სობიბორი
Escape from Sobibor (Собибор)

ადამიანისა და უსულო გამანადგურებელი მანქანის წინააღმდეგობის ისტორია. 1943 წელს ბანაკი სობიბორის ტყვეებმა წითელი არმიის ლეიტენანტის ალექსანდერ პეჩერსკის მეთაურობით წამოიწყეს აჯანყება, რომელიც ერთადერთი წარმატებული აჯანყება იყო ნაცისტების სიკვდილის ბანაკში.

2018
IMDB 6.4
ექიმი ჟივაგო
Doctor Zhivago

რუსი მწერლის, ბორის პასტერნაკის ნაწარმოების ეკრანიზაცია, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და დღეს კლასიკადაა აღიარებული.ომარ შარიფი და ჯული კრისტი ორ მთავარ გმირს განასახიერებენ, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ, მაგრამ ერთად ყოფნას ვერ ახერხებენ.

1965
IMDB 8
კ-19
K-19: The Widowmaker

ფილმის სიუჟეტი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე. ჩრდილოეთ ატლანტიკაში, ავარიულად დაზიანდა პირველი საბჭოთა წყალქვეშა ხომალდი K-19. ამ ავარიას შეიძლება გამოეწვია არა მარტო ეკოლოგიური კატასტროფა. ფილმი აჩვენებს კაპიტანის ალექსი ვოსტრიკოვის გმირობას. ეკიპაჟის წევრების მამაცობის წყალობით უბედურება თავიდან აცილებულ იქნა, მაგრამ თვით ეკიპაჟის უმრავლესობა რადიაციულ გამოსხივებას ემსხვერპლა.

2002
IMDB 6.7
ადამიანი აღორძინების ხანიდან
Renaissance Man

სარეკლამო სააგენტოდან გათავისუფლების შემდეგ ბილ რაგო სამხედრო ბანაკში იწყებს მუშაობას და ცდილობს განავითაროს ჯარისკაცების ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობები.

1994
IMDB 6.1
ივანის ბავშვობა
Ivan's Childhood (Ива́ново де́тство)

პოეტური მოგზაურობა ერთი ბიჭის ომისაგან განადგურებულ ახალგაზრდობაში.

1962
IMDB 8.1
სასაზღვრო კუნძული
The Battleship Island

იაპონელები ამ მიწას ჰასიმას ეძახდნენ. ექვსი ჰექტარი მიწა და ბეტონი 15 კილომეტრზე სანაპიროდან .აქ მეცხრამეტე საუკუნის მეშახტეები ნახშირის მოპოვებით იყვნენ დაკავებულნი. როდესაც ომი დაიწყო მეშახტეები ჩინელმა ტყვებმა და კორეელმა ემიგრანტებმა შეცვალეს.

2017
IMDB 7.1
ჯერ მამაჩემი მოკლეს
First They Killed My Father

ფილმს საფუძვლად უდევს მწერალი ლუნ უნის შემზარავი ისტორია. ამბავი იწყება , როდესაც მწერალი ხუთი წლის იყო და იგი მოხვდება ბანაკში, სადაც მას მეომარ ბავშვად ზრდიან.

2017
IMDB 7.2
მოგზაურობის დასასრული
Journey's End

ისტორია ბრიტანელი ოფიცრების გუნდზე პირველი მსოფლიო ომის ბოლო გაზაფხულზე. ახალგაზრდა და გულუბრყვილო ლეიტენანტი რეილი უერთდება ფრონტზე მისი ბავშვობის კუმირსა და ოჯახის ახლობელს, კაპიტან სტენჰოუპს. მას წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ შეიცვალა იგი მსახურებისას.

2018
IMDB 6.7
დივერსანტი
Saboteur

ავია საამქროში მომუშავე ბარი, იძულებულია გაიქცეს და დაიმალოს. ის ეწვმიტანილია საუკეთესო მეგობრის მკვლელობაში.

1942
IMDB 7.2
მეთორმეტე ადამიანი
The 12th Man (Den 12. mann)

ნორვეგიელი მებრძოლთა გუნდი მიიღებს დავალებას მიაღწიოს ჩრდილო-დასავალეთ სანაპირომდე გემით სახელად "ბრატჰომი"და განახორციელოს დივერსია გერმანულ საავიაციო ბაზებზე. მაგრამ მისიამ ფიასკო ზღვაშივე განიცადა. გემს გერმანული გემი დაესხა თავს და ჩაძირა. ერთადერთი ადამიანი , რომელიც გადარჩა იან ბოლსრუდია. იგი მოახერხებს საპარომდე მისვლას და გარბის შვედეთის საზღვრისაკენ. მას დაედევნებიან. ქარბუქისას იგი გამოქვაბულს შეაფარებს თავს , რომელიც სასიკვდილო ხაფანგი აღმოჩნდება.

2017
IMDB 7.6
რიფაგენი
Riphagen

ბიოგრაფიული ფილმი დაფუძნებულია რეალურ ფაქტებზე. მოქმედება ხდება 1939 წელს, მეორე მსოფლიო ომისათვის მზადებისას. ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ გადაწყვეტილება მიიღო არ ჩართულიყო ომში და ნეიტრალური მდგომარეობა ეჭირა. მოქმედება ხდება ნიდერლანდებში, რომლის მთავრობაც გადაწყვეტილებას იღებს შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი. მიუხედავად ამ პოზიციისა 1940 წელს ქვეყანას დაიპყრობენ. ქვეყანა გერმანიის მმართველობის ქვეშ აღმოჩნდება. ებრაელებს საკონცენტრაციო ბანაკებში აგზავნიან, ადგილობრივი მთავრობა კი ნაცისტებთან თანამშრომლობას იწყებს. სიუჟტის ეპიცენტრში აღმოჩნდება მოხერხებული კაცი, რომელიც ცდილობს ორივე მხარე დაიჭიროს მეტი სარგებელის მიღების მიზნით.

2016
IMDB 7.2
ბატალიონი
The Battalion (Батальонъ)

რუსეთი, 1917 წელი. პირველი მსოფლიო ომი. ეს არის ისტორია ქალების პირველ ბატალიონზე რუსეთში, რომელიც ჩამოყალიბდა საბრძოლო სულის ასამაღლებლად რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ.

2015
IMDB 5.6
გაიქეცი ბიჭუნავ, გაიქეცი
Run Boy Run (Lauf Junge lauf)

ეს არის რვა წლის ბიჭის ბედი, გაქცეული ვარშავის გეტოდან, რომელმაც დაკარგა მთელი ოჯახი. იგი მოხვდება კეთილი პოლონელის სახლში. ქალი გადაწყვეტს მის შეფარებას და დაარწმუნებს, რომ მისივე უსაფრთხოებისთვის მან თავი ობოლ პოლონელად უნდა გაასაღოს. დრამატული ვითარების გამო, ბიჭი იძულებული გახდა დაეტოვებინა სტუმართმოყვარე სახლი და წასულიყო თავგადასავალებით სავსე სახიფათო გზაზე, ომის შედეგად განადგურებულ ქვეყანის გავლით. პოლონელი ოჯახების დახმარების წყალობით, ის ცდილობს გადაურჩეს ოკუპაციის კოშმარს.

2013
IMDB 7.1
ქართან მოსაუბრეები
Windtalkers

მეორე მსოფლიო ომის დროს "ქართან მოსაუბრები" აშშ სამხედრო ძალების სპეციალურ დანაყოფს წარმოადგენდა. მისი წევრები საიდუმლო კოდურ ენას ფლობდნენ, რომლის გაშიფრვაც შეუძლებელი იყო.

2002
IMDB 6
ირენა სანდლერის მამაცი გული
The Courageous Heart of Irena Sendler

ვარშავის ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლის, ირენა სანდლერის ისტორია, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს 2500 ებრაელი ბავშვი სიკვდილისგან იხსნა და ვარშავის გეტოდან გააპარა.

2009
IMDB 7.3
კაცი რკინის გულით
The Man with the Iron Heart

ფილმი მოგვითხრობს რეინჰარდ ჰეიდრიხის აღზევებაზე - ნაცისტური გერმანიის საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეზე. მისი ინიციატივა იყო საბოლოოდ "გადაეწყვიტათ" ებრაელების საკითხი. იგი ინგლისელების მიერ სპეციალურად მომზადებულმა ჩეხოსლოვაკიელმა დივერსანტებმა მოკლეს.

2017
IMDB 6.5
12 ძლიერი
12 Strong

პირველი სპეც დანაყოფი გაიგზავნა ავღანათში 11 სექტემბრის შემდეგ. ახალი კაპიტნის ხელმძღვანელობით ავღანელ მეომრებს უნდა შეუერთდნენ, რათა ერთად დაამარცხონ საერთო მტერი თალიბანები...

2018
IMDB 6.7
მარჩენალი
The Breadwinner

მთავარი გმირი 11 წლის გოგონა პარვანაა, რომელიც ოჯახთან ერთად ავღანეთში ცხოვრობს. მამის დაპატიმრების შემდეგ გოგონა თმას იჭრის , ბიჭივით იცვამს და ოჯახისათვის ლუკმა-პურის საძიებლად მიდის.

2017
IMDB 7.6
სამუდამო გზა
The Eternal Road (Ikitie)

ფინლანდიიდან გაქცევის შემდეგ იუსი კეტოლა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე აღმოჩნდება. ახალმა რეჟიმმა იგი არჩევანის წინაშე დააყენა - მთავრობასთან თანამშრომლობა თუ ახალი ..

2017
IMDB 7.4
ამბოხება
Revolt

ამერიკელი სპეცრაზმელი აფრიკაში იყო, როდესაც დედამიწა მაღალტექნოლოგიურმა ურჩხულებმა დაიპყრეს. როდესაც იგი პირისპირ შეხვდება ურჩხულებს იგი გონებას დაკარგავს. როდესაც გაიღვიძებს აღმოაჩენს, რომ იგი მიტოვებულ პოლიციის განყოფილებაშია გამოკეტილი, თან მეხსიერებაც დაკარგა. გვერდით საკანში ექიმი ნადია ზის. ორ თეთრკანიან ადამიანს არა მარტო მკვლელ რობოტებთან მოუწევთ შერკინება.

2017
IMDB 5.2