ანიმაცია ნორმზე რომელიც ყვება ისტორიას პოლარულ დათვზე და მის სამ მეგობარზე, ისინი იძულებულნი არიან სხვა ადგილას გადავიდნენ რადგან ყინული დნობას იწყებს. ნიუ იორკში ჩამოსვლისას ნორმი ახალ ცხოვრებას იწყებს...
ოჯახის უფროსი იქირავებს ყველაზე მაგარ მანქანას და მიდის დასასვენებლად ცოლთან შვილებთან და მამასთან ერთად. მაგრამ როდესაც მუხრუჭები უმტყუნებს არდადეგები არც ისე მხიარული ხდება.
მოქალაქე-ბაიკების ცხოვრება იდილიურია, სანამ ერთ დღეს ქალაქში ახალი და საოცარი მექანიზმი, შიგაწვის ძრავა, არ გამოჩნდება. ამის შემდეგ ძალიან სასაცილო თავგადასავალი იწყება - მთის ბაიკი „სფიდი“თავისდაუნებურად გარემოსდამცველი აქტივისტების ლიდერი გახდება, რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ შიგაწვის ძრავას ხელი შეუშალონ და არ დააბინძურებინონ თავიანთი ჯერ კიდევ ხელშეუხებელი ნავსაყუდელი.
ტერიერი მაქსი უნდა შეეგუოს გარდაუვალ ცვლილებებს, როდესაც მისი პატრონი ქორწინდება და მათ ცხოვრებაში ბავშვი ჩნდება. მაქსი ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ რანჩოზე მიემგზავრება, ქალაქში კი ამ დროს საინტერესო თავგადასავალი მზადდება.
ბეილი მშვენივრად ცხოვრობს ფერმაში ითანთან და ჰანასთან ერთად. როდესაც მისი სული მზად იქნება ეს ცხოვრება დატოვოს და ახალს შეუდგეს, იგი ეთანს პირობას მისცემს, რომ მათ შვილიშვილს სიჯეის მოძებნის და რადაც არ უნდა დაუჯდეს, დაიცავს მას.
დისნეის ყველაზე უფრო სამარცხვინო ბოროტმოქმედების ახალი თაობა „დაკარგულთა კუნძულზე“ ბრუნდება, რათა საძაგელი შთამომავლების ახალი პარტია აიყვანონ აურადონის სკოლისთვის.
მაგიური სარკის საშუალებით თუაილაით სპარკლი ალტერნატიულ სამყაროში მოგზაურობს, რათა იპოვოს კრისტალის იმპერიისათვის წართმეული გვირგვინი.
უშიშარმა ნატურალისტმა და მკვლევარმა, ლაიონელ ფროსტმა მიზნად დაისახა მსოფლიოსთვის სხვადასხვა ქმნილებების არსებობის შესახებ მოეთხრო, რომელთა შესახებ ცნობები მხოლოდღა ლეგენდებში იყო. მისი ახალი აღმოჩენა არის ლინკი "დაკარგული ბმული", რომელიც ევოლუციურ კიბეზე კაცობრიობას თავის წინაპრებთან აკავშირებს.
უბრალო გოგონა პეიჯის და დანიის პრინც ედვარდის სიყვარულის ისტორიის გაგრძელება.
ბალტოს და მის შვილს დიდი მოგზაურობა ელით. საქმე იმაშია, რომ ციგებს, რომლებსაც საუკუნეების მანძილზე გადაადგილების საშუალებად იყენებდნენ, უცნაური მოწყობილობა ავიწროვებს. ახალი დროა და ძნელად მისასვლელ ადგილებში ახლა თვითმფრინავით შეიძლება მოხვედრა. ეს ბალტოს სულაც არ მოსწონს. მან გადაწყვიტა შეეჯიბროს გამოცდილ მფრინავ დიუკს. ვინ უფრო სწრაფად მიიტანს ფოსტას დანიშნულების ადგილას.
სანამ კეთილშობილი რობინ ჰუდი ერთგულად ემსახურება ბრიტანეთის ტახტს, მის ქალიშვილს, მომხიბვლელ ახალგაზრდა გვინს არ სურს სახლში ჯდომა. მამისგან მალულად მან მშვილდით სროლა ისწავლა და ცხენზე მყარად ჯდომა, და ახლა შეძენილი ცოდნა მას გამოადგება... რიჩარდის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ ცბიერი პრინცი ჯონი ციხეში რობინ ჰუდს ჩასვავს და უბრძანებს თავის ხალხს ტახტის მემკვიდრე ფილიპის მოკვლას. მას ნებისმიერ ფასად სურს გვირგვინის ხელში ჩაგდება.
როდესაც ჯონ სმიტის სიკვდილის შესახებ ამერიკაში იგებენ, პოკაჰონტასი თავის მეგობართან მიკოსთან ერთად მიემართება ლონდონში, რათა ჩამოაგდოს მშვიდობა ორ ერს შორის.
სკუბი დუსა და მისი მეგობრების თავგადასავალი გრძელდება.მათ ახალი საიდუმლო უნდა ამოხსნან.მულტფილმის ერთ ერთ პერსონაჟი ჯგუფი "კისის" წევრი ხდება.ამ სერიაში არის ბევრი მისტიკა, გამოცანა და სახალისო სიტუაცია.
რვა წლის კევინი მშვენივრად ართმევს თავს სიტუაციას მას შემდეგ , რაც საშობაო არადადეგებზე გამგზავრებულ ოჯახს ის შემთხვევით სახლში დარჩება. როდესაც ორი მძარცველი კევინის სახლს თვალს დაადგამს, მოხერხებული ბიჭი კარგად მოემზადება თავისი ტერიტორიის დასაცავად. საყვარელი, ცელქი კევინი თავს იცავს სასაცილო მახეების დაგებით, ამასობაში კი გაგიჟებული დედამისი სახლში მალე დაბრუნებას ცდილობს.
პოკემონების სამყაროს ყველანი კარგად ვიცნობთ. ასევე კარგად ვიცნობთ ყველასათვის საყვარელ, ფუმფულა პიკაჩუს, რომლის საოცარი თავგადასავალი ძალიან ბევრს გაცინებთ,ცოტათი შეგაშინებთ და ბოლოს, შეიძლება, იტიროთ კიდეც.
დრაკულაურა გაიგებს, რომ ვამპირების ტახტის კანონიერი მემკვიდრეა, მაშინ ის მეგობარ მონსტრებთან ერთად გაემგზავრება ტრანსილვანიაში კორონაციის ცერემონიაზე. მაგრამ ისინი მალევე აღმოაჩენენ რომ დედოფალზე ნადირობა ჯერ არ დასრულებულა! ჩვენმა გმირებმა უნდა იპოვნონ უძველესი არტიფაქტი, რომელიც ცნობილია როგორც ვამპირის გული. რათა გაიგონ ვინ არის რეალურად ვამპირების დედოფალი.
მაგიური კრისტალი ანიჭებს გაორმაგებულ უნარებს სანტას, მას შეუძლია მსოფლიოს გარშემო ყველას მოუტანოს ბედნიერება.მისი კრიმინალი ასისტენტი ბასილი სხვა განზრახვითაა. მას სურს მოიპაროს კრისტალი და გაზარდოს კონტროლი ბავშვთა გონებაზე. მამაცი ბიჭი იოთანი ახერხებს ხელი შეუშალოს მის განზრახვას.
ათი წლის ასაკში ჰენრი ჯეიმს ჰერმანი, რომელიც ფემინისტმა დედამ გაზარდა, ყველგან ტოვებს ნოუთებს, მას სჯერა, რომ ასე ბიოლოგიურ მამას იპოვის.
პანორამიქსი გადაწყვეტს, რომ საკმაოდ მოხუცდა ჯადოსნური ელექსირის დასამზადებლად და წავლენ ღირსეული მემკვიდრის მოსაძებნად, ამასობაში მოვლენები საკმაოდ კარგად ვითარდება
ქალაქის მეთაურობით მყარი მერი, როგორც ჩანს, მხოლოდ ერთი რამ შეუძლია გადარჩენა ძველი ბოტანიკური ბაღი საწყისი დანგრეული მიერ მშენებლობა გასართობი ცენტრი: Blue Tiger. ახლა იოჰანკასა და მატიას მერია დაიცავს მერიის ბოროტებისა და მისი მებრძოლებისგან და გადაარჩინოს ბაღი.