ვალჰალა
Valhalla

ვიკინგი ბავშვები როსკვა და ტიალფე თავგადასავლებით სავსე მოგზაურობას შეუდგებიან მიდგარდიდან ვალჰალასკენ. მათთან ერთად ღმერთები - თორი და ლოკი - არიან. თუმცა ვალჰალაში წყნარად ცხოვრების საშუალებას საზარელი მგელი ფენრირი და ღმერთების მოსისხლე მტერი - ჯოტნარი- არ აძლევთ. ღმერთების გვერდიგვერდ, ორმა ბავშვმა უნდა იბრძოლოს, რათა ვალჰალა სამყაროს დასასრულისგან - რაგნაროკისგან - იხსნას.

2019
IMDB 5.7
ტროლები: მსოფლიო ტური
Trolls World Tour

ფოფი და ბრენჩი აღმოაჩენენ, რომ მხოლოდ ისინი დარჩნენ ტროლთა იმ 6 ტომიდან, რომელიც მიმოფანტულია ექვს სხვადასხვა მხარეს და წარმოადგენენ ექვს სხვადასხვა ჟანრის მუსიკას: ფანკი, ქანთღი, ტექნო, კლასიკა, პოპი და როკი. მძიმე როკის სამეფოს დედოფალ ბარბს, სურს გაანადგუროს ყველა სხვა ჟანდრი, რათა როკი იყოს უზენაისი მუსიკა. მსოფლიოს ბედით დამწუხრებულნი, ფოფი და ბრანჩი სხვა ტროლების მოსაძებნად და გასაერთიანებლად გაეშურებიან, რათა საერთო ძალებით წინ აღუდგნენ ბოროტი დედოფლის ზრახვებს.

2020
IMDB 6.1
ქალთევზის დაცემა
Mermaid Down

თევზმჭერი შხუნის კაპიტანი, რომელიც წყნარ ოკიანეში ნამდვილ ქალთევზას დაიჭერს, კუდს მოაჭრის და ხმელეთზე წაიყვანს. იქ ქალთევზა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდება, სადაც არავის სჯერა, რომ ეს გოგონა სინამდვილეში ქალთევზაა. და მალე ის ყველას დაუმტკიცებს, რომ ადამიანებმა იგი ამაოდ გამოკეტეს და დასცინოდნენ მას…

2019
IMDB 6.1
მშვენიერი ფანტასტიკა
This Beautiful Fantastic

ახალგაზრდა ქალი, რომელიც საბავშვო მწერლობაზე ოცნებობს, დაუმეგობრდება ჭირვეულ მდიდარ მოხუც ქალს.

2016
IMDB 6.9
სამართლიანობის ბნელი ლიგა : აპოკალიფსის ომი
Justice League Dark: Apokolips War

სამართლიანობის ბნელი ლიგის სიქუელი , რომელშიც ჯეკ კირბის ახალი ღმერთები მონაწილეობენ.

2020
IMDB 8
გრეტელი და ჰენზელი
Gretel & Hansel

ძმები გრიმების ამავე სახელწოდების ზღაპარზე დაფუძნებული საშინელებათა ფენტეზი, ზღაპრულ სოფელში მცხოვრები ახალგაზრდა და-ძმის – გრეტელის და ჰენზელის შესახებ, რომლებიც საკვების და სამუშაოს სასოწარკვეთილ ძიებაში ბნელ და ღრმა ტყეში შევლენ, სადაც ისინი ზებუნებრივი ბოროტების ხაფანგში მოხვდებიან, რომლებსაც დაუნდობელი ბებერი ალქაჯი გაიტაცებს.

2020
IMDB 5.3
შუქურა
The Lighthouse

The Lighthouse არის 2019 წლის ფსიქოლოგიური და საშინელებათა ჟანრის ფილმი, რომლის რეჟისორია რობერტ ეგერსი. მთავარ როლებში არიან : უილემ დეფო, რობერტ პატინსონი და ვალერია კარამანი. ორი შუქურის მცველი ცდილობს შეინარჩუნოს საღი აზროვნება 1890 - იან წლებში ახალი ინგლისის შორეულ და იდუმალ კუნძულზე ცხოვრებისას.

2019
IMDB 7.6
წინ!
Onward

მოქმედება მიმდინარეობს გამოგონილ სამყაროში. ორი მოზარდი ელფი ძმა მოგზაურობას იწყებენ, რათა აღმოაჩინონ, მაგია ისევ არსებობს თუ არა.

2020
IMDB 7.5
ფანტაზიის კუნძული
Fantasy Island

70-იანი წლების პოპულარული, ჯადოსნური კუნძულის შესახებ შოუს, საშინელებათა ჟანრში ადაპტაცია.

2020
IMDB 4.8
სასიკვდილო ბრძოლის ლეგენდები: მორიელის შურისძიება
Mortal Kombat Legends: Scorpions Revenge

თაობაში ერთხელ, ძლიერი შანგ ცუნგი აწყობს სასიკვდილო ბრძოლას - შეჯიბრი მიწიერი ცივილიზაციის და გარე სამყაროს წარმომადგენლებს შორის. ის მორიელს მოუწოდებს მასში მონაწილეობა მიიღოს, რადგან მას საყვარელი ადამიანების სიკვდილისთვის შურისძიება სჭირდება. ამავე დროს, ეს ბრძოლა განსაზღვრავს მთელი კაცობრიობის ბედს.

2020
IMDB 7.5
ვარსკვლავური ომები: ეპიზოდი IX
Star Wars: The Rise of Skywalker

ამერიკული ეპიკური კოსმოსური ფილმი, რომლის რეჟისორი ჯეი ჯეი აბრამსია, ხოლო მთავარ როლებს ასრულებენ : დეიზი რიდლი, ადამ დრაივერი, ბილი ლურდი, ლუპიტა ნიონგო და ოსკარ აიზეკი. გადარჩენილი "წინააღმდეგობის მოძრაობა" კიდევ ერთხელ უპირისპირდება პირველ ორდენს Skywalker საგას ბოლო ნაწილში.

2019
IMDB 6.7
ჯუმანჯი 3: შემდეგი საფეხური
Jumanji: The Next Level

ბანდა დაბრუნდა, მაგრამ თამაში შეიცვალა. როდესაც ისინი ჯუმანჯში ბრუნდებიან საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით, ისინი აღმოაჩენენ, რომ არაფერია ისე, რასაც მოელიან. მოთამაშეებს მოუწევთ იყვნენ მამაცები უცნობისა და ამოუცნობელის წინაშე, მშრალი უდაბნოდან თოვლიან მთებამდე, რათა თავიდან აიცილონ მსოფლიოს ყველაზე საშიში თამაში.

2019
IMDB 6.7
ებიგეილი
Abigail

მისტიკური დაავადების გავრცელების შემდეგ, მთავრობა ქალაქის იზოლაციას მოახდენს, ხოლო დაავადებულებს გაუკვეველ ლოკაციაზე გადაიყვანს, მათ შორის მოხვდება ებიგეილის მამაც. როდესაც გოგონა გაიზრდება, ის საკუთარ თავში ჯადოსნურ შესაძლებლობებს აღმოაჩენს და გაიგებს, რომ სინამდვილეში ქალაქის მაცხოვრებლები არა დაავადებულები, არამედ ზებუნებრივი ძალების მქონე ადამიანები არიან.

2019
IMDB 5
მალეფისენტი 2: ბოროტების მბრძანებელი
Maleficent: Mistress of Evil

მოვლენები ვითარდება რამდენიმე წლის შემდეგ, რაც მალეფისენტამ ავრორას თავისი ბოროტება დაატეხა თავს. სიუჯეტი გვიამბობს შავი ფერიისა და მომავალი დედოფლის რთულ ურთიერთობაზე, მათ მოკავშირეებსა და მოწინააღმდეგეებზე, ჯადოსნური ტყის და იქ მობინადრეების დასაცავად.

2019
IMDB 6.7
ჰალკი: სადაც მონსტრები ბინადრობენ
Hulk: Where Monsters Dwell

ჰელოუინის წინა დღე, როდესაც ყველას შეუძლია აისრულოს ოცნება და გარდაისახოს მის საყვარელ მონსტრად.

2016
IMDB 5.5
ორლანდო
Orlando

ორლანდო იმდენად ლამაზი და ჭკვიანია, რომ ინგლისის დედოფლის საყვარელი ხდება. სიკვდილის შემდეგ დედოფალი, სასახლეს, სიმდიდრეს და მიწებს უტოვებს. ორლანდო კი, არ ბერდება. მხოლოდ პერიოდულად ძილს მიეცემა ხოლმე, რის შემდეგაც მისი სიცოცხლე ისევ და ისევ გრძელდება, უკვე 400 წელია. და ერთ-ერთი მორიგი "ძილის" შემდეგ. ის ქალად გადაიქცევა.

1992
IMDB 7.2
ადამსების ოჯახი
The Addams Family

ჰელოუინის პირველი ოჯახი, the Addams Family, დიდ ეკრანზე დაბრუნდა! პირველი ანიმაციური კომედია ყველაზე უჩვეულო ოჯახის შესახებ.

2019
IMDB 5.8
დულიტლი
Dolittle

ინგლისელი მწერლის, ჰიუ ჯონ ლოფტინგის ბავშვთა რომანის უჩვეულო ინტერპრეტაცია ექსცენტრიული ექიმი-ვეტერინარის ჯონ დულიტლის შესახებ, რომელიც სახალისო და მომხიბლავ ამბავს მოგვითხრობს, თუ როგორ აღმოაჩინა მისთვის მოულოდნელად უბრალო ექიმა, რომ მას ცხოველების ენის გაგება და მათთნ ლაპარაკი შეუძლია. და ახლა ყველაზე არაპროგნოზირებადი თავგადასავლების და მოგზაურობის დროს, მისი ახლო მეგობრები და თანამებრძოლები შინაური ცხოველები გახდებიან…

2020
IMDB 5.5
ექიმი ძილი
Doctor Sleep

სტივენ კინგის ამავე სახელწოდების ბესტსელერის ეკრანიზაცია და ლეგენდარული “ნათების” სიქველი, რომელშიც მოვლენები 40 წლის შემდეგ ვითარდება და დენი ტორენსის შესახებ მოგვითხეობს, მწერლის ვაჟი, რომელსაც სტენლი კუბრიკის ფილმში “ნათება” ჯეკ ნიკოლსონი თამაშობდა. ოთხი ათწლეულის მანძილზე ის ფსიქოლოგიური ტრავმის შედეგებს ებრძვის, რომელსაც იზოლირებულ სასტუმრო “ოვერლუკში” მას და მის მშობლებს თავს გადამხდარი მოვლენები გამოიწვევს. დენი მისი მისტიკური შესაძლებლობების – “ნათების” – ჩახშობას ალკოჰოლის დახმარებით ცდილობს, რითაც იგი მამის კვალს მიჰყვება. მაგრამ ერთ დღეს ის სმის მიტოვებას გადაწყვეტს და ჰოსპისში დაიწყებს მუშაობას, სადაც უიმედო ავადმყოფ პაციენტებს ეხმარება და თავისი ნიჭის დახმარებით, მათ სიკვდილისთვის ამზადებს. ასე იღებს დენი მეტსახელს “ექიმი ძილი”. საავადმყოფოში მთავარი გმირი გოგონას აბრა სტოუნს შეხვდება, რომელიც ასევე ზებუნებრივ შესაძლებლობებს ფლობს. გოგონა დენის იდუმალი ჯგუფის შესახებ უამბობს, რომლის წევრები ენერგეტიკული ვამპირები არიან – ფსიქიკური არსი, რომლებიც “ნათების” ნიჭით დაჯილდოებული ადამიანების სიკვდილის დროს ჩნდებიან. აბრა შემთხვევით თვითმხილველი ხდება იმასა, თუ როგორ კლავენ იდუმალი ჯგუფს წევრები ბიჭს, ხოლო შემდეგ თავად გახდება მათი სამიზნე. გოგონა დენის მიმართავს დასახმარებლად, და ერთად ისინი იდულამ ჯგუფს უპირისპირდებიან.

2019
IMDB 7.5
კაცი გრავიტაციის გარეშე
The Man Without Gravity

ოსკარი ერთ ქარიშხლიან ღამეს გაჩნდება პატარა ქალაქის საავადმყოფოში და იმთავითვე ნათელი გახება, რომ მასშო რაღაც უჩვეულოა: იგი გრავიტაციის კანონებს არ ექვემდებარება, ჰაერში ტიტივებს, ბუშტივით დაფარფატებს გაოგნებული დედისა და ბებიის თვალწინ. ისინი ჩვილთან ერთად გარბიან და გადაწყვეტენ ყველას დაუმალონ მრავალი წლის მანძილზე. მხოლოდ პატარა აგატამ იცის ეს საიდუმლო. მანამ სანამ ოსაკრი არ გადაწყვეტს, რომ მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს ვინ არის იგი სინამდვილეში - „ადამიანი გრავიტაციის გარეშე“

2019
IMDB 5.8