შუადღე შანხაიში
Shanghai Noon

როდესაც მშვენიერ ჩინელ პრინცესას გაიტაცებენ, იმპერატორი ველურ დასავლეთში გააგზავნის სამ ყველაზე ერთგულ და გამოცდილ მებრძლებს. ჩონ ვანგი, რა თქმა უნდა. არ აღმოჩნდება მათ რიცხვში. მაგრამ საიდუმლო გზით ის მოახერხებს სამხედრო დელეგაციაში მოხვედრას და ამერიკის და დაუჯერებელი თავგადასავლების შუაგულში აღმოჩნდება.

2000
IMDB 6.5
დედვუდი
Deadwood: The Movie (Deadwood)

ფილმი გაგრძელებაა სატელევიზიო სერიალისა, რომელიც 2004-2006 წლებში გადიოდა. სამხრეთ დაკოტა 10 წლის დამოუკიდებლობას ზეიმობს დედვუდთან ერთად. ყოფილი მეტოქეობა კვლავ გაღვივდება, ალიანსები კიდევ ერთხელ გამოიცდება, ხოლო ძველი ჭრილობები ისევ გაიხსნება. ყველას მოუწევს იმ გარდაუვალი ცვლილებებისთვის თვალის გასწორება, რაც დრომ მოიტანა.

2019
IMDB 8.2
ქარი
The Wind

თრილერის მოქმედება 1800იანი წლების მიწურულს, ამერიკის დასავლეთი შტატების საზღვართან ვითარდება. კეთლინ ჟერარდი თამაშობს ქალს, რომელიც სიგიჟემდე მიდის ხელუხლებელი და გადაკარგული მიწების გადამკიდე.

2018
IMDB 5.6
ძმები სისთერსები
The Sisters Brothers

თავზეხელაღებული ძმები სისთერსები, საიდუმლო მეთაურის დავალებით, ოქროს მაძიებელი აფერისტის მოსაკლავად მიემართებიან. თუმცა ახალი სამიზნე გამოცდილი მონადირეებისთვისაც კი არ აღმოჩნდა ადვილად ხელში ჩასაგდები. იწყება თამაში გადარჩენისთვის, მოხერხებული გონება ბრმა ძალის წინააღმდეგ იბრძვის.

2018
IMDB 7
ღია სივრცე
Open Range

ველური დასავლეთის გმირების ეპოქის დასასრული. პრერიებში მომთაბარე ოთხი მეგობარი ცხოვრობენ ღირსების კოდექსის მიხედვით, ისინი მოხვდებიან პატარა ქალაქში სადაც მოუხდებათ თავისი სიყვარულისა და ღირსების დაცვა.

2003
IMDB 7.5
ტკბილი მხარე
Sweet Country

ავსტრალია 1920-იანი წლები. აბორიგენი სემი კლავს თეთრკანიან მიწათმფლობელს, რათა თავი გადაირჩინოს. როდესაც მასზე ნადირობა იწყება, სემი მთავრობას ჩაბარდება, მისი ორსული ცოლის უსაფრთხოების გამო. სემს მხოლოდ სასამართლოს სამართლიანობის იმედი აქვს.

2018
IMDB 6.8
მხედარი
The Rider

როდეოს ამომავალი ვარსკვლავი და ნიჭიერი ცხენების მწვრთნელი იძულებულია კარიერა მიატოვოს თავის სერიოზული ტრამვის გამო. მშობლიურ მხარეში, პაინ-რიჯში დაბრუნების შემდეგ , იგი ვერ ხედავს მისი წარსული ცხოვრების ვერანაირ ალტერნატივას. ბრედი გადაწყვეტს დაიწყოს ახალი ცხოვრება და შეიგრძნოს, როგორია იყოს ჩვეულებრივი ადამიანი ამერიკის გულში.

2017
IMDB 7.5
ბასტერ სკრაგსის ბალადა
The Ballad of Buster Scruggs

ფილმში თავმოყრილია, დასავლეთში, სამოქალაქო ომის დასასრულს, განვითარებული 6 ინდივიდის ისტორია. .

2018
IMDB 7.4
ქალწული
Damsel

XIX საუკუნე, ველური დასავლეთი. ახალგაზრდა მოგზაური სამუელ ალაბასტერი ლოთ მოძღვართან ერთად მისი საყვარელი საცოლის პენელოპეს მოსაძებნად აშშ-ს დასავლეთ საზღვარზე მიდის. სამუელმა მისი საცოლე ბოროტი გამტაცებლების კლანჭებისგან უნდა იხსნას. თუმცა გოგონას თავად შეუძლია საკუთარი თავის დაცვა – პენელოპა ტყვიას ტყვიაში აჯენს, დინამიტის გამოყენება შეუძლია, თავად ვისაც უნდა იმას გადაარჩენს და ტყვიით გაუხვრეტს შუბლს...

2018
IMDB 5.5
შავი 47
Black 47

ბრიტანეთის იმპერიის არმიის რეინჯერი დეზერტირად ბრუნდება სახლში ირნალდიაში და გაიგებს, რომ მისი არყოფნის დროს მის ქვეყანაში საშინელი შიმშილი მძვინვარებდა, რომელმაც დედამისი შეიწირა, მისი ძმა კი ჩამოახრჩეს სახლის დანგრევისას ხელის შეშლის გამო. ინგლისელ ჯენტლმენებს კი, რომლების გამოც იგი სისხს ღვრიდა შორეულ აზიაში, მისი ქვეყნიდან სიმინდის მოსავალს ეზიდებიან და ქვეყანას საშიმშილოდ იმეტებენ...

2018
IMDB 6.9
ქალი მიდის წინ
Woman Walks Ahead

ნამდვილი ამბავი ნიუ-იორკში მცხოვრებ აქტივისტ-მხატვარზე, ქეთრინ უელდონზე, რომელიც ცნობილი ინდიელი ბელადის – "მჯდომარე ხარის" პორტრეტის შექმნის მიზნით 1889 წელს ბრუკლინიდან ინდიელთა რეზერვაციაში სახელად სტენდინგ-როიში გაემგზავრა, საბოლოო ჯამში მთავარი გმირი ბელადს მისი ტომის მიწების შენარჩუნებისათვის ბრძოლაში დაეხმარა. ქეთრინმა ბელადის სახელით ფედერალურ მთავრობას მიმართვა გაუგზავინა. იგი რამდენიმე წლის განმავლობაში შვილთან ერთად ცხოვრობდა ტომთან ერთად და ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებისთვის იბრძოდა…

2018
IMDB 6.2
მტრები
Hostiles

ლეგენდარული ამერიკელი ჯარისკაცი თანხმდება მომაკვდავი ოფიცერისა და მისი ახლობლების გაცილებას სახლამდე. მოგზაურობისას ისინი გაიცნობენ ახალგაზრდა ქვრივს, რომლის ოჯახიც ომის დროს დაიღუპა. ყველა ერთად ცდილობს გაიაროს სახიფათო გზა, სადაც კომუნის ხალხი ცხოვრობს...

2017
IMDB 7.3
ისინი არ არიან წმინდანები
Ain't Them Bodies Saints

1970 წელი, ტეხასი, სამი ახალგაზრდა ბანდიტი ალყაშემორტყულია, ისინი მძიმედ დაჭრიან ერთ-ერთ პოლიციელს. ბანდის მეთაური, ბობ მალდონი, დანაშაულს თავის თავზე იღებს, მაშინ როცა გასროლა მისმა შეყვარებულმა რუთმა მოახდინა.

2013
IMDB 6.4
ხაუხა
Jauja

დანიელი მამა-შვილი მოგზაურობენ უცნობი უდაბნოს მიმართულებით, რომელიც ცივილიზაციისგან მოწყვეტილია.

2014
IMDB 6.3
მგლებთან მოცეკვავე
Dances with Wolves

სამოქალაქო ომის დროს დაჭრილი ჯარისკაცი ჯონ დუნბარი თვითმკვლელობით ცდილობს სიცოცხლის დასრულებას, მაგრამ ამის მაგივრად ხდება გმირი. ჯილდოს სახით მას გადაიყვანენ დასავლეთ საზღვართან მიტოვებულ ფორტში, სადაც ის დაუმეგობრდება ადგილობრივ ინდიელთა ტომს.

1990
IMDB 8
მოუთოკავი გულები
All the Pretty Horses

ორი ახალგაზრდა კოვბოი - ჯონ გრედი კოული და ლეისი როულინსი - მშობლიურ ტეხასს ტოვებენ და თავგადასავლებისა და ახალი მეგობრების საძიებლად მექსიკაში მიემგზავრებიან. ამ ლამაზ და ველურ მხარეში თავგადასავლები მართლაც რომ ბევრია. კოულს იქ მდიდარი რანჩოს მეპატრონის ქალიშვილი შეიყვარდება. თუმცა, მისი და მექსიკელი გოგონას სიყვარული გასაიდუმლოებულია.

2000
IMDB 5.8
მკვლელი
The Killer (O Matador)

ბრაზილიური ვესტერნი ლეგენდარულ დაქირავებულ მკვლელზე, რომელიც ორმოციან წლებში პერნამბუკუში ცხოვრობდა.

2017
IMDB 6
ერთი მუჭა დოლარისთვის
A Fistful of Dollars (Per un pugno di dollari)

მიზანში მსროლელი მოხეტიალე მამაკაცი უცხო ქალქში ხვდება, სადაც სიხარბით, ამპარტავნებით და შურისძიებით დაპირისპირებულ ორ ოჯახთან ორმაგ თამაშს თამაშობს.

1964
IMDB 8
ცდუნება
The Beguiled

ქალთა პანსიონი გარე სამყაროსაგან დაფარული იყო იქამდე, სანამ თავშესაფარის მაძებარმა ადამიანმა არ შეაბიჯა მათ ჭიშკარში. ამ დღეიდან პანსიონი ცდუნების ტყვეობაში აღმოჩნდა.

2017
IMDB 6.6
სკუბი დუ! ველურ დასავლეთში
Scooby-Doo! Shaggy's Showdown

მეგობრები მიემგზავრებიან უნიკალურ ადგილას სახელად "გიჟური რანჩო ქიუ-ბიჭებისათვის" . ადგილი შემთხვევით არ აურჩევიათ ის შეგის ბიძაშვილს ეკუთვნოდა, რომელიც უგზოუკვლოდ დაიკარგა. მეგობრებს სურთ გაიგონ რა დაემართა ტონის. ისინი ხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებიც შეგის დანახვაზე გარბიან, რადგან მოჩენება ჰგონიათ.

2017
IMDB 6.9