დიდებული ბიჭები
Goodfellas

ჰენრი ხილი - დამწყები განგსტერია, რომელიც ძარცვითაა დაკავებული ჯიმი კონვეითან და ტომი დე ვიტოსთან ერთად, რომლებიც ყველანაირი სირთულეების გარეშე კლავენ ნებიმიერს, ვინც მათ მაფიის მწველვალზე ასავალ გზაზე წინ დაუდგება. მოდის დრო, როდესაც ჰენრი, რომელიც თვითონ დაშავდა თავის თანაშემწეებისგან, ხელი უნდა შეუწყოს ჯიმის და ტომის ბოლოს დასაწყისს...

1990
IMDB 8.7
სოციალური ქსელი
The Social Network

ისტორია მოგვითხრობს მსოფლიოში ყველაზე დიდი და ცნობილი ქსელის \"Facebook\"- ის შექმნაზე და მის შემქმნელებზე.

2010
IMDB 7.8
ჯული და ჯულია
Julie & Julia

ფილმი მოგვითხრობს მდივანზე ჯული პაუელზე – რომელიც ერთი წლის მანძილზე სცდილობს მოამზადოს 524 კერძი რეცეპტების მიხედვით, რომლებიც ჯულია ჩაილდის წიგნში \'როგორ დაეუფლოს ფრანგული სამზარეულოს ხელოვნებას\' იყო აღწერილი. მთელ თავის გამარჯვებებს და დამარცხებებს გოგონა ბლოგში აშუქებდა.

2009
IMDB 7
ზღვარზე
Walk the Line

ეს ბიოგრაფიული ლენტა მიძღვნილია ლეგენდარული კანტრის სტილის მომღერლის ჯონი კეშის და მისი მეორე ცოლის ჯუნ კარტერის ცხოვრებას. კეშის ახალგაზრდობა, რომელიც 1932 წელს დაიბადა არკანზასში, მოღუშუული იყო უფროსი ძმის ტრაგიკული იკვდილით და უყურადღებო მოქცევით მამაის მხრიდან, რომელიც მას ცუდშვილად თვლიდა. ჯარი მომავალმა მუსიკოსმა და მომღერალმა გერმანიაში გერმანიაში გაიარა აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების რიგებში. 1954 წელს მან ცოლად ვივიანი მოიყვანა, რომელმაც მას ქალიშვილი გაუჩინა, 1955 წელს კი, 23 წლის ასაკში, მან თავისი პირველი ხიტი გამოუშვა «Cry, Cry, Cry». მალევე კეში აშშ-ში გაემგზავრა ტურნეში ჯერი ლი ლიუსთან, ელვის პრესლისთან და ჯუნ კარტერთან ერთად, რომელზეც ის უიმედოთ ოცნებობდა მთელი ათი წლის განმავლობაში. კრიტიკულ მომენტებს კეშის ცხოვრებაში თანამგზავრობას უწევდა ამფეტამინის და ალკოჰოლის მიმართ მიდრეკილება. 1968 წელს კეში და კარტერი ცოლ-ქმარი გახდნენ და ერთად 2003 წლის მაისამდე - ჯუნის სიკვდილამდე იცხოვრეს. კეში იმავე წლის სექტემბერში გარდაიცვალა.

2005
IMDB 7.9
კაზინო
Casino

ვერავინ შეედრება სემ როსტინს. ვერავინ შოულობს ფულს როგორც ის. არავის შეუძლია მუშაობა ასე თავგანწირვით და აკურატულად, როგორც მშრომელ სემს. თავისი განუმეორებელი თვისებებისთვის რეოსტნს მეტსახელი მისცეს – \"ასი\". და ამიტომაც მაფიის ბოსებმა გადაწყვიტეს ის ლას–ვეგასში უზარმაზარი კაზინოს დირექტორად დაენიშნად. და იმისათვის, რომ სემს არავინ შეუშალოს ხელი მუშაობაში, მაფიოზებმა მასთან ერთად გააგზავნეს მისი ბავშვობის მეგობარი – ნიკი სანტორო – დაუნდობელი ბანდიტი. ლას–ვეგასში ასი როგორც ყოველთვის ასრულებდა თავის სამსახურს: კაზინოში საქმეები საუკეთესოდ მიდიოდა. ყველაფერი იდეალურად იყო, და ვერავინ იფიქრებდა,რომ რამე ასის ცხოვრებას შეცვლიდა. მაგრამ ღმერთმა სხვანაირად განკარგა... სემის იმპერია ტრაგედიაში და სისხლში ჩაიძირა...

1995
IMDB 8.2
ამერიკელი განგსტერი
American Gangster

1970 წელი. ჰარლემი. ნარკობარონი ფრენკ ლუკასი დაკავებულია ჰეროინის კონტრაბანდით, რომელსაც ის ვიეტნამში ბრძოლისას დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების კუბოებში მალავს

2007
IMDB 7.8
ერინ ბროკოვიჩი
Erin Brockovich

შესანიშნავი, ამაღელვებელი და წარმტაცი ისტორია ერინ ბროკოვიჩზე, მარტოხელა ქალზე სამი ბავშვით, რომელსაც ცხოვრება არც ისე ანებივრებდა ნათელი დღეებით. ასეთებისთვის, როგორც ერინი, არ არსებობს კარიერული ზრდის შესაძებლობა, სამაგიეროდ არის მხოლოდ მშვიდი სამუშაო პატარა იურიდიულ ფირმაში.

2000
IMDB 7.3
ჩაპლინი
Chaplin

ფილმი დიდებული ჩაპლინის ლონდონურ ცხოვრებას ადრეული ბავშვობიდან აღწერს. მუშაობა, კომუნისტებთან თანამშრომლობის ბრალდებით მისი შვეიცარიაში იძულებითი გამგზავრება, ჰოლივუდში ტრიუმფალური დაბრუნება და დიდებული \"ოსკარი\" – ფილმში ქრონოლოგიურად ენაცვლება ერთმანეთს ჩარლი ჩაპლინის ცხოვრების ამსახველი კადრები.

1992
IMDB 7.6
ბუჩ კასიდი და სანდენს კიდი
Butch Cassidy and the Sundance Kid

დაუნდობელი შერიფი ნადირობს მამაცი და იღბლიანი დამნაშავეების წყვილზე. კლასიკური ვესტერნი და ამავე დროს სასაცილო სათავგადასავ;ო ფილმი.

1969
IMDB 8.1
მამის სახელით
In the Name of the Father

ფილმის მოქმედება 1974 წელს იწყება, როდესაც ჩრდილოირლანდიურ ქალაქებში რეგულარული არმია იდგა, ინგლისში კი ზედიზედ ფეთქდებოდა სახლები. ფილმის მთავარი გმირი აპოლიტიკური ირლანდიელია, სახელად ჯერი, რომელიც მეტალის ქურდობით ირჩენს თავს. მისივე თქმით იმ დროს ჯერის მხოლოდ ორი რამ აინტერესებდა - თავისუფალი სიყვარული და ნარკოტიკები. და როდესაც მამამ, დეიდა ენთან, ლონდონში გააგზავნა, მან თავისი ადგილი ჰიპების კომუნაში მოძებნა, სადაც მშვენივრად გრძნობდა თავს. მაგრამ ერთხელაც ყველაფერი შეიცვალა. ჯერის და მისი მეგობრის თვალწინ ბარი აფეთქდა.

1993
IMDB 8.1
უხილავი მხარე
The Blind Side

ამერიკული ფეხბურთის მოთამაშის, მაიკლ ოერას რეალური ისტორია. უსახლკაროდ დარჩენილი ახალგაზრდა აფროამერიკელი ერთმა ოჯახმა მიიღო თავისი მფარველობის ქვეშ. გულჩათხრობილი მოზარდის ცხოვრებას მთლიანად ცვლის ახალი გარემო. ის მისისიპის შტატის უნივერსიტეტში აბარებს და სტუდენტურ გუნდში იწყებს თამაშს. მაიკლი სპორტული თამაშის დაფარულ მხარეს ეცნობა, სწავლობს სტრატეგიას და ტაქტიკურ ანალიზს. ეს ყველაფერი მაიკლს უმაღლეს ლიგაში გადასვლაში დაეხმარება.

2009
IMDB 7.7
რეი
Ray

ეს ისტორია იმაზეა, თუ როგორ შეძლო ახალგაზრდა მამაკაცმა რეი ჩარლზმა ღარიბი ოჯახიდან, რომელიც ალაბამას შტატში ქალაქ ოლბანში ცხოვრობდა, ყველა სირთულეების გადალახვა, რომელიც მას დიდების მიმავალ გზაზე შეხვდა და როკ-ენ-როლის ისტორიაში ყველაზე დიდი პიანისტი გახდა... მას თავისი ოცნების ასრულებისთვის იმანაც არ შეუშალა ხელი,რომ ჯერ კიდევ ბავშვმა - ექვსი წლის ასაკში - მხედველობა დაკარგა...

2004
IMDB 7.8
ხელშეუხებელნი
The Intouchables (Intouchables)

უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული მდიდარი არისტოკრატი ფილიპი დამხმარედ აიყვანს ადამაინს, რომელიც საერთოდ არ ესადაგება ამ სამუშაოს– ახალგაზრდა არაბი დრისი, რომელიც ახლახანს განთავისუფლდა ციხიდან. მიუხედავად იმისა, რომ ფილიპი მიჯაჭვულია ინვალიდის სავარძელს, დრისი მაინც მოახერხებს მის ცხოვრებაში სიხალისის შემოტანას...

2011
IMDB 8.6
დონი ბრასკო
Donnie Brasco

ნიუ-იორკი, 1978 წელი. ფედერალური ბიუროს აგენტი ჯო პისტონე ახალ დავალებას ღებულობს: ბრუკლინის ერთერთ დამნაშავეთა დაჯგუფებაში ჩაინერგოს განგსტერული ბანდების მოქმედებებზე სრული ინფორმაციის მისაღებად. ის იძულებულია დაივიწყოს თავისი ნამდვილი სახელი, გაწყვიტოს ყველა მეგობართან და ნათესავთან ურთიერთობა, რადგან ის ახლა - დონი ბრასკოა. მის საუკეთესო მეგობარი ხდება ხანში შესული მაფიოზი, რომელსაც ესაჭიროება ახალგაზრდა თანაშემწე. მას სჯერა დონისი და ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეებს ავალებს. დონი გრძნობს თავის დაუსჯელობის და ხვდება: როგორც არ უნდა ჩაეთრია ახალ ცხოვრებას, რომელიც მას უსაზღვრო თავისუფლებას ანიჭებს, უკან დაბრუნება ჯერ გვიანი არა. საჭიროა მხოლოდ გადამწყვეტი ნაბიჯი გააკეთო და უღალატო იმას, ვინც მისი ნამდვილი მეგობარი გახდა.

1997
IMDB 7.8
4 ივლისს დაბადებული
Born on the Fourth of July

ფილმი ეფუძნება რეალურ ფაქტებს და მოგვითხრობს ვეტერანი რონ კოვიკის ისტორიას. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ის ჩაეწერა მოხალისედ ჯარში, ვიეტნამის ომის ჯოჯოხეთის გავლის შემდეგ რონი დაბრუნდა სახლში პარალიზებულ ხეიბრად.ვაჟკაცური ბუნების მქონე ეს ადამიანი მთელ თავის ცხოვრებას მიუძღვის ომთან ბრძოლას...

1989
IMDB 7.2
სკაფანდრი და პეპელა
The Diving Bell and the Butterfly

ჟურნალ \"ელე ფრანსეს\" რედაქტორმა - ჟან-დომინიკ ბობიმ, 1995 წელს, 43 წლის ასაკში ინსულტი გადაიტანა, რის შედეგადაც სრულიად პარალიზებული იყო. პარალიზებას მხოლოდ მარცხენა თვალი გადაურჩა, რომლიც მეშვეობითაც გვერდით მჯდომ ადამიანს ანიშნებდა, როდესაც ის საჭირო ასობგერას წარმოთქვამდა. ჟან-დომინიკმა ასე მთელი თავისი შინაგანი სამყაროს შესახებ მოყოლა შეძლო.

2007
IMDB 8
ავიატორი
The Aviator

ჰოვარდ ჰიუზმა მამისგან მიღებული პატარა ქარხანა გიგანტურ, ფინანსურად მომგებიან წარმოებად გადააქცია. გახდა რა უდიდესი კინოკომპანიის მფლობელი, მან თავისი დროის ყველაზე ძვირადღირებული ფილმი გადაიღო და ჰოლივუდის მშვენიერი მსახიობების გულები მოხიბლა. მას ეკუთვნის ლას-ვეგასის ყველაზე პრესტიჟული კაზინო. მან დაამყარა რეკორდი ჩქაროსნულ ფრენაში და შეიძინა სიდიდით მსოფლიოში მეორე კომერციული ავიაკომპანია. ფული ჰიუზს გულს უწვავს, მოსვენებას არ აძლევს. მისი სული კი სიმაღლისაკენ ისწრაფის. მხოლოდ იქ, რამოდენიმე ათასი მეტრის სიმაღლეზეა ჭეშმარიტად ბედნიერი.

2004
IMDB 7.5
ველურ პირობებში
Into the Wild

ფილმი მოგვითხრობს რეალურ ისტორიას კრისტოფერ მაკკენდლესის შესახებ. ახალგაზრდა კრისტოფერი საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან იყო, რომელმაც თანამედროვე საზოგადოების მატერიალური ფასეულობები უარყო და დაარიგა მთელი ქონება. ორი წლის განმავლობაში ის დაეხეტებოდა ამერიკასა და მექსიკაში, ლუკმა-პურის ფულს შემთხვევით სამუშაოებზე შოულობდა, სანამ საბოლოოდ ალიასკაზე არ აღმოჩნდა.

2007
IMDB 8.2
ერთი კვირა მერლინთან
My Week with Marilyn

ფილმში ნაჩვენებია მერლინ მონროს და სერ ლოურენს ოლივიეს მუშაობა ფილმზე \"პრინცი და მოცეკვავე\".

2011
IMDB 7
ჩვეულებრივი ამბავი
The Straight Story

73 წლის ელვინ სტრეიტი ინფაქტის გადატანის შემდეგ იგებს რომ სიცოცხლე ცოტაღა დარჩა და უარს ამბობს მკურნალობაზე. სიკვდილის წინ მას უნდა თავისი ძმის ნახვა, რომელიც დიდი ხანია არ უნახავს წარსულში სულელური კამათის გამო. ელვინი ყოფილი სნაიპერია და მხედველობა აქვს დაქვეითებული. ამის გამო მას მართვის მოწმობას არ აძლევენ – ამიტომ ის ძმის სანახავად პროვინციული ამერიკის გავლით თავისი გაზონის მკრეჭავი მანქანანით მიემგზავრება .

1999
IMDB 8