ანიმაცია ნორმზე რომელიც ყვება ისტორიას პოლარულ დათვზე და მის სამ მეგობარზე, ისინი იძულებულნი არიან სხვა ადგილას გადავიდნენ რადგან ყინული დნობას იწყებს. ნიუ იორკში ჩამოსვლისას ნორმი ახალ ცხოვრებას იწყებს...
ოთხი გმირი მათი ჩვეული ცხოვრებით ცხოვრობს ერთ უჩვეულო მოვლენამდე. წითელ მოედანზე შიშველი გოგონა გამოჩნდება ცხენით. გმირები გადაწყვეტენ ასეთი საქციელის მიზეზი გაარკვიონ. ყველა გზა მათ ძველ ნაცნობ, სერგეისთან მიდის.
„ადამიანები შავებში“ ყოველთვის იცავდა დედამიწას სამყაროს სიბინძურისგან. ახალ თავგადასავალში ისინი დღემდე არსებულ ყველაზე უფრო დიდ გლობალურ საფრთხეს შეერკინებიან - ეს ამ ორგანიზაციაში არსებული ჯაშუშია.
მოქალაქე-ბაიკების ცხოვრება იდილიურია, სანამ ერთ დღეს ქალაქში ახალი და საოცარი მექანიზმი, შიგაწვის ძრავა, არ გამოჩნდება. ამის შემდეგ ძალიან სასაცილო თავგადასავალი იწყება - მთის ბაიკი „სფიდი“თავისდაუნებურად გარემოსდამცველი აქტივისტების ლიდერი გახდება, რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ შიგაწვის ძრავას ხელი შეუშალონ და არ დააბინძურებინონ თავიანთი ჯერ კიდევ ხელშეუხებელი ნავსაყუდელი.
ტერიერი მაქსი უნდა შეეგუოს გარდაუვალ ცვლილებებს, როდესაც მისი პატრონი ქორწინდება და მათ ცხოვრებაში ბავშვი ჩნდება. მაქსი ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ რანჩოზე მიემგზავრება, ქალაქში კი ამ დროს საინტერესო თავგადასავალი მზადდება.
ბეილი მშვენივრად ცხოვრობს ფერმაში ითანთან და ჰანასთან ერთად. როდესაც მისი სული მზად იქნება ეს ცხოვრება დატოვოს და ახალს შეუდგეს, იგი ეთანს პირობას მისცემს, რომ მათ შვილიშვილს სიჯეის მოძებნის და რადაც არ უნდა დაუჯდეს, დაიცავს მას.
დისნეის ყველაზე უფრო სამარცხვინო ბოროტმოქმედების ახალი თაობა „დაკარგულთა კუნძულზე“ ბრუნდება, რათა საძაგელი შთამომავლების ახალი პარტია აიყვანონ აურადონის სკოლისთვის.
როდესაც მშვენიერ ჩინელ პრინცესას გაიტაცებენ, იმპერატორი ველურ დასავლეთში გააგზავნის სამ ყველაზე ერთგულ და გამოცდილ მებრძლებს. ჩონ ვანგი, რა თქმა უნდა. არ აღმოჩნდება მათ რიცხვში. მაგრამ საიდუმლო გზით ის მოახერხებს სამხედრო დელეგაციაში მოხვედრას და ამერიკის და დაუჯერებელი თავგადასავლების შუაგულში აღმოჩნდება.
მოვლენები ფილმიდან - „რკინის ცა“ -25 წლის შემდეგ ხდება. ნაცისტების ყოფილი ბაზა მთვარეზე კაცობრიობის უკანასკნელი თავშესაფარი გახდება. დედამიწა ბირთვულმა ომმა გააჩანაგა, თუმცა ამ გავერანებული მიწის ქვეშ ღრმად ჩამარხულია ძალა, რომელსაც შეუძლია ის რაც კაცობრიობისგან დარჩა, გადაარჩინოს ან ერთხელ და სამუდამოდ გაანადგუროს. სიმართლე კაცობრიობის შექმნასთან დაკავშირებული სიმართლე გამჟღავნდება, როდესაც დიდი ხნის მტერი ფილმის გმირებს ფუღურო დედამიწაში სამოგზაუროდ წარუძღვება. კაცობრიობის გადასარჩენად ისინი უნდა შეებრძოლონ ვრილებს, უძველეს ფორმაცვალებადი რეპტილიების მოდგმას და მათ დინოზავრების არმიას.
ყოფილი სამხედრო ცდილობს იპოვოს და სამაგიერო გადაუხადოს იაკუძას მაფიის წევრებს დის დასახიჩრებისთვის.
კუ შენ ჩაი მიტოვებულ ფორტში ცხოვრობს დედასთან ერთად. იგი ნიჭიერია მაგრამ არ აფასებს საკუთარ თავს, ამიტომაც ღარიბია. მათ მეზობლად გადმოვა საინტერესო გოგონა მის იანი, რომლითაც კუ მაშინვე დაინტერესდება. იანი კი უცნაურად იქცევა. საინტერესოა ვინმეს ემალება თუ საერთოდ სხვა სამყაროდანაა?
დრაკონების ერა არის ადაფტირებული სცენარი კლასიკური ნოველისა მობი დიკი. კაპიტანი აჰავი და მისი გუნდი ნადირობს ლეგენდარულ თეთრ დრაკონზე.
საუკეთესოთა შორის საუკეთესოების ფინალური ნაწილი.
უშიშარმა ნატურალისტმა და მკვლევარმა, ლაიონელ ფროსტმა მიზნად დაისახა მსოფლიოსთვის სხვადასხვა ქმნილებების არსებობის შესახებ მოეთხრო, რომელთა შესახებ ცნობები მხოლოდღა ლეგენდებში იყო. მისი ახალი აღმოჩენა არის ლინკი "დაკარგული ბმული", რომელიც ევოლუციურ კიბეზე კაცობრიობას თავის წინაპრებთან აკავშირებს.
ჯინ გრეის აქვს წარმოუდგენელი სუპერშესაძლებლობები, რომელიც ცვლის მას და გარდაქმნის ბნელ ფენიქსად. ახლა იქს-ადამიანებს მოუწევთ გადაწყვიტონ, რა უმჯობესია მათთვის - გუნდის წევრის თუ დედამიწის მოსახლეობის სიცოცხლე...
კენსინ ხიმურას თავგადასავალების გაგრძელება, ერთდროს ლეგენდარული მკვლელის, რომელიც დაადგა მონანიების გზას. ამჯერად კენსინი შეეწინააღმდეგება თავად შიშიო მაკოტოს, ბოროტმოქმედს, რომელსაც სურს მეიძის მთავრობის დამხობა და მთელი იაპონიის დამორჩილება.
ფრანგ აგენტს ძალიან რთული დავალება აქვს, ისინი დაკარგავენ სუნამოს, რომლის მეშვეობით შეგიძლია ადამიანს თავი შეაყვარო. მართალია ის ძალიან ხიფათიანი და დაბნეულია, მაგრამ ის მაინც მოხერხებულია და მზად არის ებრძოლოს ბოროტებას.
ბალტოს და მის შვილს დიდი მოგზაურობა ელით. საქმე იმაშია, რომ ციგებს, რომლებსაც საუკუნეების მანძილზე გადაადგილების საშუალებად იყენებდნენ, უცნაური მოწყობილობა ავიწროვებს. ახალი დროა და ძნელად მისასვლელ ადგილებში ახლა თვითმფრინავით შეიძლება მოხვედრა. ეს ბალტოს სულაც არ მოსწონს. მან გადაწყვიტა შეეჯიბროს გამოცდილ მფრინავ დიუკს. ვინ უფრო სწრაფად მიიტანს ფოსტას დანიშნულების ადგილას.
ჰელბოი ჩამოდის ინგლისში, სადაც მან უნდა დაამარცხოს ნიმუ - მერლინის თანაშემწე და სისხლიანი დედოფალი. მაგრამ მათი ბრძოლა მოაახლოვებს სამყაროს აღსასრულს, ბედისწერას - რომელსაც ის ასე ცდილობს რომ გაექცეს.
სანამ კეთილშობილი რობინ ჰუდი ერთგულად ემსახურება ბრიტანეთის ტახტს, მის ქალიშვილს, მომხიბვლელ ახალგაზრდა გვინს არ სურს სახლში ჯდომა. მამისგან მალულად მან მშვილდით სროლა ისწავლა და ცხენზე მყარად ჯდომა, და ახლა შეძენილი ცოდნა მას გამოადგება... რიჩარდის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ ცბიერი პრინცი ჯონი ციხეში რობინ ჰუდს ჩასვავს და უბრძანებს თავის ხალხს ტახტის მემკვიდრე ფილიპის მოკვლას. მას ნებისმიერ ფასად სურს გვირგვინის ხელში ჩაგდება.