ფილმი მოგვითხრობს მარხილის ძაღლზე, რომელიც ალასკის ველურ ბუნებაში გადარჩენისთვის იბრძვის.
ეს არის ამბავი პოლიციელზე, გრინ ჰილის პატარა ქალაქში, რომელიც სონიკს ეხმარება მთავრობისგან გაქცევაში, მთავრობისგან - რომელსაც სონიკის დაჭერა უნდა.
მამის მკვლელობის შემდეგ, ახალგაზრდა ლომი პრინცი მიდის თავის სამეფოში მხოლოდ იმისთვის, რომ გაიგოს პასუხისმგებლობისა და სიმამაცის ნამდვილი მნიშვნელობა.
გაყინულის მეორე ნაწილი და ამაღელვებელი ისტორიის გაგრძელება ორი დის – დედოფალი ელზას, რომელსაც თოვლის სტიქიის მართვა შეუძლია, და პრინცესა ანას შესახებ, რომელსაც ნებისმიერი გაყინული გულის გალღობა შეუძლია
მოვლენები ვითარდება რამდენიმე წლის შემდეგ, რაც მალეფისენტამ ავრორას თავისი ბოროტება დაატეხა თავს. სიუჯეტი გვიამბობს შავი ფერიისა და მომავალი დედოფლის რთულ ურთიერთობაზე, მათ მოკავშირეებსა და მოწინააღმდეგეებზე, ჯადოსნური ტყის და იქ მობინადრეების დასაცავად.
განებივრებული ძაღლი იძულებულია ნამდვილ სამყაროში ცხოვრება ისწავლოს, როდეასც ცდილობს თავი დააღწიოს ყოფილი პატრონის გაუმაძღარ შვილებს.
ჰელოუინის პირველი ოჯახი, the Addams Family, დიდ ეკრანზე დაბრუნდა! პირველი ანიმაციური კომედია ყველაზე უჩვეულო ოჯახის შესახებ.
ინგლისელი მწერლის, ჰიუ ჯონ ლოფტინგის ბავშვთა რომანის უჩვეულო ინტერპრეტაცია ექსცენტრიული ექიმი-ვეტერინარის ჯონ დულიტლის შესახებ, რომელიც სახალისო და მომხიბლავ ამბავს მოგვითხრობს, თუ როგორ აღმოაჩინა მისთვის მოულოდნელად უბრალო ექიმა, რომ მას ცხოველების ენის გაგება და მათთნ ლაპარაკი შეუძლია. და ახლა ყველაზე არაპროგნოზირებადი თავგადასავლების და მოგზაურობის დროს, მისი ახლო მეგობრები და თანამებრძოლები შინაური ცხოველები გახდებიან…
გუნარ კაასენი გახლდათ პირველი, 1925 წლის, დიფტერიის შრატის ნომში ჩამოსატან რბოლაში, რომელმაც 1925 წლის 3 თებერვალს ნომიდან 600-ზე მეტი მილის დაშორებით, ნენანადან ჩამოიტანა დიფტერიის შრატი ალასკაში.ეს იყო მარხილის ძაღლებისაგან შემდგარი რამოდენიმე ჯგუფის ერთობლივი რბოლა, რომლებმაც 1085 კმ დაფარეს 5 დღეში. რბოლის ყველაზე გრძელი და სახიფათო მონაკვეთი 146 კმ გაიარა ლეონარდ სეპალამ თავისი მარხილის მეწინავე ძაღლით, "ციმბირული ჰასკი" სახელად ტოგო.
ყოველთვის მოღუშული მთავარი გმირი სახელად რედი მის მრავალფეროვან მეგობრებთნ ერთად კვალვ განაგრძობს ჩიტების საზოგადოებაში მშვიდობის დაცვას. მაგრამ მათი მტერები, მწვანე ღორები, დამარცხების გამო შურისძიებას გეგმავენ. იმავდროულად ფრინველების თბილ კუნძულს თავს ესხმის ფრთოსანი დამპყრობელი ზეტა, რომელიც თოვლში და ყინულში ცხოვრებით დაიღალა.
საბავშვო ტელეარხის, Nickelodeon-ის ამავე სახელწოდების ანიმაციური სერიალის სრულმეტრაჟიანი ფილმი მოზარდი გოგონას დორას შესახებ, რომელმაც თავისი ბავშვობის უმეტესი ნაწილი ჯუნგლებში ექსპედიციებში გაატარა, ახალ ქალაქში გადადის, სადაც მის ბიძაშვილთან, დიეგოსთნ ცხოვრობს და საშუალო სკოლაში დადის. მაგრამ ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლის ცხოვრება მისთვის მოსაწყენია, ამიტომ დორა დიეგოსთან და ერთგულ მეგობარ-მაიმუნთნ ერთად ახალ დიდ მოგზაურობაში მიდის, რათა მისი მშობლები გადაარჩინოს და ინკების ცივილიზაციის საიდუმლო ამოსხსნას
მხიარული ალპინისტების ჯგუფის შესახებ, რომლებიც მოულოდნელად ევერესტზე მყოფ მარტოხელა მითიურ არსებას შეხვდებიან, რომელიც ძალიან ჰგავს თოვლის კაცს. ისინი ერთმანეთს უახლოვდებიან და ადამიანები ამ მითიური არსების დიდი ხნის წინ დაკარგული ოჯახის პოვნაში მის დახმარებას გადაწყვეტენ .
ელემენტარული სიკეთეც კი აუცილებლად ათბობს სხვას, თუნდაც შორეულ, გაყინულ ადგილას მყოფს. სმერსენსბურგის ახალი ფოსტალიონი ჯასპერი, უკიდურეს ჩრდილოეთით არსებულ ქალაქ სმირენსბურგში გაიგზავნება, სადაც მისი მოვალეობა წელიწადში მინიმუმ 6000 წერილის დაამუშავებაა. ადგილზე ჩასვლისთანავე ბიჭი ომის ზონაში აღმოჩნდება: ორი ოჯახურ კლანს, საუკუნეების მანძილზე დაუნდობელი მტრობა აქვს გაჩაღებული. რასაკვირველია, ასეთ გარემოში წერილების დრო არ არის და ფოსტა უკვე დიდი ხანია საქათმედ იქცა. თითქმის სასოწარკვეთილი ჯასპერი სტუმრობს თოჯინების შემქმნელ კლაუსს და მათი ნაცნობობა საოცარ მოვლენებს ჩაუყრის საფუძველს.
კარატეს მასწავლებელი მიიაგი ტოვებს ლოს–ანჯელესს და მიემგზავრება ოკინავაში თავის მომაკვდავ მამასთან. დენიელი მიყვება მას მოგზაურობის დროს. სამშობლოში მიიაგი ხვდება თავის ძველ მტერს, დენიელი კი – ახალს იძენს.
მას შემდეგ, რაც კოსმოსური ხომალდი დაზიანდება ასტეროიდულ სარტყელში, ათი წლის უილი მკვლევარი-მშობლებისგან მოწყვეტილი, მარტო აღმოჩნდება მტვრიან პლანეტაზე ერთადერთი საყვარელი რობოტის ამარა. ფილმი მოგვითხრობს, თუ როგორ ცდილობს უილი ახალ ადგილთან ადაპტირებას და პლანეტის უცნაურ (ზოგჯერ საშიშ) მაცხოვრებლებთან ურთიერთობის დამყარებას. ეს საბავშვო ანიმაციური კოსმოსური თავგადასავალი ძალიან გულმისასვლელი მთავარი გმირით აუცილებლად უნდა ნახოთ.
ფილმი მოგვითხრობს მიწისქვეშა ქალაქის ისტორიას სადაც უკვე რამდენიმე თაობა გაიზარდა. ქალაქის შემქმნელებმა დროის კაფსულაში დატოვეს ქალაქიდან ზედაპირზე ასვლის ინსტრუქცია იმის იმედით, რომ 200 წლის შემდეგ ქალაქის მოსახლეობა შეძლებდა ზედაპირზე გასვლას. სამწუხაროდ მიმდინარე მერის ინტერესებში ეს არ შედის...
2013 წელს რაღაც საშინელი ხდება ლონდონის ეროვნულ გალერეაში;1562 წელს მკვლელობის შეთქმულება მზადდება ელიზაბეტის ინგლისში; და სადღაც კოსმოსში ანტიკური ბრძოლა უახლოვდება გამანადგურებელ დასასრულს.