ბნელი კოშკი
The Dark Tower

ფილმი მოგვითხრობს 12-13 წლის ბიჭზე, რომელიც საოცრად რეალურ, მაგრამ დაუჯერებელ სიზმრებს ხედავს. ერთ დღეს ის სხვა სამყაროში აღმოჩნდება სადაც მისი სიზმრების რეალობა დამტკიცდება...

2017
IMDB 5.9
ბრიმსტოუნი
Brimstone

ლიზის ისტორია, რომელიც ცდილობს გაექცეს მის წარსულს და თავი დააღწიოს ეშმაკის მქადაგებელს.

2017
IMDB 7.2
ერთხელ დასავლეთში
Once Upon a Time in the West

"ერთხელ დასავლეთში" სერჯო ლეონეს ფილმების ტრილოგიის პირველი ნაწილია. ეს კლასიკური ვესტერნი მოგვითხრობს ქვრივი ქალის ისტორიას, რომელსაც თავისი სიცოცხლისა და მიწის დაცვა უწევს, რაშიც მას უცნობი მამაკაცი ეხმარება.

1968
IMDB 8.6
ბნელი ხეობა
The Dark Valley (Das finstere Tal)

ბნელი გზებით მარტოხელა მხედარი შეაღწევს პატარა ქალაქში, რომელიც მდებარეობს მაღალმთიან ალპებში. არავინ არ იცის, საიდან მოვიდა ის და რა უნდა. ერთადერთი რაშიც დარწმუნებულები არიან ადგგილობრივი მკვიდრები, ის არის, რომ არავის არ უნდა, რომ ეს უცნობი ადამიანი დარჩეს ქალაქში.

2014
IMDB 7.2
შესანიშნავი შვიდეული
The Magnificent Seven

სიუჟეტის მიხედვით პატარა ქალაქში როუზ კრიკში ბატონობს მრეწველი ბარტოლომიუ. შეშინებული მოსახლეობა მიმართავს დახმარებისთვის ცნობილ თავებზე მონადირეებს.

2016
IMDB 7.1
ძალადობის ხეობაში
In a Valley of Violence

მაწანწალა პოლი, რომელსაც დასაკარგი არაფერი აქვს, აპირებს შური იძიოს ბანდიტებზე, რომლებმაც მისი საუკეთესო მეგობარი მოკლეს.

2016
IMDB 6
ჩამარხულები
The Burrowers

1879 წელს დაკოტაში უგზოუკვლოდ დაკარგულ ადამიანთა მოსაძებნად ჯგუფს გაგზავნიან. ისინი ადგილობრივ ხალხთან დაპირისპირებას მოელიან, მაგრამ მალევე აღმოაჩენენ, რომ ნამდვილი მტერი სულ სხვა მხრიდანაა მოსალოდნელი.

2008
IMDB 5.8
დუელი
The Duel

ტეხასის რეინჯერი იძიებს აუხსნელ მკვლელობებს, პატარა ქალაქში სახელად ჰელენაში.

2016
IMDB 5.8
რიო ბრავო
Rio Bravo

კლასიკური ძველი ვესტერნი ჯონ უეინის, დინ მარტინის და რიკი ნელსონის მონაწილეობით, რომლებიც სამეულს ქმნიან: ერთი დაჭრილი, ერთი მთვრალი და ერთიც ახალგაზრდა შეიარაღებული ბანდიტია. ადგილობრივი შერიფი მათ დახმარებას სთხოვს, რათა ხელი შეუშალონ ერთერთი "ცუდი ბიჭის" ძმის ციხიდან გაქცევას. ეს ფილმი მათთვისაც არის, ვისაც ვესტერნები საერთოდ არ უყვარს.

1959
IMDB 8
მიკის ათვლა
Meek's Cutoff

ფილმი ეფუძნება რეალურ მოვლენებს და მოგვითხრობს ველური დასავლეთის ათვისებაზე, როცა 1845 წელს ე.წ. ორეგონის ბილიკზე მიმდინარეობდა დიდი გადასახლება ამერიკის აღმოსავლეთიდან დასავლეთის სანაპიროზე.

2010
IMDB 6.5
ჯეინი იარაღს იღებს
Jane Got a Gun

მაკკენის ჩხუბისთავი და თავზე ხელაღებული ბანდის წევრები დასდევენ ჰემს, რომელსაც უნდა დაშორდეს მათ და დაიწყოს ახალი ცხოვრება. ის თავისი ლამაზი ცოლის ჯეინის რანჩოში იმალება. ჯეინი დასახმარებლად მიმართავს იმ ადამიანს ვისი დანახვაც ყველაზე ნაკლებად უნდა (თავის ყოფილ საყვარელს). ჯეინმა უნდა დაივიწყოს წარსული, უნდა გახდეს ძლიერი და უკომპრომისო, რომ გადაარჩინოს ოჯახი.

2015
IMDB 5.7
მიტოვებული
Forsaken

ჯონ ჰენრი ბრუნდება მშობლიურ ქალაქში მამასთან ურთიერთობის მოწესრიგების იმედით, მაგრამ ადგილობრივი ბანდა ატერორებს ქალაქს. ჯონ ჰენრი არის ერთადერთი, რომელსაც მათი შეჩერება შეუძლია, თუმცა მას ჩამოართვეს იარაღი და უშიშარი ქილერის რეპუტაცია.

2016
IMDB 6.6
გადარჩენილი (რევენანტი)
The Revenant

ფილმი დაფუძნებულია ჰიუ გლასის რეალურ ისტორიაზე. ფილმის მთავარი გმირი დაჭრილია და იბრძვის გადარჩენისთვის ველურ დასავლეთში. მისი მიზანია შური იძიოს მეგობარზე, რომელმაც სასიკვდილოდ გაიმეტა და მარტო დატოვა ველური ბუნების მკაცრ პირობებში.

2015
IMDB 8.3
ჯერონიმო: ამერიკული ლეგენდა
Geronimo: An American Legend

1885–86 წლები. ხუთი ათასი ამერიკელი სამხედრო ცდილობს ერთხელ და სამუდამოდ ჩაახშოს ინდიელთა წინააღმდეგობა. აჯანყებულების მეთაურია ლეგენდარული ინდიელი მეომარი ჯერონიმო.

1993
IMDB 6.4
ეშმაკი
Diablo

სამოქალაქო ომის ახალგაზრდა ვეტერანი იძულებულია სახიფათო მოგზაურობაში გაემგზავროს, რათა გატაცებული მეუღლე დაიბრუნოს.

2016
IMDB 4.8
საძულველი რვიანი
The Hateful Eight

ფილმის მოქმედება სამოქალაქო ომიდან 6, 8 ან 12 წლის შემდეგ ხდება, ეტლი ზამთრის ცივ და სუსხიან გზაზე მიქრის, მისი მგზავრები თავებზე მონადირე ჯონ რუთი და მისი პატიმარი დეიზი დომერგი მიდიან ქალაქში, სადაც ჯონი დეიზის მართლმსაჯულებას გადასცემს. გზად ისინი ორ უცხო ადამიანს შეხვდებიან: თავებზე მონადირე მაიორ მარკის ვორენსა და კრის მენიქსს, რომელიც ირწმუნება, რომ ქალაქის ახალი შერიფია. ისინი მიადგებიან ადგილს სახელად: მინის გალანტერეა, სადაც მეპატრონის ნაცვლად ოთხი უცხო ადამიანი დახვდებათ. ესენი არიან: ბობი, რომელიც მეპატრონის მოვალეობას დროებით ასრულებს, ჯალათი ოსვალდო მობრეი, კოვბოი ჯო გეიჯი და გენერალი სენფორდ სმიზერნი. როდესაც მთებს შტორმი მოადგება რვა მოგზაური მიხვდება, რომ გზის გაგრძელებას ვერ შეძლებენ…

2015
IMDB 8
უცნაური ექვსეული
The Ridiculous 6

ტომი სტოკბურნი თავის ხუთ ძმასთან ერთად სახალისო და სახიფათო მოგზაურობაში მიდის ველურ დასავლეთში.

2015
IMDB 5.2
ქალაქელი პიჟონები
City Slickers II: The Legend of Curly's Gold

On Mitch Robbins 40th birthday begins quite well until he returns home and finds his brother Glen, the black sheep of the family, in his sofa. Nevertheless he is about to have a wonderful birthday-night with his wife when he discovers a treasure map of Curly by chance. Together with Phil and unfortunately with Glen he tries to find the hidden gold of Curly's father in the desert of Arizona.

1994
IMDB 5.4
სწრაფი და მკვდარი
The Quick and the Dead

იროდი, რომელიც სასტიკად მართავს ველური დასავლეთის ერთ-ერთ ქალაქს, საუკეთესო მსროლელების ტურნირს აწყობს. გამარჯვებულის ჯილდო 123 ათასი დოლარია.

1995
IMDB 6.4
წინადადება
The Proposition

ავსტრალია. 1880 წელი. ჩარლი ბენსონი რთული არჩევანის წინაშე დგას: თავისი უმცროსი ძმა მიკი სახრჩობელას რომ გადაარჩინოს, ამისათვის უფროსი ძმა არტური უნდა მოკლას.

2005
IMDB 7.5