1917
1917

1917 წლის აპრილი, დასავლეთის ფრონტი. ორი ბრიტანელი ჯარისკაცი იზოლირებული პოლკისათვის გადაუდებელი შეტყობინების გადასაცემად იგზავნება. თუ შეტყობინებას დროულად არ მიიღებს, პოლკი მტრის ხაფანგში აღმოჩნდება, რასაც ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირება. დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად ჯარისკაცებს მტრის ტერიტორიაზე გადასვლა და მრავალი ხიფათის გადალახვა უწევთ.

2019
IMDB 8.4
მახინჯები
Freaks

ფსიქოლოგიური სამეცნიერო-ფანტასტიკური თრილერი, შეშფოთებული მარტოხელა მამის შესახებ, რომელიც გარე სამყაროს სერიოზული საფრთხეების შიშით შეპყრობილი, მის შვიდი წლის უშიშარ ქალიშვილს სახლში გამოკეტავს. მაგრამ იდუმალი მამაკაცი, გოგონას გაქცევაში არწმუნებს და თავისუფლების, ახალი ოჯახის და შურისძიების ძიებაში მასთან გაერთიანებას სთავაზობს. მას შემდეგ, რაც გოგონა მისი პარანოიდული კონტროლით შეპყრობილი მამის ხელიდან გასხლტომას და სახლიდან გაქცევას მოახერხებს, იგი მოულოდნელად უცნაურ, ძალიან საშიშ და იდუმალ ახალ სამყაროში აღმოჩნდება…

2019
IMDB 6.7
დამშვიდობება
The Farewell

ერთი ჩინელი ოჯახი გაიგებს, რომ მათ ბებიას დიდიხნის სიცოცხლე აღარ დარჩენია და ისე, რომ არაფერი იცის, დაგეგმავს ქორწილს, რათა ერთად შიკრიბონ, მის გარდაცვალებამდე.

2019
IMDB 7.7
ის ნათელი ადგილები
All the Bright Places

ვაიოლეტ მარკისა და თეოდორ ფინჩის ისტორია, რომლებიც ერთმანეთს შეხვდნენ და ერთმანეთის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალეს. ებრძვიან რა თვიანთი წარსულის ემოციურ და ფიზიკურ ჭრილობებს, ისინი ერთად აღმოაჩენენ, რომ სულ პატარა, უმნიშვნელო მომენტებიც კი შესაძლოა ცხოვრებაში ძალიან ბევრს ნიშნავდეს.

2020
IMDB 6.5
მოჯირითე
Horse Girl

ქალი, რომელსაც სოციუმთან ურთიერთობა უჭირს, მაგრამ ხელოვნება და ხელოვნების ნიმუშების შექმნა უყვარს, ცხენებითა და კრიმინალური შოუებითაა გატაცებული, აღმოაჩენს, რომ მისი სიზმრები, რომლებიც უფროდაუფრო ცხადი ხდება, ნელნელა რეალურ ცხოვრებაშიც შემოეჭრა.

2020
IMDB 5.9
მესამე მკვლელობა
The Third Murder

დაჭერილია საშინელ მკვლელობაში ეჭვმიტანილი. ტომოაკი შიგემორიმ დანაშაული აღიარა, მან 30 წლის წინაც ჩაიდინა მსგავსი მკვლელობა, ამიტომ მას სიკვდილით დასჯა ელის. დამნაშავეს ადვოკატთა გუნდი იცავს , ახალგაზრდა ადვოკატის სიგემორის მეთაურობით. მიუხედავად იმისა, რომ ტომოაკიმ დანაშაული აღიარა, სიგემორი ცდილობს შეუმსუბუქოს სასჯელი. რაც უფრო მეტი დრო გადის იგი უფრო მეტად რწმუნდება, რომ იგი დამნაშავე არაა.

2017
IMDB 6.7
მთა ჩვენ შორის
The Mountain Between Us

ფილმის მთავარი გმირები მწერალი ეშლი და ნიჭიერი ქირურგი ბენი არიან. ისინი ერთმანეთს არ იცნობენ, მაგრამ მალე ბედი მათ ერთმანეთს შეახვედრებს. ეშლი შინ დაბრუნებას ჩქარობს, მას ჯვრისწერა აქვს, ბენს კი პაციენტი ელოდება. ყველა რეისი უამინდობის გამო გადაიდება, ამიტომ მათ კერძო ავიათვითმფრინავით მოუწევთ გაფრენა, რომელიც ჩამოვარდება. ცოცხლები მხოლოდ ეშლი და ბენი გადარჩებიან.

2017
IMDB 6.4
ორლანდო
Orlando

ორლანდო იმდენად ლამაზი და ჭკვიანია, რომ ინგლისის დედოფლის საყვარელი ხდება. სიკვდილის შემდეგ დედოფალი, სასახლეს, სიმდიდრეს და მიწებს უტოვებს. ორლანდო კი, არ ბერდება. მხოლოდ პერიოდულად ძილს მიეცემა ხოლმე, რის შემდეგაც მისი სიცოცხლე ისევ და ისევ გრძელდება, უკვე 400 წელია. და ერთ-ერთი მორიგი "ძილის" შემდეგ. ის ქალად გადაიქცევა.

1992
IMDB 7.2
ჩანგკინგ ექსპრესი
Chungking Express

ჰონგ-კონგი, სწრაფი კვების ობიექტი აკავშირებს ერთმანეთთან ორ უჩვეულო ამბავს - პოლიციის ოფიცრების სიყვარულის შესახებ. სწორედ რესტორანში გაიცნობენ ისინი მისტიკურ ფატალურ ქალს.

1994
IMDB 8.1
ჩოჩარა
Two Women (La ciociara)

იტალია. 1943 წელი. ახალგაზრდა ქვრივი ჩეზირა მაღაზიას ტოვებს და 13 წლის ქალიშვილთან, როზეტასთან ერთად, სან-ლორენცოდან მშობლიურ სოფელში გარბის. დამღლელი მოგზაურობის შემდეგ დედა-შვილი ადგილობრივი ფერმერის შვილს - მიშელს ხვდება, რომელიც პატარა როზეტას შეუყვარდება. მიშელს კი, გოგონას მშვენიერი დედა უვარდება გულში. ფილმი წარმოადგენს ალბერტო მორავიას ამავე სახელწოდების ნაწარმოების ეკრანიზაციას.

1960
IMDB 7.8
კლასი
Klass

ფილმის მთავარი გმირი ესტონეთში ჩვეულებრივი სკოლის, გამოსაშვები კლასის მოსწავლეა. იოზეპი გამუდმებით ითმენს თანატოლთა მხრიდან დამცირებას და დაცინვას. ის არასოდეს პასუხობს მათ. იოზეპი თავად ახდენს ამის პროვოცირებას მანამ სანამ მას არ გამოესარჩლება ერთერთი თანაკლასელი კასპერი. იწყება თანაკლასელთა შორის დაპირისპირება.

2007
IMDB 7.9
ჯოკერი
Joker

„ჯოკერი“ მოგვითხრობს საკულტო შურისმაძიებლის წარმომავლობასა და მისი ასეთად ჩამოყალიბების პირველმიზეზების შესახებ და წარმოადგენს ორიგინალურ, სრულიად განსხვავებულ ისტორიას, როგორიც დიდ ეკრანზე ჯერ არ გასულა. რეჟისორ ტოდ ფილიპსის მიერ დახატული არტურ ფლეკი (ხოაკინ ფენიქსი), კაცი, რომელიც საზოგადოებამ შერისხა, არა მარტო ასეთი პერსონაჟის გაბედული შემოთავაზებაა, არამედ უფრო ფართოდ თუ შევხედავთ, სიფრთხილისკენ მოწოდებაც.

2019
IMDB 8.6
მშვენიერი დღე სამეზობლოში
A Beautiful Day in the Neighborhood

ბიოგრაფიული დრამა, ამერიკული პოპულარული საბავშვო სატელევიზიო პროგრამის დამფუძნებელის და წამყვანის, ფრედი როჯერსის (ტომ ჰენქსი) და ჯურნალისტის, ლოიდ ფოგელის (მეთიუ რიზი) არაჩვეულებრივი მეგობრობის შესახებ.

2019
IMDB 7.4
მიდუეი
Midway

როლანდ ემერიხის ისტორიული სამხედრო-დრამა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს წყნარ ოკეანეში ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საზღვაო ბრძოლის შესახებ მოგვითხრობს. ყურადღების ცენტრში 1942 წლის ივნისში, მიდუეისთან ახლოს იაპონიის საზღვაო დამრტყმელ შენაერთსა და ამერიკულ ფლოტს შორის გამართული ლეგენდარული ბრძოლაა.

2019
IMDB 6.7
იპ მენი 4: ფინალი
Ip Man 4: The Finale (Yip Man 4)

ბიოგრაფიული დრამა ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების, ვინგ ჩუნის ცნობილი გროსმაისტერის, იპ მანის შესახებ, რომელიც 1960-იან წლებში ამერიკაში, სიეტლში ჩადის, რათა თავის მოწაფეს ბრიუს ლის უშუს სკოლის, ვინგ ჩუნის გახსნაში დაეხმაროს, სადაც ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების გროსმაისტერი, იპ მანი ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ახალი თაობის ბოროტმოქმედებს უპირისპირდება.

2019
IMDB 7.4
მუქარა
Knives Out

ცნობილი დეტექტივი იძიებს წარმოსადეგი საგვარეულოს ოჯახის თავის სიკვდილს. უხუცესი ერთი შეხედვით ყველას უყვარდა და პატივს სცემდა, თუმცა, საინტერესოა რა იმალება ემოციებს მოკელებული სიტყვების უკან...

2019
IMDB 8
21 ხიდი
21 Bridges

ყურადღების ცენტრში ნიუ-იორკის პოლიციის შავკანიანი დეტექტივია, რომელსაც მისი შელახული რეპუტაციის აღდგენის შანსი მიეცემა, თუ ის პოლიციელების სერიული მკვლელის პოვნას და მის დაჭერას შეძლებს. როდესაც მთავარი გმირი ამ ჩახლართული საქმის გამოძიებას დაიწყებს, მოულოდნელად მაშტაბურ შეთქმულებას გამოავლენს, რომლის უკან კრიმინალურ იმპერიასთნ დაკავშირებული მისი პოლიციელი-კოლეგები დგანან, და აღმოაჩენს, რომ ახლა მთელი მანჰეტენი მისთვის ერთი დიდი ხაფანგი გახდა, რადგან პირეველად ქალაქის ისტორიაში, კუნძულიდან გასასვლელი ჩვიდმეტივე ხიდი დაბლოკილი აღმოჩნდება…

2019
IMDB 6.6
ჰარიეტი
Harriet

წარმოუდგენელი ამბავი უბრალო შავკანიანი მონის, ჰარიეტ ტაბმენის შესახებ, რომლის სიცოცხლე მარადიული კატორღისთვის იყო განწირული. თუმცა ჰარიეტის თავისუფლებისკენ სწრაფვა მას მონათმფლობელების კლანჭებისგან დაღწევაში და უსაფრთხო ადგილმდე წარმოუდგენელი მანძილის გადალახვაში დახემარება, სადაც მთავარი გმირი მიხვდება, რომ ამერიკას სასწრაფოდ ცვლილებები სჭირდება და მას შეუძლია ამას დაწყებას საფუძველი ჩაუყაროს. ტაბმენი თავის პლანტაციებში დაბრუნდება, რათა ათეულობით სხვა მონებს გათავისუფლებაში დაეხმაროს, რის შემდეგაც მან ყურადღება სხვა ფერმებზე გადაიტანა, და ასევე მიწისქვეშა რკინიგზას შეუერთდა, რომლის დახმარებითაც მონებს ათავისუფლებდა. საბოლოოდ ის რაც ერთი გაქცევით დაიწო, რომელიც თავდაუზოგავი და მშიერი გოგონას მიერ განხორციელდა, ასობით სხვა გაჭირვებულს დახეხმარა და სამუდამოდ შეცვალა ქვეყნის ისტორია

2019
IMDB 6.3
შავი და ლურჯი
Black and Blue

ახალბედა ნიუ ორლეანის პოლიციის ოფიცერი ადგილის დამკვიდრებას ცდილობს, როგორც შავკანიანი ქალი მას შემდეგ, რაც ორი პოლიციელის მიერ ჩადენილი მკვლელობის მოწმე გახდება.

2019
IMDB 6.1
სამზარეულო
The Kitchen

ამბავი ირლანდიული მაფიისა, რომელიც 1970-იანი წლების მანჰეტენის ერთ რაიონში, "ჯოჯოხეთის სამზარეულოში ", ხდება. მას შემდეგ რაც მაფიის წევრებს პატიმრობას მიუსჯიან, ცოლები მათ ადგილს დაიკავებენ... და ისევე გააგრძელებსნ მათ საქმეებს, თუ უკეთ არა.

2019
IMDB 5.3