ბუჩ კასიდი და სანდენს კიდი
Butch Cassidy and the Sundance Kid

დაუნდობელი შერიფი ნადირობს მამაცი და იღბლიანი დამნაშავეების წყვილზე. კლასიკური ვესტერნი და ამავე დროს სასაცილო სათავგადასავ;ო ფილმი.

1969
IMDB 8.1
მატარებელი იუმასკენ
3:10 to Yuma

ცნობილი ბანდიტის - ბენ ვეიდის დაპატიმრების შემდეგ, მისი ბანდა ადგილობრივი მოსახლეობის მუქარა-დაყაჩაღებას განაგრძობს. სამოქალაქო ომის ვეტერანი და რანჩოს მფლობელი - დენ ევანსი თანახმაა ჩუმად გადაიყვანოს ბენი უახლოესი ქალაქის რკინიგზის სადგურზე, საიდანაც მატარებელი იუმასკენ მიემგზავრება. როდესაც ისინი უახლოეს სასტუმროში ჩერდებიან, ირკვევა, რომ საიდუმლო გამჟღავნდა.

2007
IMDB 7.8
იდალგო
Hidalgo

ყოველ წელს, არაბული მოჯირითე ცხენები, ერთმანეთს მრავალდღიან მარათონში ეჯიბრებიან. 1890 წელს მდიდარმა შეიხმა შეჯიბრებაში პირველად მოიწვია უცხოელი. ეს იყო ფრენკ ჰოპკინსი - ველური დასავლეთის ყველაზე საუკეთესო მოჯირითე. შეიხმა მის გამარჯვებაზე ბევრი ფული დადო. ახლა მისი ბედი უცხოელსა და მის მუსტანგ \"იდალგოზეა\" დამოკიდებული.

2004
IMDB 6.6
აპალუზა
Appaloosa

ეს არის ისტორია ორი მეგობრის შესახებ,რომლებსაც იმ პატარა ქალაქის დასაცავად დაიქირავებენ,რომელსაც რანჩოს უმოწყალო პატრონი ატერორებს.თუმცა მათ გეგმებს მომხიბლველი ქვრივი ქალბატონი ანგრევს...

2008
IMDB 6.8
უპატიებელი
Unforgiven

უილიამ მუნის ისტორია - ცივსისხლიანმა მკვლელმა თავის თავში იპოვა იმდენი ძალა, რომ მიატოვა თავისი ბინძური ხელობა, შექმნა ოჯახი და გახდა ფერმერი. ცოლის სიკვდილის შემდეგ კი ორ შვილთან ერთად მარტო დარჩა უფულოდ.

1992
IMDB 8.3
მაკენას ოქრო
Mackenna's Gold

განგსტერი კოლორადო და მარშალი მაკენა უდიდეს ოქროს საბადოს ეძებენ. ბუნებრივია მათ გარდა ოქროზე სხვებიც ნადირობენ და რაც მთავარია, მთები, სადაც სავარაუდო საბადოა განლაგებული, ინდიელთა ტერიტორიას ეკუთვნის.

1969
IMDB 6.8
ბლუბერი
Blueberry

წმინდა მთების წიაღში ინდოელების თქმულებით არსებობს საიდუმლო ოქროს მაღარო... მაიკ ბლუბერი გაემგზავრა მის მოსაძებნად, ის სცდილობს დაასწროს ბოროტმოქმედთა დაჯგუფებას...

2004
IMDB 5.2
ნავთობის მეფე
The Oil Prince

\'The Oilprince\' is an unscrupulous businessman. He looks forward to a lucrative deal with the \"Western Arizona Bank\'. He sells the bank oil wells at Shelly Lake that do actually not exist. The Oilprince learns that the colonists would like to settle at Shelly Lake. So The Oilprince exchanges the scout of the settlers by one of his minions to give them another route. But soon The Oilprince has to recognize that he has not counted on Winnetou, the righteous leader of the Apaches, and his blood brother Old Surehand.

1965
IMDB 5.8
ზოროს ნიღაბი
The Mask of Zorro

ხანში შესული მთავარი გმირი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრებ მიუძღვნა სამართლიანობისთვის ბრძლას, რომელმაც უამრავი წელი გაატარა საკანში, რომელმაც დაკარგაცოლი და ქალიშვილი, საკუთარ ცოდნას და შავ ნიღაბს გადასცემს ახალგაზრდა მებრძლს, რომელივ დღეიდან შეებრძლება ბოროტებას.

1998
IMDB 6.7
შემოდგომის ლეგენდები
Legends of the Fall

"ზოგიერთ ადამიანს კარგად ესმით თავისი შინაგანი ხმა და ცხოვრობენ ისე, როგორც ის მათ უკარნახებს. ასეთი ადამიანები გიჟდებიან ან ლეგენდები ხდებიან". ასე იწყება ლადლოუს ოჯახის ისტორია – მოთხრობა სამ ძმაზე, მათ მამაზე და მომხიბვლელ, ახალგაზრდა ქალზე, რომელიც საბედისწერო როლს ასრულებს და ცვლის ყოველი მათგანის ცხოვრებას.ბავშვობიდან სამი ძმა განუყრელნი არიან, თუმცა ისინი ვერც კი ხვდებიან თუ რა რთული გზა ელით წინ....

1994
IMDB 7.5
რამდენიმე დოლარით მეტი
For a Few Dollars More

რამდენიმე დოლარით მეტის გამომუშავება ველურ დასავლეთში პრობლემა არ არის, თუ გაქვს იარაღი და ბანდიტების დახოცვის უფლება. სწორედ ამ გზას მიჰყვებიან ფეხდაფეხ თაღლითებზე მონადირე პროფესიონალები.

1965
IMDB 8.3
თამბსთოუნი
Tombstone

1871 წელი. ამერიკაში სამოქალაქო ომი დასრულდა. ფერმერები, მძარცველები, ოქროს მაძიებლები და მკვლელები - ქონების საძებრად გაემართნენ. კოვბოი უაიტ ერპი, ძმებთან ერთად ქალაქ თამბსთოუნში ჩერდება. აქ მას პირადი ცხოვრების და ბიზნესის მოწყობა სურს. მაგრამ ამის ნაცვლად მძარცველთა ბანდის წევრების წინააღმდეგ ბრძოლა უწევს.

1993
IMDB 7.8
შვიდი ძმის შვიდი საცოლე
Seven Brides for Seven Brothers

შვიდი მამაკაცი ტყეში ერთ პატარა სახლში ცხოვრობს. დახვეწილი მანერებისა და საზოგადოებაში მოქცევის წესების შესახებ მათ არაფერი სმენიათ. ერთხელაც უფროსი ძმა მომხიბვლელ საცოლეს მოიყვანს სახლში. რაფინირებული, მყარი ნერვების მქონე ქალაქელი მილი თავის თავზე იღებს ბიჭების მორჯულების საქმეს და მათ ცხოვრების მეგზურის პოვნაში ეხმარება.

1954
IMDB 7.4
ჯანგო
Django Unchained

ჯანგო არის მონა, რომელიც თავისუფალია და სურს მისი მეუღლის მოძებნა, რომელიც მდიდარი და დაუნდობელი მიწათმფლობელის კელვინ კენდის მფარველობაშია. მას ეხმარება გერმანელი ყოფილი დენტისტი ექიმი დოქტორი კინგ შულცი, რომელსაც ეზიზღება რასიზმი და მონობა. იგი დჯანგოს ამზადებს რომ გახდეს მისი მარჯვენა ხელი, ასწავლის ყველა იმ უნარს რაც დასჭირდება რასიზმის და კელვინ კენდის წინააღმდეგ საბრძოლველად

2012
IMDB 8.5
ჯანგო
Django

ჯანგო 1966 წლის იტალიური "სპაგეტი" ვესტერნია. ფილმში მთავარ როლს იტალიური კინოს ვარსკვლავი ფრანკო ნერო ასრულებს.

1966
IMDB 7.3
მილიონი გზა თუ როგორ მოკვდე დასავლეთში
A Million Ways to Die in the West

ახალი ფილმი კომედია "ტედის" შემქმნელებისგან. სიუჟეტი ვითარდება ველურ დასავლეთში სადაც სიკვდილისთვის მართლაც რომ მილიონი ხელშემწყობი ფაქტორია ესაა ადგილი სადაც შეიძლება მოკვდე: ნაკაწრისგან, ნაკბენისგან, სურათის გადაღებისგან, წამლის მიღებისგან, ექიმის მკურნალობისგან და კიდევ უამრავი ჩვენთვის ნაკლებად ცნობადი მიზეზისგან აი ასეთ გარემოში ცხოვრობს…

2014
IMDB 6.1
ერთხელ ველურ დასავლეთში
Once Upon a Time in the West

\"ერთხელ დასავლეთში\" სერჯო ლეონეს ფილმების ტრილოგიის პირველი ნაწილია. ეს კლასიკური ვესტერნი მოგვითხრობს ქვრივი ქალის ისტორიას, რომელსაც თავისი სიცოცხლისა და მიწის დაცვა უწევს, რაშიც მას უცნობი მამაკაცი ეხმარება.

1973
IMDB 4.8
გადარჩენა
The Salvation

ჯონი, ფერმერი, რომლის ოჯახი მოკლეს, დაიფიცა რომ შურს იძიებდა, იპოვის და დასჯის მკვლელს. მისი ქმედებები გამოიწვევს ძალადობის ჯაჭვს: ადგილობრივი ბანდის ლიდერი თავის თანამოაზრეებთან ერთად გადაწყვეტს დავუპირისპრდეს ჯონს და გაანადგუროს მისი სოფელი

2014
IMDB 6.8
შენელებული დასავლეთი
Slow West

ფილმი „Slow West“ მოგვითხრობს 16 წლის ბიჭის ისტორიას, რომელიც მე-19 საუკუნეში ამერიკის საზღვრებისკენ მიემგზავრება, რათა იპოვოს ქალი, რომელიც უყვარს. ამ თავგადასავალში მას თან გამოუცნობი მოგზაური სილასი ახლავს.

2015
IMDB 7
მეომრის გზა
The Warrior's Way

დიადი მეომარი იანგი - ცოცხალი ლეგენდაა, რომელიც ბრძოლის ველზე დაიბადა. ის ისეთი ძლიერია, რომ მთელი არმია ვერ ამარცხებს. ერთხელაც, მტრის განადგურებისას უარს აცხადებს პატარა გოგონას მოკვლაზე, რის გამოც სასიკვდილო განაჩენი ელის. ის ბავშვთან ერთად გარბის და ამერიკის ერთ-ერთ დასახლებაში იდებს ბინას. მაგრამ წარსული აქაც არ ანებებს თავს, ის კვლავ იძულებულია ხმალი იშიშვლოს…

2010
IMDB 6.3