365 დღე
365 Days (365 dni)

სიცილიის მაფიის ახალგაზრდა და სიმპატიურ ბოსს, მასიმო ტორიჩელის, სხვა არჩევანი არა აქვს თუ არა მაფიას ჩაუდგეს სათავეში, მას შემდეგ რაც მამას მოკლავენ. ლაურა ბიელი ერთ მდიდრული სასტუმროში გაყიდვების მენეჯერად მუშაობს. წარმატებული კარიერა აქვს, თუმცა პირადი ცხოვრება ვერ აეწყო და ახლა ფაქტიურად დამთავრებული ურთიერთობის გადარჩენას უკანასკნელად ცდილობს. მშობლებთან და მეგობრებთან ერთად ლაურა სიცილიაში სამოგზაურიდ მიდის. ვერც კი წარმოიდგენს, რომ მასიმო, კუნძულზე ყველაზე უფრო საშიში კაცი, გადაეყრება, გაიტაცებს, დაატყვევებს და 365 დღეს მისცემს... შესაყვარებლად. „365 დღე“ პირველი პოლონური ეროტიკული ფილმია, რომელიც ბლანკა ლიპინკსას ამავე სახელწოდების რომანის მიუხედვითაა გადაღებული.

2020
IMDB 3.4
მაიამი ბიჩი
Miami Bici

რუმინეთის პატარა ბნელ ქალაქში მცხოვრები ორი ახალგაზრდა იონი და ილი შუა ზამთარში მაიამიზე მიემგზავრებიან, რათა აიხდინონ, როგორც ამერიკული ასევე რუმინული გამდიდრების ოცნება. ადგილზე ჩასულები ხვდებიან, რომ მისუს მაკიაველის გეგმის ეპიცენტრში აღმოჩნდნენ.

2020
IMDB 6.4
მეც დამალაიქეთ
Likemeback

ლავინიამ, კარლამ და დანილამ სკოლა ესაა დაამთარეს და იახტით მიდიან დასასვენებლად. ოცნებებით სავსე, თვისუფალ და ლაღ გოგონებს აზრადაც არ მოსდით, რომ სოციალურ ქსელებში ყველაფრის გაზიარებით შესაძლოა მოწიფულ ასაკში გადასვლის საშინელი პერიოდი დაუდგეთ და არაფერი იყოს უწინდებურად, განსაკუთრებით კი, მათი მეგობრობა.

2019
IMDB 5.2
გოგონა გამოძახებით
The Girlfriend Experience

სიუჟეტის კვანძი 2008 წლის პრეზიდენტის არჩევნების დროს იხსნება... და მოგვითხრობს მანჰეტენიდან მოწვეული გოგონას ისტორიას, რომელსაც სამსახურში და კლიენტებთან, მეგობარი ბიჭის გამო, მუდამ პრობლემები აქვს.

2009
IMDB 7.2
ამერიკელი ქალიშვილი
American Virgin

პირველკურსელი კოლეჯის მოსწავლე, რომელიც ქორწინებამდე სექსის წინააღმდეგია, აღმოაჩენს, რომ იმ ღამეს, როდესაც ის პირველად ცხოვრებაში საშინლად დათვრა, მისი "თავგადასავალი" ვიდეოპროდიუსერმა ფირზე გადაიღო. ახლა მან მეგობრებთან ერთად მთელი ქვეყანა უნდა გადაკვეთოს და მაკომპრომეტირებელი ფირი ხელში ჩაიგდოს.

2009
IMDB 4.3
შოუს გოგონები
Showgirls

ახალგაზრდა მოცეკვავე ნომი ცდილობს ლას–ვეგასში წარმატების მიღწევას, ბრწყინვალე სამყაროში მოხვედრა და ყველაზე წარმატებულ შოუში მონაწილეობა მისი ოცნებაა. პირველი ნაბიჯების გადასადგმელად ის დათანხმდება ერთადერთ იმ მომენტისთვის რეალურ სამუშაოზე – სტრიპტიზ ბარში, შემდეგ კი ის გაიცნობს ლას–ვეგასის სცენის დედოფალს კრისტალს. თავისი გავლენის გამოყენებით, კრისტალი მოაწყობს ნომის თავის შოუში და შეიყვანს მას ნამდვილ ლას–ვეგასის შოუ–ბიზნესის სამყაროში – ღალატის და ინტრიგების სამყაროში, რომელშიც სექსი ძალაუფლების დონეზეა.

1995
IMDB 4.7
ორმოცდაათი ელფერით მუქი
Fifty Shades Darker

იმ დროს, როდესაც გრეი მის შინაგან დემონებს ებრძვის, ანასთეიშას უწევს გაუძლოს იმ ქალების შურსა და რისხვას, რომლებიც ადრე გრეისთან იყვნენ.

2017
IMDB 4.7
ციხეში შეცდენა
Jailbait

მამინაცვალის მკვლელბის შემდეგ, რომელიც ნასვამ დგომარებობაში ცდილობდა არასრულწლოვანი ანას გაუპატიურებას, მას 4 წლით არასრულწლოვანთა კოლონიაში მოათავსებენ. იქ მას უქმნიან ტერორს თეთრი და შავ კანიანი ქალები, ასევე გარყვნილი ზედამხედველი.

2014
IMDB 4.3
სირცხვილი
Shame

ფილმის მთავარი გმირი — ცხოვრობს ნიუ-იორკში, ის იტანჯება ეროტომანიით და არ შეუძლია თავისი სექსუალური ცხოვრების გაკონტროლება. იგი ცდილობს მიიღოს ახლობლების მხარდაჭერა და ეძებს თანადგომას თანამშრომლების მხრიდან…

2011
IMDB 7.3
ქალიშვილების ტერიტორია
Virgin Territory

ფილმში აღწერილია მარადიული რომის დაუცხრომელი ცხოვრება , ახალგაზრდები რომელთათვისაც სიყავრული და ნეტარება ყველაზე მთავარია ,სასიყვარულო თავგადასავლები ეხება რამდენიმე ახალგაზრდა გოგოს , ისინი თავისი ადგილის პოვნას ცდილობენ ცხოვრებაში, საბოლოოდ ამაში სიყვარული ეხმარებათ ....

2007
IMDB 4.8
სკანდალური დღიური
Notes on a Scandal

ჰუმანიტარული საგნების მასწავლებელს, შება ჰარტს თავის 15 წლის მოსწავლესთან საიდუმლო რომანი აქვს... მაგრამ ეს კავშირი შესაძლოა გამჟღავნდეს

2006
IMDB 7.4
9 სიმღერა
9 Songs

ახალგაზრდა ამერიკელი ლიზა ჩამოდის ლონდონში სტაჟირებაზე. ერთერთ ადგილობრივ კონცერტზე ის გაიცნობს ინგლისელს მეტს. ორმხრივი გრძნობა გაჩნდება, რომელიც დროსთან ცხოველურ ვნებაში გადაიზრდება. ახალგაზრდა ადამიანები დადიან ცნობილი ჯგუფების კონცერტებზე და სექსით არიან დაკავებულები. ერთ წელსი ლიზა ბრუნდება აშშ–ში, მეტი კი მოგზაურობაში მიდის საიდუმლო კონტინეტზე ანტარქტიდა და გოგონასთან გატარებული დროს იხსენებს...

2004
IMDB 4.9
ინტიმური ლექსიკონი
The Sleeping Dictionary

მშვენიერი მალაიზიელი გოგონა ნებაყოფლობით ინგლისელი ჩინოვნიკის ტყვე ხდება. ჩვენი მთავარი გმირის მსგავს გოგონებს \"ინტიმურ ლექსიკონებს\" ეძახიან: ისინი კოლონისტებს ეხმარებიან ადგილობრივი ენის და წეს-ჩვეულებების ათვისებაში და ეს ხდება ლოგინში. ამჯერად მომხიბვლელ \"ინტიმურ ლექსიკონსა\" და მის მეპატრონეს შორის სიყვარული აღმოცენდება. საუბედუროდ შეყვარებულებს დააშორებენ ერთმანეთს. ერთი წლის შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცი ინგლისში ცოლთან ერთად ბრუნდება, მაგრამ წარსული კვლავ იჭრება მის ცხოვრებაში...

2003
IMDB 6.6
ზაკი და მირი პორნოს იღებენ
Zack and Miri Make a Porno

ორი საუკეთესო მეგობარი ზაკი და მირი ფულის შოვნის მიზნით პორნოგრაფიული ფილმის გადაღება დაიწყეს. გადაღებების დროს ისინი მიხვდებიან რომ ერთმანეთის მიმართ უფრო დიდი გრძნობა აქვთ ვიდრე თავიდან ეგონათ..

2008
IMDB 6.7
გარყვნილი
The Libertine (Le libertin)

საფრანგეთი, მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარი. სახელმწიფო, რომელიც მხარს ეკლესიას უჭერს, კრძალავს დიდროს "ენციკლოპედიის" პუბლიკაციას და გავრცელებას. თვითონ დიდრო კი, წიგნის ერთ-ერთ თავზე "ზნეობრიობა" მუშაობისას ერთდროულად იხლიჩება საყვარლების, ნერვიული ცოლის და ქალიშვილის შორის.იდუმალი და ლამაზი ტერბუშის ჩამოსვლა დიდროს ცხოვრებას ცვლის...

2000
IMDB 6.1
მთრთოლვარე სხეული
Carne tremula

ვიქტორმა შეყვარებულთან კამათის დროს შემთხვევით პოლიციელი დაჭრა. ციხეში გატარებული 4 წლის შემდეგ ვიქტორი იგებს, რომ ის პოლიციელი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ინვალიდებს შორის, ყოფილი შეყვარებული კი, მას ცოლად გაყვა.

1997
IMDB 7.5
პირველად
The First Time

მომხიბვლელი დეივი უიმედოდ და უპერსპექტივოდაა შეყვარებული სკოლის ნომერ პირველ ლამაზმან ობრიზე, რომელიც თვითკმაყოფილ მაჩოს ხვდება. მართალია ეს უკანასკნელი ობრის არ შეეფერება, თუმცა, გოგონამ გადაწყვიტა ქალიშვილობა მასთან დაკარგოს. არავინ იცის, როგორ წარიმართებოდა დეივის და ობრის ცხოვრება, რომ არა მათი მოულოდნელი შეხვდერა წვეულებაზე. ისინი მეგობრები ხდებიან, მეგობრები, რომელსაც შეგიძლია მხარზე თავი დაადო, იტირო, უიღბლო სიყვარულზე დაიჩივლო. თუმცა, მოგვიანებით მათი მეგობრობა უფრო მომაჯადოვებელ და საინტერესო ეტაპზე გადადის...

2012
IMDB 7
საოცარი არდადაგები
Spring Breakers

ფილმი მოგვითხრობს ოთხი თინეიჯერი გოგოს არდედაგებზე. ისინი მოპარული ფულით წავლელ დასასვენებლად სადაც მთელ ზაფხულს ცეკვა-ჟრიამულში გაატარებენ სანამ ერთდღესაც ციხეში არამოყოფენ…

2012
IMDB 5.3
ყველაზე თბილი ლურჯი ფერია
Blue Is the Warmest Color

თხუთმეტი წლის ადელს არასოდეს უკითხავს საკუთარი თავისთვის, მოსწონს თუ არა ბიჭები - ეს თითქოს თავისთავად იგულისხმებოდა. მაგრამ იმ ღამეს, როცა ადელი ლურჯთმიან გოგონას, ემას ხვდება, მისი ცხოვრება თავდაყირა დგება. ემა ადელს საკუთარი სურვილების აღმოჩენას, ქალად და ზრდასრულად თავის დამკვიდრებას ასწავლის. ადელი თვალსა და ხელს შუა იზრდება - ეძებს, კარგავს და პოულობს საკუთარ თავს.

2013
IMDB 7.9
გრეის ორმოცდაათი ელფერი
Fifty Shades of Grey

ფილმი მოგვითხრობს ერთი მილიარდელი ბიჭის და ჩვეულებრივი სტუდენტი გოგონას ისტორიას ისინი ერთმანეთს ინტერვიუს დროს გაიცნობენ და დაიწყება მათი უცნაური (არასტანდარტული) სიყვარულის ისტორია...

2015
IMDB 4.2