ძმები გრიმების ამავე სახელწოდების ზღაპარზე დაფუძნებული საშინელებათა ფენტეზი, ზღაპრულ სოფელში მცხოვრები ახალგაზრდა და-ძმის – გრეტელის და ჰენზელის შესახებ, რომლებიც საკვების და სამუშაოს სასოწარკვეთილ ძიებაში ბნელ და ღრმა ტყეში შევლენ, სადაც ისინი ზებუნებრივი ბოროტების ხაფანგში მოხვდებიან, რომლებსაც დაუნდობელი ბებერი ალქაჯი გაიტაცებს.
The Lighthouse არის 2019 წლის ფსიქოლოგიური და საშინელებათა ჟანრის ფილმი, რომლის რეჟისორია რობერტ ეგერსი. მთავარ როლებში არიან : უილემ დეფო, რობერტ პატინსონი და ვალერია კარამანი. ორი შუქურის მცველი ცდილობს შეინარჩუნოს საღი აზროვნება 1890 - იან წლებში ახალი ინგლისის შორეულ და იდუმალ კუნძულზე ცხოვრებისას.
დედინაცვალი თავის ორ გერთან ერთად დიდი თოვლიანობის გამო ქოხში ჩარჩება. სწორედ მაშინ იწყება ნამდვილი ურთიერთობები და თავგადასავლები მათ შორის.
გოგონა სულ ოცნებობდა ბედნიერ ცხოვრებაზე და ეს დღეც დადგა. მაგრამ წინ სახიფათო თამაში ელის, ქორწილის პირველივე ღამეს ის ქმრის ოჯახში იძულებული გახდება ითამაშოს საშიში თამაში, სადაც ის უნდა დაიმალოს და პოვნის შემთხვევაში კი მას მოკლავენ.
ბიოქიმიკოსი მაიკლ მორბიუსი ცდილობს განკურნოს საკუთარი თავი სისხლის იშვიათი დაავადება, მაგრამ იგი უნებურად აინფიცირებს თავს თავს ვამპირიზმის მძიმე ფორმით.
ბრიტანელი მწერლის მარკ ბერნელის რომანის თანამედროვე ადაპტაცია ახალგაზრდა ქალის სტეფანი პატრიკის შესახებ, რომელიც ოჯახს ავიაკატასტროფაში დაკარგავს. სტეფანი თვითგანადგურების გზას დაადგება, რომელსაც ალკოჰოლი, ნარკოტიკები და უზნეო სექსი იტაცებს. მაგრამ როდესაც იგი გაიგებს, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნა შემთხვევითი არ იყო, მასში შურისძიების გრძნობა გაიღვიძებს. სიმართლის და მკვლელების ვინაობის გამოვლენის მიზნით, სულიერად დაცემული მთავარი გმირი ფეხზე დგება და სახიფათო მისიაში მიდის, რათა დამნაშავეები სიკვდილით დასაჯოს…
მთავარი გმირი იღვიძებს მრავალსართულიან ციხის პლატფორმაში, რომელშიც ნებაყოფლობით აღმოჩნდა. თითოეულ დონეზე ორი პატიმარია, ხოლო სულ რამდენი დონეა ამ ციხეში უცნობია…
70-იანი წლების პოპულარული, ჯადოსნური კუნძულის შესახებ შოუს, საშინელებათა ჟანრში ადაპტაცია.
წყალქვეშა მკვლევარების გუნდი ცდილობს, უსაფრთხო ადგილს მიაგნოს მას შემდეგ, რაც მიწისძვრა მათ საიდუმლო ლაბორატორიას გაანადგურებს. თუმცა გუნდის ოკეანეში ჩაძირვის გარდა სხვა საფრთხეც ემუქრება.
ახალგაზრდა მედდა – ქვინი, სმარტფონში პოპულარულ აპლიკაციას გადმოწერს, რომლის შემქმნელები ირწმუნებიან, რომ მათ შეუძლიათ ზუსტად იწინასწარმეტყველონ, თუ როდის მოკვდება ნებისმიერი ადამიანი. იგევე აპლიკაცია გოგონას მოულოდნელად აცნობებს, რომ მას მხოლოდ სამი დღის სიცოცხლე დარჩა, და ამ მომენტიდან, ქვინი იდუმალი ფიგურების ხილვას იწყებს, რომლებიც მას ყველაგან დევნიან. ახლა სანამ დრო ამოწურულა, ახალგაზრდა გოგონამ თავისი სიცოცხლის გადადარჩენის გზა უნდა იპოვოს…
მას შემდეგ, რაც ოჯახი ჰელშშირის სასახლეში გადადის, მათი მცირეწლოვანი ვაჟი მალე დაუმეგობრდება სიცოცხლის მსგავსი თოჯინას, კინოსრულად.გე, რომელსაც ბრაჰმს უწოდებენ.
სტაფილოსფერი შევროლეტი ჩერდება ძველ სასაფლაოსთან უდაბნოში, ირანელი პრემიერ მინისტრის თვითმკვლელობის წინა დღეს.ადგილობრივები საუბრობენ მიწიქვეშა დრაკონის შესახებ. საინტერესოა რა ხდება სინამდვილეში?!
კაცი გაიღვიძებს უახლოეს აზიის ქალაქში, შადრევნის გვერდით და არ ახსოვს ვინ არის და როგორ მოხდა აქ. მოხეტიალე უცნობ ლანდშაფტებს შორის, იგი იწყებს თანდათანობით გაიხსენოს ფრაგმენტები წარსული ცხოვრებიდან და ხვდება, რომ მისი ქალიშვილი ქმნილებებმა გაიტაცეს სხვა განზომილებიდან.
როდესაც სესილიას მოძალადე ყოფილი, თავს იკლავს და მას ქონებას უტოვებს, ქალი ფიქრობს, რომ სიკვდილი დადგმაა. როდესაც შემთხვევათა ჯაჭვი ლეტალურად გრძელდება, სესილიას მცდელობები დაანახოს სხვებს, რომ მასზე ნადირობენ, უშედეგოდ სრულდება.
1880 წელი. ლაიმჰაუზში მკვლელობები ხდება. ყველას ჰგონია რომ მკვლელობების მიზეზი გოლემია, მითოლოგიური არსება, რომელიც მაგიის დახმარებით გაცოცხლდა.
ჰაუარდ ფილიპს ლავკრაფტის ამავე სახელწოდების ფანტასტიკური მოთხრობის ეკრანიზაცია, ნათან გარდნერის და მისი ოჯახის შესახებ, რომლებიც ბოსტონიდან ახალ ინგლისში, ქალაქ არქჰემის მახლობლად მდებარე მამულში გადადიან საცხოვრებლად. სანამ გმირები ცხოვრების ახალ წესთან ადაპტირებას ცდილობენ, მათ სახლთან ახლოს იდუმალი მეტეორიტი ვარდება, რომელიც მიწაში იშლება და უცნაური, არაამქვეყნიური ფერით ერთდროულად აბინძურებს ნიადაგს და გარემოს. უცხოპლანეტური ძალა ყველა ცოცხალი არსების მუტაციას იწვევს, რომელსაც იგი შეეხება – იცვლება კენკრის, ბოსტნეულის და ხილის გემო და ცხოველები უჩვეულო ქცევას იწყებენ. ხოლო მოგვიანებით, გარდნერი მისი ოჯახის წევრებს შორის უცნაურობების შემჩნევას იწყებს…
დეტექტივი ცდილობს მკვლელის დაჭერას, მას მხოლოდ ბენზინგასამართ სადგურზე გადაღებული ვიდეო მასალა აქვს.
კოლეჯის სამი სტუდენტი უნებლიედ ბოროტ სულს გააღვიძებს, რომელი დაუნდობლად კლავს ყველას ვინც კი მისი სახელი იცის.
პიცის დამტარებელი გოგონას თავის სიცოცხლის გადასარჩენად ბრძოლა მოუწევს, როდესაც სატანისტების ჯგუფს გადაეყრება, რომელთაც სატანისტური რიტუალის აღსრულებისთვის ქალწულის მსხვერპლად შეწირვა სჭირდებათ.
სტივენ კინგის ამავე სახელწოდების ბესტსელერის ეკრანიზაცია და ლეგენდარული “ნათების” სიქველი, რომელშიც მოვლენები 40 წლის შემდეგ ვითარდება და დენი ტორენსის შესახებ მოგვითხეობს, მწერლის ვაჟი, რომელსაც სტენლი კუბრიკის ფილმში “ნათება” ჯეკ ნიკოლსონი თამაშობდა. ოთხი ათწლეულის მანძილზე ის ფსიქოლოგიური ტრავმის შედეგებს ებრძვის, რომელსაც იზოლირებულ სასტუმრო “ოვერლუკში” მას და მის მშობლებს თავს გადამხდარი მოვლენები გამოიწვევს. დენი მისი მისტიკური შესაძლებლობების – “ნათების” – ჩახშობას ალკოჰოლის დახმარებით ცდილობს, რითაც იგი მამის კვალს მიჰყვება. მაგრამ ერთ დღეს ის სმის მიტოვებას გადაწყვეტს და ჰოსპისში დაიწყებს მუშაობას, სადაც უიმედო ავადმყოფ პაციენტებს ეხმარება და თავისი ნიჭის დახმარებით, მათ სიკვდილისთვის ამზადებს. ასე იღებს დენი მეტსახელს “ექიმი ძილი”. საავადმყოფოში მთავარი გმირი გოგონას აბრა სტოუნს შეხვდება, რომელიც ასევე ზებუნებრივ შესაძლებლობებს ფლობს. გოგონა დენის იდუმალი ჯგუფის შესახებ უამბობს, რომლის წევრები ენერგეტიკული ვამპირები არიან – ფსიქიკური არსი, რომლებიც “ნათების” ნიჭით დაჯილდოებული ადამიანების სიკვდილის დროს ჩნდებიან. აბრა შემთხვევით თვითმხილველი ხდება იმასა, თუ როგორ კლავენ იდუმალი ჯგუფს წევრები ბიჭს, ხოლო შემდეგ თავად გახდება მათი სამიზნე. გოგონა დენის მიმართავს დასახმარებლად, და ერთად ისინი იდულამ ჯგუფს უპირისპირდებიან.