სათავგადასავლო როუდ-მუვი, დაუნის სინდრომით დაავადებული 22 წლის ზაკის შესახებ, რომელიც ინვალიდთა სახლიდან გარბის, სადაც ის ცხოვრობს, რათა პროფესიონალ რესლერად გახდომის მისი ოცნება აისრულოს. მთელი რიგი მოვლენების შემდეგ, ახალგაზრდა ტაილერი – ძებნაში მყოფი წვრილმანი თაღლითი, ზაკის მწრთვნელი და მოკავშირე გახდება. გმირები ერთად გაურბიან დევნას, ვისკის სვავენ, ღმერთს ეძებენ, თევზებს იჭერენ და ინვალიდთა სახლის მშვენიერ და კეთილ მედდას, ელეონორას თავიან მოგზაურობაში გაერთიანებას არწმუნებენ, რომლებიც ერთად უამრავ წარმოუდგენელ მოვლენებს განიცდიან.
ნამდვილი ამბავი ეპიკური მოგზაურობის შესახებ, რომელიც ახალგაზრდა მდიდარი ქვრივის და პილოტის, ამელი რენის და ამბიციური მეცნიერი-მეტეოროლოგის, ჯეიმს გლეიშერის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც 1862 წელს აეროსტატით გაფრინდებიან და იმ დროისთვის ადამიანისთვის რეკორდულ სიმაღლეს მიაღწევენ. მაგრამ ატმოსფეროს ზედა ფენებში მკვლევარები სასიკვდილო საფრთხის პირისპირ აღმოჩნდებიან. გმირები საოცარი აღმოჩენებისკენ მიიღწვიან და ამავე დროს უპრეცედენტო სიტუაციაში გადარჩენას ცდილობენ.
გუნარ კაასენი გახლდათ პირველი, 1925 წლის, დიფტერიის შრატის ნომში ჩამოსატან რბოლაში, რომელმაც 1925 წლის 3 თებერვალს ნომიდან 600-ზე მეტი მილის დაშორებით, ნენანადან ჩამოიტანა დიფტერიის შრატი ალასკაში.ეს იყო მარხილის ძაღლებისაგან შემდგარი რამოდენიმე ჯგუფის ერთობლივი რბოლა, რომლებმაც 1085 კმ დაფარეს 5 დღეში. რბოლის ყველაზე გრძელი და სახიფათო მონაკვეთი 146 კმ გაიარა ლეონარდ სეპალამ თავისი მარხილის მეწინავე ძაღლით, "ციმბირული ჰასკი" სახელად ტოგო.
ყოველთვის მოღუშული მთავარი გმირი სახელად რედი მის მრავალფეროვან მეგობრებთნ ერთად კვალვ განაგრძობს ჩიტების საზოგადოებაში მშვიდობის დაცვას. მაგრამ მათი მტერები, მწვანე ღორები, დამარცხების გამო შურისძიებას გეგმავენ. იმავდროულად ფრინველების თბილ კუნძულს თავს ესხმის ფრთოსანი დამპყრობელი ზეტა, რომელიც თოვლში და ყინულში ცხოვრებით დაიღალა.
მოქმედება რომაელების მიერ დაპყრობილ უელსში ხდება, პირველ საუკუნეში. ოთხი მეამბოხე ახალგაზრდა იძულებულია თავისი სოფლიდან გაიქცეს და ველურად იცხოვროს, მას შემდეგ რაც შემთხვევით რომაელ ჯარისკაცს მოკლავენ, რაც ამბოხებას გამოიწვევს. ან ასეთ პირობებში ერთად ცხოვრება უნდა ისწავლონ ანარადა, რომის რისხვა დაატყდებათ თავს.
სპეცრაზმის ჯგუფი მიემართება დავალებაზე ენერგიული სხეულის გამოძახებაზე, რომელიც მეცნიერებმა იპოვეს აფრიკის ჯუნგლებში. ოპერაციის დასრულების შემდეგ ჯგუფის ლიკვიდაციას ცდილობენ. სპეცრაზმელმა ავიაკატასტროფის დროს მეხსიერება დაკარგა. ის მთელი არსებით ცდილობს, ებრძოლოს მეხსიერებას და გაიხსენოს ვინ არის სინამდვილეში. სიმართლის გაგების გზაზე მას ხელს უშლიან და ვერ ხვდება ვის დაუჯეროს.
საბავშვო ტელეარხის, Nickelodeon-ის ამავე სახელწოდების ანიმაციური სერიალის სრულმეტრაჟიანი ფილმი მოზარდი გოგონას დორას შესახებ, რომელმაც თავისი ბავშვობის უმეტესი ნაწილი ჯუნგლებში ექსპედიციებში გაატარა, ახალ ქალაქში გადადის, სადაც მის ბიძაშვილთან, დიეგოსთნ ცხოვრობს და საშუალო სკოლაში დადის. მაგრამ ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლის ცხოვრება მისთვის მოსაწყენია, ამიტომ დორა დიეგოსთან და ერთგულ მეგობარ-მაიმუნთნ ერთად ახალ დიდ მოგზაურობაში მიდის, რათა მისი მშობლები გადაარჩინოს და ინკების ცივილიზაციის საიდუმლო ამოსხსნას
აშშ-ის არმიის კორპუსის ინჟინერ, როი მაკბრაიდს ეძლევა შესაძლებლობა გარდაცვლილი მამის შესახებ, მეტი გაიგოს. ის საიდუმლოს ამოხსნის იმედით დაუნდობელი მთელი მზის სისტემის გავლით სარისკო და ხანგრძლივ მოგზაურობაში მიდის, რომელიც დედამიწის და დედამიწელების არსებობას საფრთხეს უქმნის. მისი აღმოჩენები ეჭვქვეშ დააყენებს თვით ადამიანის არსებობის ბუნებას, ისევე როგორც სამყაროში ჩვენს ადგილს.
მოქმედება 1825 წელს ხდება. კლერი, ახალგაზრდა ირლანდიელი მსჯავრდებული ქალი, ბრიტანელი ოფიცრის კვალს ადგას ტასმანიიის უდაბნოში. იგი შურისძიების წყურვილითაა შეპყრობილი იმ საშინელი ძალადობისთვის, რაც ამ ოფიცერმა მისი ოჯახის მიმართ ჩაიდინა. ამ გზაზე, იგი აბორიგენ მძღოლს, სახელად ბილის დაიხმარს, რომელიც ასევე ტრავმირებულია თავისი ძალადობით სავსე წარსულით.
მხიარული ალპინისტების ჯგუფის შესახებ, რომლებიც მოულოდნელად ევერესტზე მყოფ მარტოხელა მითიურ არსებას შეხვდებიან, რომელიც ძალიან ჰგავს თოვლის კაცს. ისინი ერთმანეთს უახლოვდებიან და ადამიანები ამ მითიური არსების დიდი ხნის წინ დაკარგული ოჯახის პოვნაში მის დახმარებას გადაწყვეტენ .
ელემენტარული სიკეთეც კი აუცილებლად ათბობს სხვას, თუნდაც შორეულ, გაყინულ ადგილას მყოფს. სმერსენსბურგის ახალი ფოსტალიონი ჯასპერი, უკიდურეს ჩრდილოეთით არსებულ ქალაქ სმირენსბურგში გაიგზავნება, სადაც მისი მოვალეობა წელიწადში მინიმუმ 6000 წერილის დაამუშავებაა. ადგილზე ჩასვლისთანავე ბიჭი ომის ზონაში აღმოჩნდება: ორი ოჯახურ კლანს, საუკუნეების მანძილზე დაუნდობელი მტრობა აქვს გაჩაღებული. რასაკვირველია, ასეთ გარემოში წერილების დრო არ არის და ფოსტა უკვე დიდი ხანია საქათმედ იქცა. თითქმის სასოწარკვეთილი ჯასპერი სტუმრობს თოჯინების შემქმნელ კლაუსს და მათი ნაცნობობა საოცარ მოვლენებს ჩაუყრის საფუძველს.
კარატეს მასწავლებელი მიიაგი ტოვებს ლოს–ანჯელესს და მიემგზავრება ოკინავაში თავის მომაკვდავ მამასთან. დენიელი მიყვება მას მოგზაურობის დროს. სამშობლოში მიიაგი ხვდება თავის ძველ მტერს, დენიელი კი – ახალს იძენს.
მას შემდეგ, რაც კოსმოსური ხომალდი დაზიანდება ასტეროიდულ სარტყელში, ათი წლის უილი მკვლევარი-მშობლებისგან მოწყვეტილი, მარტო აღმოჩნდება მტვრიან პლანეტაზე ერთადერთი საყვარელი რობოტის ამარა. ფილმი მოგვითხრობს, თუ როგორ ცდილობს უილი ახალ ადგილთან ადაპტირებას და პლანეტის უცნაურ (ზოგჯერ საშიშ) მაცხოვრებლებთან ურთიერთობის დამყარებას. ეს საბავშვო ანიმაციური კოსმოსური თავგადასავალი ძალიან გულმისასვლელი მთავარი გმირით აუცილებლად უნდა ნახოთ.
2017 წლის ფილმის «47 მეტრი ქვემოთ» სიქველი, რომელიც 5 ახალგაზრდა მყვინთავის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც მრავალი წლის წინ წყლის ქვეშ მოქცეული ძველი ქალაქის ნანგრევების შეშასწავლად გაემგზავრებიან. მაგრამ ჩაყვინთვის პროცესში ირკვევა, რომ ამ ნანგრევებში ისინი მარტო არ არიან. ახალგაზრდა გმირებზე საშინელი ნადირობა იწყება და მალე მათი დაგეგმილი გართობა კოშმარად გადაიქცევა — ახლა სასოწარკვეთილ მყვინთავებს სისხლისმსმელი ზვიგენებისგან თავის დაღწევა და გადარჩენისთვის ბრძოლა მოუწევთ
ფილმი მოგვითხრობს მიწისქვეშა ქალაქის ისტორიას სადაც უკვე რამდენიმე თაობა გაიზარდა. ქალაქის შემქმნელებმა დროის კაფსულაში დატოვეს ქალაქიდან ზედაპირზე ასვლის ინსტრუქცია იმის იმედით, რომ 200 წლის შემდეგ ქალაქის მოსახლეობა შეძლებდა ზედაპირზე გასვლას. სამწუხაროდ მიმდინარე მერის ინტერესებში ეს არ შედის...
ფილმი მოგვითხრობს ქურდობის ისტორიას. სამი ადამიანის ჯგუფი ცდილობს მოიპაროს მრავალ მილიონიანი ანტიკვარი ვაზა...
2013 წელს რაღაც საშინელი ხდება ლონდონის ეროვნულ გალერეაში;1562 წელს მკვლელობის შეთქმულება მზადდება ელიზაბეტის ინგლისში; და სადღაც კოსმოსში ანტიკური ბრძოლა უახლოვდება გამანადგურებელ დასასრულს.
კარატეს მასწავლებელი მიიაგი ტოვებს ლოს–ანჯელესს და მიემგზავრება ოკინავაში თავის მომაკვდავ მამასთან. დენიელი მიჰყვება მას მოგზაურობის დროს. მიიაგი ხვდება თავის ძველ მტერს, დენიელი კი – ახალს იძენს
ჩარლი ტომპფსონი მარტოხელა მოზარდია, რომელიც მოპარულ დოღის ცხენთან ერთად მიემგზავრება მისი უკანასკნელი ნათესავის საძებნელად, რომელიც დიდი ხნის წინ დაიკარგა. მას ელის სახიფათო და სევდიანი მოგზაურობა გზად ოცნებისაკენ...
ფილმი მოგვითხრობს პიტერ პარკერის და მისი მეგობრების საზაფხულო მოგზაურობაზე ევროპაში. თუმცა, ისინი ვერ შეძლებენ დასვენებას - პიტერი უნდა დათანხმდეს ნიკ ფიურის დახმარებას მისტიური არსებების ძიებაში, რომლებიც იწვევენ ბუნებრივ კატასტროფებს და ემუქრებიან კონტინენტს.