ჯეპეტო, ღარიბი იტალიელი დურგალია, რომელიც ერთ დღეს ხის თოჯინას დაამზადებს, რომელსაც საუბარი და დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლია. ჯეპოტოს, თავდაპირველად მისი გაყიდვა ჰქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ გადაწყვეტს მას შვილივით მოეპყროს და პინოქიოს დაარქმევს. თუმცა, პინოქიო ურჩი და ცრუპენტელა აღმოჩნდება. მრავალი უბედურების შემდეგ, ის ლურჯ ფერიას შეხვდება, რომელიც მას ჰპირდება, რომ გადააქცევს ნამდვილ ბიჭუნად, თუ ის კარგად მოიქცევა და იქნება გულადი და სამართლიანი, რომელსაც ყველა ემოციის სრულად განცდა შეეძლება.
მთავარი გმირი 15 წლის ბიჭი ჯიმ ლეიკ უმცროსია. ერთ დილას სკოლისაკენ მიმავალი ის ჯადოსნურ ამულეტს იპოვის, რომლის საშუალებითაც იგი აღმოაჩენს , რომ მისი პატარა ქალაქის მახლობლად ჯადოსნური არსებები ბინადრობენ. აღმოჩნდება , რომ მიწის ქვეს მთელი ცივილიზაცია არსებობს, რომელიც ტროლებმა შექმნეს. მათი ლიდერი ბოროტია.
ლუნი ტუნსის ანიმაციის გმირების მორიგი თავგადასავლები.
ანიმაცია შექმნილია აარონ ეჰასზის და ჯასტინ რიჩმონდის მიერ, მოგვითხრობს ამბავს ორი პრინცის შესახებ, რომლებიც მჭიდრო კავშირს აბამენ მათთან მოსაკლავად მიგზავნილ ელფთან.
კაპიტანი ამერიკა, რკინის კაცი, ჰალკი, თორი და მათი სხვა მაეგობრები ცდილობენ დედამიწაზე მშვიდობის დამყარებას.
ორი დაკარგული ძმის ისტორია, რომლებიც სახლისაკენ მიმავალ გზას ეძებენ.
უშიშარ, თავისუფალი სულის ჰილდას ახალი თავგადასავლები, ახალი მეგობრები და ჯადოსნური არსებები ელოდება, როდესაც იგი დატოვებს თავის სახლს - მოჯადოებულ ტყეს და სამოგზაუროდ ქალაქისკენ გასწევს.
თინეიჯერი ქუჩის მრბოლელების გუნდს კრიმინალურ დაჯგუფებაში შესაღწევად დაიქირავებენ.
ჰირო, სან ფრანცისკოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ახალი ვუნდერკინდია, რომელიც საშიში აკადემიური გამოწვევებისა და სოციალური გამოცდის წინაშე დგება კამპუსში, სადც იგი ერთი ერთი ჩვეულებრივი სტუდენტია. კამპუსის გარეთ ფსონები იზრდება მოწინავე ტექნოლოგიის მცოდნე გმირებისათვის, რადგანავ მათ უნდა დაიცვან თავიანთი ქალაქი არამზადებისგან, რომლებიც მეცნიერებაში კარგად არიან გათვითცნობიერებულნი.
სამი დათვი: გრიზლი, პანდა და თეთრი დათვი ძალიან ცდილობენ შეერწყან ადამიანთა გარემოს, ისინი ყიდულობენ საჭმელს მაღაზიაში, ცდილობენ შეიძინონ მეგობრები, რეგისტრირდებიან სოციალურ ქსელებში
კორა უკვე დაუფლებულია წყლის, მიწის და ცეცხლის მაგიას. ამჯერად მან უნდა შეისწავლოს და მერე შეძლოს ჰაერის მაგიის დამორჩილება.
ანიმაციური სერიალი ეფუძნება ანიმაციურ ფილმს " ქრუდსების ოჯახს" . სამყაროს პირველი ოჯახი ისევ ჩვენთანაა უფრო მეტი მხიარულებისთვის და აღმოჩენებისთვის.
გორილა სახელად ივანი ცდილობს აღიდგინოს ფაქტები წარსულიდან სპილოს სახელად სტელას დახმარებით, მაშინ როდესაც ისინი ტყვეობიდან თავის დაღწევას ცდილობენ.
ვლადიმერი და ჰექტორი, ორი საიდუმლო აგენტი, რომლებიც ყოველმხრივ ეწინააღმდეგებიან ყველაფერს, ცდილობენ ამოიღონ საიდუმლო მასალა, რომელიც მოიპარეს უცნობებმა.
ბრუკლიმში მცხოვრები თორმეტი წლის აბე – დამწყები მზარეულია, რომელსაც სურს, რომ მისმა კულინარიამ ადამიანები გააერთიანოს, მაგრამ მის ნახევრად ებრაულ და ნახევრად პალესტინურ ოჯახს ერთად არასოდეს უჭამია საჭმელი, რომელიც ჩხუბით არ დასრულებულა. როდესაც აბე თავის ტრადიციულ საზაფხულო ბანაკს მიატოვებს და აფრო-ბრაზილიელ ავანტიურისტ ქუჩის შეფ-მზარეულთან, ჩიკოსთან ოჯახისგან მალულად დაიწყებს მუშაობას, ის აბეს კერძების საშვალებით ოჯახის გაერთაონებას შთააგონებს. შედეგად, ახალგაზრდა გმირი საჭმლის მომზადებით ოჯახის მაგიდასთან გაერთიანებას გადაწყვეტს და, როცა მისი ტყუილი გამოვლინდება, იგი იძულებული გახდება მის ოჯახთან, მის წარსულთან და მის გატაცებასთან იბრძოლოს, და ახლა შეიძლება სიყვარულით მომზადებულმა ოჯახურმა სადილმა ძველი ჭრილობები შეახორცოს. თუმცა, აბე მალე აღმოაჩენს, რომ სამზარეულოს არ შეუძლია ზოგიერთი საუკუნოვან დაპირისპირება შეახორცოს …
ფილმი კვლავ 1930იანი წლების ჰოლივუდში გადავყავართ. ავაიციის ერა განვითარებას განიცდის, განგსტერები, ნაცისტი ჯაშუშები... ახალგაზრდა პილოტი კლიფ სეკორდი ზესაიდუმლო მასალებს გადააწყდება რაკეტების შესახებ და თვაისი მექანიკოსისა და ამავდროულად მენტორის, პივის დახმარებით ცდილობს გადაარჩინოს მისი გოგონა და შეაჩეროს ნაცისტები, რაც მას როგორც რაკეტების სპეციალისტს ხელეწიფება.
მიკი მაუსს, დონალდ დაკს და გუფს სურთ თავიანთი დედოფლის სახელით გაბედული საქციელი შეასრულონ, მაგრამ ისინი მუშკეტერმა,სახელად პიტმა შეაჩერა. პიტს სურს დედოფლის თავიდან მოშორება, ამიტომ ის მიკის და მის მეგობრებს მინის მფარველად ნიშნავს და ფიქრობს, რომ ეს გეგმის განხორციელებაში დაეხმარება. - მიკი დონალდი და გუფი მიკი დონალდი და გუფი სამი მუშკეტერი Mickey Donald Goofy
ენდი, თავისი ყოფილი მენტორის და“ჯადოსნური ბანაკის“ მფლობელის, როეი პეტერსონის, დაჟინებული თხოვნით თავის ახალგაზრდობისდროინდელ ბანაკში კონსულტანტად ბრუნდება კარიერული წინსვლის იმედით.
ახალგაზრდა ინგლისელმა გოგონამ ინდოეთში დაკარგა მშობლები და დაბრუნდა საცხოვრებლად ინგლისში, ბიძის სახლში. ის იწყებს გარემოს შესწავლას და აღმოაჩენს დაკეტილ კარიბჭეს მიტოვებულ ბაღში. უეცრად მინდორი, რომელიც დაფარული იყო ადამიანის თვალისგან, იღვიძებს და ისევ იწყებს ზღაპრულ, ულამაზეს ცხოვრებას.