ფილმი გადაღებულია ირლანდიელი ინვალიდის, კრის ბრაუნის საოცარი მიღწევების შესახებ. ბრაუნი ცერებრიალური პარალიჩის მსხვერპლი გახდა და გარშემო ყველას განუვითარებელ ადამიანად მიაჩნდა. რომ არა დედის და ოჯახის სიყვარული, აგრეთვე საკუთარი გმირობა და მიზანდასახულობა, ის არ ისწავლიდა ფეხის თითებით ხატვას და წერას. დეი-ლუისმა ნამდვილად დამსახურებულად მიიღო ოსკარი ბრაუნის როლის შესრულებისთვის. აგრეთვე ოსკარი მიიღო ფრიკერმაც - დედის როლის შესრულებისთვის.
ფილმის სიუჟეტი მოგვითხრობს ბანკების ლეგენდარულ მძარცველზე ჯონი დილინჯერზე. თავხედურმა თავდასხმებმა ის გმირად აქციეს ყველა დაჩაგრულისთვის და მთავარ სამიზნედ ფედერალური ბიუროს საუკეთესო აგენტისთვის მელვის პერვისისთვის და მისი ახალგაზრდა მეწყვილესთვის ედგარ გუვერისთვის...
ახალგაზრდა და თავზე ხელაღებული საყვარლები ბონი და კლაიდი იოლად და დახვეწილად ძარცვავენ ბანკებს მე-20 საუკუნის 30 წლებში. თუმცა მათი რომანტიზმი და \"რობინჰუდობა\" საკმაოდ მალე გადაიზრდება სისხლის მდინარეებში და ქაოსში, ბედისწერა კი მათ წარუმატებლობას უწინასწარმეტყველებს...
ექიმი სეიერი ახალ წამალს გამოიგონებს, რომელიც ისეთი ავადმყოფების განკურნებაში უნდა დაეხმაროს, რომლებიც კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებიან. მაგრამ სეიერის გარდა, არავის სჯერა ამ ექსპერემენტალური წამლის მოქმედება. ექიმი რისკავს და იყენებს წამალს პრაქტიკაზე. და საოცრება ხდება: პაციენტი იღვიძებს 30 წლიანი ძილის შემდეგ, რომ პირველად შეხედოს სამყაროს ზრდასრული ადამიანის თვალებით. ისინი მეგობრები ხდებიან, ნელნელა სეიერი თვითონ იღვიძებს თავის სიმორცვისგან და ჩაკეტილობისგან. ასე ექიმი და პაციენტი ერთმანეთს თვალებს უხილავენ ცხოვრებაზე.
კრის გარდნერი - მარტოხელა მამაა. ის ყველანაირად ცდილობს, რომ მის 5 წლის შვილს ბედნიერი ბავშვობა ქონდეს. პატარა ხელფასით კრისს არ შეუძლია ბინის ქირის გადახდა, რის გამოც მამა-შვილი ქუჩაში აღმოჩნდება.
რა ინტრიგები ბობოქრობენ სინამდვილეში მის აღმატებულება ელისაბედ II-სა და პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერს შორის, პრინცესა დიანას სიკვდილის შემდეგ. რა არის ეს - სამეფო ოჯახის ტრაგედია თუ ტრაურის სახალხო თამაში?..
ცნობილი ჩინელი მოაზროვნეს და ფილოსოფოსის კონფუსიც ცხოვრების ისტორია.
საუკუნის დამდეგი. კარენ ბლისკენი კენიაში მიემგზავრება, სადაც მისი მეუღლე ყავის ახალი სახეობის მიღებაზე მუშაობს. იქ, აფრიკის გულში, ბედისწერა კარენს ნამდვილ და ერთადერთ სიყვარულს შეახვედრებს.
ჯაზის ერთ-ერთი გენიოსი ჩარლი პარკერი, 1920 წელს, კანზას-სითიში დაიბადა და 1955 წელს გარდაიცვალა. ალკოჰილით, ნარკოტიკებით, საჭმლით და სექსით ზედმეტმა გატაცებამ, ლეგენდარული საქსოფონისტის უდროო სიკვდილი გამოიწვია.
1869 წელს, როდესაც განდი დაიბადა, მისი ქვეყანა ჯერ კიდევ დიდი ბრიტანული იმპერიის საკუთრება და დედოფალი ვიქტორიას ერთერთი სამკაული იყო. 1948 წლის 30 იანვარს, მისი გარდაცვალების დღეს, ინდოეთმა თავისუფლება მოიპოვა. ეს მოვლენა განდის ტიტანური შრომის და თავგანწირვის ხარჯზე მოხდა
ფილმი მოგვითრობს კაპიტან გუ ზიდის ცხოვრებაზე, რომელიც ჩინური სახალხო ჯარის ასეულს მეთაურობს. ასევე სამხედრო მოქმედებებზე, რომელთაგან ბოლოს ბრძოლაში ის ერთადერთი გადარჩა ცოცხალი და ცხოვრების ბოლომდე ცდილობდა სამხედროების შეცდომების გამოსწორებას, რომლებმაც მისი ასეული უგზო–უკვლოდ დაკარგულად გამოაცხადეს...
უიღბლო მწერალი ჯ.მეთიუ ბარი, არ ემორჩილება ლონდონის კონსერვატორულ კანონებს და ხდება მარტოხელა ქვრივი ქალის მეგობარი, აგრეთვე მამობას უწევს მის ოთხ პატარა ვაჟიშვილს. ახალი ოჯახი მას შთააგონებს შექმნას საბავშვო გმირი - პიტერ პენი და მშვენიერი ზღაპარი ბავშვების შესახებ, რომლებსაც არ უნდათ, რომ გაიზარდონ. p.s. 2005 წლის ოსკარის, ერთ-ერთი ნომინანტი საუკეთესო ფილმზე.
ჩე გევარა. ლეგენდის დაბადება. ერთი ჩვეულებრივი არგენტინელი ექიმის ისტორია, რომელიც გამანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, კუბური გადატრიალების ხელმძღვანელი, უამრავი თაობის კუმირი და რომანტიკული რევოლუციის სიმბოლო გახდა. ფილმის პირველი ნაწილი.
რუბინ კარტერს ჩემპიონობას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ მისი მოკრივის კარიერა ციხეში დასრულდა – ის შეცდომით დაადანაშაულეს, დააპატიმრეს და გაასამართლეს დანაშაულისთვის რომელიც მას არ ჩაუდენია...
ყოფილი გემის კაპიტანი, ბარონ ფონ ტრაპი, ამჯერად ქვრივი თავის შვიდ შვილთან ერთად ზალცბურგის მახლობლად ცხოვრობს. სახლში დისციპლინა და წესრიგი სუფევს, მაგრამ ის მაინც გადაწყვიტავს ბავშვებს აღმზრდელი დაუქირაოს. ყველაფერი იცვლება, როდესაც სახლში მარია გამოჩნდება.
ფილმი ამერიკის პირველ პოლიტიკოსზე – ხარვი მილკზე მოგვითხრობს,რომელმაც საკუთარი ჰომოსექსუალური ორიენტაცია საქვეყნოდ აღიარა.იგი არჩეული იქნა ქალაქის მართველობაში და ჰომოსექსუალებისა და ლესბოსელების უფლებების კანონპროექტის მიღებას ითხოვდა.
ჩე გევარა. ლეგენდის დაბადება. ერთი ჩვეულებრივი არგენტინელი ექიმის ისტორია, რომელიც გამანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, კუბური გადატრიალების ხელმძღვანელი, უამრავი თაობის კუმირი და რომანტიკული რევოლუციის სიმბოლო გახდა. ფილმის მეორე ნაწილი.
ეს ფილმი, რომელიც მოგვითხრობს ცნობილი მოდელისა და მსახიობის ანა ნიკოლ სმიტის ტრაგიკული ცხოვრების ამბავს. ჩვენ შესაძლებლობა გვეძლევა თვალი ვადევნოთ ქერათმიანი ლამაზმანის ცხოვრების თვითოეულ ეტაპს, ახალგაზრდა მომხიბვლელი მოდელის კარიერიდან სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე. ჩვენ წინ წარმოსდგება ცხოვრების ყველა საჩუქარი...
ფილმი მოგვითხრობს ამერიკული კინოს ყველაზე გრანდიოზული ფიგურის უცნაური და ფერადი ცხოვრების ნამდვილ ისტორიას – ედ ვუდის, რომელიც ყველაზე ცუდ რეჟისორად აღიარეს მთელი ჰოლივუდის ისტორიაში!
ჯორდან ბელფორტი - 1987 წელს დაარსა ნიუ-იორკის ერთერთი ყველაზე დიდი ბროკერული კომპანია, მაგრამ 10 წლის შემდეგ იქნა დაჭერილი ფულის ძალადობის და სხვა ფინანსური მაქინაციების გამო. ის გაუმკლავდა ალკოჰოლიურ და ნარკოტიკულ დამოკიდებულებას, დაწერა ორი წიგნი და დღეს დღეობით კითხულობს ლექციებს თუ როგორ მიაღწიო წარმატებას