მეფე
The King

ჰალსს, არაპროგნოზირებად პრინცსა და ინგლისის ტახტის მემკვიდრეს, მეფე ჰენრი მეხუთედ აკურთხებენ, ტირანი მამის გარდაცვალების შემდეგ. ახლა ახალგაზრდა მეფემ უნდა წარმართოს სასახლის პოლიტიკა, აწარმოოს მამის მიერ წამოწყებული ომი და გაუმკლავდეს თავისი წარსულის ცხოვრების ემოციურ გადმონაშთებს

2019
IMDB 7.4
ორმაგი აგენტის თამაში
The Catcher Was a Spy

მოვლენები მეორე მსოფლიო ომის დროს ხდება. მო ბერგის, ინტელექტუალის, პოლიგლოტის, პრესტიჟული უნივესიტეტის კურსდამთავრებულისა და ცნობილი ბეისბოლისტის ცხოვრება სრულიად იცვლება, როდესაც სტრატეგიული სამსახურის თანამშრომლობას შესთავაზებენ. მისი მრავალფეროვანი ნიჭისა და საიდუმლოს შენახვის უნარით იგი მალე შეეჩვევა ჯაშუშობას. მის პირველ დავალებაზე მთელი სამყაროს ბედია დამოკიდებული.

2018
IMDB 6.2
ტოლკინი
Tolkien

ფილმი გვიჩვენებს დაობლებული ავტორის ფორმირების წლებს სკოლაში, სადაც იგი ეზიარება მეგობრობის გრძნობას, სიყვარულს და მხატვრულ შთაგონებას თავის თანატოლ გარიყული თანაჯგუფელების გარემოცვაში. ასე მიდის მისი ცხოვრება პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე. რამაც მათ ერთადყოფნას შესაძლოა წერტილს დაუსვას. ეს გამოცდილება შემდგომ ტოლკინის შთაგონების წყარო იქნება მისი ცნობილი რომანებისთვის.

2019
IMDB 6.9
სენ ლორანი
Saint Laurent

1960 წლების დასასრული, ახალგაზრდა ივ სენ-ლორანის მოდის სახლი ყვავის, ხოლო თვითონ დიზაინერი განიცდის მათრობელ წარმატებას და სასოწარკვეთას…

2014
IMDB 6.1
დამზადებული ამერიკაში
American Made

ის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ბოინგი 747-ის პილოტი იყო ამერიკაში, მალე კი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა. მისი ცხოვრების სტილი ისეთივე ექსტრემალური იყო, როგორც მისი ბიზნესი.

2017
IMDB 7.2
ერთი შანსი (პროექტ-ნიჭიერში)
One Chance

ყველას ქონია ცხოვრებაში დიდების წუთი. ან აუცილებლად ექნება. თუ თქვენ უკვე ოცდაჩვიდმეტის ხართ, არ ხართ ლამაზი, მუშაობთ მობილური ტელეფონების პატარა მაღაზიაში, ცხოვრებთ მშობლებთან სხვენზე და გინდა მხოლოდ ერთი რამ - იმღერო საოპერო სცენაზე. ყველაფერი გაცილებით რთულადაა.

2013
IMDB 6.8
გამქრალი ბიჭი
Boy Erased

ამერიკის ერთი პატარა ქალაქის ბაპტისტი მღვდლის ოჯახი გაიგებს, რომ მათი 19 წლის ვაჟი, ჯარედი, ჰომოსექსუალია. ჯარედს ულტიმატუმს წაუყენებენ: ან გეი კონვერტაციის თერაპიის პროგრამაში ჩაერთვება, ან სამუდამოდ გასახლებული და მოკვეთილ იქნება ოჯახიდან და გარიყული მეგობრებისგან.

2018
IMDB 7
დიდი მოკამათეები
The Great Debaters

ფილმი გადაღებულია რეალური მოვლენების მიხედვით. ის მოგვითხრობს მასწავლებლის შესახებ, რომელიც პატარა ტეხასური უნივერსიტეტის ერთ ჯგუფს, სტუდენტური დებატებისთვის ამზადებს. დიდი შრომის შედეგად, ფინალში ისინი ჰარვარდელებს შეხვდებიან.

2007
IMDB 7.6
პირადი ომი
A Private War

ფილმი ჩვენი დროის გამორჩეული კორესპონდენტის, მერი ქოლვინის შესახებ, რომელიც ყოველთვის მოვლენათა ეპიცენტრში იმყოფება და მსოფლიოს სხვადასხვა ცხელი წერტილებიდან საომარ ვითარებას აშუქებს.

2018
IMDB 6.7
შეგიძლიათ ოდესმე მაპატიოთ?
Can You Ever Forgive Me?

როდესაც ყველაზე გაყიდვადი სელებრითების ბიოგრაფი, მწერალი ლი იზრაელი ვეღარ ერგება თანამედროვეობის მოთხოვნებს, თავის ხელოვნებას თაღლითობად აქცევს.

2018
IMDB 7.2
ლიზი
Lizzie

1892 წელია. ლიზი ბორდენი მამის მკაცრი ზედამხედველობს ქვეშ, მორჩილად ცხოვრობს. მონათესავე სულის პოვნის შემდეგ, მეგობრობა მალევე საიდუმლო რომანში გადაიზრდება, თუმცა ბორდენების სახლში გამეფებული დაძაბულობა უმაღლეს ნიშნულს აღწევს და ყველაფერი ძალადობრივ დაშორებამდე მიდის.

2018
IMDB 5.8
მარადონა
Maradona by Kusturica

ფილმი მოგვითხრობს დიეგო მარადონას ცხოვრების შესახებ. ქრონოლოგიური პრინციპი არაა დაცული. ცალკეა გაშუქებული ნარკოტიკებზე დამოკიდებულებასთან ბრძოლა, ოჯახი, მეგობრობა უგო ჩავესთან და ფიდელ კასტროსთან, პოლიტიკური თვალსაზრისი და სხვა დეტალები.

2008
IMDB 6.7
ლავლეისი
Lovelace

ველაზე ცნობილი პორნო მსახიობი ლინდა ლავლეისის ბიოგრაფია. ასეთი დიდების მოსაპოვებლად, მას მოუწია მხოლოდ ერთ ფილმში თამაში.

2013
IMDB 6.2
პაბლო ესკობარი
Loving Pablo

კოლუმბიელი ჟურნალისტის , ვირჯინია ვალეხოს მემუარებზე დაფუძნებული ბიოგრაფიული დრამა, რომელიც მოგვითხრობს ვირჯინია ვალეხოსა და 80-იან წლებში ყველაზე ცნობილი ნარკობარონის, პაბლო ესკობარის ხანგრძლივ და არაერთგვაროვან რომანტიულ ურთიერთობაზე.

2017
IMDB 6.3
სპილბერგი
Spielberg

ფილმი ეძღვნება მსოფლიო კინოს ერთ-ერთ მთავარ რეჟისორს. ფილმი გვიჩვენებს გზას ბავშვობაში გადაღებული სამოყვარულო კადრებიდან ჰოლივუდის ბლოკბასტერებამდე.

2017
IMDB 7.7
მუდმივი გაყალბება
A Constant Forge

ჯონ კასავეტის ცხოვრებისა და ხელოვნების ისტორია. ფილმი შედგება მისი და მეგობრების ინტერვიუებისაგანა, ოჯახის წევრებისა და თანამშტომლების ნაამბობისაგან.

2000
IMDB 7.4
მოლის თამაში
Molly's Game

მოლი ბლუმს პოკერის პრინცესას ეძახდნენ. მან ყველაზე დიდი იატაკქვეშა კაზინო გახსნა ჰოლივუდში. დიდ ფულს სისხლის სუნი ასდის. როგორ უნდა გადარჩე როდესაც შენზე მაფია და ეფბიაი ნადირობს?

2017
IMDB 7.5
მარშალი
Marshall

ფილმი მოგვითხრობს ტერგუდ მარშალის, ამერიკის უმაღლეს სასამართლოში პირველი აფროამერიკელის ისტორიას. კარიერის დასაწყისში მას შეხვდა სადაო საქმე , შავკანიანი მძღოლის, რომელსაც მისი დამქირავებელი ქალბატონი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა. მან ახალბედა ებრაელ ადვოკატთან ერთად გადაწყვიტა , რასიზმისა და ანტისემიტიზმის ეპოქაში, სენსაციური განცხადება გაეკეთებინა მოქალაქეთა უფლებათა თანასწორებისათვის.

2017
IMDB 7.2
დიდებული შოუმენი
The Greatest Showman

ფილმი მოგვითხრობს ფ.ტე. ბარნუმას ცხოვრების შესახებ, სკანდალური ამერიკელი მეწარმე, მისტიკის ოსტატი, რომელმაც შეძლო წარმატების მოპოვება მისი ოსტატობის მეშვეობით და დააარსა მისი სახელობის ცირკი.

2017
IMDB 7.9
ჩერჩილი: მძიმე დროება
Darkest Hour

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდედობაზე დანიშვნიდან, რამდენიმე დღის შემდეგ უინსტონ ჩერჩილი, მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პრობლემის პირისპირ დგება, მან უნდა მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება: ნაცისტურ გერმანიასთან მოლაპარაკებების დაწყება და თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა ან მისი ქვეყნის მოქალაქეების უფლებები და თავისუფლების დაცვა.

2017
IMDB 7.4