შობის დამდეგს ახალგაზრდა ქალი მიწისქვეშა მანქანის სადგომში აღმოჩნდება ჩაკეტილი, სადაც ფსიქოპატი მცველის სამიზნე ხდება.
დრამატული ჰორორი ახალგაზრდა წყვილის შესახებ, რომლებიც შვედეთში გამგაზავრებას გადაწყვეტენ მეგობრებთან ერთად. ისინი დასვენებას და იზოლირებულ სოფელში მცხოვრები მათი ძველი მეგობარის მონახულებას აპირებენ, სადაც ლეგენდარული “მიდსომარის” ფესტივალი უნდა გაიმართოს – ზაფხულის ბუნიობასთან დაკავშირებული უჩვეულო ტრადიცია, რომელიც ცოტა ხნის წინ დაობლებულ ახალგაზრდა მთავარ გმირში შფოთვის და შიშის გრძნობას გამოიწვევს, რადგან მალე ცხადი გახდება, რომ ფესტივალი სინამდვილეში ადგილობრივი წარმართული ოკულტიზმის თავშესაფარია, რომელსაც უღმრთო კულტი სწრაფადვე სულ უფრო სასტიკ და სისხლიან რიტუალად გადააქცევს. ხოლო ახალგაზრდა გმირებს სიცოცხლისთვის ჯოჯოხეთური ბრძოლა მოუწევთ
კოლუმბი, ტალაჰასე, ვიჩიტა და პატარა როკი გადადიან ამერიკის ცენტრალურ ნაწილში, რათა ინადირონ ევოლუციურ ზომბებზე, იპოვონ გადარჩენილები და რაღა თქმა უნდა გაერთონ...
კოშმარი, დასრულებული პირველ ფილმში გრძელდება: ჯეიკობ გუდნაიტი აღდგება მკვდრეთით ქალაქის მორგში, სასტუმრო “ბლეკუელიში” სასიკვდილო ხოცვა-ჟლეტის შემდეგ. ამ საშინელ მიწისქვეშა საცავში გაკუნთვნილი მკვდრებისთვის, სტუდენტთა ჯგუფს მოუწევთ გიჟ ფსიქოპატთან გამკლავება, რომელიც კიდევ ერთხელ იწყებს მათ სათითაოდ წაყვანას.
წვეულების შემდეგ სენი იღვიძებს და აღმოაჩენს, რომ მისი ყოფილი შეყვარებული, მისი მეგობარი ბიჭი და საერთოდ ყველა გარშემო ზომბია. ერთადერთი ადგილი პარიზში, სადაც მას უსაფრთხოდ ყოფნა შეუძლია, ეს ბინაა, რომელშიც გაიღვიძა. როგორ მოიქცეს? გაიქცეს თუ დარჩეს? თავი დაიცვას თუ თავად დაესხას თავს?
სტივენ კინგის რომანის ეკრანიზაციის მეორე ნაწილი, სადაც მოვლენები ახალგაზრდა გმირების დემონურ პენივაიზთან პირველი შეხვედრიდან 27 წლის შემდეგ ვითარდება. ბილი, ბენი, ბევერლი და სხვა (ლუზერები), დიდი ხანია სხვადასხვა ქალაქებში გაიფანტნენ და ასე თუ ისე წარმატებული ზრდასული ცხოვრებით ცხოვრობენ. მაგრამ მოულოდნელად გმირების მშვიდ ცხოვრებას უცნაური სატელეფონო ზარი არღვევს, რომელიც მათ კიდევ ერთხელ გაერთიანებას და დერიში დაბრუნებას აიძულებს, რათა გამოღვიძებული ბავშვების მკვლელი ბოროტება შეაჩერონ. ის დაბრუნდა და კვლავ მათი ყველაზე საშინელი კოშმარი ხდება, რომელმაც ჯოჯოხეთური მოცეკვავე კლოუნის პენივაიზის სახე მიიღო…
ნიუ ორლეანში, ბარმენს შემაშფოთებელი და იდუმალებით მოცული გარემოებები ატყდება თავს, მას შემდეგ, რაც ბარში დარჩენილი ტელეფონი აიღო.
2017 წლის ფილმის «47 მეტრი ქვემოთ» სიქველი, რომელიც 5 ახალგაზრდა მყვინთავის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც მრავალი წლის წინ წყლის ქვეშ მოქცეული ძველი ქალაქის ნანგრევების შეშასწავლად გაემგზავრებიან. მაგრამ ჩაყვინთვის პროცესში ირკვევა, რომ ამ ნანგრევებში ისინი მარტო არ არიან. ახალგაზრდა გმირებზე საშინელი ნადირობა იწყება და მალე მათი დაგეგმილი გართობა კოშმარად გადაიქცევა — ახლა სასოწარკვეთილ მყვინთავებს სისხლისმსმელი ზვიგენებისგან თავის დაღწევა და გადარჩენისთვის ბრძოლა მოუწევთ
ახალგაზრდა ამერიკელი გოგონა - ჰეილი კელერი მე-5 კატეგორიის ქარიშხლის დროს მთელი ძალებით ცდილობს ფლორიდაში მცხოვრები მისი მამა გადაარჩინოს, მაგრამ ჩაკეტილ და დატბორილ სახლში თავად აღმოჩნდება ხაფანგში. მთავარი გმირი საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად სტიქიის და ფლორიდის ყველაზე ველური, საშიში და საზარელი მტაცებლების - ალიგატორების წინააღმდეგ სასოწარკვეთილ ბრძოლას იწყებს...
ჯენი აღმოჩნდება პატარა ტროპიკულ კუნძულზე, სადაც სრულიად მარტოა. კუნძულზე ბოროტი ძალაა, რომელიც ყოველ ღამე გამოდის. ჯეინმა უნდა იზრუნოს, როგორც ასკვებზე, ასევე სიცოცხლის გადარჩენაზე.
თინეიჯერების ჯგუფი პირისტირ ხვდებიან თავიანთ შიშებს და იბრძვიან სიცოცხლის შესანარჩუნებლად
და-ძმა პატარა ბიჭის ხმას გაიგებს, რომელიც საშველად უხმობს და მაღალი ბალახით დაფარულ თვალუწვდენელ მინდორში მის დასახმარებლად გაეშურება, თუმცა მალე მიხვდებიან, რომ შესაძლოა იქედან ვერც გამოაღწიონ... და რომ ბალახში რაღაც ბოროტი იმალება.
ერთ პატარა მყუდრო ქალაქში მოულოდნელად ზომბები გაჩნდებიან და ქალაქს ატერორებენ. სამმა სათვალეებიანმა პოლიციის ოფიცერმა და უცნაურმა შოტლანდიელმა მორგის ექსპერტმა ერთიანი ძალებით უნდა დაამარცხონ ეს მკვდრეთით აღმდგარი ზომბები.
ფილმი მოგვითხრობს მეგობარი ბიჭისმიერ მოტყუებულ გოგონაზე, რომელის შეყვარებულიც დაბრუნდება ახალ გოგოსთან ერთად...
ახალგაზრდა კაცი აღმოაჩენს, რომ იგი მაგიური არსებების საიდუმლო სექტის წევრია, რომლებიც ინტერნეტში დემონებზე ნადირობენ და ანადგურებენ მათ.
ქალი სამსახურის დაკარგვის შემდეგ, უქმეების წყნარად გასატარებლად ქალაქიდან გადის. ერთი ძველმოდური ქვრივი კაცისგან სახლს იქირავებს, რომელიც ცდილობს თავისი ფსიქოპატური გამოვლინებები დამალოს. მალე ორი თაობა ერთმანეთს უპირისპირდება, რაც საშინელი შედეგებით მთავრდება.
რუსი ქალი ამერიკაში მიემგზავრება ქალიშვილთან ერთად, რათა ცოლად გაჰყვეს ერთ კარჩაკეტილ მილიარდელს, რომელიც ფსიქოპათი აღმოჩნდება და დედა-შვილის ცხოვრებას ნამდვილ ჯოჯოხეთად აქცევს.
ოჯახი საცხოვრებლად ერთ მიყრუებულ სასახლეში გადადის, სადაც მალე აღმოაჩენენ, რომ რაღაც არსება უთვალთვალებთ, რომელიც გიგანტური ობობას ფორმას იღებს.