა - პარტნიორს, რომელიც არასდროს მოსწონდა.
1940-იან წლებში ინგლისელი ჯარისაკცების ჯგუფმა გოგონა გააუპატიურა. სამმა ახალგაზრდა ეგვიპტელმა კი სამაგიერო გადაუხადა. ბრიტანელი ჯარისკაცი ალექსანდრიაში, კარამუზის პოლიციაშია დაკავებული, რომელსაც გენერალი იუსუფ ალ-მასრი ხელმძღვანელობს. გენერალი ფრენკ ადამსი ინგლისელი ჯარისკაცის გადაცემას მოითხოვს, მაგრამ იუსუფი უარზეა. ბრიტანეთის არმია პოლიციის განყოფილების ბლოკირებას მოახდენს, რაც იუსუფთან და დანარჩენ ეგვიპტელ ჯარისკაცებთნ მწვავე კონფრონტაციას გამოიწვევს.
ორი თინეიჯერი დაქირავებული მკვლელი მიდის მორიგ დავალებაზე, მათ ჰგონიათ, რომ ეს დავალება მარტივია და სწრაფად გაართმევენ თავს, თუმცა ყველაფერი გაცილებით უფრო რთული აღმოჩნდება
ენ ნამი ერთ ერთი საუკეთესო კლდეზე მოცოცავი იყო კოლეჯში, მაგრამ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მას არ გაუმართლა. წლების განმავლობაში მან ვერსად ვერ შეეძლო სამუშაოს პოვნა და იძულებულია მშობლებთან ერთად იცხოვროს. მისი დედის 70-ე დაბადების დღესთან დაკავშირებით, უმუშევარი მთავარი გმირი წვეულების რესტორანში მოწყობას გადაწყვეტს, რადგან იქ მისი დიდი ხნის შეყვარებული, ი ჯუ მუშაობს, რომლებმაც ერთდ დაამთავრეს უნვერსიტეტი. როდესაც კატასტროფა მოხდება, რომელიც იდუმალი თეთრი შხამიანი-გაზი სულის მთელ ტერიტორიას დაფარავს, გმირებმა ერთმანეთის დახმარებით კლდეზე ცოცვის მთელი მათი უნარები უნდა გმოიყენონ, რათა ქალაქიდან უსაფრთხო გასასვლელი იპოვონ.
გამოცდილი და ელვასავით სწრაფი, აღმოსავლური საბრძლო ხელოვნების ოსტატი ჩენ ჟენი ბრუნდება თავის ყოფილ სკოლაში, სადაც მას საშინელი ამბები დახვდება. საშინელი სისასტიკით მოკლულია პატივცემული მასწავლებელი, რომელიც კუნ–ფუს და კარატეს ასწავლიდა. ფილმის მოქმედება 1930 წელს ვითარდება იაპონელებით ოკუპირებულ შანხაიში. სკოლაზე თავდასხმა და მასწავლებლის მკვლელობა იაპონური ერთერთი სკოლით – ბუშიდოთი იყო ორგანიზებული. მან იცის, რომ ხელისუფლება თითსაც არ გაანძრევს დამნაშავეების დასასჯელად და თვითონ გადაწყვეტს ყველა დამნაშავეზე შური იძიოს
ერთი ჩვეულებრივი ბიჭი უცებ აღმოაჩენს, რომ გლადიატორების ორთაბრძოლის მსგავს თამაშშია ჩართული ვებგვერდზე, რომელიც მაყურებლებს ძალადობას სთავაზობს. მაილსმა უნდა დაამარცხოს კბილებამდე შეიარაღებული ნიქსი და მისი გატაცებული შეყვარებული გადაარჩინოს..
იარაღითა და სხვა აკრძალული საქონლით მოვაჭრეთა ჯოჯოხეთურ სამყაროში, ერთი პატარა ბიჭი ცნობილ ნარკოდილერთა მძევლად იქცევა. რადგან მსოფლიოს ერთერთ ყველაზე უფრო შეუღწევად ქალაქშია გამოკეტილი გამტაცებლების მიერ, მის დახსნას ტაილერ რეიკის, დაქირავებული მკვლელის, შეუდარებელი უნარები დასჭირდება, მაგრამ რეიკი ერთი უბედური კაცია, რომელსაც არაფერი აქვს დასაკარგი და სიკვდილს ნატრობს, რაც სასიკვდილო მისიას თითქმის შეუძლებელს ხდის.
1944 წელს რუსი სამხედროების გაბედულმა ჯგუფმა შეძლო გაქცევა გერმანიის ტყვეობიდან ნახევრად განადგურებული ლეგენდარული T-34 ტანკით. ეს იყო დრო დაუვიწყარი სიმამაცის, სასტიკი ბრძოლის, შეუცვლელი სიყვარულისა და ლეგენდარული სასწაულების..
ჩეონანი სერიული მკვლელობები ხდება, რომლებიც სულ უფრო და უფრო საიდუმლოებით მოცულია. პოლიციელი ტაე-სუკი ვარაუდობს, რომ ყველა მკვლელობა ერთი და იმავე პირის ჩადენილია და იწყებს გამოძიებას. ერთ დღეს, ბანდის მეთაურს დონგ-სოს საეჭვო პირი დაესხმის თავს. ტაე-სუკი მიხვდება. რომ ეს სწორედ ის სერიული მკვლელია, ვინმე კ. დონგ სო ერთადერთი მოწმეა და ერთდერთი ადამიანი, ვინც მკვლელს ცოცხალი გადაურჩა.
წყალქვეშა მკვლევარების გუნდი ცდილობს, უსაფრთხო ადგილს მიაგნოს მას შემდეგ, რაც მიწისძვრა მათ საიდუმლო ლაბორატორიას გაანადგურებს. თუმცა გუნდის ოკეანეში ჩაძირვის გარდა სხვა საფრთხეც ემუქრება.
ჯარისკაცი, რომელიც სკოლის მასწავლებელი გახდა, უჩვეულო მეთოდებს იყენებს რომ როგორმე სუსტი მოწაფეების კლასი აამუშავოს. ამასთან ერთად ბრძოლა უწევს ერთ ხარბ მეწარმესთან, მის ბანდასთან და ასევე მთავრობასთან.
ანჟელა ბენეტი ცხოვრობს კომპიუტერული ტექნოლოგიების საუკუნეში. მისი არსებობის ყველა ასპექტი ციფრებშია გადაყვანილი და კომპიუტერულ მონაცემთა ბაზაშია შეტანილი. ანჟელას არსებობა მთლიანად უკავშირდება კომპიუტიზირებას. ის ამას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, მაგრამ ერთხელაც მას წაშლიან. იგი იბრძვის იმის გასარკვევად თუ რატომ წაშალეს საზოგადოებიდან.
საიდუმლო სამსახურის ვეტერანი აგენტი ფრენკ ჰორიგანი - საკუთარი მარცხით დამძიმებულია, რადგან პრეზიდენტ კენედის დაცვა ვერ განახორციელა, როდესაც იგი დალასში, პრეზიდენტის დაცვის სამსახურის შემადგენლობაში იმყოფებოდა. ოცდაათი წლის შემდეგ მამაკაცი მეტსახელად "ბუტი" კვლავ პრეზიდენტის სიცოცხლეს ემუქრება, რამაც ჰორიგანი აიძულა დაცვის სამსახურის შემადგენლობაში დაბრუნდეს და წარსულის აჩრდილებს დაუპირისპირდეს.
თაობაში ერთხელ, ძლიერი შანგ ცუნგი აწყობს სასიკვდილო ბრძოლას - შეჯიბრი მიწიერი ცივილიზაციის და გარე სამყაროს წარმომადგენლებს შორის. ის მორიელს მოუწოდებს მასში მონაწილეობა მიიღოს, რადგან მას საყვარელი ადამიანების სიკვდილისთვის შურისძიება სჭირდება. ამავე დროს, ეს ბრძოლა განსაზღვრავს მთელი კაცობრიობის ბედს.