საუკეთესო მსროლელი
Top Gunner

აშშ-ს საჰაერო ძლების ბაზის კურსდამთავრებულებს დაევალებათ ბიოლოგიური იარაღიი დაიცვან რუსი სამხედროებისგან, რომლებიც გამალებით ცდილობენ ხელში ჩაიგდონ ეს მომაკვდინებელი ვირუსული აგენტი ნებისმიერ ფასად.

2020
IMDB 1.7
ომი კარმუზში
Karmouz War (No Surrender)

1940-იან წლებში ინგლისელი ჯარისაკცების ჯგუფმა გოგონა გააუპატიურა. სამმა ახალგაზრდა ეგვიპტელმა კი სამაგიერო გადაუხადა. ბრიტანელი ჯარისკაცი ალექსანდრიაში, კარამუზის პოლიციაშია დაკავებული, რომელსაც გენერალი იუსუფ ალ-მასრი ხელმძღვანელობს. გენერალი ფრენკ ადამსი ინგლისელი ჯარისკაცის გადაცემას მოითხოვს, მაგრამ იუსუფი უარზეა. ბრიტანეთის არმია პოლიციის განყოფილების ბლოკირებას მოახდენს, რაც იუსუფთან და დანარჩენ ეგვიპტელ ჯარისკაცებთნ მწვავე კონფრონტაციას გამოიწვევს.

2018
IMDB 5.7
ტე-34
T-34

1944 წელს რუსი სამხედროების გაბედულმა ჯგუფმა შეძლო გაქცევა გერმანიის ტყვეობიდან ნახევრად განადგურებული ლეგენდარული T-34 ტანკით. ეს იყო დრო დაუვიწყარი სიმამაცის, სასტიკი ბრძოლის, შეუცვლელი სიყვარულისა და ლეგენდარული სასწაულების..

2018
IMDB 6.6
კურდღელი ჯოჯო
Jojo Rabbit

სატირა მეორე მსოფლიო ომზე, რომელიც ერთ ეულ გერმანელ ბიჭზე, სახელად ჯოჯო, მოგვითხრობს, რომლის შეხედულებაც სამყაროზე სრულიად იცვლება, როდესაც იგი აღმოაჩენს, რომ მისი მარტოხელა დედა ახალგაზრდა ებრაელ გოგონას მალავს სახლის სხვენში. ჯოჯო უნდა დაუპირისპირდეს საკუთარ ბრმა ნაციონლიზმს.

2019
IMDB 7.9
1917
1917

1917 წლის აპრილი, დასავლეთის ფრონტი. ორი ბრიტანელი ჯარისკაცი იზოლირებული პოლკისათვის გადაუდებელი შეტყობინების გადასაცემად იგზავნება. თუ შეტყობინებას დროულად არ მიიღებს, პოლკი მტრის ხაფანგში აღმოჩნდება, რასაც ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირება. დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად ჯარისკაცებს მტრის ტერიტორიაზე გადასვლა და მრავალი ხიფათის გადალახვა უწევთ.

2019
IMDB 8.4
ჩოჩარა
Two Women (La ciociara)

იტალია. 1943 წელი. ახალგაზრდა ქვრივი ჩეზირა მაღაზიას ტოვებს და 13 წლის ქალიშვილთან, როზეტასთან ერთად, სან-ლორენცოდან მშობლიურ სოფელში გარბის. დამღლელი მოგზაურობის შემდეგ დედა-შვილი ადგილობრივი ფერმერის შვილს - მიშელს ხვდება, რომელიც პატარა როზეტას შეუყვარდება. მიშელს კი, გოგონას მშვენიერი დედა უვარდება გულში. ფილმი წარმოადგენს ალბერტო მორავიას ამავე სახელწოდების ნაწარმოების ეკრანიზაციას.

1960
IMDB 7.8
მიდუეი
Midway

როლანდ ემერიხის ისტორიული სამხედრო-დრამა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს წყნარ ოკეანეში ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საზღვაო ბრძოლის შესახებ მოგვითხრობს. ყურადღების ცენტრში 1942 წლის ივნისში, მიდუეისთან ახლოს იაპონიის საზღვაო დამრტყმელ შენაერთსა და ამერიკულ ფლოტს შორის გამართული ლეგენდარული ბრძოლაა.

2019
IMDB 6.7
ქარის მებრძოლი
Fighter in the Wind

ეს არის ფილმი ლეგენდარულ კორეელზე, - ჩონ ბაი-დალაზე, რომელიც კოლონიალურ პერიოდში იაპონიაში გადასახლდა და გამოჩენილი კარატისტი გახდა. მან ჩამოაყალიბა ახალი საბრძოლო ხელოვნება "კიოკუშინი".

2004
IMDB 7
ოფიციალური საიდუმლოებები
Official Secrets

ნამდვილი ამბავი, რომელიც ბრიტანეტის დაზვერვის აგენტის, კეტრინ განის (კირა ნაიტლი) შესახებ მოგვითხრობს, რომელმაც 2003 წელს ამერიკის ჯარების ერაყში შეჭრის მზადების დროს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების წინააღმდეგ აშშ-ბრიტანეთის ერთობლივი უკანონო ჯაშუშური ოპერაციიების შესახებ NSA-ს (აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო) სრულიად საიდუმლო და სკანდალური ჩანაწერები პრესას გადასცა, სადაც ასახული იყო, თუ როგორ აშანტაჟებდა აშშ და ბრიტანეთი გაეროს უშიშროების საბჭოს ექვს წევრს, რათა მათ ერაყში შეჭრისთვის ხმა მიეცათ. პროფესიული რისკის მიუხედავდ, ჟურნალისტი მარტინ ბრაიტი საიდუმლო დოკუმენტებს ლონდონის გაზეთში აქვეყნებს, შედეგად ომის სასარგებლოდ გაეროს რეზოლუციის მიღების შანსები საბოლოოდ იმსხვრევა. მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ბუში განაცხადებს, რომ მას გაეროს მხარდაჭერა აღარ უნდა, და მაინც შეიჭრება. როდესაც ერაყი ქაოსში ჩაიძირება, კეტრინს დააპატიმრებენ და სახემწიფო საიდუმლოს კანონის დარღვევაში დასდებენ ბრალს. მარტინიც ასევე პოტენციური ბრალდებების წინაშე აღმოჩნდება, რომლის გამოძიება კიდევ უფრო მოულოდნელ და საშიშ საიდუმლოებებს გამოავლენს.

2019
IMDB 7.3
დონბასი
Donbass (Донбас)

ფილმი უკრაინის სეპარატისტული ოლქის ყოფას ასახავს. რეჟისორი იმპერიალისტურ რუსეთს ყოველგვარი შელამაზებისა და ალეგორიების გარეშე ღიად უპირისპირდება. “დონბასი“ ცრუ პატრიოტიზმის, ოკუპაციისა და უსამართლობის წინააღმდეგ პროტესტია, რომელიც თავისუფალ სამყაროს კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ ჩუმად ყოფნა დანაშაულია.

2018
IMDB 6.6
მეფე
The King

ჰალსს, არაპროგნოზირებად პრინცსა და ინგლისის ტახტის მემკვიდრეს, მეფე ჰენრი მეხუთედ აკურთხებენ, ტირანი მამის გარდაცვალების შემდეგ. ახლა ახალგაზრდა მეფემ უნდა წარმართოს სასახლის პოლიტიკა, აწარმოოს მამის მიერ წამოწყებული ომი და გაუმკლავდეს თავისი წარსულის ცხოვრების ემოციურ გადმონაშთებს

2019
IMDB 7.4
ორმაგი აგენტის თამაში
The Catcher Was a Spy

მოვლენები მეორე მსოფლიო ომის დროს ხდება. მო ბერგის, ინტელექტუალის, პოლიგლოტის, პრესტიჟული უნივესიტეტის კურსდამთავრებულისა და ცნობილი ბეისბოლისტის ცხოვრება სრულიად იცვლება, როდესაც სტრატეგიული სამსახურის თანამშრომლობას შესთავაზებენ. მისი მრავალფეროვანი ნიჭისა და საიდუმლოს შენახვის უნარით იგი მალე შეეჩვევა ჯაშუშობას. მის პირველ დავალებაზე მთელი სამყაროს ბედია დამოკიდებული.

2018
IMDB 6.2
ტოლკინი
Tolkien

ფილმი გვიჩვენებს დაობლებული ავტორის ფორმირების წლებს სკოლაში, სადაც იგი ეზიარება მეგობრობის გრძნობას, სიყვარულს და მხატვრულ შთაგონებას თავის თანატოლ გარიყული თანაჯგუფელების გარემოცვაში. ასე მიდის მისი ცხოვრება პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე. რამაც მათ ერთადყოფნას შესაძლოა წერტილს დაუსვას. ეს გამოცდილება შემდგომ ტოლკინის შთაგონების წყარო იქნება მისი ცნობილი რომანებისთვის.

2019
IMDB 6.9
რკინიგზის ვეფხვები
Railroad Tigers (Tie dao fei hu)

რკინიგზის მუშები ჩინეთში 1941 წელს სათავეში ჩაუდგნენ თავისუფლებისათვის მეომრებს იაპონელების წინააღმდეგ, რათა მიეღოთ საკვები ღარიბებისათვის.

2016
IMDB 5.9
ოპერაცია წითელი ზღვა
Operation Red Sea (Hong hai xing dong)

ამბავი იმაზე, თუ როგორ ეხმარებოდნენ იემენში სამოქალაქო ომის დროს, ჩინელი ჯარისკაცები ასობით თანამემამულეს და სხვა უცხოელებს ქვეყნიდან გაჰყვანაში

2018
IMDB 6.8
ბაჰუბალი 2: დასრულება
Baahubali 2: The Conclusion

მოხუცი კატაპა უამბობს შივას, თუ რატომ მოკლა მისი მამა ამარენდრუ. მას შემდეგ, რაც იგი იშვილა დედოფალმა შივაგამამ, უფროსი ნახევარ ძმა ბხალალადევა ყოველთვის შურდა მისი.

2017
IMDB 8.3
მტრის სახლში
The Aftermath

გერმანია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ქვეყანაში უწესრიგობაა, ნგრევა, შიმშილი. ბრიტანელი სამხედრო ლუის მორგანი ჰამბურგის დროებით მერად დაინიშნა. მას ქალაქის ნულიდან აღდგენა დაევალება. ცოლთან ერთად ლუისი მდიდრულ სახლში განთავსდება, სადაც გერმანელი არქიტექტორი ცხოვრობს ემოციურად არასტაბილურ ქალიშვილთან ერთად. შეძლებენ ყოფილი მტრები ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას თუ შურისძიების წყურვილი უფრო ძლიერი აღმოჩნდება?

2019
IMDB 6.3
ბაჰუბალი: დასაწყისი
Baahubali: The Beginning (Bahubali: The Beginning)

ეპიკური გმირი სახელად ბაჰუბალი იყო მეფე რიშაბჰადევის, ერთერთი ვაჟიშვილი. გაიზრდება სოფელში, სადაც მისი ვინაობა არავინ იცის, მაგრამ ყველა ატყობს, რომ გამორჩეულია. როდესაც ის გახდება 25 წლის ეცდება დაიბრუნოს თავისი სამეფო.

2015
IMDB 8.1
ბაბეტი მიდის ომში
Babette Goes to War (Babette s'en va-t-en guerre)

კომედია უბრალო ფრანგული ქალაქიდან წამოსულ გოგონაზე, რომელიც ჩადის ლონდონში, ის ეხმარება საომარ ძალას პარაშუტით გერმანიის მიერ ოკუპირებული საფრანგეთიდან გაიტაცონ მნიშვნელოვანი გერმანელი გენერალი...

1959
IMDB 6.1
დიდი ბრძოლა
The Great Battle

645 წელს თენგის დინასტიის იმპერატორი ლი, კორეის უძველეს სამეფოში გოგურიეოში იჭრება, ერთ გამარჯვებას მეორე მოსდევს, თანგის არმია ანსის საზღვარს მიადგება, რომელსაც გენერალი იანგი იცავს. გენერალი აერთიანებს ქალებსა და მამაკაცებს, უკლებლივ ყველას, რათა მოწინააღმდეგეს წინ აღუდგეს.

2018
IMDB 7