ფილმმა აიღო ოსკარი მე-80-ე ცერემონიალზე, როგორც საუკეთესო უცხოენოვანმა კინომ.
მსახიობ ვუდი ჰარელსონის მოგზუარობა ლონდონში საკმაოდ წარუმატებელი აღმოჩნდება.
პატარა გოგონა კიტ კიტრეჯი, ცდილობს ოჯახს უდიდესი დეპრესიის გადატანაში დაეხმაროს. ის უკეთესი ცხოვრებისკენ მიისწრაფვის და სურს რეპორტიორი გახდეს.
მსოფლიოში ცნობილი ლისაბონის სპეციალიზებული კლინიკა უსინათლო ბავშვებისთვის. იანი, მათი ახალი მასწავლებელია ორიენტაციაში, მას სურს გასცილდეს სწავლის ტრადიციული საზღვრების ფარგლებს და დაეხმაროს მათ გამოიკვლიონ საკუთარი გარემო, დაუცველობის ან შიშის შეგრძნების გარეშე.
ფილმი დაფუძნებულია რეალურ ამბავზე. 11 წელი მარტოხელა დედა იყო მოტაცებული და დაპატიმრებული არიელ კასტროს მიერ.. მოგვიანებით მას კიდევ შეუერთდა 2 გოგონა. ის გახდა მათთვის საუკეთესო მეგობარი და აღმზრდელი.
ნიუ იორკელ დეტექტივს ჯეიკობ ქენონს ლამაზი, ნიჭიერი ქალიშვილი ჰყავდა, რომელიც სასტიკად მოკლეს. ძალიან მალე უცნაური საფოსტო ბარათები ჩნდება შვედი ხელოვნებათმცოდნის, დესი ლარსონის მაგიდაზე. მთელს ევროპაში წყვილებზე დაუნდობელი სისასტიკით ძალადობენ, რასაც ბოლო არ უჩანს. ფილმი ღრმად იჭრება ადამიანის ფსიქიკის ყველაზე შემაძრწუნებელ ასპექტებში და მისდევს მკვლელობების სერიას, რომლის ერთადერთი კვალი, თავად მკვლელის მიერ დაგზავნილი საფოსტო გზავნილებია.
მდიდარი და გავლენიანი ოჯახის მეთაური უეცრად გარდაიცვლება და თავის ცოლ-შვილს შოკისმომგვრელ საიდუმლოს დაუტოვებს, რომელიც მათ განადგურებით ემუქრება.
1999 წელია. სერბეთი იბომბება, კოსოვოს რეგიონს კი ბანდიტები ძარცვავენ, რომელთა უფროსი სამხედრო მეთაური ალბანელი სმუკია. ბანდიტების მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე ადამიანის ორგანოებით ვაჭრობას აქვს ადგილი, ასევე ძარცვას, მასობრივ მკვლელობებსა და გენოციდს. რუსი დაზვერვის სამსახურის ოფიცერი ბეკ ეთოევი და ყოფილი მედესანტე, ამჟამად კი დაქირავებულ, მკვლელი, ანდრეი შატალოვი პატარა რაზმის მეთაურები არიან, რომელსაც სახიფათო მისია დაეკისრათ - შეაჩეროს ტერორიზმი, დაიკავოს ბანდიტების მიერ გამოყენებული საჰაერო სივრცე და გადაარჩინოს შატალოვის სიყვარულის ობიექტი იასნა, რომელიც დატყვევებულია ორგანოებისათვის, როგორც დანარჩენი სერბიელი ტყვეები.
1950 წელს საბრძოლო დარბაზის გასახსნელად ჰონგ კონგში უამრავი მებრძოლი შეიკრიბა. მათ შორის რეპუტაციის მქონე იეი უენი, რომელიც კოულონის მფლობელის, იენგ დელონგის ყურადღებას იქცევს.
NASA -ს კვლევითი ლაბორატორიის ახალგაზრდა მეცნიერს უცხოპლანეტელები გაიტაცებენ. როდესაც მის ისტორიას არავინ დაიჯერებს, იგი აკვიატებულად დაიწყებს მტკიცებულების მოძიებას, რაც აღმოჩენებით სავსე მოგაზურობამდე მიიყვანს.
ფილმი რეალურ ამბავზეა დაფუძნებული და ცნობილი ბრიტანელი ჯალათის ალბერტ პერპოინტის შესახებ მოგვითხრობს. მას სიკვდილმისჯილი ადამიანის სიცოცხლესთან გამოსალმება ევალება. რას გრძნობს ჯალათი, როდესაც განწირულის შეშინებულ თვალებსა ხედავს... და როგორია მისი ცხოვრება ამ საშინელი პროფესიის მიღმა... საინტერესოა რა მოსდის ადამიანის სულს, რომლის სამსახურიც სიკვდილთან ასოცირდება.
ჰენრი პული მიატოვებს საცოლეს და ოჯახურ ბიზნესს, რადგან სურს მისი დარჩენილი დღეები სიმარტოვეში გაატაროს.თუმცა,ახალი მეზობლების ხელში, მას სიმშვიდე არ ეღირსება.
1939 წელი, ინგლისი. ენ კიისის ერთი შეხედვით იდეალური ცხოვრება ნგრევას იწყებს, როდესაც ის შემთხვევით საიდუმლო ჩანაწერებს პოულობს, რომლებიც დიდ ბრიტანეთსა და გერმანიას შორის შეთქმულებას ადასტურებდა. ენი საკუთარ გამოძიებას იწყებს.
ქურდების ბანდა ძარცვას დაგეგმავს ქარიშხლის დროს, მაგრამ პრობლემა შეექმნებათ, როდესაც პოლიციელი, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ყველას აიძულებს შენობა დაცალონ.
ახალგაზრდა მამაკაცი აღმოაჩენს ტრაგიკულ პასუხებს თავის წარსულზე, როდესაც კალათბურთი უფრო მეტი ხდება ვიდრე თამაში.
შელახული და დაშავებული ჩარლი ქანთრიმენი ჩამოკიდულია თავდაყირა ბუქარესტის ცენტრში. კიდევ წამი — და მის გულს გახვრეტს ტყვია და ახალგაზრდა ამერიკელი ტურისტის ცხოვრება შეწყდება. თუმცა რამდენიმე კვირის წინ ის ვერც კი წამოიდგენდა მსგავს ფინალს.
გოგონას, დედასა და ბებიას დემენციის გამოვლენებები აქვთ, რომელმაც მათი ოჯახი შთლიანად მოიცვა.
ფილმი ინგლისელი მწერლის, რობერტ ჰარისის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით არის გადაღებული, რომელიც თავის მხრივ რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული, რომელშიც მოვლენები 1894 წელს ვითარდება, როდესაც ფრანგ ოფიცერს, ალფრედ დრეიფუს გერმანელებისთვის საიდუმლო დოკუმენტების მიწოდების გამო ატლანტიკის ოკეანეში მდებარე ტროპიკულ კუნძულზე უვადო დეპორტაციაში გაუშვებენ. ალფრედის ყოფილი უფროსი – ჟორჟ პიკარი – მისი ქვეშემდგომის საქმის გამოძიებას პირადად გადაწყვეტს და გაიგებს, რომ მეორე ბიუროს ბევრი ოფიცერი გერმანიის სასარგებლოდ ჯაშუშობს.